ზურაბ ბატიაშვილი: ამერიკული ჯარის გაყვანა სირიიდან საქართველოზეც აისახება

პოლიტიკა

ზურაბ ბატიაშვილი: ამერიკული ჯარის გაყვანა სირიიდან საქართველოზეც აისახება

2018 დეკ 24 18:16:14

აშშ-ს  პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სირიიდან ჯარების სრული გაყვანის განკარგულება გასცა, აღნიშნულ ინფორმაცია  ამერიკულმა მედიამ, თავდაცვის უწყების წარმომადგენლებზე დაყრდნობით გაავრცელა. ტრამპმა კი ,,ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ „ისლამური სახელმწიფო“  დამარცხებულია, რაც მიზეზი გახდა, სირიიდან ამერიკული ჯარის გაყვანის. აღნიშნული ინფორმაცია თეთრი სახლის პრესმდივანმა სარა სანადერსმა ,,REUTERS”- თან დაადასტურა.

,,ისლამური სახელმწიფოს“  წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეული გამარჯვება არ ნიშნავს გლობალური კოალიციის მისიის, ან კამპანიის დასრულებას. ამერიკელი სამხედროების სახლში დაბრუნება დავიწყეთ, პარალელურად კამპანია ახალ ფაზაში გადადის“,  - აღნიშნა სარა სანადერსმა

თეთრი სახლის გადაწყვეტილებას  სენატის წევრების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა და რესპუბლიკელებმა შესაბამისი წერილი გაუგზავნა ტრამპის ადმინისტრაციას.

სენატორების აზრით, ამ ეტაპზე სირიიდან ჯარის გაყვანა ნაადრევია, რაც აშშ-ს უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.

,,ჩვენ მივიჩნევთ, რომ ასეთი ქმედებები ამჟამად ნაადრევია და შეცდომაა, ეს არა მხოლოდ საფრთხეს უქმნის აშშ-ს უსაფრხოებას და დაცვას, არამედ ,,ისლამურ  სახელმწიფოს“, ბაშარ ასადს, ირანს და რუსეთს ხელს უწყობს.

სირიაში 2 000 -მდე ამერიკელი ჯარისკაცის ყოფნა ,,დაეშის“ ქვედანაყოფებთან ბრძოლაში  სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფარია“, - ნათქვამია  წერილში,  რომელსაც ხელს აწერენ სენატორები: ლინდსი გრემი, ჯონ ერნსტი, ანგუს კინგი, ტომ კოტონი და მარკო რუბიო

სენატორები აღნიშნავენ, რომ  ამერიკული შეიარაღებული კონტიგენტის გაყვანის შემდგომ, სირიაში, შესაძლოა, ,,ისლამური სახელმწიფო“ გააქტიურდეს, რაც  რეგიონში ირანსა და რუსეთს უფრო თამამს გახდის, რომელიც  მოკავშირეებში გამოიწვევს ნდობის შემცირებას.

დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ევროპელმა ლიდერებმაც გააკრიტიკეს, რასაც შემდგომ ამერიკის თავდაცვის მდივანის ჯეიმს მატისის გადადგომაც მოჰყვა. ის პრეზიდენტისთვის გაგზავნილ  წერილში საუბრობს, რომ მთავრი მიზეზი, რის გამოც თანამდებობას ტოვებს, არის პრეზიდენტთან შეხედულების შეუთავსებლობა და ხაზს უსვამს  ამერიკის  სამხედრო ძალის განსაკუთრებულ როლს მსოფლიოში და მის მოკავშირეებთან მიმართებაში.

ბოლოს გავრცელებული  ინფორმაციით, ამერიკას ჯარი ავღანეთიდნაც გაჰყავს. როგორც ამერიკული მედია იტყობინება,  სირიიდან ჯარის გაყვანას  60-დან 100 დღემდე დასჭირდება. ამ დროისთვის სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით აშშ-ის 2 ათასამდე, ხოლო ავღანეთში 7000-მდე  ამერიკელი ჯარისკაცი იმყოფება.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გურია ნიუსი“  ,,რონდელის ფონდის“ მკვლევარს ზურაბ ბატიაშვილს ესაუბრა. მისი შეფასებით, სირიიდან აშშ-ს ჯარების გაყვანა რადიკალურად ცვლის სამხედრო-პოლიტიკურ სიტუაცუას არა მხოლოდ სირიაში, არამედ მთელ ახლო აღმოსავლეთში. მისი თქმით, მიმდინარე პროცესები  გამოიწვევს რეგიონში რუსეთის, ირანის და ასადის რეჟიმის პოზიციების გაძლიერებას.

