ვინ და რატომ უთხრა პატიმრებს ვადამდე გათავისუფლებაზე უარი

სამართალი

ვინ და რატომ უთხრა პატიმრებს ვადამდე გათავისუფლებაზე უარი

2 ივლ. 2013, 19:41:17
"გურია ნიუსში" გამოქვეყნებულ მასალას _ პატიმრები ვადამდე გათავისუფლების საბჭოს თავმჯდომარეს მექრთამეობაში ადანაშაულებენ.

სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას გთავაზობთ უცვლელად: "სასჯელაღსრულების N15 დაწესებულებაში მყოფმა 14-მა მსჯავრდებულმა მედიასაშულებებით გაავრცელა განცხადება, რომელშიც მთავარ პროკურორს, არჩილ კბილაშვილს მიმართავდნენ და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს საქმიანობის კანონიერების შესწავლას მოითხოვდნენ. მსჯავრდებულები პრეტენზიას გამოთქვამდნენ ადგილობრივი საბჭოს მიმართ, იმის გამო, რომ მათი განცხადებები, ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ, კომისიამ არ დააკმაყოფილა.

პირობით ვადამდე გათავისუფლების საბჭოში სამინისტროს მხოლოდ ერთი თანამშრომელია, ხოლო დანარჩენი 4 წევრი ქალაქის მერიის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები არიან. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს უმრავლესობის პრინციპით. ამდენად, სამინისტროს არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება.

პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისას, ადგილობრივი საბჭო ითვალისწინებს დანაშაულის ხასიათს, მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ჩადენილ დანაშაულთან, მის ქცევას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მის ოჯახურ და ჯანმრთელობის მდგომარეობას, ასევე პირის ნასამართლობას და წარსულში ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესა და ხასიათს. ფასდება განმეორებითი დანაშაულის ჩადენის რისკიც.

საბჭომ მიიჩნია, რომ გავრცელებული განცხადების ავტორები ვერ აკმაყოფილებდნენ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, რის გამოც, ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებით, მათ უარი ეთქვათ ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე.

აღნიშნული მსჯავრდებულები არიან:

მ. ზ. _ ორჯერ ნასამართლევი. მესამედ გასამართლებულია ყაჩაღობისა და იარაღის უკანონოდ ტარებისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236–ე და 179–ე მუხლებით. განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 14 წლის ვადით.

დანაშაულის ხასიათი: 12.01.2004 წელს მ. ზ. ძიებით დაუდგენელ 4 პირთან ერთად, ავტომატური იარაღით შეიარაღებული, ყაჩაღურად თავს დაესხა მოქალაქეს. აგრეთვე, მ. ზ-ს სახლის ჩხრეკისას, აღმოაჩნდა AK–74 მოდელის ავტომატური იარაღი 3 ცალი. ასევე გადაჭრილი სანადირო თოფი. ე.წ. „აბრეზი" და 69 ერთეული ავტომატური იარაღის ვაზნა.

თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში დისციპლინური დარღვევისთვის მიღებული აქვს ადმინისტრაციული სასჯელი.

ამასთან, "ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, მას სასჯელის ვადა უკვე შეუმცირდა სამი წლით და 6 თვით.

ი. გ. _ ნასამართლევი. ამჟამად სასჯელს იხდის ძარცვისა და გაუპატიურებისთვის სსკ-ის 178-ე და 150-ე მუხლით. მას მიესაჯა 9 წელი თავისუფლების აღკვეთა - 5 წელი რეალურად მოსახდელად, ხოლო 4 წელი პირობითი ვადით.

დანაშაულის ხასიათი: 2007 წლის 02 ნოემბერს, ი. გ-მ მოქალაქეს გასტაცა 742 ლარად ღირებული "ნოკიას" ფირმის მობილური ტელეფონი.

მანვე, 2009 წლის 11 სექტემბერს მოქალაქეს მოსთხოვა, რომ მასთან დაემყარებინა სქესობრივი კავშირი, რაზეც ქალბატონმა უარი განუცხადა. გ-მ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დაემუქრა, რომ თუ ნებით არ დათანხმდებოდა, მასთან სქესობრივ კავშირს ძალადობის გამოყენებით დაამყარებდა.

სასჯელის მოხდის პერიოდში მიღებული აქვს არაერთი გაფრთხილება და სასჯელი. ადმინისტრაციის მხრიდან უარყოფითად ხასიათდება.

"ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის გამოყენებით, მას უკვე შეუმცირდა სასჯელის ვადა 1 წლით და 3 თვით, ხოლო პირობითი 1 წლით.

ბ. წ. _ სასჯელს იხდის ჯგუფური ყაჩაღობისა და დოკუმენტების მართლსაწინააღმდეგო მიტაცებისთვის სსკ-ის 179-ე და 363-ე მუხლებით. განესაზღვრა 10 წელი თავისუფლების აღკვეთა.

