ზაზა პაპუაშვილი: ასეთ მარაზმზე კომენტარს არ გავაკეთებ, ეს კინო უკვე ნანახი გვაქვს

gurianews.com

პოლიტიკა

ზაზა პაპუაშვილი: ასეთ მარაზმზე კომენტარს არ გავაკეთებ, ეს კინო უკვე ნანახი გვაქვს

2018 ოქტ 12 18:34:07

მედიაში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე, ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე, მარიხუანის კულტივაციის შესახებ კონონპროექტსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ,,გურია ნიუსთან“ მმართველი პარტიის წარმომადგენელმა ზაზა პაპუაშვილმა ისაუბრა.

_ ბატონო ზაზა, ამ დრომდე მედიაში  საკმოდ ბევრი ფარული ჩანაწერი გავრცელდა, რომელშიც საუბარია, ბიზნესის დატერორებაზე და გავენიანი პირების მხრიდან ,,ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის მისამართით  განხორციელებულ ზეწოლაზე.

 როგორ აფასებთ ფარული ჩანაწერების სერიას და ამავე ჩანაწერებში მონაწილე პირების მისამართით გამოვლენილ დარღვევებს?

_ არ მეკადრება ასეთ მარაზმზე ვაკეთო კომენტარი. ეს კინო უკვე ნანხი გვაქვს. საპრეზიდენტო არჩევნები თუ არ გააგიჟებს ხალხს, კარგი იქნება. პირი მოაღეს და ახლა ყველა  ვაჟკაცი და გმირი გახდა.

,,ნაციონალურ მოძრაობას“ ამ თემით უნდა არიოს ქვეყანა და მოაწყოს დემარში, რაც არ გამოუვათ. ბოროტი ძალის რიტორიკით ლაპარაკობენ, რადგან ქვეყანა არ უყვართ.

„რუსთავი 2“-ის დირექორი რასაც ლაპარაკობს, ამის გამო ადამიანები უნდა ისჯებოდნენ.

თავიანთ მიზნებს არც მალავენ _ საპრეზიდენტო კანდიდატი ვაშა გამოდის და ამბობს, ყველას შევიწყალებო. ესე იგი, რა გამოდის, უკან გვაბრუნებენ?! ამის უფლებას არ მივცემთ!

ბოროტი ძალა ჩვენი ქვეყნის დასაძიძგად კბილებს ილესავს.

როგორც თეა წულუკიანს უპირისპირდებოდნენ, ასევე უპირისპირდებიან სალომე ზურაბიშვილს. ლამისაა, ეს ადამიანი გაძიძგნონ და ფეხქვეშ გაიგდონ. ასეთი გარყვნილი საარჩვნო გარემო ჯერ არ მინახავს.

_ კონკრეტულ კანდიდატთან დაკავშირებით, საზოგადოების განწყობა, ბუნებრივია, არჩევნების დღეს გამოჩნდება, თუმცა დღემდე გამოქვეყნებული ეგზიტპოლის შედეგებით თუ ვიმსჯელებთ,  ზურაბიშვილი სხვა კანდიდატებზე მაღალი შედეგებით ვერ სარგებლობს.

ამასთან, საზოგადოებას ჯერ კიდევ აქვს კითხვბი ზურაბიშვილის განცხადებებთან დაკავშირებით, მაგალითად, აგვისტოს ომთან...

როგორ ფიქობთ, ხომ არ აჯობებდა  ,,ქართულ ოცნებას“ უფრო ძლიერი კანდიდატი დაესახელებია? ისეთი კანდიდატი, რომელთან დაკავშირებითაც საზოგადოებაში  ნაკლები კითხვები გაჩნდებოდა?

_ სალომე ზურაბიშვილს აგვისტოს ომთან დაკავირებით ძალიან ბევრი აქვს ნათქვამი.