_ ბატონო ზურაბ, როგორ  შეაფასებდით  სირიიდან ამერიკული ჯარის გაყვანას?

_ ტრამპის ერთპიროვნული გადაწყვეტილება, სასწრაფო წესით გაიყვანოს ამერიკული სამხედრო ნაწილები ჩრდილოეთ სირიიდან, ბევრისთვის მოულოდნელი იყო,  თვითონ ამერიკის  ხელისუფლებაშიც, ასევე, მისივე მრჩევლებისთვისაც. ეს გადაწყვეტილება  რადიკალურად ცვლის სამხედრო-პოლიტიკურ სიტუაციას არა მხოლოდ სირიაში, არამედ მთელ ახლო აღმოსავლეთში.

ტრამპმა ამ გადაწყვეტილების მიზეზად დაასახელა "დაეშის" (ISIS) დამარცხება. თუმცა, რეალურად, როგორც ჩანს, მოხდა გარკვეული გარიგება ანკარასთან.

რეალურად, სირიიდან ამერიკელი ჯარის გასვლა ნიშნავს:

იცვლება სიტუაცია სირიაში და ზოგადად ახლო აღმოსავლეთში;

რეგიონში გაიზრდება რუსეთის პოზიციები, რუსეთან ერთად ძლიერდება ასადის რეჟიმის და ირანის პოზიციები, რაც, თავის მხრივ, ამ ბალანსის ცვლილება მტკივნეული შეიძლება იყოს ზოგიერთი ქვეყნისთვის. მაგ: ისრაელისთვის, რომლისთვისაც ირანი წარმოადგენს ეგზისტენციულ საფრთხეს. თუ მანამდე ამ ტერიტორიების კონტროლი ისრაელისთვის გარკვეულწილად იყო გარანტი იმის, რომ ამერიკელები იქვე იყვნენ და საჭიროების შემთხვევაში, დაეხმარებოდენ, ახლა გასვლის შემდეგ ეს სიცარიელე იქმნება.

სიტუაცია იცვლება თურქეთისთვისაც, რადგან ,,ქურთ ხალხთა თავდაცვის ნაწილებს“ (YPG)  ეგზისტენციულ საფრხედ მოიაზრებს, რომელიც თურქეთი მიიჩნევს ტერორისტრული ორგანიზაციად ,,ქურთისტანის მუშათა პარტიის“ გაგრძელებად სირიაში და აპირებს მის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის ჩატარებას.

ბევრი რამე იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რაზე მოილაპარაკებენ რუსეთი, თურქეთი და ირანი. როგორც იცით, ირანის პრეზიდენტი იმყოფებოდა თურქეთში, სადაც,  სავარაუდოდ, იქნებოდა  სირიის საკითხის განხილვა.

_ ტრამპმა განაცხადა,  რომ  ,,ისლამური სახელმწიფო“ დაამარცხა, რომლის გამოც სირიიდან ჯარი გაჰყავს.  როგორ ფიქრობთ, დღეს,  სირიაში ,,ისლამური სახელმწიფო“ დამარცხებულია?

_ ISIS არ დამარცხებულა. ბოლო კვლევა, რაც არის სირიასა და ერაყში, ისევ ნარჩუნდება  ,,დაეში“, რომელსაც, დაახლოებით, 14 000 მებრძოლი ჰყავს. ეს ძალა ისევ წამოყოფს თავს.  ამიტომ ჯერ არაფერი არ არის  დასრულებული.  ტერიტორიები რომელსაც ISIS აკონტროლებდა, შემცირებულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ მებრძოლები არ ჰყავთ, ან რესურსები არ აქვთ, პირიქით, ესენი ახლა ერთად არიან თავმოყრილი.

