„ვაშაძე ქვეყანას არ გამოადგება, ზურაბიშვილი კი პრობლემებს წარმოშობს“ _ ლადო პაპავა

პოლიტიკა

„ვაშაძე ქვეყანას არ გამოადგება, ზურაბიშვილი კი პრობლემებს წარმოშობს“ _ ლადო პაპავა

2018 ნოე 15 21:07:55

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით „გურია ნიუსი“ პროფესორ ლადო პაპავას ესაუბრა.
_ ბატონო ლადო, მმართველმა პარტიამ „ძალა ერთობაშიას“ სპარეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში, მოსალოდნელ დაპირიპირებსა და სამოქალაქო ომზე ახლა უფრო აქტიურად დაიწყო საუბარი.
მართველ პარტიაში ასეთი აზრი არავის მოსვლია მაშინ, როცა პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საპრეზიდენტო ინსტიტუტის პოზიციისთვის დათმობის საკითხსაც განიხილავდა. ახლა რამ შეაშინა „ქართული ოცნება?

_ არასდროს დამიმალავს ჩემი უკიდურესად უარყოფითი დამოკიდებულება „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ. არ მჯერა, რომ ამ პარტიას ქვეყნისთვის სასიკეთო საქმის გაკეთება შეუძლია. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გრიგოლ ვაშაძემ პერსონალურად აღიარა, რომ მისთვის საამაყოა საბჭოთა კავშირის დიპლომატად ყოფნა. არის რაღაც, რითად არ უნდა ამაყობდე. კაცი, რომელიც საბჭოთა კავშირის დიპლომატობით ამაყობს, ქვეყანას ვერ გამოადგება.

რატომ ეშინია „ქართულ ოცენებას“ გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების?! მმართველ პარტიას კი არ ეშინია, ამომრჩევლის შეშინება უნდათ. არანაირი საფრთხე არ არის მოსალოდნელი, თუმცა, შესაძლოა, მცირედი ექსესები მოხდეს, მაგრამ სახელმწიფომ უნდა მოახერხოს და აღნიშნულს ფართომასშტაბიან კონფლიქტში გადაზრდის საშუალება არ მისცეს.

უმრავლესობის წევრების მხრიდან სამოქალაქო ომზე საუბარი მიანიშნებს, რომ მმართველ პარტიაში ძალიან ბევრი ადამიანი შემთხვევით არის მოხვედრილი, რომლებსაც პოლიტიკის საერთოდ არაფერი გაეგებათ.

_ არსებობს მოსაზრება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერით, ამომრჩეველთა როლის დაკნინება გამოიწვია, ანუ ხალხს სასურველი კანიდატის არჩევის საშუალება არ დაუტოვა. მმართველი პარტიის ფავორიტი კანდიდატის გაპრეზიდენტების შემთხვევაში, რა საფრთხის წინაშე დადგება ქართული საზოგადოება?

_ ქალბატონი სალომეს გაპრეზიდენტება ძალიან ბევრ პრობლემას წარმოშობს. მას მეტყველების უნარი აქვს გაუმართავი, სიტყვათა მარაგი არ ყოფნის და ხშირად ისეთ რაღაცებს იძახის, რაც მისთვის, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატისთვის წამგებიანია. აღარ ვამბობ, რომ ხანდახან უწმაწური სიტყვები წამოსცდება ხოლმე.

ამომრჩევლის მიმართ მისი დამოკიდებულება ქედმაღლურია. ჯერ პრეზიდენტი არ გამხდარა და იძახის თქვენზე მაღლა უნდა ვიდგეო. ვხედავთ, საარჩევნო კამპანია როგორ წარიმართა, ბილბორდებზე ბიძინა ივანიშვილის სურათიც გამოჩნდა უკვე, რაც იმას ნიშნავს, რომ ქალბატონ სალომეს რეიტინგი არ გაჩნია.

დღეს ჩვენ არ გვაქვს ისეთი საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც ხმას არ ვაძლევთ იმას, ვინც პრეზიდენტად მეტად არ გვინდა.

ვინც არ უნდა გახდეს პრეზიდენტი, ზურაბიშვილი თუ ვაშაზე, ქვეყნის ორ ნაწილად გახლეჩა გარდაუვალია, რადგან არც ერთ მათგანს ქვეყნის გაერთიანების უნარი არ გააჩნია.

_ თქვენი განცხადებით თუ ვიმსჯელებთ, სალომე ზურაბიშვილს „ქართული ოცნების“ გარეშე, მცირედი რეიტინგიც არ გააჩნია. ბიძინა ივანიშვილის რეიტინგს როგორ განსაზღვრავდით?

_ ბიძინა ივანიშვილს აქვს თუ არა რეიტინგი, გამოჩნდება საპრეზიდენტო არჩვენების მეორე ტურში, რაც ერთგვარი ტესტი იქნება 2020 წლის არჩევნებისთვის.

