პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაზე კიდევ ერთი საქმე აღიძრა

სამართალი

პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაზე კიდევ ერთი საქმე აღიძრა

9 ივლ. 2013, 11:33:41

_ იქნებ, კონკრეტულ ფაქტზე გვითხრათ, რას ან ვის გულისხმობთ?

_ გეტყვით. მოქალაქეები იყვნენ ნარკოლოგიური ტესტის შემოწმებაზე მისული, რომელთა  მიმართ, პოლიციის მხრიდან არაადეკვატური საქციელი იქნა ჩადენილი. ის, რის წინააღმდეგაც  ვიბრძოდით ამდენი წელი, კვლავ მეორდება?

_ რას გულისხმობთ ?

_ რას ვგულისხმობ და პოლიციის მხრიდან ცემის ფაქტებს ჰქონდა ადგილი!  კონკრეტული პოლიციელის სახელისა და გვარის დასახელებისგან თავს შევიკავებ. მე მაქვს ეს ინფორმაცია და თუ ასეთი ფაქტებს სასწრაფოდ არ აღმოვფხვრით, არაფრით შეიძლება.  არიან თვითმხილველები და მოწმეები, რომლებიც ამას დაადასტურებენ.  ეს არის ახალი ინფორმაცია, _ ეს განცხადება ოზურგეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზვიად კვაჭანტირაძემ "გურია ნიუსთან" ორი თვის გააკეთა.

ამ ინფორმაციის გამოქვეყნებას, ჩვენი წყაროს ინფორმაციით,  შსს მინისტრიდან მალევე მოჰყვა რეაგირება, რის შემდეგაც, მეორე დღესვე, მაჟორიტარმა ახალი განცხადება გააკეთა.

"ჩემი ინტერვიუს გამოყენებას საზოგადოებაში რაღაც ეჭვების გასაჩენად ვაპროტესტებ. ბევრი ადამიანი მეკითხება და მთხოვს, რომ დავაზუსტო ჩემი პოზიცია. ვფიქრობ, არაა საჭირო საქმის ისე წარმოჩენა, თითქოს მე ვაკრიტიკებ შსს-ს ზოგადად. ეს ტყუილია. სულაც პირიქით, ირაკლი ღარიბაშვილის მუშაობის სტილს და შედეგებს ყოველთვის მაღალ შეფასებას ვაძლევდი.

გულწრფელად გითხრათ, არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ ვინმე თავის ადგილზე რაღაც გადაცდომებს ან თუნდაც შეცდომებს უშვებს. ასეთი ფაქტი შეიძლება ნებისმიერ სამინისტროში და უწყებაში მოხდეს, _ ეს  განცხადება  ოზურგეთის მაჟორიტარმა  დეპუტატმა ზვიად კვაჭანტირაძემ  საკუთარ "ფეისბუქზე" მას შემდეგ გააკეთა,  რაც  მისი ინტერვიუ  "პოლიციის მხრიდან ცემის ფაქტებს ჰქონდა ადგილი!" გამოქვეყნდა.

როგორც გავარკვიეთ საქმე ეხება, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში მცხოვრებ მ.ბ-ს,  რომელიც თბილისში მუშაობს და რამდენიმე დღით თავისი ახლობლის გასვენებაში, სოფელ გურიანთაში იმყოფებოდა.  სამართალდამცავებმა მისი აყვანა სწორედ გასვენებაში,  მეზობლებისა და ახლობლების  თანდასწრებით სცადეს,  ნარკოლოგიური ტესტირების შემოწმების მიზნით.  როგორც "გურია ნიუსს" მ.ბ.-ს ოჯახის წევრებმა განუცხადეს,  ის არ იმყოფებოდა ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ, რის შემდეგაც სამართალდამცავებმა სახლში გამოუშვეს,  თუმცა როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ,  ის საშინელი ნაცემი იყო.