ცვლილებები დიდი იქნება ახლო აღმოსავლეთში, მათ შორის შეიძლება ერაყზეც აისახოს პირდაპირ, ზოგადად, ეს სიტუაცია ჩვენზეც აისახება.

_ ტრამპის გადაწვეტილებას ამერიკაში როგორ შეხვდენ?

_ პენტაგონი, პრეზიდენტის ამ პოზიციას არ ეთანხმება. ტრამპი პრეზიდენტია, მაგრამ პენტანგონს თავისი პოზიცია აქვს, არ ეთახმებიან იგივე რესპუბლიკელი კანონმდებლები, მათ ღიად დააფიქსირეს, რომ ეს არის მოკავშირეების მიტოვება და ეს არ არის ის ნაბიჯი, რომელსაც ელოდება  მსოფლიო შეერთებული შტატებისგან.

ბევრი კომპონენტია, რაც ამ ერთ ნაბიჯს ახლავს. იგივე  ბრიტანელების პოზიცია,  რომელთაც ძალიან ობიექტური პოზიცია აქვთ. ისინი ამბობენ, რომ არაფერი არ არის დამთავრებული ანუ ,,დაეში“ არ არის დამარცხებული. ამიტომ ბრიტანელები ტრამპის ამ გადაწვეტილებას  არ უჭერენ მხარს. თავიდან საფრანგეთმაც გამოაცხადა რომ  აპირებს გასვლას, მაგრამ მერე თქვეს: ,,ჩვენ აქ ვრჩებით, რადგან ,,დაეში“ პრობლემაა“ . სახეზე გვაქვს დიდი ცვილებები და აქედან გამოწვეული ზიგზაგები.

_ თქვენ ახსენეთ, რომ შესაძლოა, შედგა გარკვეული სახის  გარიგება ტრამპსა და ანკარას შორის, რა სახის შეთანხმება   შეიძლება ყოფილიყო?

 

_ რამდენიმე დღის განმავლობაში სატელეფონო  დიპლომატია მიმდინარეობდა  ერდოღანსა და ტრამპს შორის, რა თქმა უნდა, ღიად ბევრი რამ არ არის ნათქვამი, მაგრამ განხილვის თემა  იყო სირია და სირიაში  შექმნილი სიტუაცია. სწორედ ამას მოჰყვა ამერიკული ჯარის გაყვანა.

აშშ-ს გასვლის მიზეზი, შესაძლოა, იყოს ის, რომ მოსალოდნელი თურქული სამხედრო ოპერაციისას არ მოხდეს თურქულ-ამერიკული პირდაპირი დაპირისპირება ჩრდილოეთ სირიაში.

_ ქურთები,  რეგიონში ამერიკის ერთ-ერთი მოკავშირეა, რომლებსაც შტატებისგან  ჰქონდათ უსაფრთხოების კუთხით გარანტიები. როგორ ფიქრობთ, ტრამპის გადაწყვეტილება ქურთებზე როგორ აისახება და როგორ დაიცავენ თავს?

თურქეთის ორი სამხედრო ოპერაცია მიმართული იყო, როგორც თურქები ამბობენ, ტერორიზმის წინააღმდეგ, ერთი იყო ,,ეფრატის ფარი“, რომელიც 2016-2017 წლებში გახორციელდა, მეორე კი 2018 წელს   ,,ზეთისხილის რტო“. ისინი ტერორისტებად განიხილავენ არა მხოლოდ ,,დაეშს“, არამედ ქურთულ ნაწილებსაც, რომლებიც მიაჩნია, რომ არის  ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK)  გაგრძელება სირიაში. რა თქმა უნდა შესაძლებელია  მოყვეს დაბომბვები, რომელიც თურქეთს  რამდენიმეჯერ აქვს გახორციელებული, თუმცა, ის იყო ერთეული დაბომბვა, ახლა კი  შეიძლება მივიღოთ უფრო მასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები. ამის მოსამზადებელი ნიშნები არსებობს, როდესაც ჩრდილოეთ სირიის  საზღვართან, გარკვეულ წერტილებში მიიყვანა  მძიმე ტექნიკა და სპეცნაწილები.

