10 000 000-ზე მეტი ღირებულების უძრავი ქონება დაზარალებულებს დაუბრუნდებათ

სამართალი

10 000 000-ზე მეტი ღირებულების უძრავი ქონება დაზარალებულებს დაუბრუნდებათ

2017 აპრ 3 13:00:45

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მორიგი შემაჯამებელი გადაწყვეტილებები მიიღო, რის საფუძველზეც დაზარალებულ მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული და ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული თბილისში, ე.წ. ,,დიღმის ავტობაზრობის“ ტერიტორიაზე არსებული რამდენიმე მილიონი ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთები დაუბრუნდებათ, ხოლო ერთ სისხლის სამართლის საქმეზე ცრუ ბრალდების საფუძველზე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი გადაისინჯება.
პროკურატურის ინფორმაციით, დეპარტამენტის მიერ გახსნილია ქონების უკანონოდ ჩამორთმევის მორიგი დანაშაულებრივი ფაქტები. კერძოდ, ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ შპს ,,თავისუფალი ვაჭრობის კომპლექსი დიღომი-93“-ს და შპს ,,ინტერსერვისს“ დიღომი-გლდანის მაგისტრალის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.წ. ,,დიღმის ავტობაზრობაზე“ საკუთრებაში გააჩნდათ მიწის ნაკვეთები, რომლებიც 2009 წელს ხელისუფლების ინტერესის სფეროში მოექცა.
უწყების ინფორმაციით, მესაკუთრეებისთვის ზემოხსენებული ქონების ჩამორთმევის მიზნით დაიწყო გამოძიება ,,დიღომი 93“-ს და შპს ,,ინტერსერვისის“ მიმართ, გადასახადებისთვის თავის არიდების ფაქტზე, პარალელურად აუდიტის სამსახურმა დაიწყო კომპანიების საგადასახადო შემოწმება.
"გამოძიების მიმდინარეობისას, 2010 წელს, სხვადასხვა დროს ,,დიღომი 93“-ის დირექტორი ტარიელ ფალავანდიშვილი და შპს ,,ინტერსერვისის“ დირექტორი გილარ დაბრუნდაშვილი დაიბარეს სამართალდამცავ უწყებაში, სადაც მათ განუმარტეს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ისინი არ დათმობდნენ კომპანიის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს, კომპანიის ხელმძღვანელ პირებს დააპატიმრებდნენ და კომპანიას დაარიცხავდნენ დიდ გადასახადებს.
კომპანიის წარმომადგენლებმა სამართალდამცავების მუქარა დამფუძნებლებს გადასცეს, რის შემდეგაც განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად, მოსალოდნელი გართულებების თავიდან აცილების და ხელოვნურად გაზრდილი და დარიცხული გადასახადების თავიდან ასაცილებლად, ცალკეულ საჯარო მოხელეთა მითითებით, შპს ,,თავისუფალი ვაჭრობის კომპლექსი დიღომი-93“-მა ე.წ. დიღმის ავტობაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე მისი კუთვნილი 24184 კვ.მ მიწის ფართიდან სახელმწიფოს სასარგებლოდ იძულებით დათმო 16500 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ხოლო შპს ,,ინტერსერვისმა“ 15.000 კვ.მ მიწის ნაკვეთი. ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადასვლის შემდეგ, საგამოძიებო ორგანომ ხსენებული კომპანიების მიმართ შეწყვიტა გამოძიება.
გარდა ამისა, ახალმა დეპარტამენტმა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება აჭარის ა/რ უშიშროების სამინისტროს ბათუმის განყოფილების უფროსის ყოფილი მოადგილის ბადრი ბაკურიძის მიმართ მიიღო, რომელსაც ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2006 წლის 16 იანვრის განაჩენით 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
აღნიშნულ საქმეზე ჩატარდა ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები და ფაქტები, რის საფუძველზეც გამოძიებამ ამ საქმეში მოიპოვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გამოირიცხა ბადრი ბაკურიძის ბრალეულობა შერაცხულ დანაშაულში.
