ვოლსკი: "უსუფაშვილი კარგი თავმჯდომარე იყო, სისუსტეებიც გამოავლინა, თუმცა, ღირსეული ადამიანია და მეტოქეც ღირსეული იქნება"

პოლიტიკა

ვოლსკი: "უსუფაშვილი კარგი თავმჯდომარე იყო, სისუსტეებიც გამოავლინა, თუმცა, ღირსეული ადამიანია და მეტოქეც ღირსეული იქნება"

21 ივლ. 2020, 15:45:06

„დავით უსუფაშვილი პარლამენტის კარგი თავმჯდომარე იყო, მაგრამ მისი გადასვლა პოლიტიკურ ფორმატში, კონკრეტულ ერთ პარტიასთან ურთიერთობის პირობებში, სხვაგვარად წარმოჩნდა, მისი მხრიდან ბევრი სისუსტე გამოვლინდა, თუმცა ღირსეული ადამიანია და თუ ჩემი მეტოქე იქნება, მეტოქეც ღირსეული იქნება“, _ ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განუცხადა, რომელიცქართულმა ოცნებამგუშინ დიდუბე-ჩუღურეთის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დაასახელა.

ვოლსკის თქმით, დავით უსუფაშვილს კარგად იცნობს და პატივს სცემს, თუმცა მისი ხედვები სახელმწიფოს განვითარებასთან დაკავშირებით პრინციპულ წინააღმდეგობაშია „ქართული ოცნების“ თეორიებთან და მოსაზრებებთან.

ქართული ოცნება ვერ მიიღებს ისეთ დამოკიდებულებას საკითხების მიმართ, რაც დავით უსუფაშვილს გააჩნია. ყველა მოწინააღმდეგე დასაფასებელია, თუ ჩადენილი არ აქვს ბოროტება და დანაშაული. მისი ხედვები ჩემი ხედვებისგან შეიძლება, რადიკალურად განსხვავდებოდეს, მაგრამ ბოროტება მას არ ჩაუდენია, _ აცხადებს ვოლსკი.

დეპუტატი აღნიშნავს, რომ დიდუბე-ჩუღურეთის საარჩევნო ოლქს კარგად იცნობს.

ჩემი ხალხი მიყვარს, ამ რაიონში გავიზარდე, ვსწავლობდი, დღესაც ამ რაიონში ვცხოვრობ, უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია. საზოგადოება ხედავს, რომ ამ რაიონისთვის ბევრია გაკეთებული. 2005-2012 წლებში 100 მილიონ ლარზე მეტია დახარჯული და რეალურად, არაფერი გაკეთებულა.

ჩემი დამოკიდებულება გითხარით, მაგრამ სჯობს, საქმით დავადასტურო, რომ დიდუბე-ჩუღურეთს ღირსეული წარმომადგენელი ეყოლება პარლამენტში, რაც მათ არა მხოლოდ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს შეეხება, _ განაცხადა გია ვოლსკიმ.