თურქეთი, ასევე, შეეცდება ჩრდილოეთ სირიის ტერიტორიაზე შევიდეს  ოპოზიციური ნაწილების საშუალებით,  რომლებიც პროთურქული ორიენტაციის  არიან.

,,ქურთისტანის  მუშათა პარტიას“  ,,ISIS”-ის,  დაახლოებით, 3 200  მებრძოლი ჰყავს დატყვევებული და არავინ იცის, რას იზამენ, შეიძლება გაუშვან კიდეც და  ამით შეეცადონ თავდაცვას.

_ შესაძლებელია თუ არა დონალდ ტრამპი  იძულებული გახდეს, გადაწვეტილება შეცვალოს და სირიაში დაბრუნდეს?

_ შესაძლებელია უკან დაბრუნების გადაწვეტილება მიიღოს, პოლიტიკაში ყველაფერია შესაძლებელი. რადგან  აშშ-მ სირიაში შესვლის გადაწყვეტილებით  დიდი რესურსი  დახარჯა იმისთვის, რომ დასაყრდენი მოეპოვებინა, ახლა  ამის, ფაქტობრივად, ჩაბარება შემდეგში, შესაძლოა,  უფრო ძვირი დაუჯდეს, თუნდაც ისრაელთან მიმართებაში, რადგან აშშ-ს აქვს ვალდებულება,  დაიცვას ისრაელი. აქედან გასვლის შემთხვევაში შეიძლება მოხდეს მოლაპარაკება თურქეთს, რუსეთსა და ასადის რეჟიმს შორის  ტერიტორიების გადანაწილებასთან დაკავშირებით.

იმ ნაწილს, რომელსაც ირანი შემდეგში დაიკავებს,  მოჰყვება სამხედრო ბაზების განთავსება, რომელიც გამოყენებული იქნება ისრაელის წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში, ამერიკას მოუწევს  არა იმ რაოდენობის ჯარების გადაყვანა, რაც დღეს  ჰყავს, არამედ   უფრო მეტი ჯარის შეყვანა, რაც, თავის მხრივ,  უფრო მეტად მტკივნეული შეიძლება იყოს. რაც დროში კიდევ უფრო გაწელილი იქნება, ფინანსურადაც კი უფრო მეტი დაჯდება. ამ ყველაფერს  არაერთი სირთულე შეიძლება მოჰყვეს.

აშშ  ყოველთვის სჭირდება  ყოფნა  ადგილზე, საიდანაც  ადვილი იქნება სიტუაციის გაკონტროლება საკუთარი  მოკავშირეების დასაცავად ჩარევა. ამის საშუალებას კი ტრამპის ეს გადაწვეტილება ართმევს.

_ მედიაში ექსპერტების  ნაწილის მიერ გავრცელდა  ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ამერიკული  ჯარი ნატო-მ, გაერო-მ ან ევროკავშირის სამშვიდობო მისიებმა ჩაანაცვლოს, როგორ ფიქრობთ არის შესაძლებელი?

_ ეს არ არის რეალური იქიდან გამომდინარე, რომ ამას ასადის რეჟიმი და რუსეთი არ დაუშვებს, ისეთი კონტინგენტის განთავსებას, სადაც თვითონ არიან,  რომელიც ხელს შეუშლის საკუთარი მიზნების გახორციელბაში. არავინ მისცემს ამის საშუალებას.

ნაკლებად წარმოსადგენია გაეროსი, რადგან რუსეთს ვეტოს გამოყენების უფლება აქვს. არც  ნატოს მისცეს უფლება  იმ ტერიტორიაზე შესვლის, რომელსაც საკუთარი გავლენის სფეროდ განიხილავს. ასეთი მზაობა არც ნატოს მხრიდან შეიმჩნევა, მითუმეტეს, ნატოს წამყვანი ქვეყანა არის აშშ. თუ ამერიკას შესვლა უნდოდა, აღარ გავიდოდა ან მინიმუმ, ჩაანაცვლებდა, ეს არ ხდება, სამწუხაროდ.

აქედან გამომდინარე, კარგ განვითარებას არ უნდა ველოდოთ. იქნება რეაქციები, იქნება რეაქციები ისრაელიდანაც.

