არასამთავრობოების განცხადებით, ხელისუფლების ვერსია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

სამართალი

არასამთავრობოების განცხადებით, ხელისუფლების ვერსია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

29 აგვ. 2013, 16:08:25

"26 აგვისტოს, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელაში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ მეჩეთის მინარეთის მოშლითა და ძალოვნების მიერ მუსლიმი მოსახლეობის ფიზიკური შეურაცხყოფით უხეშად დაირღვა მუსლიმთა უფლებები.

ბოლო პერიოდში (ნიგვზიანი, წინწყარო, სამთწყარო) მუსლიმების წინააღმდეგ განხორციელებული მუქარების, რელიგიური რიტუალებისთვის ხელის შეშლის, დევნისა და ხულიგნობის არც ერთ ფაქტს არ მოყვა შედეგად უფლებადამრღვევთა პასუხისგებაში მიცემა. სახელმწიფოს მხრიდან არაადეკვატური, არაეფექტური და დისკრიმინაციული მოქმედება უმთავრესი მიზეზი გახდა იმისა, რომ რელიგიურ ნიადაგზე მუსლიმთა შევიწროებამ პერიოდული ხასიათი შეიძინა.

ჩვენი სახელმწიფოსა და თითოეული მოქალაქისთვის ამ უაღრესად სახიფათო პროცესების განვითარებაში თავისი წვლილი შეიტანა სახელმწიფო მოხელეებისა და პოლიტიკოსების უპასუხისმგებლო განცხადებებმა.

ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია ჭელას მინარეთის მოშლასთან დაკავშირებით იუსტიციიის მინისტრის პოზიცია, რომ მუსლიმებს მინარეთების გარეშეც შეუძლიათ ილოცონ, ხოლო მათი მშენებლობის უფლება, შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.

ასევე შეშფოთებას იწვევს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადებები, რომელთა აქცენტი პრობლემის რეალური არსის მიჩქმალვა და მისი პოლიტიკურ ძალთა შორის დაპირისპირების ჭრილში გადატანაა.

შეიძლება ითქვას, რომ მუსლიმთა რელიგიის თავისუფლების უკანონო შეზღუდვისა და დისკრიმინაციის გახშირებული ფაქტებიდან, ჭელაში მომხდარი ინციდენტი რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის ყველაზე მწვავე შემთხვევად იქცა.

ხელისუფლების მიერ გავრცელებული ოფიციალური ვერსია ჩატარებული ღონისძიების მიზეზების შესახებ, ვერანაირ სამართლებრივ კრიტიკას ვერ უძლებს და ყოველგვარ ლოგიკურ ჩარჩოებს მიღმაა. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის ანალიზი ცხადყოფს, რომ სახელმწიფოს მუსლიმების მიერ მინარეთის განბაჟებისას არანაირი ფინანსური ზარალი არ განუცდია, თუმცა ასეთი ზარალის არსებობის შემთხვევაშიც, სახელმწიფო ორგანოებს არ გააჩნდათ მინარეთის დემონტაჟის უფლებამოსილება.

მიგვაჩნია, რომ 2013 წლის 26 აგვისტოს საბაჟო სამსახურის მიერ განხორციელებული ღონისძიებისას მოხელეთა ქმედებებში იკვეთება დანაშაულის ნიშნები, რაც აუცილებლად უნდა გახდეს საქართველო მთავარი პროკურატურის ძიების საგანი.

შესაბამისად, მოვუწოდებთ მთავარ პროკურორს, დაიწყოს გამოძიება ხსენებულ ფაქტთან დაკავშირებით და პასუხისგებაში მიეცნენ ის მოხელეები და თანამდებობის პირები, რომელთა უკანონო მოქმედებებმაც უხეშად ხელყვეს სოფელ ჭელას მოსახლეობის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები.

