საჯარო მოხელეების ქცევა და მუქარა ჟურნალისტის მიმართ

სამართალი

საჯარო მოხელეების ქცევა და მუქარა ჟურნალისტის მიმართ

17 ივნ. 2013, 21:05:31

რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების ცენტრის და სპორტული სკოლის თანამშრომლებმა, ჩოხატაურში, მდინარე სუფსის პირას ხელჩართული ჩხუბი გამართეს. ინციდენტის მონაწილენი მას შემდეგ დაიშალნენ, რაც მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც ცენტრალური გზიდანაც კარგად ჩანს, "გურია ნიუსის" კამერა დაინახეს.

ჩვენს მიერ ინციდენტის ფაქტის დაფიქსირების მცდელობას მუქარის შემცველი სატელეფონო ზარები მოჰყვა _ სპორტული სკოლის მთავარი სპეციალისტი, "ქართული ოცნების" ერთ-ერთი აქტიური სახე გია ნინიძე ტელეფონით დაგვიკავშირდა და "რჩევა-დარიგება" არ დაიშურა:

_ იქ აღმოჩნდით, სადაც არ უნდა ყოფილიყავით. შვილების პატრონი ხართ და არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენც შეგვიძლია რაღაცეები გადავიღოთ, _ ასეთი იყო ნინიძის მუქარის შინაარსი.

სატელეფონო შეტყობინების დროს გვითხრეს, რომ, რომ ე.წ. "რაზბორკას" სპორტის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ზურაბ ჯინჭარაძე და სპორტული სკოლის დირექტორი, გოჩა ჯიქიაც ესწრებოდნენ. ჯიქია რესპუბლიკური პარტიის წევრია, არჩევნების დროს "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა იყო და ჩოხატაურში კოალიციის ერთ-ერთ ლიდერად მოიაზრება.

გოჩა ჯიქიას თქმით, ინციდენტი ჩხუბამდე არ მისულა და მხოლოდ შელაპარაკება იყო: _ არავითარი ხელჩართული ჩხუბი არ ყოფილა. მხოლოდ შელაპარაკება იყო ნასვამ ადამიანებს შორის.

_ ეს ინციდენტი სამუშაო საათებში მოხდა... რატომ იყვნენ თქვენი თანამშრომლები ნასვამ მდგომარეობაში? მით უმეტეს, თქვენც იქ იყავით...

_ თქვენ შეგიძლიათ ჩემი პიროვნება შეამოწმოთ. დანარჩენზე სალაპარაკოდ კი ახლა არ მცალია და მოგვიანებით ვისაუბროთ, _ გვითხრა ჯიქიამ.

ზურაბ ჯინჭარაძის განმარტებით, სუფსის პირიდან ნასვამი თანამშრომლის ოზურგეთში გამგზავრებას აპირებდნენ:

_ ჩვენი ძმაა, დათო ჩიკაშუა, მაგრამ ერთ ჭიქა ღვინოს რომ დალევს, არც ერთი საგიჟე არ ღებულობს.

_ თქვენ, ახლა თქვენს თანამშრომელზე საუბრობთ?

_ დიახ, ჩვენი ძმაა, მაგრამ ასეა ღვინოს როცა დალევს...

_ სამუშაო საათებში რატომ იყვნენ ნასვამ მდგომარეობაში?

_ ქორწილის მეორე დღე იყო და შესვენების საათებში დალიეს.

_ ეს ინციდენტი 4 საათზე მოხდა.

_ ალბათ დრო ამერია... ისე, ჩხუბი არ იყო. შელაპარაკება მოხდა და მის გაცილებას ვაპირებდით ოზურგეთში.... და მერე გავაცილეთ კიდეც...

ჩვენ შევეცადეთ მუნიციპალიტეტის გამგებლის თამაზ ჯინჭარაძის აზრიც გაგვეგო, თუმცა, გამგებელმა, იმ მიზეზით, რომ სიტუაციას არ ფლობდა, კომენტარისგან თავი შეიკავა და განმარტებების გაკეთებას შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ დაგვპირდა.