_ როგორი იქნება ისრაელის პოზიცია?

_ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ისრაელი თავად დაიცავს საკუთარ უსაფრთხოებას, ანუ გააგრძელებს ბრძოლას სირიის ტერიტორიაზე, ირანის  წინააღმდეგ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დიდი სამხედრო დაპირისპირება, რადგან პირველად მოხდა, რომ ირანი მიუახლოვდა მის მთავარ მოწინააღმდეგეს _ ისრაელს საგარეო პოლიტიკაში, რომელსაც მთავარ მტრად განიხილავს. ირანი არც აღიარებს ისრაელის არსებობას, მას ყოველთვის მოიხსენიებს, როგორც სიონისტურ რეჟიმს და მისი მიზანია გაანადგუროს ისრაელი.

ის, რომ ახლოს მივიდა სამხედრო ბაზებითაც, ისრაელისთვის  წითელი ხაზებია, ეს კი ისრაელის მთავარი გამაღიზიანებელი ფაქტორია, სწორედ აქედან გამომდინარეობს ის, რომ  არის დაბომბვები და დაბომბვიდან გამომდინარე გართულებები სირიაში.

_ თქვენ ახსენეთ, რომ  სირიაში მიმდინარე პროცესები, შესაძლოა, საქართველოზეც აისახოს, როგორ ფიქრობთ,  რა ფორმით შეიძლება შეეხოს  საქართველოს?

_ დაეშის პრობლემა, რომელიც არსებობს, საქართველოსთვის მეორეხარისხოვანი პრობლემა არ არის.

სირიაში მიმდინარე პროცესები პირდაპირ აისახება მეზობელ რეგიონებზე. რაც უფრო ახლოსაა ქვეყანა, მით უფრო მეტად აისახება, ეს კი ვიცით ისტორიიდან და დღევანდელობიდანაც.

 გამომდინარე იქიდან, რომ სირია ესაზღვრება თურქეთს. ტერორისტულ საქმიანობაში შემჩნეული ბევრი პირი ცდილობს, გადავიდეს თურქეთში, შემდეგ თურქეთის გავლით სხვა შედარებით  ადვილად შესაღწევ რეგიონებში. იგივე ჩატაევის რაზმმაც აჩვენა, რომ ერთ-ერთი მიმართულებაა მათი თურქეთიდან შემდეგში გაშლის (იმკურნალონ,  დაისვენონ ან  ახლობლები მოინახულონ), სწორედ ეს არის საქართველო.

ჩატაევის საქართველოში შემოღწევა გვიჩვენებს, რომ ეს პრობლემა არ არის გამოგონილი, შორს არ არის, აქვეა, ახლოს არის და ნებისმიერ დროს შეიძლება გააქტიურდეს.

ამას ორი მიმართულება აქვს, ერთია რუსეთის პოზიციების გაძლიერება, იგივე დაეშის გაძლიერება, მეორე ეს არის რუსეთის გავლენის შესაძლო გაძლიერება თურქეთზე. რადგან თურქეთი, როდესაც ჩრდილოეთ სირიაში დაიწყებს ოპერაციის გახორციელებას, დამოკიდებული იქნება რუსეთის კეთილგანწყობაზე, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ რუსები აკონტროლებენ სირიის საჰაერო სივრცეს, რომლის გამოყენებაც დასჭირდება თურქეთს იმისთვის, რომ მის მიერ დაწყებული სამხედრო ოპერაცია იყოს წარმატებული.

_ რა უნდა გააკეთოს  ხელისუფლებამ, რომ აიცილოს საქართველოში ტერორისტული დაჯგუფებების გადაადგილება?

