ფარული ჩანაწერების განადგურება 1 კვირაში იგეგმება

სამართალი

ფარული ჩანაწერების განადგურება 1 კვირაში იგეგმება

2013 მაი 20 21:11:28
პრობლემა განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა , რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანმა მის მიმართ გავრცელებულ დასაბუთებულ თუ დაუსაბუთებელ ბრალდებას საკმაოდ უხამსი ვიდეო ჩანაწერის გამოქვეყნებით უპასუხა.

"მოხდა ძალიან მძიმე ფაქტი, როდესაც ამ მასალების გავრცელებაში ჩართული აღმოჩნდა შს სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირი. ეს ყველაფერი ცხადჰყოფს იმას, რომ ჩვენ ვერ ვიქნებით გარკვეული თანამდებობის პირების იმედზე. ჩვენ გვჭირდება ინსტიტუციური გარანტიები, რომ მსგავსი მასალები არ შეიქმნება, არ დასაწყობდება და არ გავრცელდება," _ განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა.

პარლამენტის იურიდიული და ადამიანის უფლებათა კომიტეტების წევრებმა დღეს გასვლითი სხდომა სასტუმრო "ჰოლიდეი Inn"- ში გამართეს და ფარულ ჩანაწერების არქივის მომავალზე პროკურატურასთან, სასამართლოსთან, შს და იუსტიციის სამინისტროებთან ერთად იმსჯელეს.

"მძიმე მემკვიდრეობა გვერგო არა მარტო საკანონმდებლო თვალსაზრისით, არამედ იმ მახინჯი პრაქტიკის არსებობის კუთხით, რომელიც წლების განმავლობაში ადამიანების უფლებების დარღვევისკენ იყო მიმართული," _ აცხადებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია და პირობას დებს, რომ უახლოეს ერთ კვირაში უკანონოდ მოპოვებული ჩანაწერები სამოქალაქო საზოგადოების უშუალო მონაწილეობით განადგურდება.

პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა შს სამინისტროს კონკრეტული კითხვები გადაუგზავნა, მათ შორის იყო კითხვა: "ბოლო ერთი წლის განმავლობაში რამდენჯერ ეცნობა საქართველოს იუსტიციის მინისტრს იმ ინფორმაციის განადგურების შესახებ, რომლის შენახვაც ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონითაა აკრძალული?" გაირკვა, რომ ვიდეო და აუდიო ჩანაწერებთან დაკავშირებით სამინისტრო დღემდე არ ფლობს ზუსტ სტატისტიკას.

"აღნიშნული ინფორმაცია არ არის სისტემატიზებული და ავტომატურ რეჟიმში აღრიცხვადი. ამდენად ასეთი ინფორმაციის მოძიებას სჭირდება გარკვეული დრო. მოცემული ინფორმაცია თავმოყრილია არა ერთ განაყოფში, არამედ სხვადასხვა დანაყოფებში და ქვედანაყოფებში," _ განაცხადა იზორიამ, რაზედაც კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძემ უპასუხა, რომ ამისთვის ახალ ხელმძღვანელობას 6 თვე ჰქონდა.

ლევან იზორიას თქმით, ჩანაწერები დაცულია შს სამინისტროს ოპერატიულ-ტექნიკურ დეპარტამენტში და ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება იმის დასადგენად, რომელი ჩანაწერია უკანონო გზით მოპოვებული და რომელი კანონის დაცვით.

"ამ ყველაფერს სჭირდება დრო, რათა დახარისხდეს, რათა გაირკვეს რომელია უკანონო გზით მოპოვებული და რომელი _ კანონიერად. მე მინდა გავაჟღერო შს მინისტრის დაპირება, რომ ერთ კვირაში მოხდება უკვე გამოაშკარავებული უკანონო ჩანაწერების საზოგადოების ჩართულობით განადგურება," _ განაცხადა იზორიამ.

მთავარი პროკურორის მოადგილე შოთა რეხვიაშვილი სტატისტიკას იშველიებს იმის დასამტკიცებლად, რომ 2012 წლის 1 ნოემბრამდე სასამართლო ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებულ ყველა შუამდგომლობას აკმაყოფილებდა. ეს ტენდენცია მნიშვნელოვნად შეიცვალა ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ.

2012 წელს ფინანსურ დანაშაულთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ წარდგენილი 1063 შუამდგომლობიდან სასამართლომ ყველა უპირობოდ დააკმაყოფილა. ასევე, დაკმაყოფილდა გენერალური ინსპექციის მიერ სასამართლოში წარდგენილი 494 შუამდგომლობა 3952 პირზე. 2012 წლის 1 ნოემბრიდან 2013 წლის 1 მაისამდე სასამართლოში შეტანილი 643 შუამდგომლობიდან 83 საქმე 147 პირის მიმართ სასამართლოს მიერ არ დაკმაყოფილდა.

