სასამართლომ ძმები სოზაშვილები გაამართლა

სამართალი

სასამართლომ ძმები სოზაშვილები გაამართლა

1970 იან 1 04:00:00
ამ საქმეს თავიდანვე დიდი რეზონანსი მიეცა , რადგან პოლიციელები, რომლებმაც ძმებზე იძალადეს, დაზარალებულებად გამოცხადდენ.

სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილმა პოლიციელებმა _ იოსებ ბაიაძემ და იოსებ სალთხუციშვილმა ძმებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ერთ-ერთ მათგანს ცხვირიც კი გაუტეხეს, მოგვიანებით კი საქმეში მტკიცებულებად პოლიციელის დახეული ქურთუკები ჩადეს.

საქმის მასალების მიხედვით, 2012 წლის 2 დეკემბერს, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი ლაშა სოზაშვილი და მისი ძმა გიორგი სოზაშვილი ქ. თბილისში თრიალეთისა და კალაუბნის ქუჩების კვეთაზე ავტომანქანაში ერთმანეთს მაღალ ხმაზე ესაუბრებოდნენ და იგინებოდნენ. რის გამოც, მათ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა ორმა პოლიციელმა. ძმები სოზაშვილები არ დაემორჩილნენ პოლიციის მუშაკების კანონიერ მოთხოვნას და ძალადობით, დანის გამოყენებით, წინააღმდეგობა გაუწიეს მათ.

"ავტომანქანიდან გადმოსული მოქალაქეები არ დაემორჩილნენ სამართლდამცველებს კანონიერ მოთხოვნას და ძალადობრივი წინააღმდეგობა გაუწიეს მათ. ლაშა სოზაშვილმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა იოსებ სახლთხუციშვილს, მისი ძმა გიორგი სოზაშვილი კი პოლიციის თანამშრომლებს დანით დაემუქრა. ამის შემდეგ მოხდა გიორგი სოზაშვილის ჩხრეკა და მისგან ამოღებულ იქნა აღნიშნული ცივი იარაღი. შემთხვევის ადგილიდან სოზაშვილები გადაყვანილ იქნენ პოლიციის განყოფილებაში."

პოლიცია აცხადებდა, რომ საქმეში არსებობდა მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებდნენ ბრალდებას, მათ შორის ბრალდებულების დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმები, დაზარალებულების ჩვენებები, მოწმეების ჩვენებები, პოლიციელის ქურთუკების დათვალიერების ოქმები და ამოღებული დანა. დაკავებული ძმები სასამართლომ 3000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

თბილისის საქალაქო სასამართლო სოზაშვილების საქმეს რამდენიმე თვის განმავლობაში იხილავდა. დღეს კი არასაკმარისი მტკიცებულებების გამო ორივე მათგანი გაამართლა.

"სასამართლომ შეისწავლა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ, ბრალდებულების დაკავების, პირადი ჩხრეკის, პოლიციის ქურთუკებისა და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმები, მოისმინა დაზარალებულებისა და მოწმეების ჩვენებები და დაადგინა, რომ საქმეში არსებული და სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებები არ აკმაყოფილებდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და არ იძლეოდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას, რამდენადაც დაზარალებულებისა და მოწმეების ჩვენებები იყო ურთიერთშეუსაბამო და ერთსა და იმავე შემთხვევას განსხვავებულად აღწერდა."




