,,ზურაბიშვილის პირით ტესტავენ, რამდენად მზადაა საქართველო რუსეთის საოკუპაციო ჯარების მისაღებად“_ ლაგაზიძე

პოლიტიკა

,,ზურაბიშვილის პირით ტესტავენ, რამდენად მზადაა საქართველო რუსეთის საოკუპაციო ჯარების მისაღებად“_ ლაგაზიძე

14 სექ. 2018, 16:51:47

რა ზიანი შეიძლება მიადგეს მმართველი გუნდი მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებები საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე? ,,გურინიუსთან“ საუბრისას, პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე მიიჩნევს, რომ “ის მესიჯები, რომლებსაც  სალომე ზურაბიშვილი ისვრის, შეუძლებელია მივაწეროთ მის ქარაფშუტობას, როგორც ცდილობენ, რომ წარმოაჩინონ“.

ლაგაზიძის აზრით, საქართველო რუსეთის გავლენის სივრცეში ექცევა, თუმცა ჯერ კიდევ ინარჩუნებს შანსს, რომ  დასავლური სამყაროს ნაწილი გახდეს.

_ ის, რაც დღეს ხდება არის  ორკესტრირებული შეტევა რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ.  რუსეთი ხედავს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ჩვენთვის არ სცალია. ეკონომიკის სრული ჩამოშლის მოლოდინში, რუსეთს სჭირდება სამეზობლოში გამარჯვების მოპოვება, რითაც სოციალურ-ეკონომიკურ კრიზისს დროებით მაინც გადააგორებს.

საქართველო ექცევა რუსეთის გავლენის სივრცეში, თუმცა ჯერ კიდევ ინარჩუნებს შანსს, რომ  დასავლური სამყაროს ნაწილი გახდეს. ის მესიჯები, რომლებსაც  ზურაბიშვილი ისვრის, შეუძლებელია მივაწეროთ მის ქარაფშუტობას, როგორც ცდილობენ, რომ წარმოაჩინონ.

მარია ზახაროვას განცხადება წავიკითხე, სადაც წერია, რომ  ლუგარის ლაბორატორიაში სამხედრო კვლევები იწარმოება და ამ ინფორმაციას იგორ გიორგაძე აწვდის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს. რა ხელი აქვს იგორ გიორგაძეს ლუგარის ლაბორატორიასთან?!

უმძიმეს ფაზაში შევდივართ _ ის, რომ საინფორმაციო და ჰიბრიდულ ომში ვიყავით, ამაზე საუბარი უკვე დაგვიანებულია. ვფიქრობ, ცალკე აღებული არ უნდა განვიხილოთ ზახაროვასა და სალომე ზურაბიშვილის, ერთი შეხედვით, ქარაფშუტული განცხადებები. ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსთვის. ეს არის რეფერენდუმი, რომელიც ჩვენ ყველამ უნდა ჩავატაროთ 28 ოქტომბერს.

_ რას გულისხმობთ? ზურაბიშვილს რუსეთის დაკვეთის შესრულებაში ადანაშაულებთ?

_ ვფიქრობ, ის, რაც ხდება, არის რუსეთისთვის გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოს საკუთარ სივრცეში დასაბრუნებლად.  არის თუ არა ამასთან პირდაპირ კავშირში ზურაბიშვილი, ამაზე ვერ ვისაუბრებ. მისი პირით ტესტავენ, რამდენად მზად არის საქართველო რუსეთის საოკუპაციო ჯარების მისაღებად.

_  სტრასბურგის სასამართლო 2008 წლის აგვისტოს ომზე საქართველოს სარჩელს განიხილავს, სასამარლომ უნდა დაადგინოს, რომლი მხარე არის დანაშავე. არსებობს საფრთხე, რომ სტრასბურგმა ზურაბიშვილის განცხადებები ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმეგოდ გამოიყენოს?