_ კბილები სულ დასისხლიანებული ჰქონდა, სახე დასივებული,  ვერ აღგიწერთ რა მდგომარეობაში იყო, საშინლად ნაცემი  იმის გამო, რომ პოლიცილები  თხოვდნენ ეთქვა სად იმყოფებოდა მისი ძმა, რომელიც სამართალდამცავებს უნდა აეყვანათ. მან განუცხადა,  რომ არ იცოდა სად იყო მისი  ძმა,  ამის გამო სამართლადამცავებსა და მ.ბ. -ს  შორის სიტყვიერი შეურაცხყოფა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაზრდილა,  _ გვითხრეს მ.ბ-ს ოჯახის  წევრებმა, რომლებმაც  გამოძიებას ჩვენება მისცეს პოლიციელების წინააღმდეგ.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ოზურგეთის რაიონულ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო.

_ მოქალაქე მ.ბ -თან დაკავშირებით,  დაიწყო წინასწარი გამოძიება, სსკ. 333 -ე მუხლით,  რაც ითვალისწინებს სამსახურეობრივ უფლებამოსილების გადამეტებას.  ფაქტზე დაიწყო წინასწარი გამოძიება,  ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოწმეების დაკითხვა, თავად ბ.მ.  ჯერ არ დაკითხულა,  ის არ გამოცხადებულა პროკურატურაში.  მისი  და  როგორც სხვა მოწმეების დაკითხვის შემდგომ  საქმეზე მიღებული იქნება საბოლოო გადაწყვეტილება,  გამოძიების დასრულების  შემდგომ   მიიღება კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება.  სხვა ინფორმაციას ამ ეტაპზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე,  ვერ გეტყვით, _ განგვიცხადა პროკურორმა კახა კოჩივარმა.