არის ტალიავინის დასკვნა, რომელ რეზოლუციაზეც აქვს ხელის მოწერილი ,,ნაციონალურ მოძრაობას“, ხომ იცით, რა აქვთ ჩადენილი  და კიდევ ამ კითხვას სვამთ?!

საქართველო შარში გახვიეს. ისინი თანამონაწილეები არიან 2008 წლის აგვიტოს ომის. ესენი არიან დამნაშავეები. თავად გაიქცნენ და ბრძოლის ველზე ჯარისკაცები მიატოვეს. ამ ომთან დაკავშირებით ნომერ პირველი დამნაშვე არის სააკაშვილი თავის ხროვასთან ერთად.

ესენი არიან პირწმინდა მოღალატეები, ეს არის ფაქტი.

ამიტომ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით კითხვები არ უნდა არსებობდეს.

_ ბატონო ზაზა, ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძეზე, რომლიც  გავრცელებული ჩანაწერის ერთ-ერთი მთვარი ფიგურანტია, ამბობენ, რომ ,,ქართული ოცნების“ შავი საქმეების შემსრულებელია.

რა იცით ამ ადამიის შესახებ და მის საკმოდ დიდ ქონებაზე, რომლის წარმომავლობა, ჯერჯერობით, უცნობია?

_ ამ ადამიანს არ ვიცნობ. რასაკვირველია, გამაღიზიანებელია, როცა მას,,ქართულ ოცნებასთან“ აკავშირებენ.

თუ ფაქტები არსებობს და დამნაშავეა, მაშინ საქმე შესაბამისმა უწყებებმა უნდა გამოიძიონ. თუ დამნაშავეა ხალხს დაანახონ, რომ პასუხს სთხოვენ. მისი საქმებისა და ქონების შესახებ არაფერი ვიცი, ამიტომ სხვას ვერაფერს ვიტყვი.

მახსოვს, მისი სახელი ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანას დაუკავშირდა, რამდენად სიმართლეს შეესაბამება მისი საკიდან  გაყვანა, არ ვიცი, ვერ დამარწმუნეს, რომ ეს სიმართლეა.

_ აგრეთვე, ბრალდებები ისმის ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილთან დაკავშირებით. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მან, სავარაუდოდ, ბიძინა ივანივილის დახმარებით,  ბიუჯეტში 26 მილიონი ლარის გადახდას აარიდა თავი.

საუბარია, თამბაქოს ბიზნესში ჩართული პირებზე, რომლებიც ფილტრიან სიგარეტს უფილტროდ ასაღებენ, რომლითაც ბიუჯეტში შესატანი თანხების გადახდას არიდებენ თავს.

რა იცით მისი საქმიანობის, ასევე, ჩხარტიშვილისა და ივანიშვილის ურთიერთობის შესახებ?

_ თუ არიდებს გადასახადების გადახდას თავს, მოკიდონ ყურში ხელი და გადახდევინონ. ვინც არ იხდის, ვინც ქვეყანას ღუპა და აოხრებს, შესაბამისმა უწყებებმა პასუხი ისე უნდა მოსთხოვონ, როგორც საჭიროა. სხვას ვერაფერს გეტყვით.

_ მარიხუანის კულტივაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა პარლამენტმა ორი თვით გადადო. საზოგადოებაში არის განცდა, რომ  კონკრეტლმა ადამიანმა, რომლის ვინაობაც, ჯერჯერობით, უცნობია, საკუთარი ფინანსური კეთილდღეობის მოსაწყობად ქვეყნისთვის ზიანის მომტანი გზა აირჩია.

რას ფიქრობთ ნონპროექტზე, რომლის გატანას მთავრობა არ ნებდება?

_ ხალხი, რომლიც ჩვენი ამომრჩეველია და რომლის აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გვთხოვს, რომ გაითვალისწინო მათი პოზიცია. ადამიანებს და მათ შორის, მეც მრვი კითვა გვაქვს და ვნახოთ, მთავრობის მხრიდან როგორი პასუხები გაეცემა ამ შეკითხებს.

