"რასოიანის საქმე თვალსაჩინო მაგალითია, თუ როგორ სჯიდნენ წამების მსხვერპლ პატიმრებს“

სამართალი

"რასოიანის საქმე თვალსაჩინო მაგალითია, თუ როგორ სჯიდნენ წამების მსხვერპლ პატიმრებს“

15 ივლ. 2013, 19:31:52

უფლებადამცველი ორგანიზაცია გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ წლების განმავლობაში საპატიმროებში განხორციელებულმა ფიზიკურმა და ფსიქოლოგიურმა წამებამ თამაზ რასოიანის ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი გაუარესება გამოიწვია.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიუთითებს "პატიმრობის შესახებ" კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილს, სადაც მოცემულია იმ დაავადებათა ჩამონათვალი, რომელიც პატიმარს სასჯელის მოხდისგან ათავისუფლებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, თამაზ რასოიანს ამ ნუსხაში ჩამოთვლილი დაავადებები აწუხებს და ექვემდებარება პატიმრობიდან გათავისუფლებას.

თამაზ რასოიანი თავს დამნაშავედ არ ცნობს განზრახ მკვლელობის ბრალდებაში, რის გამოც 2004 წლიდან პატიმრობაშია. თუმცა, ამ დანაშაულისათვის მას სასჯელი პრაქტიკულად მოხდილი აქვს და ამჟამად იხდის მეორე სასჯელს, რომელიც საპატიმროში დაემატა. სასჯელთა შეკრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მას მთლიანობაში 25 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს პროკურატურას, გადახედოს თამაზ რასოიანის მეორე ბრალდებას _ ქურდული სამყაროს წევრობას.

"გასათვალისწინებელია, რომ დაკავებამდე რასოიანი მანქანების რეცხვით არჩენდა ოჯახს და ე. წ. ქურდული ტრადიციებით არ ცხოვრობდა. ეს ბრალდება მას ციხის ადმინისტრაციასთან დაპირისპირების შემდეგ წაუყენეს, როცა სხვა პატიმრებთან ერთად სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გამეფებული კორუფციის გამოაშკარავება სცადა. მის წინააღმდეგ ჩვენებები იძულებით მიაცემინეს სხვა მსჯავრდებულებს, რომლებიც დღეისათვის მზად არიან, პროკურატურას რეალური ჩვენებები მისცენ. გარდა ამისა, თამაზ რასოიანი 2006 წლის ორთაჭალის ციხის ბუნტის მოწმეა. მისი ჩვენება ადამიანის უფლებათა ცენტრმა 2012 წლის 15 ოქტომბერს გამოაქვეყნა და პროკურატურას მოუწოდა, შეესწავლა მის მიერ გადმოცემული ინფორმაცია," _ აცხადებს ადამიანის უფლებათა ცენტრი.

ორგანიზაცია მიმართავს მთავარ პროკურატურას, დროულად შეისწავლოს საპატიმროებში დარჩენილი წამების მსხვერპლი მსჯავრდებულების საქმეები და თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს შესაბამისი რეაგირება."

"თამაზ რასოიანის საქმე ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია, თუ როგორ სჯიდნენ წამების მსხვერპლ პატიმრებს, როცა ისინი თავიანთი უფლებების დაცვას ცდილობდნენ და საპატიმროებში გამეფებულ ძალადობრივ რეჟიმს აპროტესტებდნენ", _ ნათქვამია უფლებადამცველი ორგანიზაციის განცხადებაში.