დღევანდელ შეხვედრაზე სასამართლო ხელისუფლება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა გიორგი ობგაიძემ წარმოადგინა. მან დამსწრე საზოგადოებას თბილისის მასშტაბით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა შესახებ შუამდგომლობების სტატისტიკური მონაცემები გააცნო: 2011 წლის განმავლობაში სასამართლოში შევიდა 7 195 შუამდგომლობა, აქედან დაკმაყოფილდა _ 7 187. 2012 წელს შევიდა 5 951 შუამდგომლობა, დკამაყოფილდა _ 5939. 2013 წელს შესული 1 195 შუამდგომოლბიდან დაკმაყოფილდა 1064.

ობგაიძის თქმით, ამ ღონისძიებათა გამოყენებისას სასამართლო ხელმძღვანელობს ოთხი ძირითადი სტანდარტით: 1) იდენტიფიცირების სტანდარტი _ სავალდებულოა იდენტიფიცირებული იქნას პირი, რომლის მიმართაც უნდა გახორციელდეს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება.

2) დანაშაულთან კავშირის სტანდარტი _ წარმოდგენილი მტკიცებულებები უნდა ასაბუთებდეს პირის კავშირს დანაშაულთან.

3) სარგებლობის სტანდარტი _ წარმოდგენილი უნდა იქნას მტკიცებულება (მობილური ტელეფონი ან სხვა საშუალება), რომელიც წარმოადგენს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ობიექტის კუთვნილებას.

4) ვადის სტანდარტი _ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩასატარებლად მოთხოვნილი ვადა უნდა იყოს დასაბუთებული, ლოგიკური.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ეკა ბესელიას თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ორი ძირითადი პრობლემა გამოიკვეთა: უკანონო მოსმენები ხდებოდა მასობრივად, რაც იმას ნიშნავს, რომ არსებობს რამდენიმე ათასი ადამიანის ფარული ჩანაწერი. ეს მასალები ერთმნიშვნელოვნად უნდა განადგურდეს. მეორე პრობლემა საკანონმდებლებო ხარვეზია _ დღევანდელი კანონი ვერ იცავს ადამიანის პირად ცხოვრებას.

ფარულ ჩანაწერების განადგურებამდე ბესელიას თქმით, მინიმუმ ერთი საკომიტეტო მოსმენა კიდევ ჩატარდება, რათა ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება იქნეს მიღებული.




