2013 წლის ყველაზე აგრესიული ქმედებები სასამართლოს მიმართ

სამართალი

2013 წლის ყველაზე აგრესიული ქმედებები სასამართლოს მიმართ

25 ივლ. 2013, 15:05:33
განცხადებები კეთდებოდა როგორც მართლმსაჯულების წარსულ პრობლემებსა და კონკრეტული მოსამართლეების ბრალეულობაზე, ასევე იმ ახალ გადაწყვეტილებებზე, რომელსაც სასამართლო საზოგადოებაში მაღალი ინტერესის მქონე საქმეებზე იღებდა. თავდაპირველად კრიტიკით მხოლოდ მმართველი გუნდის წევრები გამოირჩეოდნენ, თუმცა მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც სასამართლომ მათთვის არასასურველი გადაწყვეტილება მიიღო, სასამართლოს მისამართით კრიტიკული განცხადებები უმცირესობის წევრებმაც გააკეთეს,” _ ნათქვამია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ მომზადებულ ანგარიშში "სასამართლო 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ".

ყველაზე აგრესიული ქმედება ახალციხის სასამართლოსთან განხორციელდა, როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილო მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეთა ნაწილმა განსაკუთრებული აგრესია გამოიჩინა და სასამართლოს შენობას ქვები დაუშინა. საქმე ეხებოდა შსს ბორჯომის რაიონული სამმართველოს ყოფილი უფროსისა და მისი რამდენიმე თანამშრომლის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეს, სადაც აღნიშნულმა სასამართლომ 2013 წლის 5 ივლისს გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. ამ ფაქტზე არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციამ სპეციალური განცხადება გაავრცელა.

2013 წლის 18 თებერვალს ფოთის საქალაქო პროკურატურამ დაკითხვაზე დაიბარა ფოთის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პროკურატურა დაინტერესდა ფოთის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის რევაზ ნადარაიას მიერ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით. საქმე ეხებოდა 2009 წლის ოქტომბერში ამნისტირებული პირის უკანონო მსჯავრდების ფაქტს. მიუხედავად იმისა, რომ ამნისტიის მიხედვით, ჩადენილი დანაშაულისთვის ბრალდებული პასუხისმგებლობისგან უნდა გათავისუფლებულიყო, მოსამართლემ ის მაინც გაასამართლა. მოგვიანებით საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ შეცვალა და პირი გათავისუფლებულ იქნა პატიმრობიდან. აღნიშნულ საკითხზე "საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველომ" სპეციალური განცხადებაც გაავრცელა. პროკურატურის ქმედება გაუმართლებელი იყო და კანონის დარღვევას წარმოადგენდა. ამ შემთხვევაში დაირღვა კონსტიტუციის 84-ე მუხლი, რომელიც მოსამართლის დამოუკიდებლობაზე და მის საქმიანობაში ჩაურევლობაზე საუბრობს. მოსამართლის გადაწყვეტილების კანონთან შესაბამისობის გადახედვის უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ ზემდგომ სასამართლოს და არა აღმასრულებელი ხელისუფლების რომელიმე ორგანოს.

ახალციხის სასამართლოსთან განვითარებული მოვლენების ფონზე, ასევე გავრცელდა პროკურატურისა და სასამართლოს ხელისუფლების ურთიერთბრალდებები. საუბარი იყო ადგილობრივი პროკურორისა და მოსამართლის კანონით აკრძალულ კომუნიკაციაზე. პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, განაჩენის გამოტანამდე რამდენიმე თვით ადრე, მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილი მისი ინიციატივით არაოფიციალურ გარემოში შეხვდა სამცხე-ჯავახეთის პროკურორ გივი პაპუაშვილს და ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმების დადება ურჩია. მოგვიანებით უზენაესმა სასამართლომ უარყო აღნიშნული ფაქტი და პროკურატურა ცრუ ინფორმაციის შეგნებულად გავრცელებაში დაადანაშაულა.