მოვლენათა სამართლებრივი შეფასება

2013 წლის 26 აგვისტოს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებმა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელაში მდებარე მეჩეთის მინარეთის დემონტაჟი განახორციელეს. როგორც შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადება ცხადყოფს, აღნიშნული განხორციელდა საქონლის გაშვების შემდგომი გასვლითი შემოწმების ფარგლებში. შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კონსტრუქციის წონა და სასაქონლო კოდი შესაძლოა დეკლარირებულ მონაცემებს არ შეესაბამებოდეს, ამიტომ შემოსავლების სამსახურმა გადაწყვიტა  ჩაეტარებინა სასაქონლო ექსპერტიზა. განცხადებაში ნათქვამია, რომ საბაჟოზე შემოტანილი საქონლის არასწორად კლასიფიცირების გამო შესაძლოა იმპორტის გადასახდელების ოდენობა შემცირებულიყო. ამის დადგენა კი, ლითონის კონსტრუქციის „ფიზიკური დათვალიერებისა და შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნის გარეშე შეუძლებელია“.

სახელმწიფო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, უნდა მივიჩნიოთ, რომ მინარეთის დემონტაჟი განხორციელდა საბაჟო კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის შემოწმების მიზნით.

როგორც ზეპირსიტყვიერი განმარტებისას ადგილობრივმა მუსლიმებმა განაცხადეს, სახელმწიფოს წარმომადგენლები მათ ეუბნებოდნენ, რომ ბიუჯეტს მინარეთის კონსტრუქციის არასწორად განბაჟების გამო 4000-მდე ლარი დააკლდა.

მინარეთი წარმოადგენდა უძრავ ნივთთან (მიწასთან) მყარად დაკავშირებულ კონსტრუქციას, რომელსაც ჰქონდა საძირკველი. მისი დემონტაჟისათვის საჭირო გახდა მთელი ნაგებობის  საყრდენი მეტალის კონსტრუქციის დაზიანება (გადაჭრა).

უჩვეულო და დამაფიქრებელია ჩატარებული ოპერაციის ის მასშტაბი და რესურსები, რომლებიც სახელმწიფომ მისი განხორციელებისას გამოიყენა. ადგილობრივების განცხადებით, ოპერაციაში მონაწილეობდა მინიმუმ ერთი ვერტმფრენი, 45-მდემაღალი გამავლობის ავტომობილი, სატვირთო ტრაილერი, ამწე, 200-მდე სამართალდამცავი, მათ შორის სპეციალური დანიშნულების რაზმი, რომელიც სამი საათის განმავლობაში აკონტროლებდა სოფელს, სადაც მხოლოდ 50-მდე ოჯახი ცხოვრობს.

ამ დროის განმავლობაში გადაკეტილი იყო სოფლისკენ მიმავალი ყველა გზა. მოსახლეობა და მედიის წარმომადგენლები მეჩეთთან მისვლას ვერ ახერხებდნენ. მოძრაობა მხოლოდ მას შემდეგ განახლდა, რაც მინარეთი სატვირთო მანქანით სოფლიდან გაიტანეს. დემონტაჟის პროცესში მოსახლეობის ნაწილს, რომელიც სალოცავთან ახლოს მისვლას ცდილობდა, პოლიციამ სცემა, ხოლო ნაწილი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავა. მოქალაქეთა მიერ მობილური ტელეფონით გადაღებულ მასალაში ჩანს, რომ პოლიციამ მოსახლეობის დასაშინებლად რამდენჯერმე გამოიყენა გამაფრთხილებელი გასროლაც.

რამდენიმე თვითმხილველმა განგვიცხადა, რომ იმ პირებს, რომლებიც მობილური ტელეფონებით შედარებით ახლო ხედიდან იღებდნენ დაპირისპირებისა და სხვა პირთა დაკავების კადრებს, პოლიციელები ხელმძღვანელთა მითითების შესაბამისად აკავებდნენ და ართმევდნენ მობილურ ტელეფონებს.

გავრცელებულ ვიდეო კადრებში ჩანს, რომ ადამიანებს, რომლებიც მინარეთის დანგრევის გამო უკმაყოფილებას გამოხატავდნენ, სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირები ხელბორკილებს ადებდნენ და მანქანის საბარგულში სვამდნენ. გავრცელებული ინფორმაციით სპეცოპერაციისას პოლიციამ 11 ადამიანი დააკავა, რომელთა ნაწილი 26 აგვისტოს ღამესვე გაათავისუფლეს.

ერთ-ერთი დაკავებულის, სელმან ჩოგაძის თქმით, პოლიციამ იგი იმიტომ წაიყვანა, რომ თანასოფლელების დამშვიდებას ცდილობდა.  საბოლოოდ, წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით,  პოლიციამ 9 პირი დააკავა.