დანაშაულის ხასიათი: 2007 წლის 31 აგვისტოს ბ. წ-მ შვილთან ერთად, ყაჩაღური თავდასხმით, იარაღის გამოყენებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ტაქსის მძღოლს გასტაცა ავტომანქანა, მიისაკუთრა 270 ლარის ღირებულების ორი მობილური ტელეფონი და ერთი ცალი 150 ლარად ღირებული ავტომაგნიტოფონი. მამა-შვილმა მუქარით მიისაკუთრეს დაზარალებულის და მისი მამის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და გატაცებული ავტომანქანის სარეგისტრაციო მოწმობა.

სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ერთხელ გამოეცხადა საყვედური.

"ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, მას უკვე შეუმცირდა სასჯელის ვადა 2 წლით და ექვსი თვით.

გ. ხ. _ გასამართლებულია ჯგუფური ყაჩაღობისთვის სსკ-ის 179-ე მუხლით. განესაზღვრა 6 წელი თავისუფლების აღკვეთა.

დანაშაულის ხასიათი: 2009 წლის 2 მაისს, გ. ხ-მ, თანამზრახველთან ერთად, გააჩერა კერძო ტაქსი, დანის გამოყენებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით მძღოლს გასტაცა ავტომანქანა, მობილური ტელეფონი და ფულადი თანხა, რითაც დაზარალებულს მიაყენა 9450 ლარის მატერიალური ზიანი.

თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, დისციპლინის დარღვევის გამო, დასჯილია ერთხელ.

"ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, მას უკვე შეუმცირდა სასჯელის ვადა 1 წლით და 6 თვით.

ო. ა. _ გასამართლებულია მითვისებისთვის სსკ-ის 182-ე მუხლით და მიესაჯა 10 წელი თავისუფლების აღკვეთა.

დანაშაულის ხასიათი: 2007 წლის 7 სექტემბერს, მან, ორ პირთან ერთად, დააფუძნა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა, რომელიც 2007 წლის სექტემბერს რეგისტრაციაში გატარდა თბილისის საგადასახადო ინსპექციაში. 2008 წელს ო. ა-მ უკანონოდ მიითვისა ამხანაგობის კუთვნილი თანხები, სულ 827 059 ლარის ოდენობით, რის გამოც, დაზარალდა ათზე მეტი ოჯახი.

"ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, მას უკვე შეუმცირდა სასჯელის ვადა 5 წლით.

ვ. გ. _ გასამართლებულია ძარცვისათვის სსკ-ის 178-ე მუხლით და განესაზღვრა 9 წელი თავისუფლების აღკვეთა. 5 წელი რეალურად მოსახდელად, ხოლო 4 წელი პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით.

დანაშაულის ხასიათი: 2010 წლის 9 მაისს, მან მოქალაქეს ყელიდან ჩამოგლიჯა 250 ლარად ღირებული ოქროს ყელსაბამი. იმავე დღეს ვ. გ-მ კიდევ ერთ მოქალაქეს გასტაცა ოქროს ძეწკვი კულონთან და ჯვართან ერთად, რითაც დაზარალებულს მიაყენა 350 ლარის მატერიალური ზიანი. 2010 წლის 24 მაისს მან კიდევ ერთ დაზარალებულს ყელიდან ჩამოგლიჯა 450 ლარად ღირებული ოქროს ძეწკვი და ჯვარი.

"ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, მას უკვე შეუმცირდა სასჯელის ვადა 1წლით და 3 თვით, ხოლო პირობითი 1 წლით.

რ. ს. _ ნასამართლევი. დანაშაული ჩაიდინა გამოსაცდელი ვადის მოქმედების პერიოდში. ამჟამად გასამართლებულია ყალბი საანგარიშსწორებო ბარათის მომზადებისა და გადასახადისთვის თავის არიდებისთვის სსკ-ის 210-ე და 218-ე მუხლებით. მიესაჯა 8 წელი და 6 თვე თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით, მოუხდელი სასჯელის დამატებით განესაზღვრა 13 წელი, 5 თვე და 27 დღე თავისუფლების აღკვეთა, ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით.

დანაშაულის ხასიათი: რ. ს-მ, სხვა პირთან ერთად, 2008 წელს, მოამზადა ყალბი ანგარიშ-ფაქტურები, რითაც ერთ-ერთ შ.პ.ს-ს მიაყენა 712 238,4 ლარის ზიანი.

"ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე, მას უკვე შეუმცირდა სასჯელის ვადა 9 წლით და 2 თვით.

გ. ვ. _ გასამართლებულია განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის სსკ-ის მე-19 და 108-ე მუხლით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით.