2012 წლის 19 დეკემბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ საგანგებო განცხადება გააკეთა თბილისის საქალაქო სასამართლოს ერთ ერთი მოსამართლის თანაშემწეზე სპეციალური სამსახურების მიერ განხორციელებულ ზეწოლასთან დაკავშირებით. გავრცელებული ინფორმაციით, სპეციალური სამსახურების წარმომადგენლები ცდილობდნენ თანაშემწისგან მიეღოთ გარკვეული ინფორმაცია სასამართლოს შიდა ადმინისტრაციულ საკითხებზე და საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეზე. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიების დაწყების შესახებ განცხადება მთავარმა პროკურორმა გაავრცელა. გამოძიება დღემდე მიმდინარეობს.

მაღალი საჯარო ინტერესის მქონე საქმეებზე არაერთგვაროვანი ტენდენციები შეიმჩნევა. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები განსხვავდება ყოველი კონკრეტული საქმისა და ბრალდებული პირების მიხედვით. ზოგიერთ შემთხვევაში სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მოთხოვნა და აღმკვეთი ღონისძიების სახით ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა (მაგ. ბაჩო ახალაია, ვანო მერაბიშვილი, მეგის ქარდავა, დავით კეზერაშვილი და სხვა), ხოლო სხვა შემთხვევებში წინასწარი პატიმრობის ნაცვლად აღმკვეთი ღონისძიების სახედ გირაო განისაზღვრა (მაგ. ზურაბ ჭიაბერაშვილი, ნიკა გვარამია, თენგიზ გუნავა და სხვა), თბილისის მერის შემთხვევაში კი სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა საერთოდ ვერ დაინახა.

მაღალი საჯარო ინტერესის მქონე ზოგიერთ საქმეში შეიმჩნევა ტენდენცია, როდესაც გამოძიების ინიციატივით საქმე რეგიონულ სასამართლოებში იხილება, მაშინ როდესაც სავარაუდო დანაშაულის ჩადენის ადგილი თბილისია. ორ ყველაზე გახმაურებულ შემთხვევაში სავარაუდო დანაშაული დედაქალაქში იყო ჩადენილი და საქმის გამოძიებაც თბილისში იყო მიზანშეწონილი, თუმცა გამოძიების წარმოება რეგიონის საგამოძიებო ორგანოებს დაევალათ. შესაბამისად საქმეც რეგიონულ სასამართლოში იქნა განხილული (ვანო მერაბიშვილის საქმე, რომელიც ქუთაისის საქალაქო სასამართლომ განიხილა და თბილისის მერიის თანამშრომლების საქმე, რომელიც რუსთავის საქალაქო სასამართლომ განიხილა). აღნიშნულის შესაძლებლობას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ფორმალურად იძლევა (აღნიშნული ცვლილება კანონში 2010 წელს შევიდა), თუმცა მიგვაჩნია, რომ საგამოძიებო ორგანოების ყოველი ასეთი გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს და მას კონკრეტული საფუძველი უნდა ჰქონდეს. ხსენებულ საქმეებში საკუთარი გადაწყვეტილების სათანადოდ დასაბუთება გამოძიებამ ვერ შეძლო. მიუხედავად ნაციონალური მოძრაობის წევრების განცხადებებისა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ვანო მერაბიშვილის საქმეზე მოსამართლეებზე ზეწოლა არ დაუდასტურებია.

საერთო ჯამში უნდა ითქვას, რომ აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებას, ასევე სასამართლოსთან მიმართებაში პოლიტიკურ ძალებს შორის არსებული დაძაბულობის ფონზე, პოზიტიური ნაბიჯი იყო საქართველოს პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან შეხვედრის შესახებ, სადაც მან მკაფიოდ გამოხატა პოზიცია სასამართლოს ხელისუფლებაში ჩაურევლობის მნიშვნელობასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია ასევე მისი შემდგომი განცხადებაც, სადაც მან კიდევ ერთხელ მოუწოდა ყველა მხარეს თავი შეიკავონ სასამართლოზე ზეწოლისგან.