ბოლო სიტყვა უნდა თქვას პარლამენტმა და ვფიქრობ, ხალხის არჩეული ხელფლების მოვალეობაა, რომ საზგადოების აზრი გაითვალისწინოს, მოუსმინოს და მასთან დიალოგში შევიდეს. ხელისულებამ ამომრჩევლის ხმაც უნდა გაიგოს და მისი აზრიც გაითვალისწინოს.

 რა შარი შეიძლება გამოიწვიოს ამ კანონპროეტის მიღებამ ვიცით?!  ბევრი რისკი ახლავს თან.




 ახალი ამბები
  • სალომე ზურაბიშვილი - დროა, გადავიდეთ ევროპულ ფორმატზე, რაც გულისხმობს, რომ საარჩევნო პლაკატებისთვის იყოს სპეციალური ადგილები...დროა, გადავიდეთ ევროპულ ფორმატზე, რაც გულისხმობს, რომ საარჩევნო პლაკატებისთვის იყოს სპეციალური ადგილები ან გამოვიყენოთ სარეკლამო ბანერები, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა გიორგი ვაშაძის ბრალდებას, რომ დედაქალაქში მხოლოდ ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატების პლაკატები ირეცხება. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, მისი გადაწყვეტილებით, თბილისში არც ერთი მისი საარჩევნო პლაკატი არ არის. როგორც პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა აღნიშნა, ის სარეკლამოდ მხოლოდ ბანერებს იყენებს. „ჩემი გადაწყვეტილებით, ჩემი არც ერთი პლაკატი არ არის თბილისში, ვიყენებ მხოლოდ დიდ ბანერებს. დიდი ხანია ვფიქრობ ამაზე და მომხრე ვარ, რომ ჩვენი ქალაქი ასეთი პლაკატებით არ დავაბინძუროთ. დროა, რომ გადავიდეთ ევროპულ ფორმატზე, რაც გულისხმობს პლაკატებისთვის სპეციალურ ადგილებს ან ბანერების გამოყენებას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ... ...
  • სალომე ზურაბიშვილი სენაკში ამომრჩევლებს შეხვდა (R) “კაბინეტში, რომელსაც პრეზიდენტობის შემთხვევაში დავიკავებ, მსურს, სიმბოლურად ის სამფეროვანი დროშა იყოს, რომელიც საქართველოს აღდგენილ დამოუკიდებლობას წარმოადგენს”, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა სენაკში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, სახელმწიფო სიმბოლიკის შეცვლას არ აპირებს. „თუ წინსვლა გვინდა, უნდა ვიცოდეთ ჩვენი ისტორია. ჩემს კაბინეტში, რომელსაც პრეზიდენტობის შემთხვევაში დავიკავებ, მსურს, რომ სიმბოლურად ის სამფეროვანი დროშა იყოს, რომლითაც გავიზარდე, რომლითაც თქვენ იბრძოდით და, რომელიც წარმოადგენს აღდგენილ დამოუკიდებლობას, რისთვისაც იბრძოდნენ ქართველები. სახელმწიფო სიმბოლიკას არ შევცვლი, ის ერთხელ შეიცვალა. თუ გვსურს ნამდვილ სახელმწიფოს დავემსგავსოთ და გავაძლიეროთ, არ შეიძლება, წამდაუწუმ შეიცვალოს სახელმწიფოს სიმბოლიკა. მე უბრალოდ მსურს, გვერდიგვერდ იდგას ძველი დროშა, დამოუკიდებლობის, წარსულის, მეხსიერების სიმბოლო, სახელმწიფო დროშა, რომელიც აღარ უნდა შეიცვალოს და დარჩეს დღევანდელი სახელმწიფოსა და სამომავლო გაძლიერების, დამოუკიდებლობის დროშად და ევროკავშირის დროშა, როგორც სიმბოლო ჩვენი ერთადერთი გზის, პერსპექტივის, რომელიც ღრმად არის ჩვენს ღირებულებებში, რადგან ნებისმიერი ქართველი ევროპელია. თუ ევროპელს აქვს იგივე ფასეულობები, რაც ქართველებს, სხვათა შორის, ჩვენთან ცოტა უფრო კარგად არის ეს ფასეულობები შენარჩუნებული, ვიდრე ევროპის ზოგ ქვეყანაში”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ... ...
  • “კაბინეტში, რომელსაც პრეზიდენტობის შემთხვევაში დავიკავებ, მსურს, სიმბოლურად ის სამფეროვანი დროშა იყოს” (R) “კაბინეტში, რომელსაც პრეზიდენტობის შემთხვევაში დავიკავებ, მსურს, სიმბოლურად ის სამფეროვანი დროშა იყოს, რომელიც საქართველოს აღდგენილ დამოუკიდებლობას წარმოადგენს”, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა სენაკში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, სახელმწიფო სიმბოლიკის შეცვლას არ აპირებს. „თუ წინსვლა გვინდა, უნდა ვიცოდეთ ჩვენი ისტორია. ჩემს კაბინეტში, რომელსაც პრეზიდენტობის შემთხვევაში დავიკავებ, მსურს, რომ სიმბოლურად ის სამფეროვანი დროშა იყოს, რომლითაც გავიზარდე, რომლითაც თქვენ იბრძოდით და, რომელიც წარმოადგენს