მტკიცებულებები კი მრავლადაა _ როგორც ვიდეო, ასევე აუდიო ჩანაწერები. ჩვენ ამ მასალებს აუცილებლად გადავცემთ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას და მათგან საჯარო მოხელეების ამგვარი საქციელის გამო რეაგირებას დაველოდებით, ხოლო სამართალდამცავი ორგანოებისგან ჟურნალისტების მიმართ მუქარის ფაქტზე კანონის შესაბამისს ქმედებას მოვითხოვთ.




 ახალი ამბები
  • საკარანტინო სივრცეში მყოფი პირი მეოთხე სართულიდან გადახტაბათუმში ერთ-ერთ სასტუმროში, საკარანტინო სივრცეში მყოფი პირი მეოთხე სართულიდან გადახტა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მიმდინარე წლის 13 აგვისტოს, ბათუმში, ერთ-ერთ სასტუმროში, საკარანტინო სივრცეში მომხდარ ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო. „გამოძიებით დადგენილია, რომ 1993 წელს დაბადებული, საქართველოს მოქალაქე ფ.ჯ. მიმდინარე წლის 13 აგვისტოს სარფის სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან შემოვიდა საქართველოში, რის შემდეგაც ის სავალდებულო კარანტინის გავლის მიზნით, თანმხლებ პირთან ერთად, გადაყვანილ იქნა ბათუმში, ერთ-ერთ სასტუმროში, საკარანტინო სივრცის ერთ ნომერში. 14 აგვისტოს ფ.ჯ., რომელიც ამ ეტაპზე გამოძიების მიერ გაურკვეველი მიზეზით არაადეკვატურად და აგრესიულად იქცეოდა, მოულოდნელად სასტუმროს მე-4 სართულიდან სასტუმროს შიდა ტერიტორიაზე გადახტა. დაშავებული ფ.ჯ. გადაყვანილია ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში“,_ აცხადებენ შინაგან საქმეთა ... ...
  • ოზურგეთში თხილის გატეხვა და ფასის ამ მეთოდით დადგენა დაიწყესმიუხედავად იმისა, რომ წლევანდელი  სეზონის გახსნიდან აქამდე,  ოზურგეთში თხილის გატეხვა არ ხდებოდა, ფასის დადგენის მიზნით, დღეს, როგორც  გაბრაზებული მოქალაქეები ამბობენ, „ტახატუხი“ მაინც დაიწყეს. _დიახ, დავიწყეთ გატეხვა. ნახეთ, რა მოაქვთ. ფუტურო, შარშანდელი ნაგავი, მთლიანად უვარგისი  თხილი. არ მიაქვთ ქარხნებს,  უკან დაგვიბრუნეს, რაც წაიღეს. რა ვქნათ? ერთი  საღი გული 50 თეთრია.  ათი გატეხილი ნაყოფიდან თუ ყველა კარგი იქნება, ერთ   კილოგრამში  5 ლარს გადავუხდით, - გვითხრეს  ოზურგეთში, გაბრიელ  ეპისკოპოსის  ქუჩაზე  მდებარე თხილის მიმღებ  პუნქტებში მომუშავე პირებმა. კითხვაზე, ყოველი გატეხილი ათი ცალი თხილიდან, ყველა საღი არასდროს არ იქნება, იშვიათი გამონაკლისის გარდა და არიან თუ არა მაინც გლეხები დაზარალებული ამ მეთოდით,  კვლავ  შემოგვწყრნენ: _ჩვენ არ ვართ დაზარალებული, ნაგავი რომ მოაქვთ? მთელი დღე რომ  გვიყრია ეს თხილი ტომრებით და არავის მიაქვს? ვინ გითხრათ, რაიმე ბრძანება არის, რომ არ გავტეხოთ? ქობულეთში, ორი კვირაა, ტეხენ.  მიუხედავად ამისა, ზოგ პუნქტში თხილის გატეხვა მაინც არ ხდებოდა.  „გურია ნიუსი გაესაუბრა ქალაქში მყოფ არაერთ ფერმერს, რომლებსაც  თხილის პლანტაციები აქვთ და საგანგებოდაც  უვლიან. როგორც მათი შეფასებიდან ირკვევა, თხილის ვარგისიანობის  შესამოწმებლად, სხვა უფრო დახვეწილი  ფორმა უნდა მოიძებნოს. _ ამ მეთოდით მაინც რიგითი მეურნე ზარალდება, - თქვეს ... ...