 ახალი ამბები
  • თბილისის მეტრო მგზავრებს 06:00 საათიდან 24:00 საათამდე მოემსახურებათბილისის მეტრო, 21 სექტემბრიდან, მგზავრებს 06:00 საათიდან 24:00 საათამდე მოემსახურება. თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ  მეტროში დასრულებულია ენერგოუსაფრთხოებისა  და სავენტილაციო სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოები. შეგახსენებთ, რომ გასული წლის ივნისიდან თბილისის მეტრო 450 კილომეტრის სიგრძის ძალოვანი კაბელის, სასიგნალიზაციო და სავენტილაციო სისტემების გამოსაცვლელად მიმდინარეობდა სარებილიტაციო სამუშაობი, რის გამოც, მეტრო 06:00 საათიდან 11:00 საათამდე მუშაობდა. ჩვეულ რეჟიმში გადასვლა ივნისში იგეგმებოდა, თუმცა კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო სამუშაოები  გადაიდო და სექტემბრამდე მათი დასრულება ვერ მოხერხდა. როგორც თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში განმარტავენ, სამუშაოების ფარგლებში მეტროპოლიტენის გახსნიდან 54 წლის მანძილზე პირველად, სრულად განახლდა მეტროპოლიტენის საკაბელო და სავენტილაციო ინფრასტრუქტურა; კერძოდ - შეიცვალა 191,000 მეტრი დაბალი ძაბვის (220-380 ვოლტი) და 137,000 მეტრის საშუალო ძაბვის (6-10 კილოვოლტი) ახალი კაბელი და დამონტაჟდა 32 ერთეული ახალი სავენტილაციო დანადგარი; პროექტის განხორციელების შედეგად, მეტროპოლიტენში, მნიშვნელოვნად გაიზრდება უსაფრთხოების პარამეტრები და შემცირდება ტექნიკური შეფერხებების რაოდენობა; ახალი კაბელები მეტროპოლიტენს წელიწადში 670, 000 კილოვატ-საათის, ხოლო ახალი სავენტილაციო დანადგარები - 305, 000 კილოვატ-საათი ელექტროენერგიის ეკონომიის საშუალებას ... ...
  • გაფრთხილება უახლოესი დღეების ამინდის შესახებგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21-25 სექტემბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში  +26, +31, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +23, +28 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. თბილისში შესაძლებელია მცირე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა 21-22 სექტემბერს +24,+26, ხოლო 23-25 სექტემბერს +27, +29 გრადუსი ... ...
  • უცხოელ ბიზნესმენებს ფიზიკურად გაუსწორდნენ- ფაქტზე 4 პირია დაკავებულიშინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 4 პირი - 1994 წელს დაბადებული ბ.ფ., 1998 წელს დაბადებული ზ.ა., 2000 წელს დაბადებული ზ.ბ. და 1994 წელს დაბადებული ი.დ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მათ ბრალი თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, გამოძალვასა და იძულებაში ედებათ. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ტაჯიკეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში ბიზნეს საქმიანობას ეწევიან, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და თანხის გამოძალვის მიზნით ფიზიკურად გაუსწორდნენ. სამართალდამცველებმა, ბრალდებულ ი.დ.-ს მართვის ქვეშ არსებული, "LEXUS GX"-ის მარკის ავტომობილის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს "CZ"-ს მარკის 2 ცეცხლსასროლი იარაღი, ვაზნები, 2 აირის პისტოლეტი, ერთი ცალი დანა, ბეისბოლის 3 ხელკეტი და 68 900 დოლარი. გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის, გამოძალვისა და იძულების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით და 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ... ...
  • თიბისიმ ფულადი გზავნილების აქცია დაიწყო (R)აქ. ახლა, თიბისიში ფულადი გზავნილების აქცია დაიწყო. მომხმარებელი, რომელიც ფულად გზავნილს თიბისიში  გაანაღდებს ან გაგზავნის, შესაძლებლობა აქვს, დასაჩუქრდეს სუპერ პრიზით - 20,000 ლარით ან აღმოაჩინოს 20,000 მომენტალური საჩუქრიდან ერთ-ერთი. თიბისის ფულადი გზავნილების აქცია 18 სექტემბერს დაიწყო და 25 დეკემბრამდე გაგრძელდება. აქციაში მომხმარებლები ავტომატურად ჩაერთვებიან. გზავნილის განაღდებისას ყოველი მესამე მომხმარებელი დასაჩუქრდება  მომენტალური პრიზით, მათ შორის:  PSP-ს, „ნიკორას" და" სუფთა სახლის" ვაუჩერებით (50 ლარამდე), ფულადი პრიზებით  - 50 და 100 ლარის ნომინალით, ინტერნეტ მეგაბაიტებით და  0%-იანი საკომისიო ტარიფით - ინტერნეტ და მობაილბანკით შესრულებულ კომუნალურ გადახდებზე. აქციის სუპერ პრიზს -  20,000 ლარს მიღებს ის ორი მომხმარებელი, რომელიც თიბისიში ფულად გზავნილს 3-ჯერ და მეტჯერ გაანაღდებს ან გაგზავნის. თიბისიში ფულადი გზავნილის განაღდება მარტივად, სახლიდან გაუსვლელადაა შესაძლებელი: ·         ინტერნეტ და მობაილბანკიდან - www.tbconline.ge ·         ცხელ ხაზზე დარეკვით, ნომერზე - 032 2 272727 გზავნილის გაგზავნა შესაძლებელია თიბისის ნებისმიერ ფილილიდან და სერვის ცენტრიდან. თიბისიში, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ და, გაგზავნონ შემდეგი საერთაშორისო გზავნილები: INTEL EXPRESS, RICO GRAM, MONEYGRAM, ZOLOTAYA KORONA, WESTERN UNION, UNISTRAM , RIA, CONTACT,  ისრაელის გზავნილები World com finance. აქციის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ... ...
  • ქუთაისში პირბადის არ ქონის გამო, რამდენიმე მგზავრი დააჯარიმეს ქუთაისში პირბადის არ ქონის გამო, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მსდხომი რამდენიმე მგზავრი დაჯარიმდა. ინფორმაცია ამის შესახებ "გურია ნიუსს" ერთ-ერთმა წყარომ მიაწოდა. "სამგზავრო მიკროავტობუსში ვისხედით და პატრულმა გაგვაჩერა. რამდენიმე მგზავრს პირბადე არ ეკეთა და დააჯარიმეს. სავარაუდოდ, მათ პირბადის არ ქონა, 20 ლარი დაუჯდათ", _ ამბობს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...