_ როგორ ფიქრობთ, სალომე ზურაბიშვილის მიერ პირველ ტურში მიღებული შედეგები არ არის საკმარისი პარტიის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის რეიტინგის განსასაზღვრად?

_ არა, რადგან საპრეზიდენო არჩევნების მეორე ტურში ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თავისი სახე საპირწონედ დადო. სწორედ მეორე ტურში გამოჩნდება ბიძინა ივანისვილის რეიტინგი, რაც იმაზე უფრო საინტრესესოა, თუ ვინ იქნება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი.

„ქართული ოცნებისთვის“ საპრეზიდენტო არჩევნების წაგება ნიშნავს იმას, რომ მას ამომრჩეველთან სერიოზული პრობლემები აქვს.

ვთვლი, რომ ვაშაძესთან შედარებით, გარკვეული უპირატესობით მაინც სალომე ზურაბიშვილი სარგებლობს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ხალხს მწარედ ახსოვს „ნაციონალური მოძრაობის“ ცხრა წელიწადი.

_მმართველი პარტია საზოგადოების გულის მოსაგებად, გარკვეულ პოლიტიკურ კომპრომისებზე წავიდა, მათ შორის, ოთარ ფარცხალაძეს ბრალის წარუდგინა და პარლამენტიდან კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტი გაიწვია. არჩევნებამდე დარჩენილია რამდენიმე დღე, მაგრამ მთავარი _ რისი გაკეთება მოახერხა „ქართულმა ოცნებამ?

_ დავიწყოთ იქედან, რომ პარლამენტიდან მარიხუანას შესახებ კანონპროექტი გაიტანეს, თუმცა მაქვს განცდა, რომ პარლამენტში კანონპროექტი, შესაძლოა, კვლავ შემოაბრუნონ. არჩევნების მეორე ტურამდე, სხვა დიდი არაფერი გაუკეთებიათ.

არაპოპულარული პირები რატომ არ ჩამოაცილა საარჩევნო შტაბს?! რატომ არ ჩამოაცილეს საარჩვენო შტაბს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომლიც საზოგადოებაში სიმპათიით ვერ სარგებლობს?!
ხომ შეიძლებოდა საარჩევნო შტაბში გამოჩენილიყვნენ ახალი საახები და ძირეულად შეცვლილიყვნენ პარტიის სახეები?!

_ მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ვერ გაიმარჯვა, “ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა დასახმარებლად ძველ გვარდიას მოუხმო. ივანიშვილის მხრიდან არალოგიკური ხომ არ არის ძველი გვარდიის შემოერთებაზე საუბარი, მაშინ, როცა “ოცნების“ ლიდერი საზოგადოებას პარტიის ახალი სახეებით დაკომპლექტებას დაჰპირდა?

_ესეც გაუგგებარია. ისევ და ისევ, აქცენტი გაკეთებულია ახალგაზრდების მოყვანაზე. ახალგაზრდების მოყვანა ძალიან კარგია, მაგრამ ხომ დავინახეთ, რომ საბავშვო ბაღით ქვეყანა არ იმართება. ამ საბავშვო ბაღს საფუძველი ჩაუყარა ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძემ. შემდეგ სააკაშვილმა გაზარდა და ახლა ივანიშვილი კვლავ საბავშვო ბაღის ზრდას გვპირდება.

ჩვენ გვჭირდება ისეთი ხალხი, რომელსაც პოლიტიკური მმართველობის გამოცდილება სუფთა ხელებით აქვთ. რომლებმაც იციან ქვეყანა როგორ უნდა იმართებოდეს. მმართვის სათავეში არ უნდა იყვნენ ბიზნესმენები, მათი საქმე არ არის ქვეყნის მართვა.

დღეს ხელისუფლებაში არაპროფესიონალი კადრები არიან. ერთმანეთზე უარეს განცხადებებს აკეთებენ. იმ პოლიტიკოსს, რომელიც იტყვის, ვაშაძის გაპრეზიდენტების შემდეგ, სამოქალქო ომი და დაპირისპირება დაიწყებაო, რა უნდა პარლამენტში?!

„ქართულ ოცნებას“ აქვს მმართველობის პრიმიტიული სტილი, რომელიც მენეჯერულ მიდგომას ეფუძნება. ქვეყნის მართვა არ არის მენეჯერების საქმე. მენეჯერის საქმე არის ბიზნესი. ქვეყანას უნდა მართავდნენ გამოცდილი და კვალიფიციური ქვეყნის მმართველები.

_ ცესკომ არჩევნების თარიღად 28 ნოემბერი განსაზღვრა. მანამდე კი საარჩევნო თარიღის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას თბილისის მერმა კახა კალაძემ მიაწოდა, რითაც იმთავითვე ეჭვქვეშ დააყენა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიუკერძოებლობა. როგორ ფიქრობთ, რატომ აწყობს ხელისუფლებას ამ რიცხვში საპრეზიდენტო არჩევნების გამართვა?