_ რა თქმა უნდა; სრული აბსურდი ხდება. არსება, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტობისთვის ემზადება, გამოდის და იძახის, რომ ჩვენმა ქვეყანამ დაიწყო ომი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. მომავალი მთავარსარდალი, რომელიც ამბობს, რომ მისმა სამხედროებმა და გენერლებმა საკუთარი ხალხი დაბომბეს, არის კაპიტულანტი.

_  თქვენი აზრით, მმართველი პარტია ვერ აცნობიერებს, თუ რა ზიანის მომტანია საპრეზიდენტო კანდიდატის ამგვარი განცხადებები?

_ პოლიტიკაში არსებობს “სასარგებლო იდიოტის“ ცნება. ამ შემთხვევაში, შეიძლება “სასარგებლო იდიოტის“ როლს ასრულებდეს ზურაბიშვილი. ვფიქრობ, რომ მმართველი პარტიისა და სალომე ზურაბიშვილის ინტერესი ერთ რამეში ემთხვევა: მმართველ პარტია ალბათ ცდილობს, რომ ამ გზით მიხეილ სააკაშვილის მიიყვანოს ჰააგის სასამართლოში, როგორც ომის დამწყები პრეზიდენტი. მმართველი პარტიის მიზანი უფრო ეს არის, ვიდრე  რუსული გეგმის ნაწილად ყოფნა, მაგრამ ცალსახაა, რომ ეს რუსულ გეგმას ემთხვევა.

_ როგორ ფიქრობთ, მმართველი პარტიის არდაჭერის მიუხედავად, ასეთი განცხადებების ფონზე, არჩევნებში გამარჯვების რა შან აქვს სალომე ზურაბიშვილს?

_ ჩვენ არ ვიცით საზოგადოების რეალური განწყობა რა არის. სწორედ ამ განწყობის დატესტვას ახდენს დღეს რუსეთი და რა შედეგსაც მივიღებთ, კიდეც ვიმსახურებთ იმ შედეგს. ცხადი გახლავთ ის, რომ  ყველაფერი პასუხობს რუსულ სცენარს. 

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სომხეთმა სირიაში შენაერთი გაგზავნა. რუსულ სამხედრო  ოპერაციაში ყოფილი საბჭოთა ქვეყნის მონაწილეობა უპრეცედენტოა.  ეს სიგნალია იმისა, როგორ ცდილობს რუსეთი რეგიონში გააქტიურებას.

ფაქტობრივად, დღეს მთლიანად  ჩვენზეა დამოკიდებული რას მოვიმოქმედებთ, შევინარჩუნებთ თუ არა დამოუკიდბელობას იმ დოზით, რა დოზითაც გვაქვს, _ მიიჩნევს ხათუნა ლაგაზიძე.