კერძოდ, ახალი გამოძიებით დადგინდა, რომ 2004 წელს, იმჟამინდელი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს ამოძრავებდათ ბადრი ბაკურიძის, როგორც აჭარის ა/რ უშიშროების სამსახურის მაღალჩინოსნის მიმართ გარკვეული ინტერესები.
ამ მიზნით, 2004 წლის 08 მაისს, საქართველოს უშიშროების სამინისტროს თანამშრომლებმა ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე თავისუფლება აღუკვეთეს ბადრი ბაკურიძეს და გადაიყვანეს ე.წ. მოდულის შენობაში, სადაც 3 დღის განმავლობაში უკანონოდ ჰყავდათ დაკავებული. გათავისუფლების ერთ-ერთ პირობად მისი ოჯახის წევრების მიერ 300 000 დოლარის გადახდა დასახელდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდნენ ოჯახის ყველა წევრის დაჭერით.
ბადრი ბაკურიძისგან თანხის გადახდაზე უარის მიღების შემდეგ, 12 მაისს შეადგინეს დაკავების ოქმი და მისი უკანონო მსჯავრდების მიზნით დაიწყეს ხელოვნურად მტკიცებულებების შეკრება, რის შედეგადაც მას წარედგინა ბრალდებები სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების დროს სისხლის სამართლის საქმეზე თითქოს და მტკიცებულების განადგურებისთვის, რისთვისაც იგი საბოლოოდ უკანონოდ იქნა მსჯავრდებული და ბათუმში ,,კმარას“ აქტივისტების მიერ მოწყობილი შეკრების და აქციის გამართვის ხელის შეშლისთვის, თუმცა აღნიშნულ ეპიზოდში იგი გამართლდა იმავე სასამართლოს გადაწყვეტილებით.
ბადრი ბაკურიძის ცრუ ბრალდებით მსჯავრდების შემდეგ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით მის ოჯახს ჩამოერთვა ბათუმში, ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი ბინა.
ამრიგად, ახალი გამოძიების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბადრი ბაკურიძის მიმართ ბრალად შერაცხულ დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია. პროკურორის მიერ გამოტანილია დადგენილება მისი უფლების დარღვევის თაობაზე, რის საფუძველზეც პროკურატურა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით მიმართავს.
ჩვენს მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებების საფუძველზე პროკურატურა შუამდგომლობით მიმართავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რათა საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ხსენებულ დაზარალებულ მოქალაქეებს დაუბრუნდეთ ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული 10 000 000 ლარზე მეტი ღირებულების მათი კუთვნილი ქონება: შპს ,,თავისუფალი ვაჭრობის კომპლექსი დიღომი-93“-ს და მის წარმომადგენელს ტარიელ ფალავანდიშვილს დიღომი-გლდანის მაგისტრალის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე 16500 კვ.მ მიწის ნაკვეთი; შპს ,,ინტერსერვისს“ და მის წარმომადგენელს გილარ დაბრუნდაშვილს ამავე ადგილას მდებარე დაახლოებით 15.000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ხოლო მოქალაქე ბადრი ბაკურიძეს პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების საფუძველზე მიეცემა საშუალება დაიწყოს სამართლებრივი პროცესი უკანონოდ ჩამორთმეული საცხოვრებელი ბინის დასაბრუნებლად.
რაც შეეხებათ ქონების უკანონოდ ჩამორთმევაში მხილებულ ყოფილ საჯარო მოხელეებს, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით, პროკურატურა იმსჯელებს მათ მიმართ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების მიზანშეწონილობის საკითხზე.
ამ დროისთვის ახალი დეპარტამენტის მიერ გაწეული მუშაობის შედეგად გახსნილია ქონების იძულებით ჩამორთმევის 58 ფაქტი, დაზარალებულად ცნობილია 119 მოქალაქე, რომელთაც დაუბრუნდა და დაბრუნების პროცესშია 33 მილიონ ლარამდე ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება, მათ შორის 72 ავტომანქანა, საცხოვრებელი ბინები, საოფისე და კომერციული ფართები, ღვინის ქარხანა, საცურაო კომპლექსი, მიწის ნაკვეთები და ა.შ.", _ აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.