აღდგენილ დამოუკიდებლობას, რისთვისაც იბრძოდნენ ქართველები. სახელმწიფო სიმბოლიკას არ შევცვლი, ის ერთხელ შეიცვალა. თუ გვსურს ნამდვილ სახელმწიფოს დავემსგავსოთ და გავაძლიეროთ, არ შეიძლება, წამდაუწუმ შეიცვალოს სახელმწიფოს სიმბოლიკა. მე უბრალოდ მსურს, გვერდიგვერდ იდგას ძველი დროშა, დამოუკიდებლობის, წარსულის, მეხსიერების სიმბოლო, სახელმწიფო დროშა, რომელიც აღარ უნდა შეიცვალოს და დარჩეს დღევანდელი სახელმწიფოსა და სამომავლო გაძლიერების, დამოუკიდებლობის დროშად და ევროკავშირის დროშა, როგორც სიმბოლო ჩვენი ერთადერთი გზის, პერსპექტივის, რომელიც ღრმად არის ჩვენს ღირებულებებში, რადგან ნებისმიერი ქართველი ევროპელია. თუ ევროპელს აქვს იგივე ფასეულობები, რაც ქართველებს, სხვათა შორის, ჩვენთან ცოტა უფრო კარგად არის ეს ფასეულობები შენარჩუნებული, ვიდრე ევროპის ზოგ ქვეყანაში”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ... ...
  • ხულოში ხანძარს 2 ადამიანი ემსხვერპლახულოში სოფელ ჭახაურში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილია 18 წლის გოგონა და 72 წლის მამაკაცი. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მეხანძრე - მაშველები ამ წუთებში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს აწარმოებენ. ადგილზე მუშაობს 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-4 ნაწილით აღძრა, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას,  ჩადენილს ცეცხლის წაკიდებით, რამაც გაუფრთხილებლობით ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ... ...
  • 28 ოქტომბრის არჩევნების შუალედური ანგარიში (R)ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ ადგილობრივ სადამკვირვებლო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ასევე მედია წარმომადგენლებს 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების შუალედური ანგარიში წარუდგინა. ანგარიში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ პირველი აგვისტოდან პირველ ოქტომბრამდე  განხორციელებულ საქმიანობას ასახავს.  თამარ ჟვანიამ პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებს 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის გაწეული საქმიანობა გააცნო. 2018 წელს ცესკომ გაზარდა ონლაინ რეგისტრაციების პროგრამის შესაძლებლობები და გარდა პარტიების წარმომადგენლებისა და საარჩევნო კომისიებში წევრების დანიშვნისა, პირველად, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის რეგისტრირებულ დამკვირვებელ ორგანიზაციებს მისცა ალტერნატიული, გამარტივებული შესაძლებლობა, დამკვირვებლები დანიშნონ ონლაინ, ელექტრონული პროგრამის მეშვეობით. ცესკოს თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიის, საარჩევნო ადმინისტრაციის წევრთა კვალიფიკაციის ამაღლების, საარჩევნო პროცესის ორგანიზების, საარჩევნო და სამოქალაქო საგანმანათლებლო პროგრამების, ინკლუზიური საარჩევნო გარემოს, საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებთან თანამშრომლობის და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.  „ჩვენი საქმიანობა შეეხება ყველა იმ სასწავლო და სატრენინგო პროგრამას, საორგანიზაციო საკითხს, რომელიც უკავშირდება პრეზიდენტის არჩევნების ჩატარებას საქართველოში. ანგარიში მოიცავს ყველა იმ სატრენინგო პროგრამას რომელიც განახლებული მეთოდოლოგიით ემსახურება სწორედ საარჩევნო ადმინისტრაციის კვალიფიკაციის ამაღლებას, ასევე ჩართული მხარეების მომზადებას. წელს განსაკუთრებული აქცენტი იყო ახალგაზრდა ამომრჩეველზე და მათ აქტიურობაზე. ამავდროულად ანგარიშში ასახულია შშმ პირებისთვის მიწოდებული სერვისები, ასევე ეთნიკური უმცირესობების და სხვა ჩართული მხარეებისთვის, თითოეული ამომრჩევლისთვის მიწოდებული ყველა ის ინფორმაცია და სერვისი, რომელიც მათ თავისუფალ გარემოში არჩევნებში მონაწილეობის მიღებას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას. (R)   ... ...

