საპატრულო პოლიციის მუშაობის 6 თვის ანგარიში

სამართალი

საპატრულო პოლიციის მუშაობის 6 თვის ანგარიში

22 ივლ. 2013, 09:16:21

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2013 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში გატარებულმა რეფორმებმა და სიახლისკენ მიმართულმა ცვლილებებმა უფრო სრულყოფილი და ხარისხიანი გახადა საპატრულო პოლიციის ყოველდღიური სამსახურებრივი საქმიანობა. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში ყველა ცვლილება და ნოვაცია, შინაგან საქმეთა მინისტრის უშუალო ინიციატივითა და თანადგომით განხორციელდა.

შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივით განხორციელდა საპატრულო პოლიციის სრული რებრენდინგი: როგორც დედაქალაქში, ისე საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე ავტოპარკი განახლდა თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ახალი ავტომანქანებით,; აღნიშნულ ავტომანქანებზე განთავსდა ახალი დიზაინის წარწერები და ლოგოები, ისინი აღიჭურვა ვიდეოსამეთვალყურეო კამერებით, ბორტ–კომპიუტერებითა და ახალი საკომუნიკაციო საშუალებებით; ასევე დაიხვეწა და მთლიანად შეიცვალა საპატრულო პოლიციის ფორმის ტანსაცმელი, ის აღიჭურვა ისეთი თანამედროვე, სპეციალური საშუალებებით, როგორიცაა: სამხრე ვიდეოკამერები და ელექტროშოკები, ალკოტესტები (პრომილეს საზომი და ბეჭდვითი ფუნქციით) და სხვა.

იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ ხშირია ნასვამ მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვა, რაც ავტო-საგზაო შემთხვევების ძირითად წინაპირობას წარმოადგენს, აღნიშნული სამართალდარღვევის ეფექტური აღკვეთის და პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების პროექტი მომზადდა და მოხდა პარლამენტში შსს–ს მიერ მისი ინიცირება. აღნიშნული სამართალდარღვევის ეფექტური აღკვეთის და პრევენციის მიზნით საქართველოს ძირითად საავტომობილო გზებსა და ქალაქების ქუჩებში დამატებით დამონტაჟდა 29 ახალი ზედამხედველობის ავტომატიზებული სისტემები (ე.წ.რადარი): ავტომაგისტრალებზე – 12, ხოლო თბილისში – 17 რადარი. რადარების წინ განთავსდა შესაბამისი საგზაო ნიშნები.

გაუმჯობესდა დამრღვევი მძღოლისათვის ადმინისტრაციული ჯარიმის შესახებ ინფორმაციის მიწოდების სისტემა. რადარის მიერ დაფიქსირებული გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომანქანა ფიქსირდება სპეციალური კამერის მეშვეობით და მფლობელს შესაბამისი ადმინისტრაციული ჯარიმა მისდის რეგისტრაციის ადგილზე. ამავდროულად, საპატრულო პოლიცია საჯარიმო ქვითრის ჩაბარებამდე დამრღვევ მძღოლს SMS-ით აფრთხილებს. ჯარიმის გადახდის ვადის ამოწურვამდე 5 დღით ადრე მოქალაქეს SMS-ით მისდის შეხსენება.

იგეგმება საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების მონაცემთა ბაზის დახვეწაც, რისთვისაც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები აღიჭურვა ჯიპიეს სისტემით, რათა საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის დროს მოხდეს ადგილის ზუსტად დაფიქსირება, ე.წ. "შავი წერტილების" დადგენა, შემდგომში პრევენციული ზომების განხორციელებისათვის.

იმ რეგიონებში, სადაც აქამდე არ ვრცელდებოდა საპატრულო პოლიციის უფლებამოსილება და მომსახურება, დღეისთვის ის ხელმისაწვდომი გახდა როგორც თბილისის გარეუბნებში, ასევე კახეთის, იმერეთის, მცხეთის, ქვემო ქართლის და აჭარის სხვადასხვა ტერიტორიაზე. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამუშაო პროცესი გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის მიმართულებით საპატრულო პოლიციის ახალი დანაყოფის შექმნასთან დაკავშირებით.