 ახალი ამბები
  • „საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია“ ლაშა ზარგინავას მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს„საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს ღია წერილით მიმართავს. „საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია“ ყურადღებით აკვირდება ბოლო პერიოდში საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. საზოგადოებრივ მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მრჩეველთა საბჭოს მეხუთე წევრის ასარჩევად ემზადება. მეხუთე წევრის არჩევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, როდესაც დირექტორის არჩევას კრიტიკული შეფასებები მოჰყვა, როგორც არასამთავრობო სექტორის, ასევე თავად ჟურნალისტების მხრიდან. გამოცხადებულ კონკურსში ბევრი ღირსეული კანდიდატი მონაწილეობს, თუმცა მიგვაჩნია, რომ ლაშა ზარგინავას კანდიდატურა განსაკუთრებულ მხარდაჭერას იმსახურებს. იგი ერთადერთი ჟურნალისტია იმ 9 კანდიდატს შორის, რომელიც ამჟამად საზოგადოებრივ მაუწყებელში მუშაობს. შესაბამისად, არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებს კარგად იცნობს. ლაშა ზარგინავა არის პროფესიონალი, წარმატებული და პრინციპული ჟურნალისტი, რაც არაერთხელ დაუმტკიცებია თავისი მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობით. დარწმუნებული ვართ, ის აუცილებლად იქნება საბჭოში ჟურნალისტების ინტერესების დამცველი და ობიექტური წევრი. ამდენად, მზად ვართ მხარი დავუჭიროთ აჭარის საზოგადოებრივი ტელევიზიის ჟურნალისტს და “მთავარი აჭარაში“ წამყვანს ლაშა ზარგინავას აღნიშნულ კონკურსში“,_ წერია გავრცელებულ ... ...
  • ვინ არის რუსეთში მოკლული ოზურგეთელი ახალგაზრდა რუსეთში მოკლული ახალგაზრდა ოზურგეთელი მამუკა დარჩია არის. ის დაახლოებით 20 წელზე მეტია მოსკოვში ცხოვრობდა მშობლებთან ერთად. როგორც   მამუკა დარჩიას მეგობარი გვეუბნება,  ის კეთილშობილი ადამიანი იყო. “რამდენიმე წელი ბაილეთის საშუალო სკოლაში სწავლობდა, შემდეგ მშობლებთან ერთად რუსეთში წავიდა, “_ გვითხრა რესპონდენტმა. გარდაცვლილის ჩამოსვენება საქართველოში სავარაუდოდ ორ დღეში ... ...
  • უვარგისი ხორცი საბავშვო ბაღებისთვის: რატომ არ დაიწერა კრიტიკულ შეუსაბამობაზე ოქმიოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში მდებარე სასაკლაოში აღმოჩენილი ვადაგასული  ხორცის  გამო,  კომპანია "სოფოს"  1000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. თუმცა, მას შემდეგ, რაც უვარგისი ხორცის გამო, ქვეყნის მასშტაბით განგაში ატყდა, მალევე ამოტივტივდა  „სიტუაციის  დაცხრომის“ სურათი_ ტონაზე მეტი  ვადაგასული ხორცის გამო, არ დაწერილა კრიტიკული შეუსაბამობის  ოქმი. კომპანიას მხოლოდ ჯარიმა  აკმარეს.  ამასთანავე, დიდი კითხვის ნიშანი დაისვა სურსათის  ეროვნული  სააგენტოს  სამმართველოს  გურიის რეგიონული ცენტრის უფროსის,  მანანა ერქომაიშვილის  განცხადების გამო,  რომ  ხორცი აჭარის ბაღებისთვის იყო განკუთვნილი და ბათუმში უნდა გაეტანათ. _შპს  „სოფო“ ამარაგებს აჭარისა და ოზურგეთის საბავშვო  ბაღებს.  ამ შემთხვევაში აღმოვაჩინეთ  ტონაზე მეტი ვადაგასული ხორცი,  რომელიც არ იყო  დამუშავებული, მისთვის  არ იყო მოშორებული  რისკის შემცველი ნაწილები და  ეტიკეტის და საბუთების გარეშე  იყო დასაწყობებული.   მეორე   დილით უნდა შესულიყო აჭარის საბავშვო ბაღებში, მხოლოდ პროდუქციის ნაწილზეა ეტიკეტი, რომელიც  4 დეკემბრითაა  დათარიღებული. ხოლო  რომელიც უფრო ახალი ჩანდა,  იმას არ ჰქონდა ჯანმრთელობის ნიშანდება.  ჩემთვის ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე,  ხორცი არის საკვებად უვარგისი, _ გვითხრა ერქომაიშვილმა.  _ქალბატონო მანანა, საზოგადოებაში აქტიურია კითხვა,  კრიტიკული შეუსაბამობის გამო ოქმი რატომ არ დაიწერა? _  კრიტიკულ შეუსაბამობებს აქვს ჩამონათვალი, როდის არის საჭირო ასეთი ოქმის დაწერა. ამ შემთხვევაში არ ყოფილა  კრიტიკული შეუსაბამობა. გეუბნებით,  კრიტიკულ შეუსაბამობას სხვა ჩამონათვალი  აქვს.  ფორმალობის გარეშე იყო შემოტანილი და ამის გამო იყო სხვა საჯარიმო მუხლები დარღვეული ,  _   ეტიკეტირების წესი, ხორცი ვადაგასული იყო.  ამ ეტაპზე დალუქულია ხორცი და მიმდინარეობს  გამოძიება. _როცა ხორცი,  ლამის, დეფიციტია,  არის თუ არა გასაკვირი,   ამდენ ხორცს ვინ იმეტებს გასაფუჭებლად და რატომ? _ ეტყობა, აგროვებდა მაცივარში. გითხარით,  მხოლოდ ერთ ნაწილზე იყო შერჩენილი  ეტიკეტი, იკითხებოდა ვადა , 4 დეკემბერი დ 6 დეკემბერს უკვე ვადა ჰქონდა გასული.   _როცა  თქვენ მიერ გაჟღერდა,  რომ  ხორცი  ბათუმისთვის იყო განკუთვნილი,   ამის გამო,    განსაკუთრებით,  ბათუმში გაღიზიანდნენ. ნახავდით, ფეისბუკსივრცეში წერენ, რა იცოდა რომ ბათუმში მიჰქონდათ და არა ჩხოროწყუშიო... _ როგორც ბიზნესოპერატორმა თქვა, ეს ხორცი მიჰქონდათ ბათუმის ზოგიერთ საბავშვო ბაღში. იმიტომ, რომ შპს „სოფო“  ყველა ბაღს არ ამარაგებს. შპს „სოფო“ არის დამფასოებელი და შპს „მანუჩარს“ შეაქვს ბაღებში. ხელშეკრულება აქვთ  მათ, ტენდერში გაიმარჯვეს.  ჩვენი მოგონილი კია რ არის , - გვითხრა ერქომაიშვილმა . თუმცა საზოგადოებაში კვლავ აქტიოურად საუბრობენ იმაზე, რომ ბიზნესოპერატორმა შესაძლოა,  ისიც თქვას,  რომ ეს ხორცი ვარგისი და საუკეთესოა , (ამბობდა კიდეც, როგორც  ვიდეოკადრებში არაერთხელ ნახა საზოგადოებამ) და ჩვენ უნდა გავიმეოროთ?     ... ...
  • თორნიკე გურული: " საქართველოს ისტორიის წიგნი დაწვეს და გაიპარნენ"„სამწუხაროა, რომ ასეთი ფაქტები ხდება. რუსმა ტურისტებმა ჩემს ბინაში საქართველოს ისტორიის წიგნი დაწვეს და გაიპარნენ,“_ წერს ფეისბუქზე ილიას უნივერსიტეტის პროფესორი თორნიკე გურული. „გურია ნიუსთან“ საუბრის დროს თორნიკე გურული ამბობს, რომ წლებია საცხოვრებელ ბინას აქირავებს, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ ცნობილ ვებ-გვერდიდან აკეთებენ ჯავშანს ტურისტები. "წიგნი რუსულენოვანი იყო და თამარ მეფის ეპოქას ეხებოდა. აშკარად, არ მოეწონა ჩვენი ისტორია,"_ გვითხრა თორნიკე გურულმა. მისივე თქმით, ბინაში სხვა წიგნებიც იყო, მაგრამ ტურისტმა მაინდამაინც საქართველოს ისტორიის წიგნი დაწვა. ... ...
  • სუს-მა დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერი დააკავასახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერი გოჩა ჩ. დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ გოჩა ჩ-მ საქართველოს მოქალაქეს ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიიდან  500 ტომარა მიწის ნაყოფიერი ფენის უკანონოდ მოპოვების სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოსთხოვა და ორ ნაწილად გამოართვა 3500 ლარი. გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6- დან 9  წლამდე). გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ვებრძოლოთ დაღლილობას

თუ ხშირად გრძნობთ დაღლილობას, გტანჯავთ...

ჯენიფერ ლოპესის სილამაზის საიდუმლო

ცოტა ხნის წინ უბერებელმა კინომსახიობმა...

რა დაავადებისგან იცავს ვარჯიში მამაკაცებს

რეგულარული ვარჯიში კონკრეტული დაავადებების რისკს...

დღეში, რამდენი ფინჯანი ყავის დალევა შეიძლება

რამდენიმე თვის წინ ამერიკელმა მკვლევარებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

საპარლამენტო არჩევნების რომელ მოდელს უჭერთ მხარს