ვოლსკი : "ჩვენთვის უმთავრესია მოქალაქეების ინტერესები"

პოლიტიკა

ვოლსკი : "ჩვენთვის უმთავრესია მოქალაქეების ინტერესები"

8 აპრ. 2020, 20:04:15

საქართველოს მოქალაქეების მიმართ სახელმწიფოს მიერ გაწეულ მზრუნველობაზე ისაუბრა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ, რომელიც აცხადებს, რომ საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების დასაბრუნებლად საკმაო რესურსი იქნა გამოყოფილი და ათასობით დაბრუნებული ემიგრანტის მდგომარეობა დღეს უკეთესია. 

„საგარეო საქმეთა სამინისტროს და თითოეულ საელჩოს უნდა ვუთხრათ მადლობა იმისათვის, რომ არა მარტო ამის ორგანიზებას აკეთებენ, არამედ გარკვეულ, ვფიქრობ,  მნიშვნელოვან ენერგიას ხარჯავენ იმისათვის, რომ ჯერ კიდევ იქ მყოფი ადამიანები  სახელმწიფოს მფარველობის ქვეშ იყვნენ. ეს ის საკითხია, რომელზეც შეიძლება ვთქვათ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო მოწოდების სიმაღლეზე დგას და მთელი სისტემა ამას ემსახურება ჯანდაცვის სამინისტროსთან და სხვა სტრუქტურებთან შეთანხმებით".  გია ვოლსკის თქმით, დაბრუნების გრაფიკი ისეა აწყობილი, რომ აქ შესაბამისად მოხდეს საკარანტინო რესურსების მობილიზება, -„უნდა ითქვას, რომ ასეთი მობილიზაცია მისაბაძია სხვა ქვეყნებისათვის მაგრამ ჩვენ არავის ვეჯიბრებით ჩვენთვის უმთავრესია მოქალაქეების ინტერესები უპირველეს ყოვლისა. არის მცდელობები, რომ ეს თემა გადააქციონ პოლიტიკური სპეკულირების საგნად, მე ვფიქრობ, რომ ეს წარუმატებელი მცდელობებია, იმიტომ, რომ არც ერთი ადამიანი უყურადღებოდ არ რჩება. ფრენების გრაფიკი შედგენილია და ამის იქით კიდევ ინტენსიურად, გეგმაზომიერად განხორციელდება რეისები"",_ თქვა ვოლსკიმ.

პარლამენტის პირველი ვიცესპიკერის განცხადებით, საქართველოს საელჩოები ადგილზე მაქსიმალურ დახმარებას უწევენ ჩვენს მოქალაქეებს.

„მატერიალურადაც ეხმარებიან და რასაკვირველია ფინანსური შესაძლებლობის ფარგლებში ადამიანები განთავსებული არიან სასტუმროებში. სულ ახლახან გვქონდა საუბარი პოლონეთში ჩვენს ელჩთან  კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით და პოლონეთის მთავრობასაც მადლობა უნდა გადავუხადოთ, რომ სიტუაციის მიუხედავად ჩვენი მოქალაქეებისათვის გამოყო საცხოვრებელი ფართობები რამდენიმე სასტუმროში, თუმცა, ვიმეორებ, საელჩოსათვის საკმაოდ მძიმეა როგორც ორგანიზაციულად ასევე ფინანსურად გაწვდეს არსებულ მოთხოვნებს, მაგრამ ისიც თვალნათელია, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ეტაპობრივად და საკმაოდ მაღალი დონის ორგანიზებით საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ მხრივ პროგრესს უჩვენებს და ეს ძალისხმევა არ შეჩერდება",_ განაცხადა ვოლსკიმ.

იმის საპასუხოდ, რომ თითქოს რეისები ჭიანურდება, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რომ მოთხოვნა რასაკვირველია, მეტია ვიდრე მიწოდება, „მაგრამ მიწოდების ხარისხი არის მაღალი, არის ინტენსიური,  და ყველა მოთხოვნა უახლოეს პერიოდში იქნება დაფარული. ისიც უნდა ითქვას, რომ თუ ჩამოსულ მოქალაქეს არ დახვდება მობილიზებული საკარანტინო სერვისი, წინააღმდეგ შემთხვევაში გაცილებით მეტ საფრთხეს შევუქმნით ამ მოქალაქეებს, აქედან გამომდინარე ინტენსივობა არ შეჩერდება, იქნება ძალიან მაღალი და როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოახსენა საზოგადოებას, შევასრულებთ ისე, როგორც ჩვენი მოქალაქეების მიმართ  ჩვენი პასუხისმგებლობა გვავალებს".