წყარო: 1tv.ge




 ახალი ამბები
  • ნასაკარალის 60/59 საარჩევნო უბანში ხმის დათვლა იწყებანასაკარალის 60/59 საარჩევნო უბანში ხმის დათვლა იწყება. მანამდე კი უბნის კომისიის წევრმა დამატებითი ნათურა ჩამოკიდა იმ ადგილას, სადაც ბიულეტენების დათვლა ... ...
  • “დაფიქსირდა დარღვევები, რომლებსაც არ შეუძლიათ, არსებითი გავლენა მოახდინონ არჩევნების შედეგებზე“ადამიანის უფლებათა ცენტრის პირველადი შეფასებით, კენჭისყრის დასრულების ეტაპზე იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც ორგანიზაცია მონიტორინგს ახორციელებს, ფიქსირდება ისეთი სახის დარღვევები და ხარვეზები, რომლებსაც არ შეუძლიათ მოახდინონ არსებითი გავლენა არჩევნების საბოლოო შედეგებზე. თუმცა, ამავე დროს, მნიშვნელოვანია, დაფიქსირებულ დარღვევებსა და ძალადობრივ ინციდენტებზე საოლქო და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიებმა მიიღონ კანონით განსაზღვრული გადაწყვეტილებები, ასევე - გაატარონ მკაცრი ზომები საუბნო საარჩევნო კომისიების კანონდამრღვევი წევრების თუ თავმჯდომარეების მიმართ. ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორები საარჩევნო პროცესს უბნის გახსნიდან ხმების დათვლის პროცედურების დასრულებამდე დააკვირდნენ. ამ დროისათვის ისინი რჩებიან საარჩევნო უბნებზე და აკვირდებიან ხმების დათვლის პროცესს. ცენტრი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, საარჩევნო ადმინისტრაციამ უზრუნველყოს მიუკერძოებელი ხმების დათვლა მშვიდ და სამართლიან გარემოში. პოლიტიკურმა სუბიექტებმა კი ამომრჩეველთა ხმები დაიცვან მხოლოდ მშვიდობიანი და ლეგიტიმური ხერხებით და არ დაძაბონ ... ...
  • ბაქრაძე - „ქართულ ოცნებას“ არ გააჩნია ხალხის ნდობის მანდატი არჩევნების პროპორციულ ნაწილშიშედეგებიდან ჩანს, რომ „ქართულ ოცნებას“ არ აუღია ამომრჩევლის ხმების ნახევარზე მეტი და მას არ გააჩნია ქართველი ხალხის ნდობის მანდატი არჩევნების პროპორციულ ნაწილში, - ამის შესახებ „ევროპული საქარველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა. მისი თქმით, ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ხმების დათვლის პროცესს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. “უკვე გამოცხადდა რამდენიმე ეგზიტპოლის შედეგი და ყველა ამ შედეგს აერთიანებს ორი რამ. პირველი - ამ შედეგებიდან ჩანს, რომ „ქართულ ოცნებას“ არ აუღია ამომრჩევლის ხმების ნახევარზე მეტი და მას არ გააჩნია ქართველი ხალხის ნდობის მანდატი არჩევნების პროპორციულ ნაწილში და აქ მე არ ვთვლი ხელისუფლების დაკვეთით ჩატარებულ ეგზიტპოლს. საუბარია „ედისონზე“ „იფსოსზე“ და ჩვენს ეგზიტპოლებზე. ყველა ეგზიტპოლში იყო ძალიან მაღალი პასუხი უარზე და შემდეგ მოხდა ალოკაცია, რომელიც ყოველთვის იძლევა მაღალ ცდომილებას. ასეთ პირობებში, როდესაც ფიქსირდება განსხვავებული მონაცემები, როდესაც ყველა ხმა და ყველა პროცენტი არის მნიშვნელოვანი იმის დასათვლელად, თუ როგორ დაჯდება ჯამურად ხმები და ვის ხელში იქნება ხელისუფლება, ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა გააჩნია ხმების დათვლას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. მინდა მივმართო „ევროპული საქართველოს“ ყველა წევრს და დამკვირვებელს უბნებში, ოლქებში, ცესკოში. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თქვენს მუშაობას, უნდა ვიყოთ ბოლომდე უბნებზე, ვიბრძლოთ თითოეული ხმისთვის და დავიცვათ თითოეული ხმა“, - განაცხადა ... ...
  • ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ოპოზიციამ- უდუმაშვილი„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა ტელეკომპანიების მიერ ეგზიტპოლების გამოქვეყნების შემდეგ განაცხადა, რომ რომ ოპოზიციამ ჯამში 64 პროცენტი მოიპოვა, რაც ნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნება“ დამარცხებულია. „საზეიმო არის ის, რომ საერთო ჯამში, ოპოზიციამ მოიპოვა 64 პროცენტი, რაც ნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნება“ დამარცხებულია. კიდევ მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, „ქართული ოცნება“ პრაქტიკულად ყველა დიდ ქალაქში დამარცხდა, მათ შორის, თბილისში. ეს არის უმნიშვნელოვანესი. თბილისში დამარცხება – ეს ნიშნავს რეალურად დამარცხებას. ისტორიულად ასე იყო, თბილისში ვინც იგებდა, ის ყოველთვის იყო გამარჯვებული. ანუ, ის მონაცემები, რაც ჩვენ გვქონდა, რომ ვიმარჯვებდით, პრაქტიკულად დადასტურდა „იფსოსის“ კვლევებით. ახლა „ქართული ოცნება“ რა კვლევებს დადებს თავის ტელევიზიებში, ამას ჩვენთვის საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, რადგან ნდობა არ აქვს ამ ეგზიტპოლს. „ქართულ ოცნებას“ არავინ არ შეეკვრება. შესაბამისად, ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ოპოზიციამ. ზუსტად გუშინ გავაფორმეთ ოფიციალური მემორანდუმი, სადაც თითქმის ყველა პარტიამ ხელი მოაწერა, რომ ბიძინა ივანიშვილთან არ შექმნიან კოალიციას. სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი გარანტია, რომ ოპოზიცია თანმიმდევრულად გაჰყვება იმ მიზანს, რომელიც ჰქონდა. პირველი მიზანი იყო ივანიშვილის ჩამოშორება ხელისუფლებიდან, შემდეგი მიზანი იქნება ხელისუფლების დაკომპლექტება“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა. უდუმაშვილის განცხადებით, ოპოზიციის გამარჯვება დღის ბოლომდე ... ...
  • პენიტენციური სამსახური: ომბუდსმენის წარმომადგენლებს მსჯავრდებულები თავს კი არ დაესხნენ, არამედ უყურადღებობის გამო უსაყვედურეს (R)2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ N15 პენიტენციურ დაწესებულებაში „ვიზიტის განხორციელების დროს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლების მიმართ ადგილი ჰქონდა უფლებამოსილების განხორციელებაში ხელშეშლას და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს რამდენიმე მსჯავრდებულის მხრიდან. ინციდენტის ადგილზე იმყოფებოდნენ ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მათ შორის დაწესებულების დირექტორი და მათი მხრიდან სათანადო რეაგირება არ მომხდარა.“ სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ მოვლენების ამგვარი აღწერა არ შეესაბამება რეალობას. რეალური ფაქტები მდგომარეობს შემდეგში: 31 ოქტომბერს 11:25 სთ-ზე ქსნის N15 დაწესებულებაში საარჩევნო პროცესზე დაკვირვების მიზნით მივიდა სახალხო დამცველის წარმომადგენლების დელეგაცია ხუთი პირის შემადგენლობით. ომბუდსმენის წარმომადგენლები დაწესებულებაში მოწყობილი საარჩევნო უბნის შესასვლელთან იდგნენ და უბანზე მსჯავრდებულების შესვლის პროცესს აკვირდებოდნენ. ამ დროს მათ მიუახლოვდა 4-5 მსჯავრდებული და უსაყვედურეს უყურადღებობის გამო და N15 დაწესებულებაში უფრო ხშირი ვიზიტებისკენ მოუწოდეს. ამ ნიადაგზე მსჯავრდებულებსა და ომბუდსმენის წარმომადგენლებს შორის მოხდა შეკამათება, რისი განმუხტვის მცდელობაც ჰქონდათ იქვე მყოფ პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლებს, თუმცა ომბუდსმენის წარმომადგელებმა დაწესებულების დირექტორისგან მოითხოვეს, რომ ადმინისტრაცია ომბუდსმენის წარმომადგენლებისა და მსჯავრდებულების ურთიერთობაში არ ჩარეულიყო და ომბუდსმენის წარმომადგენლებისთვის მსჯავრდებულებთან გასაუბრების საშუალება მიეცათ. რა თქმა უნდა, დაწესებულების ადმინისტრაცია ომბუდსმენის წარმომადგენლების მოთხოვნას დაემორჩილა, თუმცა უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, ახლოს იდგნენ და საჭიროების შემთხვევაში, ინციდენტში ჩარევისთვის სრულ მზადყოფნაში იყვნენ. აღსანიშნავია, რომ N15 დაწესებულების გარდა, ომბუდსმენის წარმომადგენლები საარჩევნო პროცესზე დაკვირვების მიზნით დღეს ასევე იმყოფებოდნენ N8 და N18 პენიტენციურ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...