 ახალი ამბები
  • უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი ოზურგეთს ესტუმრა დღეს,  ოზურგეთში სტუმრად იმყოფებოდა  უკრანის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, იგორ დოლგოვი. ის ჯერ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერს და სხვა ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. შემდეგ კი ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში გადაინაცვლეს.  აქ  ელჩისსაპატივცემულოდ სახელდახელო კონცერტი ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობდნენ სახელმწიფო ანსამბლი  „გურია“,  ფოლკლორული ანსამბლები: „შვიდკაცა“, „ვახტანგური“  და სხვები. მათ  შეასრულეს როგორც ქართული, ისე უკრაინული ფოლკლორული სიმღერები და ცეკვები. _ მე უკრაინელი ვარ, უკრაინაში დავიბადე და არასდროს მიმღერია, მაგრამ აქ, გურიაში  რომ დავბადებულიყავი, აუცილებლად ვიმღერებდი თქვენთან ერთად, - თქვა მან  უკრანისელჩმა თავის მოკლე ემოციურ მისალმებაში, სადაც ქართველი  და უკრაინელი ხალხის  მეგობრობის და  მათი  ხელოვნების მიმართ  პატივისცემა გამოხატა.  „გურია ნიუსთან“  ამ შეხვედრის შესახებ კომეტარი გააკეთა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსმა,  ალეკო მამეშვილმა: _უკრაინის სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, იგორ დოლგოვს დამეგობრებული საქართველოს და უკრაინის მუნიციპლიტეტებს შორის,  დეტალურად აქვს  ინფორმაცია.  მას უნდოდა, რომ პირადად ენახადა და  გაეგონა კულტურული და ეკონომიკური შესაძლებლობის შესახებ, რომელიც ოზურგეთს გააჩნია. ეს არის მისი პირველი ვიზიტი ოზურგეთში. საუბარი ძირითადად გვქონდა იმ რესურსებზე, რომელიც ჩვენ გვაქვს იგივე ტურიზმთან, ეკონომიკასთან დაკავშირებით  და  თავისთავად კულტურის საკითხებზეც.  მან  გვითხრა, რომ გენიჩესკში ელოდება ოზურგეთის დელეგაციას. ჩვენი წინადადებაც ასევე  იყო , რომ დავიწყოთ ეკონომიკური თანამშრომლობა ამ რეგიონებს შორის. მე დარწმუნბული ვარ რომ ამ პროცესში მისი მხარდაჭერა იქნება მაქსიმალური. ტურიზმის მიმართულებითაც , ვისაუბრეთ რომ უკრაინულ ტურისტულ კომპანიებთანაც   მოეწყოს    შეხვედრა და გვითხრა,  რომ ეს სრულებით შესაძლებელია ან საელჩოში, ან საკონსულოში, რომელიც ახლა ბათუმში გაიხსნა.  გვინდა,  რომ პრეზენტაცია გავაკეთოთ ოზურგეთის  და გურიის ტურისტული პოტენციალის შესახებ, - გვითხრა ... ...
  • ფიზიკური დაპირისპირება საკრებულოს სხდომაზე - ნაცემია ლევან ხაბეიშვილისპორტის, განათლებისა და სარევიზიო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე  ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ჩხუბის შედეგად დაზიანებები მიიღო "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა. ფიზიკური დაპირისპირება სხდომაზე მას შემდეგ დაიწყო, რაც უმრავლესობის წევრები ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს შეურაცხყოფაში ... ...
  • დეკემბრის ჯილდოები გურიის გუბერნიაშიგურიაში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, საჯარო მოხელეებზე და გურიის გუბერნატორის მოადგილეებზე, დეკემბერში, ჯილდოს სახით 18 850 ლარი გაიცა. „2019 წლის 01 იანვრიდან 2020 წლის 17 იანვრის ჩათვლით, პროფესიული საჯარო მოხელეებისთვის ჯილდო გაიცა ერთჯერ, 18850 ლარის ოდენობით. აქვე გაცნობებთ, რომ ზემოაღნიშნული პერიოდის განმავლობაში სახელმწიფო რწმუნებულს დანამატი/ჯილდო არ აუღია. რწმუნებულის მოადგილეებმა კი მიიღეს დანამატი 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით,“ - ვკითხულობთ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან გამოგზავნილ ოფიციალურ წერილში. სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსის, ანა კიშინსკის თქმით, ეს ჯილდო მას შემდეგ გაიცა, რაც საჯარო მოხელეებისთვის სპეციალური შეფასებები ... ...
  • პირველი თოვლი ქალაქ ოზურგეთში (ფოტორეპორტაჟი)ქალაქ ოზურგეთში და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში პირველი თოვლი მოვიდა. „გურია ნიუსი“ გთავაზობთ ოზურგეთში გადაღებულ ... ...
  • „ფული იშოვეთ შენ, ურუშაძემ“ -ასკურავას ბრალდებები ჩინოვნიკების მისამართითლანჩხუთის საკრებულოს სხდომაზე ტემპერატურამ მაშინ აიწია, როცა ჯერი დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხ სხვადასხვაზე მიდგა და საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრმა კახა ასკურავამ თავის ხმაურიან გამოსვლაში აქცენტი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გააკეთა. სწორედ ასკურავას მხრიდან გაჟღერებულ შენიშვნებს  მოჰყვა ურთიერთ ბრალდებები და სიტყვიერი დაპირისპირება უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის. „კორუფციის ბუდე“, „იტყუები“,  „აჟიტირებული ასკურავა“, „კამერების წინ პოზიორობ“ , „სირცხვილია“, „ენას ძვალი არ აქოოო, ისე იქცევი“ ისმოდა შეძახილები  საკრებულოს სხდომაზე. ასკურავამ საკმაოდ ხმაურიანი განცხადებაც გააკეთა და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს ლევან ჩხაიზესა და ლანჩხუთის ყოფილ გამგებელს ზაზა ურუშაძეს საჯაროდ დასდო ბრალი კორუფციაში-„სუფსაში სკვერის გაკეთებით ფული იშოვეთ შენ და  ურუშაძემ, რომელსაც სამ სართულიანი სახლები აქვს წამოჭიმული გრიგოლეთში“ , რაზეც ჩხაიძემ უპასუხა, რომ სირცხვილია მსგავსი განცხადებების ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ქალებს დასდევენ ცოლიანი მამაკაცები

ტყუპები ცოლიანი მამაკაცები დაღლილები არიან...

პესიმისტი ზოდიაქოს ნიშნები

კურო - ზოდიაქოს ამ ნიშნის...

როგორ შეიცვლება მსოფლიოს მოსახლეობა

მსოფლიოს მოსახლეობა უკანასკნელი 200 წლის...

რომელი ფერი დაგიცავთ ავი თვალისგან

ვერძმა სამოსში აუცილებლად უნდა შეიტანოს...

სამი საუკეთესო დედამთილი

მშვილდოსანი - როგორც წესი ვერასოდეს...

ქალი, მამაკაცი... ასტროლოგია

ვერძი თუ ვერძს უყვარხართ, წუთით...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...