_ჩვენ არ ვართ იმ დონის ქვეყანა, რომ შევძლოთ პირდაპირი გავლენა მოვახდინოთ რეგიონზე და იქ რამე სამხედრო მოქმედებებში მივიღოთ მონაწილეობა, რომელიც რეგიონის ბედს განსაზღვრავს, ჩვენ ეს არ შეგვიძლია. ჩვენ რაც შეგვიძლია  არის, ჩვენი რესურსებიდან გამომდინარე, რაც ქვეყანას გააჩნია ახლოდან ვადევნოთ თვალი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებს, ამ შემთხვევაში, სირიაში. თუ იქნა გამოძახილი ერაყში  ან თურქეთში, ანუ ტერორისტების მოძრაობა შეინიშნა და  იქნება ინფორმაცია, რომ  ტერორისტები ფიქრობენ საზღვრების გადაკვეთას, უნდა ვიყოთ ყურადღებით. ამ შემთხვევაში  მაქსიმალურად უნდა  გავაძლიეროთ ჩვენი სასაზღვრო ნაწილების შესაძლებლობები, იმისთვის, რომ  ჩატაევის რაზმის მსგავსად არ მოხდეს შემოღწევა საქართველოს ტერიტორიაზე იმ უკანონო  შეიარაღებული ფორმირებების, იმ ტერორისტული დაჯგუფებების, რომლებიც  შარშან თბილისში, ქალაქის ცენტრში ვნახეთ.