დღეისთვის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში სულ მუშაობს 3564 თანამშრომელი, საპატრულო პოლიციის ავტოპარკში ავტომანქანების რიცხვი 245-იდან 300–მდე გაიზარდა: თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარ სამმართველოს 280 პატრულ–ინსპექტორი და 35 ავტომანქანა დაემატა, ხოლო სამეგრელო – ზემო სვანეთის მთავარ სამმართველოს – 40 პატრულ-ინსპექტორი და 7 ავტომანქანა; შიდა ქართლის მთავარ სამმართველოს – 18 პატრულ-ინსპექტორი და 3 ავტომანქანა; კახეთის მთავარ სამმართველოს – 18 პატრულ-ინსპექტორი და 3 ავტომანქანა; აჭარის მთავარ სამმართველოს – 42 პატრულ-ინსპექტორი და 7 ავტომანქანა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა შემუშავა საქართველოს კანონპროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე", რომელიც ემსახურება სწორი ადმინისტრაციული სახდელის განსაზღვრას, „საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტთან შესაბამისობაში მოყვანას და ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დაწესებას. ახალი კანონპროექტის მიხედვით სამართლის ნორმების ნაწილი გამკაცრდა, ხოლო ნაწილი შემსუბუქდა.

საპატრულო პოლიცია აქტიურად მონაწილეობდა ახალი „პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის შექმნაში.

2009 წლიდან შსს საპატრულო პოლიცია სახელმწიფო სასაზღვრო–გამტარ პუნქტებში პასუხისმგებელია სასაზღვრო რეჟიმის დაცვასა და სასაზღვრო–სამიგრაციო კონტროლზე. დღეისთვის საქართველოში ფუნქციონირებს 19 სასაზღვრო გამტარი პუნქტი, აქედან 3 აეროპორტი, 3 პორტი, 2 სარკინიგზო საზღვარი და 11 სახმელეთო საზღვარი.

ამერიკის ენერგეტიკის დეპარტამენტთან ინტენსიური თანამშრომლობის შედეგად, დღეის მონაცემებით საქართველოს ყველა სასაზღვრო გამტარ პუნქტზე სრულდება რადიაციულ ნივთიერებათა აღმომჩენი პორტალური მონიტორების მონტაჟი," _ იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.