 ახალი ამბები
  • ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახი განცხადებას ავრცელებსქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახი განცხადებას ავრცელებს: „გვსურს, გამოვეხმაუროთ იმ ბრალდებებს, რომლებიც დღეს ნიკოლოზის და ჩვენი ოჯახის მისამართით გაჟღერდა. პირველ რიგში, გვინდა, გულშემატკივრებს ბოდიში მოვუხადოთ იმ ცრუ ბრალდებების გამო, რაც ნიკოლოზის და ჩვენი ოჯახის მისამარით ისმის. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ინფორმაცია ძალადობის შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს და ამ ფაქტის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. ეს არ არის პირველი შემთხვევა როცა, ნელი დოროყაშვილი, ნიკოლოზის ყოფილი მეუღლე ცდილობს ნიკოლოზს და მის ოჯახს მორალური, ფინანსური თუ რეპუტაციული ზიანი მიაყენოს. ნიკოლოზ ბასილაშვილი და ნელი დოროყაშვილი განქორწინებაში იმყოფებიან. ნელი დოროყაშვილი, განქორწინებაზე უარს აცხადებდა, შესაბამისად განქორწინება სასამართლოს გზით, გარიგების საფუძველზე მოხდა. ნიკოლოზს ყოფილ მეუღლესთან არანაირი კონტაქტი სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ არ ჰქონია, გარდა ბავშვის მეურვეობისა. ნელი დოროყაშვილმა, განქორწინების შემდგომ, ასევე უსაფუძვლოდ, ბავშვზე ძალადობის ბრალდებით უჩიოდა ნიკოლოზ ბასილაშვილის დედას. საჩივარი სასამრთლომ განიხილა და ბასილაშვილის დედა გაამართლა. რაც შეეხება 21 მაისის შემთხვევას, ნელი დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილის მშობლების საკუთრებაში უნებართვოდ შეიჭრა, სადაც გამიზნულად ცდილობდა კონფლიქტის გამოწვევას. მიუხედავად ამისა, მის მიმართ არანაირი ძალადობის არათუ ფაქტი, მცდელობაც კი არ ყოფილა. საბედნიეროდ, ამის ბევრი მტკიცებულება არსებობს და მას სასამართლო 2020 წლის 16 ივლისს განიხილავს. სასამართლო პროცესი გრძელდება. გვჯერა, რომ ნიკოლოზი უდანაშაულობას სამართლებრივი გზით ძალიან მალე დაამტკიცებს”,_ წერია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ქართველ ჩოგბურთელს ყოფილი მეუღლე ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. შემაკავებელი ორდერია გამოცებული ბასილაშვილის მამის მიმართაც. პროკურატურა ჩოგბურთელისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, მაგრამ მოსამართლემ გირაო ... ...
  • მიწისძვრა მოხდა საქართველოს საზღვართან 3.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა საქართველოს საზღვრიდან 7 კილომეტრში. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები ინგუშეთში დაფიქსირდა.  მისიწქვეშა ბიძგების სიღრმე კი 16 კილომეტრი იყო. მიწისძვრა თბილისის დროით 16:33 საათზე ... ...
  • "გამომეკიდა რაღაცა საგნით"- რას ჰყვება ბასილაშვილის ყოფილი ცოლიძალადობაში ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი "კურიერთან" საუბრისას აცხადებს, რომ მისსა და ყოფილ ქმარს შორის კონფლიქტში ასევე, მისი ყოფილი მამამთილი ჩაერია. ნეკა დოროყაშვილის თქმით, მას ყოფილი მამამთილი მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით გარკვეული საგნით გამოეკიდა. დოროყაშვილი კონკრეტულად ვერ იხსენებს, თუ რა საგანი იყო ეს და ვარაუდობს, რომ აღნიშნული საგანი შესაძლოა ნაჯახი იყო. "ჩემს დანახვაზე, როცა მივაკითხე ჩემს შვილს, არ ვიცი რა მოუვიდა, მთვრალი იყო თუ რა სჭირდა არ ვიცი, გამოგვეკიდა მე და ჩემს შვილს რაღაცა იარაღით. თვითონ იძახის, რომ ეს იყო გიტარა, თუ რაღაც. მე ვერ ვადასტურებ რა იყო, იმიტომ, რომ რაღაც დიდი ტარი ჰქონდა, მე მგონი იყო ნაჯახი. მე არც მახსოვს ეს დეტალები, ბავშვი მეჭირა ხელში და გამოვიქეცი. ერთი ის მახსოვს, რომ რაღაც მანქანაში ჩავჯექი. კონკრეტულად დეტალებს ვერ ვიხსენებ. მამა გამომეკიდა რაღაცა საგნით, რა საგანი იყო არ ვიცი, ჰქონდა ძალიან დიდი ტარი," - აღნიშნა ნეკა დოროყაშვილმა.   დღეს ბრალდების მხარემ დაადასტურა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მამას რძლის მიმართ შემაკავებელი ორდერი აქვს გამოწერილი. შეგახსენებთ, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილს 100 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც ოჯახის წევრის მიმართ არასრულწლოვნის თანდასწრებით ძალადობას გულისხმობს. გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნ.დ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. წყარო: რუსთავი ... ...
  • „მოვუწოდებ ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებას, გააკეთონ მაქსიმუმი“ - ნინო ლომჯარია„საქართველოს სახალხო დამცველმა დაიწყო ჩოგბურთელ ბასილაშვილის მხრიდან ყოფილი მეუღლის მიმართ მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით სავარაუდო ძალადობრივი ქმედებების გამოძიების საქმის შესწავლა. მინდა ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადო დაზარალებულ ქალს! მოვუწოდებ ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებას, გააკეთონ მაქსიმუმი, რათა იგი დაცული იყოს როგორც ფიზიკური, ასევე, ფსიქოლოგიური ძალადობისაგან! მოვუწოდებ მედიასაშუალებებს, თემის მგრძნობელობიდან გამომდინარე, გაშუქებისას მაქსიმალურად დაიცვან შესაბამისი სტანდარტები!“ - წერს ნინო ლომჯარია ... ...
  • ახალგაზრდა მამაკაცმა მამის საფლავზე, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა - ტრაგედია სამეგრელოშიზუგდიდის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. არსებული ინფორმაციით, მან  სასიკვდილო ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით, მამის საფლავზე მიიყენა. სუიციდის ფაქტი "გურია ნიუსს" შსს-ში დაუდასტურეს. უწყების ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო,რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...


რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?