დანაშაულის ხასიათი: მსჯავრდებულმა გ. ვ-მ, ჯგუფურად, წინასწარი განზრახვით, 2009 წლის 23 დეკემბერს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სიცოცხლის მოსპობის მიზნით, მოქალაქეს გულ-მკერდის არეში დანით ოთხი ჭრილობა მიაყენა და მიიმალა.

"ამნისტიის შესახებ” კანონის საფუძველზე, მას უკვე შეუმცირდა სასჯელის ვადა 3 წლით და 6 თვით.

ვ. ქ. _ გასამართლებულია ყაჩაღობისთვის სსკ-ის 179-ე მუხლით და განესაზღვრა 6 წელი თავისუფლების აღკვეთა: 4 წელი რეალურად მოსახდელად, ხოლო 2 წელი პირობით.

დანაშაულის ხასიათი: 2010 წლის 13 აგვისტოს, ღამის საათებში, მეუღლესთან ერთად გააჩერა ტაქსი, დანიშნულების ადგილზე მისულმა ვ. ქ-მ ჩამოსვა მეუღლე და მისი თანამშრომელი, თავად კი გააგრძელებინა გზა, რა დროსაც განიზრახა ყაჩაღური თავდასხმა. გააჩერებინა მანქანა და დანის გამოყენებით მოსთხოვა ფულადი თანხა, ასევე ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. ტაქსის მძღოლმა მას დანა წაართვა, ვ.ქ.კი შემთხვევის ადგილიდან მიმალა.

სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიღებული აქვს დისციპლინური სასჯელი.

"ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, მას უკვე შეუმცირდა სასჯელის ვადა 1 წლით, ხოლო პირობითი - 6 თვით.

ს. ხ. _ ნასამართლევი, დანაშაული ჩადენილია პირობითი მსჯავრის პერიოდში. ამჟამად გასამართლებულია ქურდობისთვის სსკ-ის 177-ე მუხლით და განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა: 3 წელი და 8 თვე რეალურად მოსახდელად, ხოლო 2 წელი და 4 თვე პირობითი, რასაც დაემატა წინა განაჩენიდან მოუხდელი ნაწილი და განესაზღვრა 7 წელი და 4 თვე თავისუფლების აღკვეთა: 4 წელი რეალურად მოსახდელად, ხოლო 3 წელი და 4 თვე პირობითი.

დანაშაულის ხასიათი: 2010 წლის 30 ნოემბერს ს. ხ. ღამის გასათენებლად სტუმრად დარჩა ქ. რუსთავში. საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ქურთუკს, მობილურ ტელეფონს, უთოს და სათვალეს, რითაც დაზარალებულს მიაყენა 148 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

"ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის გამოყენებით, მას უკვე შეუმცირდა სასჯელის ვადა 1 წლით, ხოლო პირობითი _ 8 თვით.

რაც შეეხება, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს ყოფილ თავმჯდომარეს ალექსანდრე დარახველიძეს, ის 2013 წლის აპრილიდან აღარ ასრულებს ამ მოვალეობას.