 ახალი ამბები
  • რამდენმა ადამიანმა ისარგებლა სესხის გადახდის 3 თვით გადავადების შესაძლებლობითსახელმწიფოს დახმარებით მოქალაქეებს სესხის გადახდის 3 თვით გადავადების შესაძლებლობა მიეცათ - გადახდასთან დაკავშირებული პრობლემებისა და შესაბამისი ჯარიმების თავიდან აცილების მიზნით, ყველა ფიზიკურ პირს მიეცა სესხის მომსახურების 3 თვით გადავადების შესაძლებლობა, რითაც 600 000-მდე მსესხებელმა ისარგებლა, - ამის შესახებ კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშშია ნათქვამი. „იმის გამო, რომ შექმნილმა ვითარებამ გავლენა იქონია როგორც ქვეყნის მოქალაქეების დიდ ნაწილზე, ისე კომპანიებზე, სახელმწიფომ შეიმუშავა ანტიკრიზისული პაკეტი, რომელიც მაქსიმალურად მორგებულია არსებულ გამოწვევებზე. ანტიკრიზისული პაკეტით გათვალისწინებული ღონისძიებები 2 ეტაპად განხორციელდა. პირველი ეტაპი იყო გადაუდებელი დახმარება, რომლის განხორციელება მარტში (ჯერ კიდევ საგანგებო მდგომარეობამდე) დაიწყო, ხოლო მეორე ეტაპი უფრო მასშტაბურ ღონისძიებებს მოიცავს და მისი წარდგენა აპრილში მოხდა. პირველი ეტაპით გათვალისწინებული ღონისძიებები წარმოადგენდა ერთგვარ გადაუდებელ დახმარებას, რომლის მიზანი პანდემიით გამოწვეული პირველადი უარყოფითი ეფექტების მინიმიზაცია იყო. ეს მოიცავდა შემდეგ ღონისძიებებს: მოქალაქეებს დაუფინანსდათ 3 თვის კომუნალური გადასახადი - დახმარება შეეხო იმ აბონენტებს, რომელთა მიერ ელექტროენერგიის ყოველთვიური მოხმარება 200 კილოვატზე ნაკლებია, ხოლო ბუნებრივი აირის ყოველთვიური მოხმარება - 200 მ3-ზე ნაკლები. დაფინანსება აგრეთვე მოიცავს დასუფთავების და წყლის გადასახადსაც. სუბსიდირების აღნიშნული მექანიზმი სხვა ალტერნატივებთან შედარებით ყველაზე სამართლიანი და მიზნობრივია. ელექტროენერგიის გადასახადის შეღავათის ბენეფიციართა რაოდენობამ საშუალოდ 3 თვის განმავლობაში 1.2 მილიონზე მეტი აბონენტი შეადგინა, ხოლო ბუნებრივი აირის გადასახადის შეღავათის ბენეფიციართა რაოდენობამ საშუალოდ 3 თვის განმავლობაში - 670 ათასზე მეტი აბონენტი. პროგრამის ბიუჯეტი 170 მლნ. ლარია.სახელმწიფომ დააზღვია, რომ არ მომხდარიყო გაცვლითი კურსის ცვლილებით გამოწვეული ფასების მნიშვნელოვანი ზრდა 9 ძირითად სასურსათო პროდუქტზე - გაცვლითი კურსის გაუფასურებით გამოწვეული უარყოფითი ეფექტების შერბილების მიზნით, განხორციელდა სახელმწიფო პროგრამა, რომელმაც კრიზისის საწყის ეტაპზე, როდესაც მნიშვნელოვნად გაიზარდა ინფლაციური რისკები, ხელი შეუწყო პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების მერყეობის შემცირებას. ყველა იმ იმპორტიორი კომპანიისთვის, რომელმაც 15 მარტიდან 15 მაისის ჩათვლით, მოახდინა 9 ძირითადი პროდუქტის შესყიდვა, სახელმწიფოს მიერ მოხდა სავალუტო კურსის სხვაობის სუბსიდირება განსაზღვრული პირობებით. პროგრამის ბიუჯეტი 14 მლნ. ლარია. სახელმწიფოს დახმარებით მოქალაქეებს სესხის გადახდის 3 თვით გადავადების შესაძლებლობა მიეცათ - გადახდასთან დაკავშირებული პრობლემებისა და შესაბამისი ჯარიმების თავიდან აცილების მიზნით, ყველა ფიზიკურ პირს მიეცა სესხის მომსახურების 3 თვით გადავადების შესაძლებლობა, რითაც ისარგებლა 600 000-მდე მსესხებელმა. ანტიკრიზისული გეგმის მე-2 ეტაპი ითვალისწინებს პირდაპირ ფინანსურ დახმარებას მოქალაქეებისსხვადასხვა კატეგორიისთვის. მხარდაჭერა ეხებათ როგორც დაქირავებით დასაქმებულებს, ისეთვითდასაქმებულებს და სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფს. კერძოდ: დაქირავებით დასაქმებული პირები, რომლებმაც დაკარგეს სამსახური ან გაუშვეს უხელფასო შვებულებაში, დახმარების სახით მიიღებენ 1200 ლარს 6 თვის განმავლობაში, თვეში 200 ლარს დახმარებით სარგებლობა შეეძლება დაახლოებით 350 000 მოქალაქეს. პროგრამის ბიუჯეტი 450 მლნ ლარამდეა.