  • Global Finance-მა თიბისის კორპორატიული ციფრული ბანკი საქართველოში საუკეთესოდ აღიარა (R)საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა, Global Finance თიბისის სამომხმარებლო და კორპორატიული ციფრული ბანკი საუკეთესოდ დაასახელა რამდენიმე კატეგორიაში. ავტორიტეტულმა გამოცემამ, თიბისის კორპორატიული ციფრული ბანკი 2020 წლის ყველაზე ინოვაციურ ციფრულ ბანკად აღიარა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში,  საქართველოში კი - საუკეთესოდ. გარდა ამისა, თიბისის  ციფრული ბანკი აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელდა ციფრული მარკეტინგისა და სერვისის მიმართულებით, როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის. გამარჯვებული ფინანსური ინსტიტუტები სპეციალურმა ჟიურიმ შეარჩია, რომლის წევრები საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტები არიან ტექნოლოგიების, საკონსულტაციო და სხვა სფეროების მიმართულებით. საუკეთესო ციფრული ბანკები შემდეგი კრიტერიუმებით შეირჩნენ: გამორჩეული სტრატეგია; მომხმარებლისთვის შეთავაზებული ინოვაციური და მრავალფეროვანი ციფრული სერვისები და პროდუქტები; მომხმარებლების რაოდენობის ზრდა; ციფრული ბანკის დიზაინი და ფუნქციონალი და სხვა. საერთაშორისო გამოცემა Global Finance უკვე 20 წელზე მეტია ასახელებს მსოფლიოს საუკეთესო ბანკებს სხვადასხვა ნომინაციაში. წლების განმავლობაში, თიბისის ინტერნეტ და მობაილბანკს Global Finance-ისგან არაერთი ჯილდო აქვს მიღებული სხვადასხვა კატეგორიაში. 2019 წელს Global Finance-მა თიბისის მობაილბანკი სამომხმარებლო ციფრულ ბანკებს შორის მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარა. ... ...
  • 200-ლარიანი დახმარების მისაღებად 17 წლამდე ბავშვების რეგისტრაცია ხვალიდან დაიწყება0-დან 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის, 200-ლარიანი დახმარების მისაღებად,  მშობლები სპეციალურ  პორტალზე  რეგისტრაციის გავლას   ხვალიდან  შეძლებენ. რეგისტრაციის შესახებ შესაბამისი ინსტრუქცია ხელმისაწვდომია, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვებ გვერდზე: www.moh.gov.ge და ელექტრონულ პორტალზე -daxmareba.moh.gov.ge ელექტრონულ პორტალზე უნდა განთავსდეს შემდეგი სახის ინფორმაცია: •             ბავშვის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი; •             მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი; •             მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელზე კომერციულ საბანკო დაწესებულებაში გახსნილი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები (ბანკის ანგარიშის ნომერი); •             საკონტაქტო მობილური,  რომელზეც  მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა მოხდება. იმ შემთხვევაში,  თუ იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ, ვერ ხდება ბავშვსა და მშობელს შორის ურთიერთკავშირის დადასტურება, მშობელმა ელექტრონულ პორტალზე  ბავშვის დაბადების მოწმობა უნდა ატვირთოს. იმ შემთხვევაში, თუ  სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიერ ვერ ხდება ბავშვსა და კანონიერ წარმომადგენელს შორის ურთიერთკავშირის დადასტურება, კანონიერმა წარმომადგენელმა ელექტრონულ პორტალზე მეურვედ/მზრუნველად დანიშვნის გადაწყვეტილება უნდა ატვირთოს. ელექტრონულ პორტალზე შევსებული განაცხადით, მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ადასტურებს შევსებული მონაცემების სისწორეს. სოციალური დახმარება, ბავშვის ერთ-ერთი მშობელის ან კანონიერი წარმომადგენლის მიერ, ბავშვის ელექტრონულ პორტალზე  განცხადების შევსების შემდეგ გაიცემა. 0-დან 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად,  მშობლებს რეგისტრაციის გავლა 15 აგვისტოდან პირველ დეკემბრამდე შეეძლებათ.  