არქივი

ზაფრანი

„უიღბლო“ ამერიკელი

კონექტიკუტის შტატში მცხოვრებმა ჩარლზ დადლიმ...

ახლო მეგობარი მოდელები

რატომღაც მივეჩვიეთ, რომ სამოდელო ბიზნესში...

რა დაგიცავთ ავი თვალისგან

ვერძმა სამოსში აუცილებლად უნდა შეიტანოს...

რატომ ტირიან მამაკაცები საკუთარ ქორწილში

მამაკაცები ხშირად მალავენ გრძნობებს, ალბათ...

დილით დასვენებულმა რომ გაიღვიძოთ…

ორგანიზმი ძილის დროს ახალგაზრდავდება, დუნდება...

ადამიანის იღბალი და მობილური ტელეფონის ნომერი

რიცხვების მაგია უძველესი დროიდან იღებს...
კარმიდამო ჩემი

ლობიოს რაგუ ბასკურად

ესპანური სამზარეულო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო...

გავამრავლოთ ქოთნის ყვავილები

შემოდგომის დასაწყისი, ოქტომბრის ბოლომდე, ქოთნის...

ბულგარული წიწაკის საწებელი ნედლი მწავანილეულით

მრავალგვარ საწებელს შორის, ჩვენს მიერ...

როგორ მოვამზადოთ წათხი

ყველის წათხის მოსამზადებლად საჭიროა: ერთი...

დანდური _ მხალეული, მწნილი, სამკურნალო მცენარე

ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე დანდური საქართველოში...

ბოსტნეულის შენახვის რა მეთოდს იყენებდნენ წინაპრები

შემოდგომის დასაწყისიდან ყველა დიასახლისი ამზადებს...

როგორ დავიცვათ სიმინდი ფაროსანასგან

აზიური მავნებლის ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის...

როგორ ამოვიცნოთ ინსულტი

ინსულტი 21–ე საუკუნის კიდევ ერთი...

"ყვავილებში ნაპოვნი ენერგია ჩაის აღორძინებაში დამეხმარება"

ფატი გრიგალაშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

ვის აძლევთ ხმას საპრეზიდენტო არჩევნებზე?