 ახალი ამბები
  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები გამოვლინდასაქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები გამოვლინდა.  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ინფიცირების 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 პაციენტი. გავრცელებული მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 278 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 058-ს შეადგენს. კორონავირუსით გარდაცვლილია 17 ... ...
  • ოზურგეთის პირველი საჯარო სკოლის ხუთმა მოსწავლემ, უცხო ენაში სუკეთესო შედეგი აჩვენაოზურგეთის ეგნატე ნინოშვილის სახელობის პირველ საჯარო სკოლის ხუთმა კურსდამთავრებულმა, ეროვნულ გამოცდებზე, უცხო ენაში (ინგლისური) მაღალი შეფასება დაიმსახურა. მაქსიმალური 80 ქულიდან,  გიორგი მეგრელიძემ- 79, მარიამ კილაძემ- 78, მარიამ ჩხატარაშვილმა - 76, მარიამ დავიდოვამ- 75, ნინო სუხიაშვილმა- 70 ქულა მოიპოვა. _სხვების შედეგებიც არ არის ურიგო. პირველი სკოლა ამაყობს  ამ ბავშვებით. ველოდებით გრანტებს - ამბობს სკოლის დირექტორი მაია თავართქილაძე. „გურია ნიუსი“ წარმატებებს უსურვებს თითოეულ ... ...
  • დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობის ანგარიშს წარადგენს12 აგვისტოს, 12 საათზე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრება. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კამპანია - „ერთი თვე სამინისტროსთან ერთად“ გრძელდება. კამპანიის ფარგლებში მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, მოწვეულ სტუმრებთან ერთად, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიმდინარე საქმიანობის ანგარიშს და სამომავლო  გეგმებს გაეცნობა. ღონისძიების მიზანია ცნობადობის ამაღლების მიზნით, საზოგადოებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ინფორმირებულობა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში (SESA) მიმდინარე  პროგრამების, სერვისებისა და დაგეგმილი პროექტების შესახებ. წარმოდგენილი იქნება „დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობის ანგარიში და სამომავლო გეგმები”. შეჯამდება დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით ქვეყანაში განხორციელებული აქტივობები და სააგენტოს მიერ განხორციელებული სერვისები ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში, რაც კომპენსაციების გაცემის სრულ ადმინისტრირებას მოიცავს. სააგენტოს დაგეგმილი აქვს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დასაქმების ხელშეწყობის სერვისებისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებასთან ერთად, შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემის განახლება და განვითარება, ასევე, სამოქალაქო და ბიზნეს სექტორის, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან თანამშრომლობის გაღრმავება. ღონისძიების მხარდამჭერია ევროკავშირის პროექტი „ტექნიკური მხარდაჭერა შრომის ბაზრის საჭიროებებსა და დასაქმებაზე მორგებული ცოდნა-უნარების განვითარებისთვის“ (TA for Skills4Jobs). პროექტი მხარს უჭერს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის, სტრატეგიების და სამოქმედო გეგმების შემდგომ განვითარებას. ღონისძიებაზე მოწვეული არიან სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დამსაქმებლები, პარტნიორი ორგანიზაციები, მედიის წარმომადგენლები და სხვა საპატიო სტუმრები.          მისამართი:  ქ. თბილისი, პირველი რესპუბლიკის მოედანი 6;  „რესპუბლიკა“ (მე-3 ... ...
  • გიორგი შაქარაშვილი სცემეს და მდინარეში გადააგდეს- ვიდეოკონსტრუქცია გიორგი შაქარაშვილი ალყაში მოაქციეს, სასიკვდილოდ სცემეს და მდინარეში გადააგდეს_ ამის შესახებ დღეს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა ხუთი პირის მიმართ ... ...
  • იმერეთის გუბერნატორის ყოფილი მოადგილე სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილედ დაინიშნაიმერეთის გუბერნატორის ყოფილი მოადგილე სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილედ დაინიშნა. აღნიშნული პოზიცია ვაკანტური გახლდათ, რომელსაც დღეიდან, 2020 წლის 11 აგვისტოდან გრიგოლ დალაქიშვილი იკავებს.   მას იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში რამდენიმეწლიანი სამუშაო გამოცდილება გააჩნია. გრიგოლ დალაქიშვილი 2017 წელს ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას მოთხოვნით მოადგილედ დაინიშნა. მანამდე  იგი ,,ქართული ოცნების"  იმერეთის რეგიონის კოორდინატორი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...