სხვადასხვა კატეგორიის თვითდასაქმებულები მიიღებენ ერთჯერად დახმარებას 300 ლარს. პირების იდენტიფიცირებისთვის გამოყენებული იქნება მოქალაქის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია რომლითაც დადასტურდება, რომ ეპიდემიამდე აღნიშნულ მოქალაქეს ჰქონდა შემოსავალი პროგრამის ბიუჯეტი 75 მლნ. ლარს შეადგენს. სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიზნით, დამსაქმებელი მიიღებს საგადასახადო შეღავათს - 6 თვის განმავლობაში 750 ლარის ოდენობის ხელფასი სრულად გათავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან. 1500 ლარამდე ხელფასი კი, 750 ლარის ოდენობაზე გათავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან. პროგრამის ბიუჯეტი 250 მლნ. ლარია“, - აღნიშნულია ... ...
  • კორონავირუსით საზღვარგარეთ საქართველოს 16 მოქალაქე გარდაიცვალაCOVID-19-ის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშშის თანახმად, 22 მაისის ჩათვლით, საქართველოში მთავრობის დახმარებით, 12 720 საქართველოს მოქალაქე დაბრუნდა, მათ შორის, საჰაერო გზით - 7 107, სახმელეთო გზით - 5 223 და საზღვაო გზით - 390 ადამიანი. ამის შესახებ COVID-19-ის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშშია ნათქვამი. დოკუმენტის თანახმად, დაბრუნებულთა შორისაა ქრონიკული დაავადების მქონე 483 პირი, 34 - შშმ პირი, 259 - ხანდაზმული, 102 - ორსული, 435 - მცირეწლოვანი, 173 - ონკოლოგიური პაციენტი, 1 118 - ტრანზიტული მგზავრი, 29 - მეზღვაური და სხვა განსაკუთრებული საჭიროების მქონე 90 პირი. აგრეთვე, საცხოვრებლისა და სტიპენდიის გარეშე დარჩენილი 794 სტუდენტი (საერთო ჯამში განსაკუთრებული საჭიროების მქონე - 3 517 მოქალაქე). „აღსანიშნავია, აშშ-ს მთავრობასთან თანამშრომლობით, აშშ-დან განხორციელებული სპეციალური რეისი, რომელმაც უზრუნველყო სამშობლოში 79 ქართველი მოსწავლის და სტუდენტის და სომხეთის მოქალაქე 35 ბავშვის დაბრუნება. გარდა ამისა, ადგილზე დახმარება გაეწია უცხოეთში მყოფ - 21 190 მოქალაქეს, მათ შორის, საცხოვრებლის გარეშე დარჩენილთა თავშესაფრით უზრუნველყოფის, საკვების, მედიკამენტების, ასევე სხვა პირველადი და აუცილებელი საჭიროების პროდუქტების და მომსახურების მიწოდების გზით. ასევე, საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაფორმებისას, მოქალაქეები გათავისუფლდნენ საკონსულო მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან. განხორციელდა 74 ავიარეისი მსოფლიოს 27 ქვეყნიდან, მათ შორის ჩინეთი, ირანი, იტალია, გერმანია, საბერძნეთი და ა.შ. განხორციელებულ ფრენებს შორის - 33 პირდაპირი რეისი შეასრულა ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზებმა“. 22 მაისის მდგომარეობით, კორონავირუსით ინფიცირებული იყო საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს 118 მოქალაქე, უმრავლეს შემთხვევებში სახეზეა დაავადების ნაკლებად მძიმე ფორმები. ინფექციით საზღვარგარეთ გარდაიცვალა საქართველოს 16 მოქალაქე (ავსტრია - 1, ესპანეთი - 4, თურქეთი - 1, ბრიტანეთი - 2, აშშ - 5, საფრანგეთი - 2, ლატვია - 1)“, - აღნიშნულია ... ...