 ახალი ამბები
  • „სჯობს, ტყუილებს გადაეჩვიონ”:დიზელის საწვავზე ერთლარიანი შეღავათი 39 თეთრამდე ჩამოსწიეს საქართველოს მთავრობის მიერ  შემუშავებული ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა, რომლის მიხედვით ფერმერებს ერთი ლარის ფასდაკლებით სთავაზობდნენ დიზელის საწვავის შეძენას, დღეს ეს შეღავათი, მაქსიმუმ,  32 თეთრს  შეადგენს და ბენეფიციარები უკმაყოფილებას არ მალავენ. ისინი განსაკუთრებულ გულისწყრომას ბანკებსა თუ ბენზინგასამართ სადგურებში, რიგში დგომისას,  გამოხატავენ: _ზუსტად ერთი ლარის ოდენობის შეღავათს შეგვპირდნენ, მერე რომ  მივხვდით, გვატყუებდნენ, ერთ ლარამდე გეხმარებოდითო. ახლა   1,48 თეთრს  ვიხდით  და სულ ერთი ლიტრი დიზელის საწვავი 1,87 ლარი ღირს. რა გამოდის? 39 თეთრია შეღავათი. თან ყოველ კვირაში აკლებენ. რა  ჰქვია ამას, თან  ახლა ვის სჭირდება საწვავი. ყანები დახნულ-დათესილია.  მოსავლის აღების და შეშის მოჭრის სეზონი ჯერ არ არის. სჯობს, ტყუილებს გადაეჩვიონ, დიზელის საწვავზე ლარიანი შეღავათი 39 თეთრამდე რომ ჩამოსწიეს. ტყუილია საქმე, თორემ არც მაგას გვაძლევდნენ და კი ვიყავით. როდის დასრულდება თვალლთმაქცური ტყუილები ამ ქვეყანაში? -გვეუბნებიან ფერმერები: სერგო ბოიაჯანი, ალექსანდრე ხინთიბიძე, გიორგი ლომჯარია, თინა ვაშაყმაძე და სხვები.  მართლაც, როცა  პრემიერმა წარადგინა ანტიკრიზისული გეგმა,  კონკრეტულ მიმართულებაში „ზრუნვა სოფელსა და ფერმერეზე“, ქვეთავში,  „პროგრამით სარგებლობის ინსტრუქცია“,  ნათქვამი იყო, რომ: „პროგრამაში ჩართულ ფერმერებს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონულ სამსახურებში, იუსტიციის სახლებსა და საზოგადეობრივ ცენტრებში დაურიგდებათ ავტოგასამართი კომპანიის (,,სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი”) ფასდაკლების ბარათები. აღნიშნული ბარათებით, პროგრამით მოსარგებლე ფერმერებს, შესაძლებლობა ექნებათ, დიზელის საწვავი, მიმდინარე წლის განმავლობაში, დიზელის ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებში ფიქსირებულ ფასზე,  დაახლოებით, 1 ლარით ნაკლებ ფასად შეიძინონ. საწვავის შეძენა შესაძლებელი იქნება „სოკარ პეტროლეუმ-ჯორჯიას” საბითუმო ბაზებიდან და ავტოგასამართი სადგურებიდან.“  „გურია ნიუსი“ კვლავ დაუკავშირდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურს. აქ მოგვცეს საშუალება, პროგრამის კოორდინატორთან, ლევან მიროტაძესთან გვესაუბრა.:  ლევან მიროტაძე ადასტურებს, რომ ახლა  ნაკლებია  შეღავათი და ის 32   თეთრს შეადგენს. თუმცა,  ამას ასე ხსნის: _ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში როცა გახორცილედა პროექტი, ბენზინგასამართ სადგურებზე 1,90 ლარი ღირდა დიზელის საწვავის ფასი. პროექტის მიხედვით კი _ 1,10 ლარი.   ჩვენი მიმართვის საფუძველზე მხოლოდ „სოკარმა“ შემოგვთავაზა იდეალური ფასი, ტენდერის ფარგლებში. თუმცა, ყოველ თვეში  იცვლება საწვავის კონსოლიდირებული ფასი. როცა დავიწყეთ პროექტი, მაშინ ფასი დაბალი იყო. დღეისთვის კი კონსოლიდირებული ფასი 1,66 ლარია. ახლა გამოდის შეღავათი 32 თეთრი. ეს შეღავათი წლის ბოლომდე გვაქვს გადანაწილებული და სავარაუდოდ, საწვავის ფასი უფრო დაიწევს. ციგრებით რომ ვისაუბროთ, ჯამში  2 მილიონ ლარზე მეტია დანაზოგი, - გვითხრა ... ...
  • თიბისის მხარდაჭერით, „აჭარა ტექსტილის“ ჯგუფის კიდევ ერთი საწარმო - „ქართული ტექსტილი“ გაიხსნებარუსთავში, თიბისის მხარდაჭერით, ტექსტილის მაღალტექნოლოგიური საწარმო - „ქართული ტექსტილი“ გაიხსნება. 14 ივლისს, 38 000 კვ.მ ფართობის მიწაზე 20 000 კვ.მ ფართობის ქარხნის მშენებლობას ჩაეყარა საძირკველი. შ.პ.ს „ქართული ტექსტილი“ „აჭარა ტექსტილის“ ჯგუფის რიგით მეოთხე საწარმოა. ქსელის სხვა საწარმოების მსგავსად, რუსთავში მდებარე ახალ სამკერვალო ქარხანაში სპორტული სამოსი შეიკერება, რომელიც ექსპორტზე გავა. საწარმოში 2000-მდე ადგილობრივი ადამიანი დასაქმდება. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მილიონი ლარია, საიდანაც 10 მილიონ ლარს თიბისი სააგენტოს - „აწარმოე საქართველოში“  პროგრამის ფარგლებში დააფინანსებს. ქართული ექსპორტიორი კომპანია „აჭარა ტექსტილი“ საფეიქრო მრეწველობის სფეროში 2009 წლიდანაა ჩართული და დღემდე ბათუმში, ქობულეთსა და ფოთში სამ სამკერვალო ქარხანას აერთიანებდა, სადაც ჯამში 3500 ადამიანია დასაქმებული. კომპანია სპორტული პორდუქციის რეალიზაციას საერთაშორისო ბაზარზე ახორციელებს და ისეთ მსხვილ სპორტულ ბრენდებთან თანამშრომლობს, როგორებიცაა: Nike, Adidas, Puma, Lotto, Erima, Under Armour და სხვა. საწარმოებში სპორტული სამოსი მსოფლიოში წამყვანი სპორტული გუნდებისთვის (აიაქსი, არსენალი, ლიონი, მალაგა, ატლეტიკო, მადრიდი, გალათასარაი) და სხვადასხვა ეროვნული ნაკრებისთვის (საფრანგეთი, ინგლისი, პორტუგალია, ხორვატია, შევიცარია) იკერება. ჯგუფი წლიურად 10 000 000 ერთეულ სპორტულ პროდუქტს ქმნის, რუსთავში ახალი ქარხნის ამოქმედებით კი წარმოების მოცულობა კიდევ უფრო გაიზრდება. „თიბისისთვის პრიორიტეტული და განსაკუთრებით მნიშვენლოვანია ისეთი ბიზნესების მხარდაჭერა, რომლებიც მაღალი ხარისხის ეროვნულ წარმოებას ავითარებს და ადგილობრივების დასაქმებას უწყობს ხელს. ჩვენთვის საამაყოა იმ პროდუქციის შექმნაში წვლილის შეტანა, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე Made in Georgia-ს ეტიკეტით გადის. „აჭარა ტექსტილის“ დამსახურებით საფეხბურთო ჩემპიონატებზე არაერთი გუნდი სწორედ საქართველოში შეკერილი ფორმებით ასპარეზობს. არსებულ კრიზისულ პერიოდში ჩვენი მთავარი მიზანია უზრუნველვყოთ ბიზნესსექტორის და ზოგადად, ქართული ეკონომიკის უწყვეტი ფუნქციონირება. გვიხარია, რომ გამოწვევებითა და სირთულეებით სავსე ახალი რეალობის მიუხედავად, ეროვნული წარმოება გრძელდება და ფართოვდება კიდეც“, - ლევან შავკაციშივილი, თიბისი ბანკის კორპორატიული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის უფროსი. ... ...
  • "ოკრიბაზე" მძღოლებს თანხას სძალავდნენ- შსს-მ ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები დააკავათბილისში დააკავეს ე.წ. კანონიერი ქურდები, რომლებიც "ოკრიბაზე" მძღოლებს ყოველთვიურად თანხას სძალავდნენ. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი: „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად სამი პირი: 1971 წელს დაბადებული მ.რ., 1968 წელს დაბადებული ლ.ა და 1973 წელს დაბადებული კ.დ. „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები და „ქურდული სამყაროს“ წევრები - ლ.ა., კ.დ. და მ.რ. თბილისში, ავტოსადგურ „ოკრიბას“ მიმდებარე ტერიტორიაზე თვითდასაქმებულ მოქალაქეებს, რომლებიც საკუთარი ავტომობილებით მგზავრთა გადაყვანას ახდენდნენ, ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარითა და „ქურდული გარჩევის“ გზით, ყოველთვიურად გარკვეულ თანხას სძალავდნენ. „ქურდული სამყაროს“ წევრობის და გამოძალვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 181-ე მუხლის მე-2-ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ... ...
  • " გადაურჩა დაწვას"- მკვლელობის მცდელობა გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით საქართველოს პროკურატურამ ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე  შ.გ.-ს ბრალდება დაუზუსტა და დანაშაულის ჩადენის მოტივად  გენდერული დისკრიმინაცია დაადგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 30 ივნისს, შ.გ.-მ მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ს.შ.-ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, შემდეგ ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო ს.შ.-ს ადგილზე შეკრებილი ადამიანების დახმარებით გადაურჩა დაწვას. სამართალდამცველებმა ს.შ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ'' ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით წარედგინა. სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე დადგინდა, რომ შ.გ.-მ მკვლელობის მცდელობა გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით ჩაიდინა. ასევე, გამოძიებით დადგინდა, რომ  2020 წლის თებერვალსა და მაისში  შ.გ.-მ გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით ს.შ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. 2020  წლის 13 ივლისს შ.გ.-ს ბრალდება დაუზუსტდა და  ბრალი  წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19.109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ1"  და ,,ვ" ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით და 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი). სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ... ...
  • მოხმარებისთვის გამოუსადეგარი ოდენობით ნარკოტიკის უკანონო შეძენა/შენახვისთვის მსჯავრდებული პატიმრობიდან გათავისუფლდათბილისის სააპელაციო სასამართლომ, რამდენიმე წუთის წინ, დააკმაყოფილა GDI-ს შუამდგომლობა განაჩენის გადასინჯვის თაობაზე. სასამართლომ გააუქმა მსჯავრდებულისთვის სასჯელის სახედ და ზომად დანიშნული 5 წლიანი პატიმრობა და ის გაათავისუფლა პენიტენციური დაწესებულებიდან. მსჯავრდებული 2016 წლიდან სასჯელს იხდიდა ნარკოტიკული დანაშაულისთვის, კერძოდ მეტამფეტამინის, წონით 0,000036 გრამი და ამფეტამინის, წონით 0,000033 გრამი შეძენისა და შენახვისთვის. სასამართლომ გაიზიარა დაცვის მხარის და ექსპერტის პოზიცია, რომ ნარკოტიკული საშუალებების აღნიშნული ოდენობები არ მიეკუთვნებოდა მოხმარებისთვის ვარგის დოზებს, ხოლო პატიმრობის გამოყენება წარმოადგენდა ღირსების შემლახავი სასჯელის გამოყენებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2020 წლის 4 ივნისის განჩინებით, ღირსების შემლახავი სასჯელის გამოყენებად მიიჩნია და არაკონსტიტუციურად ცნო სისხლის სამართლის კოდექსის იმ ნორმის შინაარსი, რომელიც პატიმრობის გამოყენებას ითვალისწინებდა მოხმარებისთვის უვარგისი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებათა უკანონო შეძენისა და შენახვისთვის. GDI აცხადებს, რომ მზად არის განაჩენის გადასინჯვაში დაეხმაროს ყველა იმ პირს, ვინც მოხმარებისთვის უვარგისი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა/შენახვისთვის იხდის ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...