_ლოგიკურია, როცა არჩევნების დღე დასვენების დღეებში ინიშნება, თუმცა საქართველოში სამუშაო დღეებში არჩევნების დანიშვნის პრაქტიკა არსებობს. 28 ნოემბერს არჩევნებში მონაწილეობა გაურთულდებათ უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს, რადგან მათთვის გადაადგილება და საარჩევნო უბანამდე მისვლა რთული იქნება.

ალბათობა იმისა, რომ სამუშაო დღეს „ქართულმა ოცნებამ“ საჯარო სამსახურის თანამშრომლები მიიყვანოს საარჩევნო უბნებზე, მაღალია. შესაძლოა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყანების კუთხით უკეთესიც იყო მმართველი პარტიისთვის არჩევნების ამ რიცხვში ჩატარება.




 ახალი ამბები
  • სერის საარჩევნო უბანიც „ქართული ოცნების“ კანდიდატმა მოიგოამ წუთებში დასრულდა ხმის დათვლის პროცედურა ოზურგეთის საარჩევნო ოლქის #08 სერის საარჩევნო უბანზე, სადაც არჩევნებში მონაწილე 642 ამომრჩევლიდან 492-მა ხმა დავით მდინარაძეს მისცა. 76 ხმა მიიღო ა კობა ზაქარეიშვილმა, ტოგო ჭელიძემ _ 26, კაკო თავდუმაძემ _ ... ...
  • ცესკო: საოლქო საარჩევნო კომისიებში 89 საჩივარი დაიწერაკენჭისყრის პროცესთან დაკავშირბით, ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში შესულია 89 საჩივარი,_ამის შესახებ ცესკოში განაცხადეს. გავრცელებული ინფორმაციით,  მარნეულში დაიწერა 21 საჩივარი, ზესტაფონში 6, ხულოში 16, ზუგდიდში 44, ოზურგეთში 1, ხოლო თბილისის ნომერ პირველ საარჩევნო ოლქში 1 საჩივარი. საჩივრები დაიწერა, როგორც ადგილობრივი დამკვირვებელი  ორგანიზაციების, ასევე საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების მხრიდან. ანა მიქელაძის განცხადებით, თითოეული საჩივარი კანონით დადგენილი ვადებისა და პროცედურების დაცვით იქნება განხილული და მათზე იქნება შესაბამისი კანონისმიერი ... ...
  • დავით მდინარაძემ რაიცენტრალურის საარჩევნო უბანი დიდი უპირატესობით მოიგოოზურგეთის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატმა დავით მდინარაძემ რაიცენტრალურის საარჩევნო უბანი დიდი უპირატესობით მოიგო. ამ უბანზე 491 ამომრჩეველი მივიდა, რომელთაგან  340-მა ამომრჩეველმა მხარი მდინარაძეს დაუჭირა. რაიცენტრალუში 113-მა ამომრჩეველმა ევროპული საქართველოს კანდიდატს კობა ზაქარეიშვილს დაუჭირა ... ...
  • დავით მდინარაძემ ანასეულელების გულის მოგებაც შეძლო"ქართული ოცნების" კანდიდატმა დავით მდინარაძემ ანასეულის საარჩევნო უბანიც მოიგო. 444 ამომრჩევლიდან ოცნების კანდიდატს მხარი 280-მა, რაც ამომრცეველთა 65.12%-ს ... ...
  • ირაკლი კობახიძე მთაწმინდაზე მეორე ტურს არ გამორიცხავსსაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, ყველა იმ საარჩევნო ოქლში, სადაც შუალედური არაჩევნები მიმდინარეობდა, ოცნების კანდიდატები დამაჯერებლად იგებენ პირველ ტურში. კობახიძემ მხოლოდ ერთ _ მთაწმინდის საარჩევნო ოლქში არ გამორიცხა მეორე ტური და აღნიშნა, რომ წინასწარი მონაცემებით, არ არის გამორიცხული მთაწმინდაზე ლადო კახაძესა და შალვა შავგულიძეს შორის მეორე ტური გაიმართოს. _ წინასწარი მონაცემებით ჩვენი კანდიდატები პირველივე ტურში იგებენ ზუგდიდში, ხულოში, ზესტაფონში, მარნეულში, ჭიათურაში, _ აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ საგანგებო ... ...

არქივი

ზაფრანი

ჩვენი ბებიების სასარგებლო რჩევები

ჩვენი ბებიებიც ხომ ქალები იყვნენ?!...

სალათის ფურცლების სასარგებლო თვისებები

ადამიანის ორგანიზმს სრულყოფილი განვითარებისა და...

ყავა ორგანიზმს დიაბეტისგან იცავს

ბევრი ჩვენგანი გაუცნობიერებლად, დილას ფინჯანი...

უთოს ისტორიიდან

იცით, ვის ჰქონდა პირველი უთო?!...

რაზე ოცნებობენ ჰოლივუდელები

კეიტ ჰადსონს დედამ ასწავლა, რომ...

ოჯახური სიმყარის ფორმულა

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...