 ახალი ამბები
  • საქართველოს ბანკის ახალი იპოთეკური შეთავაზება- „ჩემი პირველი სახლი“ (R)საქართველოს ბანკმა, ქვეყნის წამყვანმა ბანკმა, იპოთეკურ სესხზე ახალი აქციის დაწყების შესახებ განაცხადა. ის, ვინც 2019 წლის 20 მაისიდან ისარგებლებს საქართველოს ბანკის იპოთეკური სესხით, ჩაერთვება აქციაში - „ჩემი პირველი სახლი“. აქციის ფარგლებში იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთი ლარის ვალუტაში იქნება 7% (2 წელი ფიქსირებული), ეფექტური 8.77%-დან. საქართველოს ბანკის ახალი, ყველაზე დაბალპროცენტიანი იპოთეკური სესხით შეუძლია ისარგებლოს ყველამ, ვინც პირველად იძენს საცხოვრებელ უძრავ ქონებას. ვისაც აქვს სურვილი, სწორედ ახალი აქციის ფარგლებში შეიძინოს ბინა, აქვს შესაძლებლობა, ჰქონდეს საკუთარი ბინა ყოველთვიური ქირის ფასად და დაივიწყოს კურსის ცვალებადობასთან დაკავშირებული დისკომფორტი. აქციის და იპოთეკური სესხის შესახებ, დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.sb.ge ან დაუკავშირდით საქართველოს ბანკის სატელეფონო ცენტრს: 0322444444 ... ...
  • გუგლი ჰუავეის ანდროიდის მოხმარებას უზღუდავსგუგლმა ჰუავეის ანდროიდის გამოყენება შეუზღუდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს. ჰუავეის ახალი დიზაინის სმარტფონებს გუგლის აპლიკაციების ისეთ ნაწილზე არ ექნება წვდომა,  როგორიცაა იუთუბი და გუგლ მეპი. აღნიშნული ნაბიჯი ტრამპის მიერ ჰუავეის იმ კომპანიების სიაში დამატებას მოჰყვა, რომლბსაც არ შეუძლით ამერიკულ ფირმებთან ვაჭრობა მთავრობის ნებართვის გარეშე. როგორც ცნობილია, ჰუავეის ახალი მოდელი წლის ბოლოს უნდა გამოვიდეს. ჰუავეიში აცხადებენ, რომ აღნიშნულ აკრძალვას ელოდებოდნენ. ცნობისთვის, რამდენიმე ქვეყანამ გამოთქვა მოსაზრება, რომ ჩინეთი კომპანიას თვალთვალისთვის იყენებს, თუმცა, ჰუავეი ბრალდებას ... ...
  • საქართველოს ბანკმა საფრანგეთის მსხვილი სტუდენტური გაერთიანების წევრებს უმასპინძლა (R)საქართველოს ბანკმა, ქვეყნის წამყვანმა ბანკმა, საფრანგეთის ერთ-ერთი უძველესი, კერძო სტუდენტური გაერთიანების, Olivaint-ის კონფერენციის 33-კაციან დელეგაციას  უმასპინძლა. Olivaint Conference ეს არის 1874 წელს დაარსებული ერთგვარი პლატფორმა თავისუფალი დისკუსიითვის საფრანგეთსა და მთელ მსოფლიოში განვითარებულ და მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე მსოფლიოს ლიდერებთან და დარგის წამყვან სპეციალისტებთან. კონფერენციის მიზანია, ორგანიზაციის წევრების, რომლებიც არიან წარმატებული მენეჯერები, ცნობილი ხელოვანები, პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, პედაგოგები, იურისტები, საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობით, ხელი შეუწყოს მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.კონფერენციის ფარგლებში დელეგაციის წევრები საქართველოს ბანკის გენერალურ დირექტორს, არჩილ გაჩეჩილაძეს შეხვდნენ.  შეხვედრაზე სტუმრებმა მიიღეს მნიშველოვანი ინფორმაცია საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და  მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე.  „მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკმა Olivaint Conference-ის წევრებს უმასპინძლა. ჩვენთვის დიდი პატივია, გავაცნოთ ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს, მისი ეკონომიკური შესაძლებლობები და საინვესტიციო მიმზიდველობა, თუ რამდენად მარტივია ბიზნესის კეთება საქართველოში. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში ბანკის როლზე, ჩვენს მიზანზე, მომხმარებელს მათ ინტერესებზე მორგებული პროდუქტი თუ სერვისი შევთავაზოთ“ _ განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.                                                                                                                                        ინფორმაციისთვის, სხვადასხვა წლებში Olivaint Conference-ის ალუმნები იყვნენ: საფრანგეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი-რობერტ შუმანი; საფრანგეთის ყოფილი პრემიერ მინისტრი და ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე-ლორან ფაბიუსი; ევროპარლამენტის ყოფილი წევრი- ჟან ლუი ბურლენჟი; ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ყოფილი პრეზიდენტი- ჟაკ ატალი და ა.შ. ... ...
