ვისი რეპუტაცია არ გაირეცხება და ვისი განცხადებაა სამარცხვინო

პოლიტიკა

ვისი რეპუტაცია არ გაირეცხება და ვისი განცხადებაა სამარცხვინო

2018 ოქტ 11 17:12:52

პოლიტიკის ექსპერტი სოსო ცინცაძე ,,ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს ნდობას უცხადებს.

ექსპერტი ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილზე საუბრისას აღნიშნავს, რომ ის ბრალდებები, რომლებიც მისი მისამართით ჩანაწერებიდან იკვეთება, მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.

„ფარულ ჩანაწერებში ეჭვი არ შემაქვს, რადგან მისი ავთენტურობა ლონდონის საექსპერტო ბიურომ დაამტკიცა.

ის, რასაც ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი დღეს აკეთებს, ამას დასავლეთში ეძახიან „ეშმაკის ადვოკატს“, ეს მიღებული ტერმინია. მე უდანაშაულობის პრეზუმფციას არ ვარღვევ და ხატიაშვილს შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ ადვოკატისთვის მძიმე ჯვარია რომ ყველა უნდა დაიცვას, ვინც ფულს უხდის.

ვანო ჩხარტიშვილმა თავისი რეპუტაცია გაფლანგა ჯერ კიდევ 90-იან წლებში  მაშინ, როცა მილიონი ადამიანის ფული წაიღო.

ეს მილიონები მაგას შრომით კი არ უშოვია. ჩხარტიშვილის რეპუტაცია აღარ გაირეცხება. მისგან გასაკვირი არაფერია, თუნდაც ის, რომ მოსკოვში ჩავიდა ნარიშკინთან ხელისუფლების გადატრიალებაზე სასაუბროდ.

რაც შეეხება ოთარ ფარცხალაძეს, ბუნებრივია მისი რეპუტაცია მოიკოჭლებს. მას გერმანიაში ქურდობაც კი დაბრალდა, რაც სავარაუდოდ, თანამდებობის დატოვების მიზეზი გახდა.

დღეს სასამართლოსა და პროკურატურას აბსოლუტურად ნულოვანი რეპუტაცია გააჩნია, ამიტომ გარბის ყველა უცხო ქვეყნის სასამართლოში.

სასამართლომ და პროკურატურამ თვითონ უნდა დაამტკიცონ რომ ნდობას იმსახურებენ, რასაც ვერ ახერხებენ“,_ განაცხადა ცინცაძემ.  

ცინცაძის ბრალდებებს ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატმა ზაზა ხატიაშვილმა უპასუხა. მან  პოლიტოლოგის განცხადებას სამარცხვინო უწოდა.

_ დასავლეთში უვიცს ეძახიან ისეთ ადამიანს, რომელიც ადვოკატს აიგივებს კლიენტთან.  გაეროს კონვენციაში წერია, რომ ადვოკატის იდენტიფიცირება კლიენტთან არის დაუშვებელი, უბრალო ჭეშმარიტება არ იცის?!

თან, მე ვიცავ ადამიანს, რომელიც 100 %-ით მართალია, რაც ექსპერტიზამ დაადასტურა. არაცივილურია, როცა კლიენტის გამო ადვოკატს აყენებ შეურაცხყოფას.

ჩვენ გვაქვს ექსპერტიზის დასკვნა, რომლის ხელმძღვანელი არის ცენტრალური სადაზვევრვო სამსახურის ყოფილი შეფი, ვინც  ბერლინის კედელი დაანგრია. დასკვნაში წერია, რომ  ფრაგმენტები დაჭრილია და მიკერებულია სიტყვები, რაზეც ჩვენ მივდივართ სასამართლოში, ამიტომ ასეთი განცხადებების გაკეთება სამარცხვინოა“,_ განაცხადა ხატიაშვილმა.

გუშინ, ტელეკომპანია ,,რუსთავი 2“ -მა  ვანო ჩხარტიშვილის მონაწილეობით კიდევ ერთი ფარული ჩანაწერი გაავრცელა, რომლის მიხედვით ჩხარტიშვილი, სავარაუდოდ,  ვლადიმერ პუტინთან შეხვედრასა და სააკაშვილის ხელისუფლების დამხობას სცდილობდა.

დღეს ამ ჩანაწერებს ვანო ჩხარტიშვილმა მიხეილ სააკაშვილის სცენარის მიხედვით დადგმული სპქტაკლი უწოდა.

 "ამ სერიალების სცენარისტ მიხეილ სააკაშვილს ფანტაზიას ნამდვილად ვერ დაუწუნებ, თვეზე მეტია, „ზაზაფიქჩერსის“ ოპერეტები გრძელდება და ყოველი ახალი ჩანაწერი წინაზე “სკანდალურია“. საბოლოოდ „გამშიფრეს“ და გლობალური პოლიტიკური პროცესების მონაწილედ „შემრაცხეს“, მადლობის მეტი რა მეთქმის. ვიცი, რომ ფინალისთვის უფრო დიდი „კომპრომატი“ აქვთ შემონახული.

 მიუხედავად ასეთი „საფრთხისა“, რა სიუჟეტიც არ უნდა შეთხზან ან რა „სამხილით“ არ უნდა დამემუქრონ, მე არ შევწვეტ დაწყებულ სასამართლო დავას „რუსთავი 2“-ისა და ნიკა გვარამიას და „იბერიასა“ და ზაზა ოქუაშვილის წინააღმდეგ როგორც საქართველოში, ისე დიდ ბრიტანეთში“,_განაცხადა ჩხარტიშვილმა.