27 აგვისტოს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ექვს დაკავებულ პირს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდაღვევის ჩადენისათვის 400 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. დაჯარიმებული პირები აცხადებდნენ, რომ ადვოკატთან გასაუბრების დრო და საშუალება სასამართლო პროცესამდე არ ჰქონიათ. ისინი ასევე აღნიშნავდნენ, რომ მინარეთის დემონტაჟისას ფიზიკურად პოლიციას არ დაპირისპირებიან. ექვსივეს ჰქონდა სხეულის სახვადასხვა ხარისხის, მათ შორის მძიმე დაზიანებები.

სამ დაკავებულ პირს ბრალი წაეყენათ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე თავდასხმა) გათვალისწინებული დანაშაულისთვის, ხოლო სასამართლომ აღმკვეთ ღონისძიებად გირაოს სახით 2-2 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.

მინარეთის განბაჟების პროცედურის საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბამისობა

ჯამბულ აბულაძემ, 2013 წლის 14 ივლისს საქართველოში შემოიტანა მინარეთი (ასაწყობი კონსტრუქია) დაშლილ მდგომარეობაში, რომლის მწარმოებელი სახელმწიფო თურქეთია.

საბაჟო დეკლარაციის შევსებისას დეკლარანტმა მიუთითა, რომ მის მიერ შემოტანილი საქონელი იყო მობილური სახლი, რომლის კოდიც საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის მიხედვით არის 9406 00 110 00.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, საქონლის განბაჟებისას დეკლარანტს ევალება (გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისებისა) გადაიხადოს დამატებული ღირებულების გადასახადი და იმპორტის გადასახადი.

იმის გათვალისწინებით, რომ საქონელი დამზადებული იყო თურქეთში, ხოლო საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას 2007 წლიდან გაფორმებულია თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, თურქეთის რესპუბლიკაში დამზადებული საქონელი იმპორტის გადასახადით არ იბეგრება.

შესაბამისად ერთადერთი გადასახადი, რომლის გადახდაც დეკლარანტს ევალებოდა დამატებული ღირებულების გადასახადი იყო.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 169.1 მუხლის თანახმად, დამატებული ღირებულების გადასახადის განაკვეთი შეადგენს საბაჟო ღირებულების 18 პროცენტს. ამავე კოდექსის 213 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრა ნიშნავს საქონლის დეკლარირების დღისათვის მის შეფასებას.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საქონლის საბაჟო ღირებულებას განსაზღვრავს დეკლარანტი. შემოსავლების სამსახური აკონტროლებს საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის სისწორეს და იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმება დეკლარირებულ საბაჟო ღირებულებას, მას თვითონ განსაზღვრავს.

ხსენებული მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს საბაჟო ღირებულების განსაზღვრის შემდეგ მეთოდებს:

ა) გარიგების ფასის მიხედვით (პირველი მეთოდი);

ბ) იდენტური საქონლის გარიგების ფასის მიხედვით (მეორე მეთოდი);

გ) მსგავსი საქონლის გარიგების ფასის მიხედვით (მესამე მეთოდი);

დ) საქონლის ერთეულის ფასის მიხედვით (მეოთხე მეთოდი);

ე) შედგენილი ღირებულების მიხედვით (მეხუთე მეთოდი);

ვ) სარეზერვო მეთოდით (მეექვსე მეთოდი).

213 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად ყოველი მომდევნო მეთოდი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ დასაბუთებულად ვერ ხერხდება წინა მეთოდის გამოყენება.

არსებული საკანონმდებლო რეგულაციების გათვალისწინებით, ჯამბულ აბულაძე ვალდებული იყო გადაეხადა მის მიერ დეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულების 18%. არსებული ინფორმაციით, საქონლის საბაჟო ღირებულება  ღირებულების განსაზღვრის პირველი მეთოდის გამოყენების მიხედვით იყო 9000 აშშ დოლარი (ინვოისში მითითებული ფასი).

საკანონმდებლო მოთხოვნის შესაბამისად დეკლარანტმა გადაიხადა გადასახადი და განაბაჟა საქონელი, რის შემდეგაც ის საკუთრებაში გადასცა მესამე პირებს.

შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადებით „დოკუმენტაციის ანალიზის შემდეგ გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტაციაში მითითებული საქონლის არასწორად კლასიფიცირებამ შეიძლება გამოიწვიოს იმპორტის გადასახდელების ოდენობის შემცირება. აღნიშნული ოდენობის შემცირების დადგენა ფიზიკური დათვალიერებისა და შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნის გარეშე შეუძლებელია.“ სწორედ აღნშნული გარემოება გახდა მინარეთის დემონტაჟის ფორმალური საფუძველი.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, თურქეთის რესპუბლიკაში წარმოებული საქონელი არ ექვემდებარება იმპორტის გადასახადით დაბეგვრას. შესაბამისად, რა წონისა და კლასიფიკაციისაც არ უნდა ყოფილიყო აღნიშნული საქონელი, ის იმპორტის გადაასახადისაგან გათავისუფლებული იყო.

რაც შეეხება დამატებული ღირებულების გადასახადს, ის ყველა შემთხვევაში საბაჟო ღირებულების 18%-ს შეადგნსხოლო საბაჟო ღირებულება მოცემულ შემთხვევაში უკვე განსაზღვრულიდა გადახდილი იყო საბაჟო ღირებულების დადგენის პირველი მეთოდის გამოყენებით.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ საბაჟო ორგანო ეჭვს შეიტანდა პირველი მეთოდის გამოყენებით საბაჟო ღირებულების დადგენის მართებულობაში, მას უნდა გამოეყენებინა ღირებულების დადგენის ჯერ მეორე, შემდეგ მესამე და ა.შ. მეთოდი. ამავდროულად მომდევნო მეთოდის გამოყენებისას უნდა დაესაბუთებინა, თუ რატომ ვერ ხერხდებოდა წინა მეთოდის გამოყენებით საბაჟო ღირებულების განსაზღვრა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლებისსამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, ვლადიმერ ხუნდაძის მიერ 2013 წლის 20 აგვისტოს #39828 ბრძანებაში, რომლის საფუძველზეც განხორციელდა საქონლის გაშვების შემდგომი გასვლითი შემოწმება, არაფერია ნათქვამი, თუ რატომ ვერ მოხერხდა საბაჟო ღირებულების განსაზღვრა სხვა, წინა რიგის მეთოდის გამოყენებით.

ამავდროულად, თუნდაც დეკლარანტის მიერ არასწორად ყოფილიყო მითითებული კლასიფიკატორი (მობილური სახლი ნაცვლად მეტალოკონსტრუქციებისა), ეს არანაირად არ იმოქმედებდა გადასახადის ოდენობაზე, რადგანაც ის მაინც  უნდა ყოფილიყო გამოანგარიშებული საბაჟო ღირებულების 18%-ით.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე ცხადია, რომ დეკლარანტს სახელმწიფო ბიუჯეტისთვის არანაირი გადასახადი არ დაუმალავს და მან სრულად შეასრულა საქართველოს კანონმდებლობით მისთვის დაკისრებული საგადასახადო ვალდებულებანი, ხოლო შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავდა მიზნად.

შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ ჩატარებული საქონლის გაშვების შემდგომი გასვლითი შემოწმების კანონიერება

საქართველოს საგადასახადო კოდექსი 214-ე მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს საბაჟო კონტროლის ისეთ ფორმას, როგორიცაა საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმება.

აღნიშნული შემოწმების შესახებ დამატებითი რეგულაციები დადგენილია „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის“ XXV თავით.

აღნიშნული ინსტრუქციის 112-ე მუხლის პირველი პუნქტში ამომწურავადაა მოცემული საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების ჩატარების საფუძვლები. საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის მიერ გამოცემულ ბრძანებაში არ არის მითითებული 112-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელი საფუძვლით ჩატარდა საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმება, რაც აღრმავებს ეჭვს, რომ საბაჟო სამსახურს არ ჰქონდა შემოწმების ჩატარების სათანადო კანონისმიერი საფუძველი.