 ახალი ამბები
  • რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდარაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტ მერაბ ბესელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მორაგბე რამაზ ხარაზიშვილის დაჭრაში ბრალდებულ რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტ მერაბ ბესელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა კალიჩენკომ იმსჯელა. 16 სეტემბერს რაგბის კავშირის შენობაში „შვიდკაცას“ ყოფილი კაპიტანი დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე რაგბის კავშირის ვიცეპრეზიდენტი მერაბ ბესელია დააკავეს. რაგბის კავშირის შენობაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ... ...
  • ქედის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მეწყერი ჩამოწვაქედის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში, ძლიერი წვიმის შედეგად, მეწყერი ჩამოწვა. მიწის მასა საცხოვრებელ სახლებთან ახლოსაც ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ დააზიანა სავარგულები და წყალი სახლებშიც შევიდა. ამ დროისთვის სტიქიურ ზონებში შესაბამისი ტექნიკაა მობილიზებული და აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. ქედის მერის ინფორმაციით, სიტუაცია მართვადია და მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ არის. მეწყრული პროცესებია დოლოგანში, ზუნდაგაში, ბზუბზუში, ცხემნაში, დაბა ქედასა და ... ...
  • ჩვენს შორის ომის დროს ვინც გარბოდა, იმის დედა ვატირე - გიორგი კანდელაკიროგორც გუშინ გიგამ ძალიან სამართლიანად უთხრა ქოცებს - ჩვენს შორის ომის დროს ვინც გარბოდა იმის დედა ვატირე - "ევროპული საქართველოს" წევრი, გიორგი კანდელაკი, გიგა ბოკერიას გუშინდელ რიმართავს ეხმაურება ქართული ოცნების დეპუტატის, მიხეილ ყაველაშვილის მიმართ. გიორგი კანდელაკის თქმით, აგვისტოს ომის დროს ის ბრიტანეთში , დიპლომატიურ მისიაზე იმყოფებოდა და უცხოურ გავლენიან ტელევიზიებში რუსულ პროპაგანდას ებრძოდა. კანდელაკმა აღნიშნა, რომ ომის დროს რეგულარული ფრენებით დაბრუნება საქართველოში შეუძლებელი იყო, ამრიგად ლიეტუვური სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავით დაბრუნდა თბილისში და იმავე დღეს ოკუპირებულ გორში უცხოელ ჟურნალისტებთან  წავიდა სამუშაოდ. კანდელაკმა აღნიშნა, რომ გიგა ბოკერიამ ძალიან სამართლიანად მიმართა ქართულ ოცნებას შემდეგი ფრაზით -" ჩვენს შორის ომის დროს ვინც გარბოდა იმის დედა ვატირე!" „ისე მოხდა რომ 2008 წლის ომის დროს ლონდონში ვიყავი. რადგან მაშინდელი ელჩი გელა ჩარკვიანი შვებულებაში იყო, ხან მისი მოადგილე და შემდგომში საქართველოს ყველაზე წარმატებული ელჩი გაერთიანებულ სამეფოში გიორგი ბადრიძე და ხან მე, როგორც პარლამენტის წევრი, სიენენზე, ბიბისიზე და ალ ჯაზირაზე ხშირად გამოვდიოდით და ვებრძოდით რუსულ პროპაგანდას. "რადგან რეგულარული ფრენებით საქართველოში დაბრუნება უკვე შეუძლებელი იყო წავედი ლიტვაში სადაც შაულიაის ნატოს საჰაერო ბაზიდან, ლიტვური სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავით „სპარტანი“ დავბრუნდი თბილისში 14 აგვისტოს და იმავე დღეს წავედი ოკუპირებულ გორში უცხოელ ჟურნალისტებთან სამუშაოდ. ჰოდა მართლაც, როგორც გუშინ გიგამ ძალიან სამართლიანად უთხრა ქოცებს - ჩვენს შორის ომის დროს ვინც გარბოდა იმის დედა ვატირე!“ -განაცხადა გიორგი ... ...
  • წყალი მწყურვალისთვის ოთხას მეტრშია...შუახევის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი   სოფელი ბუთურაული   სასმელი წყლის პრობლემის წინაშე დგას.  ღობეებზე, ერთი შეხედვით სასაცილო (სატირალი რომ არ იყოს), ფირნიშებს  შეხვდებით. „აქ სასმელი წყალი ფაქტიურად არაა.   და ეს იმ აჭარაში,  სადაც ჭარბი წყლის პრობლემაც  კი არის“, - გვწერს ჩვენი კოლეგა ზურა ... ...
  • საქართველოს რკინიგზის განცხადება ქუთაისში, უბედური შემთხვევის გამო თანამშრომლების დაღუპვის შესახებქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მეცხრე ჩიხში მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის საყრდენი კონსტრუქციის დემონტაჟის დროს მოხდა უბედური შემთხვევა _  გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი (ელენტრომონტიორები), დამწვრობა კი მიიღო ერთმა თანამშრომელმა (ასევე, ელექტრომონტიორი). „საქართველოს რკინიგზა“ მწუხარებას გამოთქვამს რკინიგზის თანამშრომლების გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, უსამძიმრებს ოჯახებს და მაქსიმალურ თანადგომას აღმოუჩენს მათ. ამასთანავე, საქართველოს რკინიგზა განმარტავს, რომ პირველადი მოკვლევის შედეგების მიხედვით, სამუშაოების შესრულების დროს შრომის უსაფრთხოების პირობები სრულად იყო დაცული. სამუშაოების წარმოება წინასწარ იყო შეთანხმებული ელექტროგადამცემი ხაზის ტექნიკურ ოპერატორთან და ხაზი, რომლის აბონენტიც არა მხოლოდ საქართველოს რკინიგზაა, არც ერთ შემთხვევაში არ უნდა ყოფილიყო ძაბვის ქვეშ. ხაზის ძაბვის ქვეშ დადგომა არ წარმოადგენს საქართველოს რკინიგზის კომპეტენციას. შესაბამისად, კომპანია იმედოვნებს, რომ გამოძიებით დადგინდება მომხდარზე ობიექტური ჭეშმარიტება. რაც შეეხება, საქართველოს რკინიგზის კიდევ ერთ დაზარალებულ თანამშრომელს, მის მდგომარეობაზე ზრუნავს შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება და პროცესში სრულად არის ჩართული საქართველოს რკინიგზის სამედიცინო სამსახური. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...