 ახალი ამბები
  • კობახიძე: ერთ მხარეს იყო აბსოლუტურად უსაგნო კრიტიკა, ხოლო მეორე მხარეს - საქმე და შედეგები"დავასრულეთ ბრძოლის პირველი ეტაპი და ამ ეტაპზე ერთ მხარეს იდგა ქართული საზოგადოება, ექიმები და საქართველოს ხელისუფლება, ხოლო მეორე მხარეს იდგა კორონავირუსი, ოპოზიცია და მათი ტელევიზიები, რომლებიც უპრეცენდენტო მასშტაბის სიცრუის ტირაჟირებას ახდენდნენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ამ ბრძოლაში გაიმარჯვა ქართულმა საზოგადოებამ",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. დეპუტატმა ექიმებს, საერთაშორისო პარტნიორებს და კორონავირუსთან ბრძოლაში ჩართულ ყველა ადამიანს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ კოვიდ 19-თან ბრძოლაში მიღწეული შედეგები მრავალი ადამიანის დამსახურებაა. მისივე თქმით, ერთადერთი სუბიექტი, რომელიც საერთო საზოგადოებრივი ერთიანობის მიღმა დარჩა, რადიკალური ოპოზიციაა. „სამწუხაროდ, ერთადერთი სუბიექტი, რომელიც დარჩა საერთო საზოგადოებრივი ერთიანობის მიღმა, იყო რადიკალური ოპოზიცია თავისი ფეიქ ტელევიზიებით. სამწუხაროდ, ეს იყო ერთადერთი სუბიექტი. ერთადერთი, რითიც მათ გამოიჩინეს თავი, ეს იყო სრულიად უსაგნო კრიტიკა და თქვენ გახსოვთ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, აბსოლუტურად უსაგნო კრიტიკა ისეთ თემებზე, როგორიც არის შეზღუდვების დაწესება, მაგალითად, ისინი აკრიტიკებდნენ აბსოლუტურად ყველა შეზღუდვას, გახსოვთ, რომ ისინი ითხოვდნენ ეკლესიების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას, ერთადერთი, ის არ მოუთხოვიათ, რომ სატვირთო მანქანებით შევვარდნილიყავით ეკლესიებში. ეს არის მათი სულისკვეთება. ისინი მძიმედ აკრიტიკებდნენ ეროვნული წარმოების პირბადეებს და სხვა სამედიცინო საშუალებებს, ითხოვდნენ 4 მილიონი ადამიანის გატესტვას, რაზეც დღეს ყველას ეცინება, საქართველოს ყავდა ათი ათასობით ინფიცირებული მათი სტატისტიკის მიხედვით და ასე შემდეგ. ყველა დეტალს, ბუნებრივია, არ ჩამოვთვლით, მაგრამ ეს ყველაფერი მიანიშნებს იმ აბსოლუტურად მძიმე ბუნებაზე, რომლითაც ხასიათდება ჩვენი ოპოზიცია. განსაკუთრებით მძიმე იყო ის თავდასხმები, რომლითაც ოპოზიცია გამოირჩეოდა ექიმების და ეპიდემიოლოგების წინააღმდეგ. ეს არის უმძიმესი მოვლენა, რომელიც, დარწმუნებული ვარ, 200 სახელმწიფოდან არცერთისთვის არ იყო დამახასიათებელი ამ მძიმე პერიოდის განმავლობაში. ერთ მხარეს იყო აბსოლუტურად უსაგნო კრიტიკა, ხოლო მეორე მხარეს არის საქმე და შედეგები. დღეს უკვე გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობა სამჯერ აღემატება აქტიური შემთხვევების რაოდენობას, რომელიც 166-მდე არის უკვე შემცირებული, ორთვენახევრის შემდეგ უკვე თითქმის სრულად იხსნება უკვე ეკონომიკა და ივლისში უკვე საერთაშორისო ტურიზმიც კი გაიხსნება. ეკონომიკას და ადამიანების სოციალურ მდგომარეობას მიადგა მინიმალური ზიანი, რაც შეიძლებოდა, მიყენებული ყოფილიყო ამ მძიმე ვითარების - პანდემიის პირობებში, განხორციელდა უპრეცენდენტო სახსრების მობილიზება საერთაშორისო პარტნიორებისგან, რაც არის მთავრობის და კონკრეტულად, ფინანსთა სამინისტროს განსაკუთრებული