ვოლსკი ნარმანიაზე: "ძალიან უსუსური იყო, როდესაც გაკეთებულ საქმიანობის წარმოჩენა იყო აუცილებელი"

პოლიტიკა

ვოლსკი ნარმანიაზე: "ძალიან უსუსური იყო, როდესაც გაკეთებულ საქმიანობის წარმოჩენა იყო აუცილებელი"

24 მაი. 2017, 16:37:23

„ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობს თბილისში და სხვა რაიონებშიც საზოგადოებრივი აზრის შესწავლაზე და აქედან გამომდინარე გადაწყდება, თუ ვინ იქნება კანდიდატი და არა იქიდან გამომდინარე, ახლოს ვარ თუ არა მე ვინმესთან,“ _  ამბობს „გურია ნიუსთან“ საუბრისას გამგებლებისა და მერების თემაზე საუბრისას, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვოლსკი.

მისივე თქმით, ჯერ არავის კანდიდატურა არ გადაწყვეტილა, მათ შორის, არც თბილისის მერობის:

_ ვნახოთ, თუ დასახელდება კახი კალაძის კანდიდატურა. ვფიქრობ, რომ კანდიდატურების დასახელებამდე გარკვეული დრო გვექნება. გეთანხმებით, რომ კალაძის თემა განიხილება, მაგრამ შეიძლება ისეთივე მოწყვეტილია სინამდვილეს, როგორც მუნიციპალიტეტების გამგებლებლობის კონკრეტული კანდიდატი. რეალურად არც კალაძე და არც სხვა ხელმძღვანელი პირი არ არის შერჩეული და არც ლობირება მიდის რომელიმე კანდიდატის, _ აღნიშნა ვოლსკიმ.

_ თქვენზე რომ იყოს დამოკიდებული დაუჭერდით კახი კალაძეს მხარს?

_ მე ძალიან მომწონს კახი. ჩამოყალიბებული, პატრიოტი ადამიანია, მაგრამ ვნახოთ რა იქნება. ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, უნდა ვიფიქროთ როგორია საზოგადოების დამოკიდებულება. ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობს თბილისში და სხვა რაიონებშიც საზოგადოებრივი აზრის შესწავლაზე და აქედან გამომდინარე, გადაწყდება კანდიდატურები  და არა იქიდან გამომდინარე, ახლოს ვარ მე ვინმესთან თუ არა.

_ ბატონო გია, თქვენ თბილისის ერთ-ერთი რაიონის მაჟორიტარი ხართ.. იცნობთ თბილისის რეალობას. საინტერესოა, მოგწონთ თუ არა დავით ნარმანიას საქმიანობა და როგორც ჩვეულებრივი ამომრჩეველი დაუჭერდით თუ არა მას მხარს?

მგონია, რომ ნარმანიამ ბევრი კარგი რამ გააკეთა. ძალიან აქტიური იყო საქმიანობაში, მაგრამ ძალიან პასიური და ძალიან უსუსური იყო, როდესაც მის მიერ გაკეთებული  საქმიანობის წარმოჩენა იყო აუცილებელი. არ მინდა ჩამოვიდე ისეთ პრიმიტიულ თემაზე, როგორიც არის პიარი, მაგრამ ქალაქის მერია ძალიან რთული სისტემაა და ამ სისტემის გაუმჯობესებისათვის, ბიუროკრატიული სისტემის დახვეწისათვის გაცილებით მეტი აქვს გასაკეთებელი მომავალ მერს.

_ და ამ ფონზე, ნარმანიას დანიშვნა აუდიტის სამსახურის უფროსად სწორად მიგაჩნიათ?

_ ეგ თვითონ თქვა, რომ რაღაც საკითხი შეიძლება განიხილებოდეს, მაგრამ მე არ გამიგია ეგეთი.

_ ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ თორიას შემცვლელად ნოდარ ჯავახიშვილი მოიაზრება...

_ ინფორმაციები ძალიან ბევრი გექნებათ. ასევე, ძალიან ბევრი მოარული ხმა იქნება. წარმოიდგინეთ,  რომ ზის პოლიტსაბჭო, სტრუქტურა ან რაღაც, რომელიც ამ თემას იხილავს და რა ძალა არსებობს ისეთი, რომელიც ინფორმაციას გარეთ გამოიტანს? _  არანაირი. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი, ლეგიტიმურია და წაადგება კიდევაც საქმეს, თუ მედია თავის მოსაზრებებს, განსკუთრებით თუ ეს მოსაზრებები საფუძვლიანია, განსახილველად შესთავაზებს საზოგადოებას და ამაზე არავინ არ უნდა დაიძაბოს,  ნერვები არავის არ უნდა აეშალოს. იყოს, ყველანაირი სიტყვა შემოვიდეს _  ეს განაპირობებს იმას, რომ კიდევ დამატებითი ინფორმაცია შემოვა _  ვინ როგორია და ვის კანდიდატურას როგორ აფასებს საზოგადოება. ასე რომ, მედიამ რომც გადააჭარბოს თავის ე.წ. პროგნოზებში, ამაში ცუდი არაფერია არის და მე ნამდვილად მომხრე ვარ ასეთი განხილვების. მითუმეტეს, თუ ლოგიკასთან ახლოს არის და თქვენი მედიასაშუალება ძირითად შემთხვევაში, საკმაოდ ლოგიკურ ანალიზს აკეთებს, _ აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ „გურია ნიუსთან“ ინტერვიუში, რომლის სრულ ვერსიას მალე შემოგთავაზებთ.