 ახალი ამბები
  • დვაბზუს ადმინისტრაციული შენობის დაზიანების ფაქტზე 1 პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული ჯ.წ. ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე ამხილეს. დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 მაისს, შურისძიების მიზნით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს ადმინისტრაციული შენობის მინები ჩაამსხვრია, რის შემდეგაც ამავე შენობაში არსებული ინვენტარი _ ტელევიზორი, მოდემი, ვენტილატორი, ტელეფონი და კომპიუტერის პრინტერი დააზიანა. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი ... ...
  • გიორგი მიქაუტაძე უვადო მოსამართლედ განამწესეს იუსტიციის საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მოსამართლედ უვადოდ გაამწესეს. მიქაუტაძის კანდიდატურას საბჭოს 11-მა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი. მიქაუტაძესთან ერთად საქალაქოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში ნიკოლოზ მარსაგიშვილი გაამწესეს. საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში 2 ვაკანსიაზე 28 კანდიდატი ... ...
  • WHO : მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზეჯანდაცვის მსოფლიო  ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიო მოსახლეობის ნახევარი ქალაქებში ცხოვრობს, 2050 წლისთვის კი, მოსახლეობის რაოდენობის ზრდის შედეგად, ქალაქებში კიდევ 2.5 მილიარდი ადამიანი იცხოვრებს. აღნიშნული ტენდენცია კი  ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზე, რომ ხელი შეეწყოს ჯანსაღ ცხოვრებას ქალაქში. როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამბობენ, ხალხი ქალაქში საცხოვრებლად ცხოვრების გასაუმჯობესებლად გადადის. თუმცა, ურბანული ცხოვრება  საზოგადოების ჯანმრთელობის სფეროში ბევრ გამოწვევას ქმნის. მაგალითად, არის  ქალაქები, რომლებსაც არ აქვთ სუფთა წყლის, სანიტარიისა და ნარჩენების მართვისთვის ეფექტური სისტემები, სადაც შეგხვდებათ ისეთი დაავადებები, როგორიცაა ქოლერა და დიარეა. ქალაქები ასევე დგანან დაბინძურებული ჰაერის, არაჯანსაღი კვების და არასაკმარისი ფიზიკური აქტივობის წინაშე. გარდა ამისა, საგზაო უსაფრთხოება და ძალადობა არის მუდმივი შეშფოთების საკითხი, ისევე როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობა. ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი, რომელიც ცდება ჯანდაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობას. ეს მოიცავს ინფრასტრუქტურულ საკითხებს, ასევე დასაქმების, განათლებისა და საკვებ პროდუქტზე ხელმისაწვდომობას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით,  უნდა შეიქმნას ქალაქები, რომლებიც მათი დიზაინით, პოლიტიკით და პროგრამებით ჯანმრთელობას ხელს შეუწყობენ.       ... ...
  • ევაკუაცია ყავლაშვილის ქუჩაზე_ ჩამონგრეულია სახლის ნაწილითბილისში, შოთა ყავლაშვილის ქუჩაზე 2-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მისვლისთანავე მეხანძრე-მაშველებმა უსაფრთხოების მიზნით, ამავე შენობასა და მის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. ადგილზე მიღებულია უსაფრთხოების ზომები.       ... ...
  • ჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების მოთხოვნას _ ბახტაძეჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების სამართლიან და ობიექტურ მოთხოვნას ისეთ საკითხებში, როგორიც არის შრომის უფლებები, უსაფრთხოება, სამედიცინო მომსახურება ადგილზე, კვება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა ორივე მხარეს, მისაღებ შედეგებზე დროულად ჩამოყალიბდნენ.„მე ვიცი, რომ ამავე დროს, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, მათ გააკეთეს შეთავაზება და მინდა ორივე მხარეს ვთხოვო, რომ რაც შეიძლება მეტი ინტენსიური დიალოგის შედეგად დროულად ჩამოვყალიბდეთ მისაღებ შედეგებზე. ეს არის სისტემური მნიშვნელობის მქონე საწარმო ჩვენი ეროვნული ეკონომიკისთვის და მისი სრულფასოვანი ფუნქციონირება არის ძალიან მნიშვნელოვანი“, _ განაცხადა მამუკა ... ...

არქივი

ზაფრანი

მიირთვით ბევრი ვაშლი, კივი და ფორთოხალი

მწვანე ჩაი არა მხოლოდ აუმჯობესებს...

ბრიტანელმა სწავლულებმა სინათლის სხივების შენელება ისწავლეს

ბრიტანელმა სწავლულებმა კიდევ ერთი ნაბიჯით...

შაოლინის მონასტრის დიეტა

დიეტით მხოლოდ ლამაზი ქალბატონები როდის...

როგორ ვებრძოლოთ სლოკინს

სლოკინთან დაკავშირებით შესაძლოა ბავშვობა და...

როგორ მოვიშოროთ კბილის ტკივილი

ყველაზე მარტივი რეცეპტები: მოამზადეთ "სალბის"...

გინდათ, არასდროს გასუქდეთ?

ზოგიერთი ჩვენგანი თვით ბუნებამ დაასაჩუქრა,...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...