დამსახურება. შედეგად, მოქალაქეები და ეკონომიკური სუბიექტები მიიღებენ სამ მილიარდ ლარზე მეტი ოდენობის დახმარებას, რაც არის ძალიან რაციონალურად გაწერილი. საქართველო არის საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული ლიდერი კოვიდ-19-თან ბრძოლის თვალსაზრისით. ვიდრე ვისმენდით ოპოზიციის უსაგნო კრიტიკას ამ სამი თვის განმავლობაში, „ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა გაიღეს საკუთარი სახსრები კრიზისთან საბრძოლველად, შეგახსენებთ, რომ პარტიის თავმჯდომარემ გაიღო 100 მილიონი და ჩარიცხა კოვიდის ფონდში, დეპუტატებმა შეწირეს საკუთარი რამდენიმე თვის ხელფასის ერთი მესამედი კოვიდის ფონდს. აქაც თქვენ გახსოვთ, რომ ეს ასი მილიონიც კი გახადეს ქილიკის თუ კრიტიკის საგანი და ეჭვქვეშ დააყენეს ეს ყველაფერი იმ ფონზე, როდესაც მე გადავამოწმე და მხოლოდ ერთი დეპუტატია, თუ არ ვცდები, ამ „ნაციონალების" კლასტერიდან, რომელმაც კოვიდის ფონდში ჩარიცხა თანხა. კეთილი გენებათ და თქვენ გამოგეჩინათ საკუთარი პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, მაგრამ მთელი ეს პერიოდი თქვენ იყავით დაკავებული საზოგადოებასთან ბრძოლით. დავასრულეთ ბრძოლის პირველი ეტაპი. ეს არის ბრძოლის პირველი ეტაპი. ამ ბრძოლის პირველ ეტაპზე ერთ მხარეს იდგა ქართული საზოგადოება, ექიმები და საქართველოს ხელისუფლება, ხოლო მეორე მხარეს იდგა კორონავირუსი, ოპოზიცია და მათი ტელევიზიები, რომლებიც უპრეცენდენტო მასშტაბის სიცრუის ტირაჟირებას ახდენდნენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ამ ბრძოლაში, რა თქმა უნდა, გაიმარჯვა ბოროტზე კეთილმა, გაიმარჯვა ქართულმა საზოგადოებამ, გაიმარჯვა საქართველოს ხელისუფლებამ, გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ", რომელიც არა პოლიტიკური ქულების დაწერაზე, არამედ მთლიანად ქვეყანასა და საზოგადოებაზე ზრუნვაზე იყო კონცენტრირებული. განსაკუთრებული მადლობა ამ ბრძოლაში ეკუთვნის პრემიერმინისტრს, რომელიც დღეს წარდგა ანგარიშით. ეს იყო არა ანგარიში, არამედ ეს იყო მასტერკლასი, რომელიც ჩაგიტარათ თქვენ, გოიმური ოპოზიციის წარმომადგენლებს, პრემიერმინისტრმა. ეს იყო ჩვეული დამაჯერებელი გამოსვლა, რომლითაც კიდევ ერთხელ განიმარტა ის ნაბიჯები, რომლებმაც ამ ბრძოლაში მოგვიტანა ჩვენ დამაჯერებელი წარმატება",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. პარლამენტის წევრმა პრემიერ-მინისტრს და სამთავრობო გუნდს შესრულებული სამუშაოსთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა „ეს იყო მთელი გუნდის განსაკუთრებული დამსახურება, თუმცა, განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის სამთავრობო გუნდის ლიდერს, გიორგი გახარიას რომლის კრიზისის მენეჯმენტის უნარები ყველამ თვალსაჩინოდ ვიხილეთ მთელი ამ სამი თვის განმავლობაში",- განაცხადა ირაკლი ... ...
  • პრემიერმა მასტერკლასი ჩაგიტარათ გოიმური ოპოზიციის წარმომადგენლებს- კობახიძე"ეს არ იყო ანგარიში, ეს იყო მასტერკლასი, რომელიც პრემიერმა  ჩაგიტარათ თქვენ, გოიმური ოპოზიციის წარმომადგენლებს",_ აღნიშნული განცხადება გააკეთა  "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ანგარიშის შეფასებისას. ირაკლი კობახიძემ ასევე ხაზი გაუსვა სახელმწიფო სტრუქტურებისა და სამინისტროების ეფექტურ მუშაობას კრონავირუსის წინააღმდეგ ... ...