  • რამდენი მილიონი დახარჯა მთავრობამ საკარანტინო ზონებისთვისსაკარანტინო ზონებისთვის დახარჯული სახელმწიფო ბიუჯეტი 32.5 მლნ ლარს შეადგენს. ამის შესახებ COVID-19-ის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშშია ნათქვამი. ამავე ანგარიშის თანახმად, 22 მაისის მდგომარეობით, საკარანტინო ზონაში შედიოდა ქვეყნის მასშტაბით 84 სასტუმრო, რაც ჯამში აერთიანებდა 6 500-ზე მეტ ოთახს, რომლებშიც სავალდებულო კარანტინი 19 002 ადამიანმა დაასრულა. „ამასთან, 2 თვის განმავლობაში მუდმივად დაკავებული იყო საშუალოდ 4 500-5 000 ოთახი. პროექტის განხორციელებით ხელი შეეწყო 23 მცირე ზომის (5-დან 40 ნომრამდე), 42 საშუალო (41-დან 100 ნომრის ჩათვლით) და 18 დიდი ზომის სასტუმროს (101 ნომერი და ზემოთ) ოპერირებას, რამაც უზრუნველყო როგორც სექტორის წარმომადგენლებისათვის, ისე სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვის სამსახურისა და შემოსავლების შენარჩუნება. უნდა აღინიშნოს, რომ საკარანტინო ზონების პროექტის არსებობით ხელი შეეწყო არა მხოლოდ COVID19-თან ეფექტიან ბრძოლას, არამედ ისეთი სფეროების წარმომადგენლების ფინანსურ მხარდაჭერას, როგორიცაა: სატრანსპორტო სერვისი, ქეითერინგი და საკვები პროდუქტების დისტრიბუცია, ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოება და სხვ. საკარანტინო ზონებისთვის დახარჯული სახელმწიფო ბიუჯეტი შეადგენს 32.5 მლნ ლარს“, - ნათქვამია ანგარიშში. ანგარიშში ასევე განმარტებულია, რომ საკარანტინო ზონების პროექტის დაწყებიდან, მთავრობა აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა მცირე, საშუალო და დიდი ზომის სასტუმროებთან. ჯამში, მოლაპარაკებები წარიმართა დედაქალაქისა და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მდებარე 300-ზე მეტ სასტუმროსთან. „საკარანტინო სივრცედ სასტუმროს შეჩევის პროცესში საქართველოს მთავრობა ეყრდნობოდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კრიტერიუმებს. სასტუმროების საკარანტინო სივრცეებად დაჯავშნა დაიწყო 2020 წლის 10 მარტიდან, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე. საზღვრებიდან სასტუმრომდე მოქალაქეების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფდა მთავრობა. გრძელი მანძილების შემთხვევაში, უზრუნველყოფილი იყო ტრანსპორტში საკვების მიწოდება. ასევე, უზრუნველყოფილი იყო სასტუმროების პერსონალის სპეციალური სამედიცინო აღჭურვილობით მომარაგება და სხვა საჭირო აქტივობების განხორციელება. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე სასტუმროების საკარანტინო სივრცეებად დაჯავშნისას სასტუმროს ნომრის ღირებულება ყოველ ჯერზე წარმოადგენდა მოლაპარაკების საგანს. 2020 წლის 21 მარტიდან ახალი სასტუმროების საკარანტინო სივრცეებად დაჯავშნისას პროექტში ჩართული ყველა სასტუმროსათვის ამოქმედდა ერთიანი ტარიფი, რომელიც ითვალისწინებს სასტუმროს ნომრის ღირებულებას - 59 ლარს (დღგ-ს ჩათვლით), საიდანაც სამჯერად კვებით მომსახურებაზე ფიქსირებული ტარიფი ყოველი სასტუმროსათვის შეადგენს 25 ლარს“, - ნათქვამია ... ...