 ახალი ამბები
  • ვინ არის კორონავირუსით მეორე ინფიცირებულიინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე, რომელსაც დღეს კორონავირუსი დაუდგინდა, 31 წლის ახალგაზრდა ქალბატონია.როგორც ცერცვაძე აცხადებს, კორონავირუსით ინფიცირებული მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მასზე დაკვირვება მიმდინარეობს.“ინფიცირებულია 31 წლის ქალი, რომელიც ქართველ ახალგაზრდებთან ერთად იმყოფებოდა იტალიაში, იმ ქალაქებში, სადაც ეპიდემიის მაღალი რისკი არაა. როგორც ჩანს, მას აღმოაჩნდა ახალი ვირუსი. მისი მდგომარეობა ამ დროისთვის კარგია. არანაირი ჩივილი და ტემპერატურის მატება არ აქვს. მაგრამ ლაბორატორიულად დადასტურებულია, რომ ის დაავადებულია ამ ვირუსით”,-აცხადებს ცერცვაძე.ცერცვაძის თქმით, “მიუხედავად იმისა, არსებობს წარმოდგენა, რომ კორონავირუსი აუცილებლად სასიკვდილო ინფექციაა, სიმართლეს არ შეესაბაება”.მიისვე თქმით, კორონავირუსი გართულებებს 20% შემთხვევში იწვევს, დანარჩენი შემთხვევები სტაბილურად მიმდინარეობს.საქართველოში ახალი კორონავირუსის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა.ინფიცირებული ადამიანი საქართველოში იტალიიდან ჩამოვიდა.პირველი შემთხვევა, 26 თებერვალს დაფიქსირდა. ახალი კორონავირუსის ინფექცია დაუდასტურდა საქართველოს მოქალაქეს, 50 წლის მამაკაცს, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე, აზერბაიჯანის გავლით, ირანიდან შემოვიდა. ... ...
  • ამირან გამყრელიძე: არ გამოვრიცხავ, კიდევ გვქონდეს კორონავირუსის შემთხვევა„დღეს გვაქვს აღებული 24 სინჯი, აქედან მაღალი ალბათობით არ გამოვრიცხავ, რომ გვქონდეს კიდევ დადებითი შემთხვევა. მაგრამ ჩვენ ამან არ უნდა დაგვაფრთხოს“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პრესკონფრენეციაზე განაცხადა. „მოგახსენეთ, რომ მიმდინარეობს სერიოზული ზრდა ევროპაში კორონავირუსული ინფექციის. დღეს მთლიანად მსოფლიოში დადასტურებული შემთხვევა არის 51 ქვეყანაში, გუშინდელი დღიდან დღემდე დაემატა 6 ქვეყანაში ახალი შემთხვევების რაოდენობა - ლატვია, ნიგერია, ნიდერლანდები, ესტონეთი, ახალი ზელანდია, ბელარუსი. აქედან გამომდინარე ფრენების მკაცრი აკრძალვა, თუ მკაცრი რეჟიმები საზღვრებზე თანდათანობით დიდ შედეგს არ იძლევა, რამეთუ ინფექციას საზღვრების კონტროლით ვერ შეაჩერებ და უფრო მეტი ყურადღება გადადის ადამიანთა სავარაუდო შემთხვევათა იზოლიაციასა და თვითიზოლაციაზე. თუ საჭიროა სამკურნალო სამედიცინო დახმარების ღონისძიებებზე“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დაავადებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც 26 აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. საუბარია 50 წლის კაცზე. პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მეორე შემთვევა კი - 28 ... ...
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Social Impact Award 2020 იწყება28 თებერვალი-2020 - საქართველოს ბანკის და UNDP საქართველოს მხარდაჭერით Impact Hub Tbilisi იწყებს საერთაშორისო სტუდენტურ პროგრამა Social Impact Award-ს. სოციალური მეწარმეობის მიმართულებით ყველაზე მასშტაბური სტუდენტური პროგრამა 25 ქვეყანაში ერთობლივად ხორციელდება და ორიენტირებულია სტუდენტების განათლებაზე სოციალური მეწარმეობის დარგში. პროგრამა ახალგაზრდებს სთავაზობს ათთვიან საგანმანათლებლო კურსს საკუთარი ბიზნესიდეების განსახორციელებლად. პროგრამის განმავლობაში სტუდენტები გადიან მთელ პროცესს იდეის გენერირებიდან, ბიზნესგეგმის შედგენამდე, რაც მათ აძლევს შესაძლებლობას რეალურად წამოიწყონ სოციალური ბიზნესი. Social Impact Award 2020 მოიცავს ვორქშოფების სერიას თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში: რუსთავი, ოზურგეთი, ზუგდიდი და ამბროლაური. პროგრამის მეორე ეტაპზე, ჟიურის მიერ შერჩეული ფინალისტი გუნდები გაივლიან ორთვიან ინკუბაციის პერიოდს, რის შემდეგადაც გამოვლინდებიან გამარჯვებულები. გამარჯვებული გუნდების ფინანსურ მხარდაჭერას საქართველოს ბანკი უზრუნველყოფს. გარდა ამისა, გამარჯვებულები გაემგზავრებიან Social Impact Award-ის საერთაშორისო სამიტზე  დასასწრებად, რომელიც წელს  პრაღაში გაიმართება. „Impact Hub Tbilis-მა პროგრამა Social Impact Award-ის განხორციელების ლიცენზია 2017 წელს მიიღო და უკვე მეოთხე წელია ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას წამოიწყონ სოციალური ბიზნესი. ამ ხნის განმავლობაში გვაქვს ძალიან კარგი შედეგები. პროგრამაში საერთო ჯამში ჩაერთო 500+ სტუდენტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან; ინკუბაცია გაიარა 60-მა ახალგზრდამ და გამოვლინდა 9 გამარჯვებული გუნდი. ყველა პროექტი აქტუალურ სოციალურ პრობლემას ეხმაურება და მათი გადაჭრის ინოვაციურ გზებს გვთავაზობს.“ - აღნიშნა Impact Hub Tbilisi-ის თანადამფუძნებელმა ქეთი ებანოიძემ.  „საქართველოს ბანკი როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია უკვე მეოთხე წელია მხარს უჭერს საქართველოში სოციალური მეწარმეობის განვითარებისთვის საჭირო ამ მნიშვნელოვან პროექტს. საქართველოს ბანკისათვის სოციალური მეწარმეობა და ბიზნესის ხელშწყობა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და მოხარული ვართ რომ პროგრამისადმი ინტერესი წლიდან წლამდე იზრდება. მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებს დავანახოთ ახალი გამოწვევები, ხელი შევუწყოთ მათ ახალი მიზნების, იდეების დასახვასა და განხორციელებაში, პრაქტიკული გამოცდილების მიღებაში.  მივცეთ მათშესაძლებლობა,  გამოცდილი მენტორების დახმარებითა და  ბანკის დაფინანსებით განახორციელონ საკუთარი ინოვაციური პროექტები“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში. (R) ... ...
  • საქართველოს და უკრაინის პორტებს შორის საკონტეინერო გემის მიმოსვლა გაუმჯობესებული პირობებით ხორციელდება (R)... ...
  • ამირან გამყრელიძე: ზოგიერთ სააღმზრდელო დაწესებულებაში ადგილი აქვს დისკრიმინაციულ საკითხებსდაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, სკოლების და ბაღების დახურვის რეკომენდაცია არ გაუციათ ჯერ. “ამის საჭიროება ჯერ არ დგას და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს სკოლებისა და ბაღების დახურვის რეკომენდაცია არ გაუცია ჯერ. ასევე, მინდა, შევეხო ერთ საკითხს. მაქვს ინფორმაცია, რომ ზოგიერთ სააღმზრდელო დაწესებულებაში ადგილი აქვს დისკრიმინაციულ საკითხებს იტალიაში ნამოგზაურებ ბავშვებსა და მათი ოჯახის წევრებთან დაკავშირებით. ეს დაუშვებელია, რომ სადმე ჩვენ გვქონდეს მსგავსი დისკრიმინაციული მიდგომა, ვისაც აქვს სინგაპურში, კორეაში, იტალიაში ან სხვაგან მოგზაურობის ისტორია“, – აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრის დროს ამირან გამყრელიძემ. რამდენიმე წუთის წინ მედიასაშუალებების მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოში კორონა ვირუსის მეორე ფაქტი დაფიქსირდა. ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე ნიჭიერი ზოდიაქოს ნიშნები

მორიელი - ზოდიაქოს ამ ნიშნის...

როგორია ქალის იდეალური სხეული

ცოტა ხნის წინ, აშშ-ის ტეხასის...

როგორ ვიპოვოთ ცხოვრების ერთგული მეგზური

ბედნიერება ჰგავს პეპელას. მან ზუსტად...

„დავიწყებული“ ჰოლივუდელები

ჯესიკა ალბა ჯესიკა ალბას გარღვევად...

როდის გრძნობთ თავს ყველაზე კარგად

ზამთარი – მშვილდოსნის, კუროსა და...

ქალი, ბიზნესი … ასტროლოგია

ქალწული - ზოდიაქოს კიდევე რთი...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...