 ახალი ამბები
  • "სასტუმროს მეპატრონეები წელს გადასახადებისგან უნდა გათავისუფლდნენ" _ ჭიჭინაძე  "თუ ქვეყანაში ფორსმაჟორია, თუ ვირუსი მძვინვარებს, მაშინ ფორსმაჟორი უნდა გამოცხადდეს მცირე მეწარმეებთან მიმართებაშიც და ადამიანები წელს გადასახადებისგან უნდა გათავისუფლდნენ!  მცირე სასტუმროების მეპატრონეებს იმ  დრომდე უნდა გადაუვადდეთ გადასახადი, სანამ არ აღდგება ის სიტუაცია, რაც იყო კორონამდე საქართველოში!“ - აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე და იმ უმძიმეს სურათზე და პრობლემებზე საუბრობს, რაც განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში ტრიალებს და განსაკუთრებით ტურისტული სეზონის ჩავარდნის შედეგად. „ხელისუფლება ვითომ პროცენტების რაღაც ნაწილი სუბსიდირების ინიციატივით გამოვიდა, მაგრამ შედეგად მივიღეთ ის, რომ აქიდანაც სარგებელს ისევ კომერციული ბანკები მიიღებენ. რადგან, 1. ადამიანი, რომელიც 200 ლარიან დახმარებას  იღებს, 6 თვის თავზე ბანკი საპროცენტო განაკვეთს 9%-დან 13%-მდე უზრდის! 2. თუ სექტემბრის ბოლოს არ აქვს ადამიანს ვალდებულების გადახდის საშუალება, ნოემბრის ბოლოს  როგორ ექნება, თან გაზრდილის?!“ - აცხადებს ჭიჭინაძე. ... ...
  • სასკოლო კრებებზე დაუშვებელია მოსწავლეების აკადემიური მოსწრებისა და ყოფაქცევის საჯარო განხილვასახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში აცხადებენ, რომ ბავშვების პერსონალური მონაცემების დაცვა განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, რადგან ისინი ნაკლებად აცნობიერებენ რისკებს და შედეგებს, რაც შესაძლოა, მათი მონაცემების არაკანონიერ დამუშავებას მოჰყვეს. „ბავშვების პერსონალური მონაცემების არასწორი მოპოვება, გამოყენება, მესამე პირისთვის გაზიარება ან/და გასაჯაროება შესაძლოა, გახდეს ბავშვის დისკრიმინაციისა და ბულინგის მიზეზი. სწორედ ამიტომ სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებლები და მშობლები განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდონ ბავშვის პერსონალურ მონაცემებს, პატივი უნდა სცენ მის პირად ცხოვრებას და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იმოქმედონ ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით“, – აცხადებენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს რეკომენდაციებს როგორც სკოლებისთვის, ასევე მოსწავლეებისა და მშობლებისთვის. აღნიშნულ რეკომენდაციებში განსაკუთრებით არის გამოყოფილი სასკოლო კრებების საკითხი. „სასკოლო კრებები ეფექტური საშუალებაა, რათა მასწავლებლებმა და მშობლებმა ერთობლივად განიხილონ სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ზოგადი და საორგანიზაციო საკითხები. დაუშვებელია კრებებზე კონკრეტულ მოსწავლეებთან დაკავშირებული ისეთი საკითხების საჯარო განხილვა, როგორიცაა აკადემიური მოსწრება, ყოფაქცევა და ა.შ., რადგანაც ამ საკითხების განხილვამ შესაძლოა, შელახოს მოსწავლეების უფლებები. მაგალითად, მოსწავლის ქცევის ნეგატიურ კონტექსტში განხილვამ შეიძლება შელახოს მოსწავლის ღირსება, გამოიწვიოს თანატოლებში, მშობლებსა და მასწავლებლებში მის შესახებ სტერეოტიპული დამოკიდებულების ჩამოყალიბება, უარყოფითად იმოქმედოს მოსწავლის ჩართულობაზე სასწავლო პროცესში და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს მისი უფლება მიიღოს განათლება თანაბარი შესაძლებლობების პირობებში. მეორე მხრივ, განსაკუთრებით პოზიტიურ კონტექსტში განხილვა შესაძლოა, გახდეს მოსწავლეთა შორის დაპირისპირების და ზოგ შემთხვევაში მოსწავლეზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მიზეზიც“, – აღნიშნულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გავრცელებულ ... ...
  • ცესკო-მ 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრაკორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 31 ოქტომბრის არჩევნების კენჭისყრის დღისთვის, საარჩევნო ღონისძიებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დადგენილება გამოსცა. დადგენილების მიხედვით, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირი პირბადის გარეშე კენჭისყრის შენობაში არ დაიშვება, ხოლო კენჭისყრის შენობაში ყოფნა დასაშვებია მხოლოდ პირბადის გამოყენებით. ამასთან, ამომრჩეველი ვალდებულია, დროებით მოიხსნას პირბადე, კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრისთვის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის წარდგენის დროს; ამასთან, ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის მიერ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობაში ან საქართველოს მოქალაქის პასპორტში აღნიშნული ამომრჩევლის სარეგისტრაციო მონაცემების ამომრჩეველთა სიაში არსებულ მონაცემებთან შესაბამისობის შემოწმების დროს; თუმცა, პირბადის გამოყენება არ მოეთხოვება პირს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უჭირს პირბადის ტარება, რაც დასტურდება სამედიცინო/ექიმის ცნობით. დადგენილების მიხედვით, ამომრჩევლებს თერმოსკრინინგი არ ჩაუტარდებათ. ყველა სხვა პირს კი, ვინც კენჭისყრის შენობაში შევა, სავალდებულო თერმოსკრინინგის გავლა მოუწევს. ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში 5 წუთიანი განმეორებითი თერმოსკრინინგისას ცხელების კვლავ დადასტურების შემთხვევაში, პირი კენჭისყრის შენობაში არ ... ...
  • როგორ არის გაკრული "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის პლაკატები ნაძალადევშისაქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე სულ ცოტა დრო რჩება. „გურია ნიუსი“ გთავაზობთ, თბილისში, გურამიშვილის გამზირზე გადაღებულ ფოტოებს, სადაც "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის, მიხეილ ყაველაშვილის საარჩევნო პლაკატებია გამოსახული. ცნობისთვის,ყაველაშვილი ამომრჩეველთა ხმების მოსაპოვებლად კენჭს ნაძალადევის რაიონში ... ...
  • როგორ უნდა მოიქცნენ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეები31 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნები გაიმართება. ცესკო ინფორმაციას ავრცელებს იმის შესახებ თუ რა უნდა გაითვალისწინონ საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა  არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად: „საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა გაქვთ მიიღოთ მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის არჩევნებში. თქვენ 4 წლის ვადით ირჩევთ საქართველოს პარლამენტს. არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად: თქვენ უნდა იმყოფებოდეთ საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე ან უნდა იყოთ რეგისტრირებული საზღვარგარეთ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; თუ არ ხართ საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე და არ გაქვთ რეგისტრაცია საზღვარგარეთ, 2020 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით უნდა გაიაროთ რეგისტრაცია შესაბამის სახელმწიფოში არსებულ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში (საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა არ ითვალისწინებს მოსაკრებლის გადახდას); საარჩევნო უბანზე მისვლისას თან უნდა იქონიოთ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი”,_ აცხადებენ ცესკოში. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აღნიშნავენ, რომ  არჩევნების შესახებ ნებისმიერ საკითხზე დაგვიკავშირდით მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ონლაინ ჩათის საშუალებით შეუძლიათ. გარდა ამისა, მოქალაქეებს საკონსულო აღრიცხვაზე დადგომასთან დაკავშირებით ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საკონსულო სამსახურის ვებგვერდზე შეუძლიათ, თუ ამომრჩეველი  ვერ აღმოაჩენს პირად მონაცემებს საკონსულო აღრიცხვის სიაში, მან უნდა მიმართოს ადგილსამყოფელ ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებას. საქართველოს ის მოქალაქე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლიდან ექვსი თვის ვადაში არ დატოვებს საქართველოს ტერიტორიას, საკონსულო აღრიცხვიდან ავტომატურად მოიხსნება. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...