  • თიბისი სესხების გადავადების მეორე ტალღას 13 ივნისიდან იწყებს (R)ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე თიბისი სესხების სამთვიან გადავადებას სთავაზობს პანდემიის შედეგად დაზარალებულ იმ მომხმარებლებს, რომელთაც დაკარგეს სამსახური ან შეუმცირდათ შემოსავალი. 10 ივნისის ჩათვლით თიბისი ეტაპობრივად დაუკავშირდება და შესთავაზებს საშეღავათო პერიოდით სარგებლობას ყველა იმ მომხმარებელს, რომელიც რეგისტრირებულია შემოსავლების სამსახურის ბაზაში და იღებს საქართველოს მთავრობისგან კომპენსაციას. ასევე, საშეღავათო პერიოდით ისარგებლებენ ის მომხმარებლები, რომლებიც ბანკის მიერ არიან იდენტიფიცირებული და რომლებსაც მნიშვნელოვნად შეუმცირდათ ან დაკარგეს შემოსავალი. თიბისი სხვადასხვა არხის მეშვეობით შეატყობინებს მათ საშეღავათო პერიოდის გააქტიურების შესახებ.  საშეღავათო პერიოდი გავრცელდება შემდეგ პროდუქტებზე: სამომხმარებლო და იპოთეკურ სესხებზე, სასწრაფო სესხებზე, ავტოსესხებზე, განვადებაზე, საკრედიტო ბარათებზე, ოვერდრაფტებზე და სტანდარტული გრაფიკის მქონე ბიზნეს სესხებზე.  ბიზნეს და აგრო სესხების შემთხვევაში თიბისი სესხების გადავადებას შესთავაზებს ბანკის მიერ იდენტიფიცირებულ ყველა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომელთა ბიზნესმაც მიიღო გრძელვადიანი ფინანსური სტრესი და მომავალ თვეებში ვერ შეძლებენ სესხზე შენატანის განხორიცილებას. ასევე იმ პირებს, რომლებიც შემოსავალების სამსახურში დარეგისტრირდნენ ერთჯერადი დახმარების მიღების მიზნით.  ყველა სხვა შემთხვევას თიბისი ინდივიდუალურად განიხილავს. ამისათვის დაინტერებული პირი უნდა დაუკავშირდეს საკრედიტო ექსპერტს ან ბიზნეს ბანკირს, შეავსოს განაცხადი და დაელოდოს გადაწყვეტილებას. სესხების გადავადების პროგრამით სარგებლობა შესაძლებელია 13 ივნისიდან და იგი გაგრძელდება მომდევნო სამ თვეს. თიბისიმ სესხების გადავადება უკვე მეორედ შესთავაზა მომხმარებელს, პირველი ტალღა ქვეყანაში პანდემიის გამოცხადებისთანავე დაიწყო. მარტში სესხების გადავადების სამთვიანი პერიოდით მომხმარებლების 78%-მა ისარგებლა, ხოლო მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის 59%-მა.  უფრო დეტალურად ინფორმაციას გაეცანით თიბისის ვებგვერდზე.                                                                                                                                                     ... ...
  • თიბისის ინტერნეტ და მობაილბანკში სესხის მიღების პროცედურა კიდევ უფრო გამარტივდა (R)მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, აქ, თიბისის ინტერნეტ და მობაილბანკში, ახლა, სამომხმარებლო სესხის მიღება კიდევ უფრო მარტივადაა შესაძლებელი.  სიახლით სარგებლობისთვის მომხმარებლებმა სასურველ თანხაზე მოთხოვნა ციფრული არხების საშუალებით, დისტანციურად უნდა დააფიქსირონ. ამისათვის კი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში მხოლოდ მარტივი განაცხადის შევსებაა საჭირო.  განაცხადის შევსებიდან ერთ სამუშაო დღეში თიბისის გუნდი მომხმარებელს დაუკავშირდება.  ინტერნეტ და მობაილბანკს  ახალი ფუნქციონალი უკვე დაემატა. გამარტივებული პროცედურით სარგებლობა  იმ მომხმარებლებს  შეუძლიათ, რომლებსაც  სესხის ლიმიტი სრულად არ აქვთ ათვისებული და სურთ დამატებითი თანხის მიღება.  თიბისის ციფრული არხებით შესაძლებელია  500-დან  60,000 ლარამდე თანხის მიღება, 6 თვიდან 48 თვემდე დაფარვის ვადით. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?