  • "გურიას" მოსყიდული ფეხბურთელები _ ვინ და რატომ დააკავა სუს-მა (ვიდეო)სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სპორტული შეჯიბრების მონაწილეთა მოსყიდვისა და მეორე და უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელების მიერ მატჩების ჩაწყობის ფაქტზე  8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი ბრალდებულის სახით დააკავეს. სუს-ის ინფორმაციით, დაკავებულები არიან ორგანიზატორები  ყოფილი ფეხბურთელები: ვახტანგ ჯ, ლაშა ჩ. და ნიკა დ.,  საფეხბურთო კლუბ „ჭიათურას“ ფეხბურთელი ირაკლი ხ, ასევე, საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის გურიას“ ფეხბურთელები  რობერტ ი. და ირაკლი ბ., საფეხბურთო კლუბ „ვიტ ჯორჯიას“  ფეხბურთელები  ჯონი შ, გიორგი გ, ნიკოლოზ მ, პაატა ღ. და ნოდარ კ. "გამოძიებამ დაადგინა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრები დანაშაულებრივად უკავშირდებოდნენ საფეხბურთო კლუბების ფეხბურთელებს და გარკვეული თანხის სანაცვლოდ ურიგდებოდნენ მოწინააღმდეგე გუნდთან წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით ე.წ. „ჰანდიკაპით“ – ორი ან მეტი ბურთით წაგებაზე. 2019 წლის 3 აპრილს, ორგანიზებული ჯგუფის წევრების მიერ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მე-2 ლიგაში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის გურია“-ს მოსყიდულმა ფეხბურთელებმა წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, საფეხბურთო კლუბ „თბილისის მერანსა“ და საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის გურიას“ შორის გამართული შეხვედრის მეორე ტაიმი ორბურთიანი სხვაობით დათმეს. ანალოგიურად,  2019 წლის 19 მაისს,  ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბ „ვიტ ჯორჯიას“ მოსყიდულმა ფეხბურთელებმა, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, საფეხბურთო კლუბ „ბათუმის დინამოსთან“ შეხვედრა ორბურთიანი სხვაობით დათმეს. ხსენებული მატჩების წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით დასრულებისათვის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა და ფეხბურთელებმა ჯამში მიიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა - 93 500 ლარი", _ აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. გამოძიება პროფესიული სპორტული შეჯიბრების მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 203-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო ... ...
  • გვარამია: მე ვიბრძოლებ ფენომენალური პოლიტიკოსი სააკაშვილისთვის"მიხეილ სააკაშვილი არის ამ ქვეყნის ყველაზე დიდი და ყველა დროის ყველაზე წარმატებული პოლიტიკოსი (ზვიად გამსახურდია მაინც უფრო ეროვნული მოღვაწე იყო, როგორც ილია, და ქვეყნისთვისთვის თავისუფლების მომტანი|", _  წერს სოციალურ ქსელში რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. მისივე თქმით სააკაშვილი "ყველაზე თანამედროვე პოლიტიკოსი და პოლიტიკური იდეების მთავარი (თუ ერთადერთი არა) გენერატორია" "შეუძლებელია, ის არ დაბრუნდეს საქართველოში და სრულფასოვნად არ ჩაერთოს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ის არ არის ბელადი, რაც არ უნდა ეცადნონ მისგან ამის ძერწვას გინდა ივანიშვილი, გინდა ჩემი მეგობარი ქვეყნის პატრიოტებიც კი, რომელბსაც ის სწორედ ამ ბელადობის გამო არ მოწონთ. ის არ არის ბელადი, მაგრამ მისგან ბელადს აკეთებს ორი ძალა: მისი მტერი ბიძინა ივანიშვილი და მისი მოყვარე მიშისტ-სექტანტები, რომლებიც მას, როგორც ჰიპერთანამედროვე დასავლელ ლიდერს კი არ მიყვებიან, არამედ, როგორც სექტის ხელმძღვანელს ან, მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, დასაქმების და თანამდებობის დაკავების მოსურნეები. ხოდა, მეგობრებო, მე, ნიკა გვარამიას, ნამდვილად არ მსურს იმ სექტანტების და კარიერისტების ხელისუფლებაში მოსვლა, ვისაც რ2 მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სურთ, ხოლო საკუთარი თავისთვის რეალტივიზე ოცნებობენ. მე, ნიკა გვარამია, არ ვგულშემატკივრობ ამგვარ ხალხს, მე არ ვარ მათი თანამოაზრე და არც მათი სიტუაციური მოკავშირეობა მსურს. მე, ნიკა გვარამია, არასდროს შევუწყობ ხელს მათ ხელისუფლებაში მოსვლას. რეალტივიელბის და სექტანტების ადგილი თანამედროვე საქართველოს ხელისუფლებაში არ არის. ეს რეგრესული ხალხი ვერ მოიტანს პროგრესს. მათთან არასდროს არ მივა არც ერთი ახალი და საინტერესო პროფესიონალი. ეს კარიერისტები და ბრმადმორწმუნეები ვერასდროს ვერ გაამარჯვებინებენ იგივე მიხეილ სააკაშვილს და მუდმივად ამყოფებენ მას საკუთარი ბრმა მსახურების მძევლობაში. ეს ჩემი მყარი პოზიციაა. მე მჯერა ქვეყნის უკეთესი მომავალის, მე ვიბრძოლებ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, მე ყველაფერს ვიზამ, რომ თანამედროვე საქართველოს შემქმნელმა სააკაშვილმა დამსახურებული ადგილი დაიკავოს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში საქართველოს ტერიტორიაზე. მე ვიბრძოლებ ფენომენალური პოლიტიკოსი სააკაშვილისთვის და არა ბელადი მიშასთვის" _ წერს ... ...

არქივი

ზაფრანი

ჩვენი ბებიების სასარგებლო რჩევები

ჩვენი ბებიებიც ხომ ქალები იყვნენ?!...

სალათის ფურცლების სასარგებლო თვისებები

ადამიანის ორგანიზმს სრულყოფილი განვითარებისა და...

ყავა ორგანიზმს დიაბეტისგან იცავს

ბევრი ჩვენგანი გაუცნობიერებლად, დილას ფინჯანი...

უთოს ისტორიიდან

იცით, ვის ჰქონდა პირველი უთო?!...

რაზე ოცნებობენ ჰოლივუდელები

კეიტ ჰადსონს დედამ ასწავლა, რომ...

ოჯახური სიმყარის ფორმულა

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...