  • ტრანსპორტის გახსნის გადაწყვეტილება გახარიამ პოლიტიკური ქულების ჩასაწერად მიიღო- ბაქრაძე„გიორგი თარგამაძის ფორმულაში“ „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე, პრემიერ მინისტრის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც 29 მაისიდან ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა აღდგება. მისი განცხადებით, ეს გიორგი გახარიამ პოლიტიკური ქულების ჩასაწერად გააკეთა. მისივე განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა რიგითი ადამიანების გადაადგილების ერთადერთი საშუალებაა და მუნიციპალური ტრანსპორტის გარეშე ვერანაირი ეკონომიკური გახსნა ვერ მოხდება. „დღევანდელი დღის მთავარ შედეგად ალბათ უნდა ჩაითვალოს ის განცხადება, რომელიც პრემიერმა პარლამენტში მოსვლამდე გააკეთა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნის შესახებ. ამ თემაზე უკვე დიდი ხანია არსებობს საზოგადოებივი ზეწოლა და მოთხოვნა, რომ ტრანსპორტის გახსნის გარეშე ვერანაირი ეკონომიკური გახსნა ვერ მოხდება იმიტომ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ეს არის რიგითი ადამიანებისთვის გადაადგილების პრაქტიკულად ერთადერთი საშუალება. როგორც ჩანს პრემიერმა გადაწყვიტა, რომ სწორედ პარლამენტში მოსვლის წინ გაეხმოვანებინა ეს გადაწყვეტილება. ეს გახარიამ პოლიტიკური ქულების ჩასაწერად გააკეთა და იმისთვის, რომ კიდევ ერთი თავმოსაწონებელი განცხადება ჰქონოდა პარლამენტში, რაც თავისთავად ძალიან ცუდი ნიშანია, არა იმიტომ, რომ თავს იწონებს, თუ ეს შეძლო პარლამენტში მოსვლამდე ერთი საათით ადრე გაეკეთებინა, ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო და არა ექსპერტული, რომელიც ჯანდაცვის კუთხიდან იქნებოდა აუცილებელი“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ. წყარო: ... ...
  • ზაზა გაბუნია ოპოზიციას- თქვენ უნდა შეეშვათ თავისუფლებაზე და ჰუმანიზმზე საუბარს „ზოგიერთმა ოპოზიციონერმა რამდენიმე დიდი მწერლის ციტატა მოიყვანა თავის პოზიციის განმტკიცებისთვის, მაგრამ არაფერი ისე არ უხდება ოპოზიციის  დიდი ნაწილის დღევანდელ გამოსვლებს, როგორც თომას მანის სიტყვები „დოქტორ ფაუსტუსიდან", რომ „არსებობს ხალხი, ვისაც ხმა არ ამოეღება  თავისუფლებაზე  და ჰუმანურობაზე. ჰიგიენური თვალსაზრისით მათ თავის უნდა დაანებონ ამაზე ქაქანს". ეს არის მისი ციტატა და დიახ, თქვენ უნდა შეეშვათ თავისუფლებაზე და ჰუმანიზმზე საუბარს. ადამიანები, რომლებიც გუშინ ამბობდით, რომ არ გახსოვთ რა ჩაიდინეთ 2016 წლის 26 მაისს. უნდა შეეშვათ, რადგან ეს თქვენი პოლიტიკური ილეთები უკვე ყავლგასულია და არაფერზე აღარ მეტყველებს და აღარ საუბრობს",_ განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ პლენარულ სხდომაზე, პრემიერ- მინისტრის მიერ ანგარიშის  წარდგენის შემდეგ, ოპოზიციის კრიტიკის საპასუხოდ. ზაზა გაბუნიას განცხადებით, ოპოზიციისგან ისმის პოპულისტური გამოსვლები და უსაგნო კრიტიკა. „რა ისმის ასეთ დროს თქვენგან? პოლიტიკური ენიგმა, დიადი და უპრეცედენტო შეთავაზებების