დახმარების მიღება შესაძლებელი იქნება მიმდინარე წლის სექტემბრიდან. იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკურ პირი ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის გავლას ვერ ახერხებს, უნდა მიმართოს: •             სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ყველა ტერიტორიულ ერთეულს •             საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და ადგილობრივი თვითმმართველბებს •             საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის სახლებს და საზოგადოებრივ ცენტრებს •             „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებს ელექტრონულ პორტალზე შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე -  1505. ... ...
  • გაუთქმელობის დაკისრებით შესაძლოა მხარეთა თანასწორობა დაირღვეს - ომბუდსმენი შაქარაშვილის საქმეზესაქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულთა ადვოკატებისთვის გაუთქმელობის ვალდებულების დაკისრებას და მიიჩნევს, რომ დაცვის მხარისთვის გაუთქმელობის ვალდებულების დაუსაბუთებელი დაკისრებით მოცემულ სიტუაციაში შესაძლოა დაირღვეს მხარეთა თანასწორობის უფლება.  2020 წლის 12 აგვისტოს საქართველოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის ადვოკატები დაავალდებულა, არ გაამჟღავნოს და გაახმაუროს სისხლის სამართლის საქმეში არსებული მასალები და მონაცემები. პროკურატურამ ადვოკატებს განუმარტა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი შესაძლოა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას დაექვემდებარონ. საგულისხმოა, რომ ადვოკატთა ნაწილმა აღნიშნულის გამო საქმეთა მასალების ჩაბარებაზე უარი განაცხადა.  საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, პროკურატურა უფლებამოსილია, პროცესის მონაწილე დაავალდებულოს, რომ მისი ნებართვის გარეშე არ გაამჟღავნოს საქმეში არსებული ცნობები. თუმცა, ამ უფლებამოსილების გამოყენება არ უნდა მოხდეს სისხლის სამართლის პროცესის უმთავრესი პრინციპების - შეჯიბრებითობისა და მხარეთა თანასწორობის უგულებელყოფის ხარჯზე. არსებული მექანიზმი გასაჩივრებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში. ბრალდების წარდგენისას პროკურატურამ საზოგადოებას გააცნო საქმეში არსებული მტკიცებულებები, გამოძიებების ვერსია და აღნიშნულის შესაბამისი გრაფიკული რეკონსტრუქცია. ამ პირობებში ბუნებრივად, დაცვის მხარესაც უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა თანაბრად ისაუბროს საქმის მასალების შესახებ და საზოგადოებას აღნიშნულის შესახებ თავისი მოსაზრება და პოზიცია მიაწოდოს. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადვოკატებისთვის მსგავსი ვალდებულების დაკისრება არ გამომდინარეობს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მიზნებიდან და იმ არასწორი პრაქტიკის გაგრძელებას წარმოადგენს, რომელიც არაპირდაპირი გზით დაცვის მხარის არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენებას ისახავს მიზნად. საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, საქმის მასალების გასაჯაროების საკითხთან მიმართებით, უზრუნველყოს სისხლის სამართლის პროცესში მხარეთა თანასწორობის პრინციპის დაცვა. „ აქვე გვსურს მოვუწოდოთ ყველა მხარეს, მაქსიმალურად დაიცვან და პატივი სცენ სისხლის სამართლის საქმეთა ფარგლებში მონაწილე პირთა (მოწმეთა, დაზარალებულთა, ბრალდებულთა) უფლებებს. აღნიშნული მნიშვნელოვანი გარემოებაა ნებისმიერი გამოძიების ეფექტურად და ჯეროვნად წარმართვისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის“,_ აცხადებს სახალხო ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...