სახით, რა თქმა უნდა, პოპულისტული, რომ ბევრი ფული უნდა იქნას გაცემული დახმარების სახით, მაგრამ არ ვიცით საიდან. ეს არის თქვენი პათოსი. რა ლოგიკაზეა საუბარი, როდესაც მთელი კვირაა ვანო მერაბიშვილის პოლიტიკურ მომავალზე მარჩიელობდით. მე არ ვიცი, არ მესმის ამ ხალხს, ოპოზიციის ამ ნაწილს რა ადეკვატურობაზე უნდა ველაპარაკოთ. ესაა სრულიად უსაგნო კრიტიკა და ეს ხდება სურათის გაბუნდოვანებისთვის და სოლიდური დისკუსიის შესაძლებლობის მოსპობისთვის, თორემ მაშინ ამგვარად არ უნდა წარემართა ოპოზიციას აქ დისკუსია და ასე არ უნდა ელაპარაკა, მათ შორის, ისეთ მნიშვნელოვან საკითზე, როგორიც არის ეკონომიკა. რადგან ისეთი ქვეყნებისთვის, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობას განაპირობებს ისეთივე ეკონომიკური საქმიანობა, როგორიც ეს საქართველოს შემთხვევაშია, რა თქმა უნდა, კოვიდ-19-მა მოახდინა თავისი გავლენა და არ თუ ჩვენი ეკონომიკის მსგავს ქვეყნებზე, შტატებშიც კი უმუშევრობამ 1930 წლის შემდეგ მიაღწია ყველაზე მაღალ 14 პროცენტიან ნიშნულს, ხოლო საერთაშორისო ექსპერტები ამბობენ, რომ ამ პანდემიას იქ ექნება ისეთივე გავლენა, როგორც ქონდა „დიდი დეპრესიის" დროს. და რას აკრიტიკებს ოპოზიცია არ მესმის ჩვენი გადაწყვეტილებების შემთხვევაში. იმდენად უსაგნო იყო კრიტიკა, რომ ვერ გავიგე რა იყო ის, რასაც გვთავაზობენ",_ განაცხადა გაბუნიამ. მისივე თქმით, სოციალური პოლიტიკის და ანტიკრიზისული პოლიტიკის არსებული მასშტაბი, მისასალმებელია და ამასთან ერთად, უნდა მოხდეს მისი ზრდა, რაზეც მთავრობას ექნება სამუშაო. ზაზა გაბუნიას შეფასებით, მთავრობის მიერ შესრულებული სამუშაო არის ეფექტური, სწრაფი, დროული და შესაძლებლობების მაქსიმუმი. „პროაქტიური და ეფექტური, პროგნოზირებადი, სწრაფი და დროული, შესაძლებლობების მაქსიმუმი. ეს ის სიტყვებია, რომელიც არის ასოციაციური შესრულებულ სამუშაოსთან მიმართებით და ვისაც სურს ეს სამუშაო დაინახოს, ის დაინახავს კიდეც, რადგან შესრულებული სამუშაო არის ჩვენს წინაშე",_ განაცხადა ზაზა ... ...
  • შსს-მ ბათუმში მომხდარი ხულიგნობის ფაქტის ამსახველი კადრები გაასაჯაროვამაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრო ასაჯაროებს კადრებს, სადაც ასახულია ხულიგნობის ფაქტი, რის საფუძველზეც, მიმდინარე წლის 7 მაისს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბათუმში 2 პირი დააკავეს, ხოლო 4 პირს წარედგინა ბრალდება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით. დაკავებულები ამ დროისთვის იმყოფებიან წინასწარ პატიმრობაში. დღეს, დაკავებულების ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა, ბრალდებულების გათავისუფლების მოთხოვნით, ბათუმში საპროტესტო აქცია გამართეს, რომლის მსვლელობისას შეეცადნენ ცენტრალური გზის გადაკეტვას. პოლიციის არაერთი კანონიერი მოთხოვნის მიუხედავად, აქციის მონაწილეებმა განაგრძეს საზოგადოებრივი წესრიგის დაარღვევა და ძალადობრივი მეთოდებით შეეცადნენ გზის გადაკეტვას. პოლიციის მიერ, ბათუმში მიმდინარე აქციის დროს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის სულ დაკავებულია 30 ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?