ამავე ბრძანების 115-ე მუხლის პირველი პუნქტი ავალდებულებს საგადასახადო ორგანოს, გაშვების შემდგომი გასვლითი შემოწმების დაწყებამდე შემოწმების შესახებ 10 სამუშაო დღით ადრე აცნობოს დეკლარანტს ან სხვა ვალდებულ პირს. როგორც ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტაციით დასტურდება, მსგავსი შეტყობინება 2013 წლის 21 აგვისტოს ჩაბარდა ჯამბულ აბულაძის მეუღლეს, ხოლო დემონტაჟი განხორციელდა 26 აგვისტოს. აღნიშნული ქმედებით აშკარად დაირღვა კანონმდებლობის მოთხოვნა.

ბრძანების 115-ე მუხლის მე-5 პუნქტი იძლევა ამომწურავ ჩამონათვალს იმ უფლებამოსილებისა, რომელიც გაშვების შემდგომი შემოწმების შემთხვევაში აქვს შესაბამის ორგანოს. ეს უფლებამოსილებებია:

ა) დეკლარანტისაგან ან სხვა ვალდებული პირისაგან მოითხოვოს დეკლარირებული საქონლის შემოტანის ან/და გატანის ოპერაციებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების სააღრიცხვო (საბუღალტრო) მონაცემების ან/და სხვა ინფორმაციის წარდგენა;

ბ) დეკლარანტისაგან ან სხვა ვალდებული პირისაგან ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლისაგან (რომელსაც აქვს შესაბამისი დოკუმენტაცია ან/და ინფორმაცია) მიიღოს წერილობითი და სიტყვიერი განმარტებები გასვლითი შემოწმების დროს წამოჭრილ საკითხებზე;

გ) განახორციელოს დეკლარანტის ან/და სხვა ვალდებული პირის საქმიანობაზე დაკვირვება, დაათვალიეროს საქონელი, აიღოს სინჯი ან/და ნიმუში.

საბაჟო დეპარტამენტის მიერ განხორციელებული ქმედება აშკარად გასცდა მისთვის კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებას. მინარეთი, რომელიც უკვე დამონტაჟებული იყო, არ წარმოადგენდა საქონელს, არამედ ის იყო უკვე არსებული სხვა უძრავი ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილი. ამავდროულად შემოწმებისას მოხდა არა დეკლარანტის (ან სხვა ვალდებული პირის), არამედ სხვა მესამე პირის (დავით ჩოგაძე) საკუთრებაში შეჭრა. ბუნებრივია სამართალდამცავ ორგანოებს ამის უფლებამოსილება არ გააჩნდათ.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ განხორციელებული ღონისძიება ატარებდა უკანონო ხასიათს, იყო დაუსაბუთებელი და დაარღვია როგორც დავით ჩოგაძის საკუთრების უფლება, ასევე ხელყო მუსლიმი მოსახლეობის რწმენის თავისუფლება. მიუხედავად იმისა, რომ მინარეთის განბაჟების პროცესში სახელმწიფოს არ განუცდია არანაირი ფინანსური დანაკლისი, ჩატარებული ოპერაციის მასშტაბები და მოცულობა, კანონმდებლობით დადგენილი პროცედურებისა და ვადების უგულვებელყოფა და სახელმწიფო ორგანოთა მიერ საკუთარი უფლებამოსილების გადამეტება გვიქმნის საფუძვლიან ეჭვს მივიჩნიოთ, რომ აღნიშნული ღონისძიების მიზანს არ წარმოადგენდა გადასახადის შესაძლო დანაკლისის დადგენა და ბიუჯეტში მიმართვა.

ჭელაში მომხდარი ინციდენტი სცილდება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უკანონო მოქმედებას და რელიგიური უმცირესობებისადმი მთავრობის დისკრიმინაციული პოლიტიკის უკიდურესად შემაშფოთებელ სიმპტომად გვევლინება.

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

ეთნოსთა შორის თანამშრომლობისა და კონსულტაციების ანალიტიკური ცენტრი (ACICC)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

მედიის განვითარების ფონდი (MDF)

ფონდი ALPE

მრავალეროვანი საქართველო

ადამიანის უფლებათა  სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)




 ახალი ამბები
  • რამდენმა ადამიანმა ისარგებლა სესხის გადახდის 3 თვით გადავადების შესაძლებლობითსახელმწიფოს დახმარებით მოქალაქეებს სესხის გადახდის 3 თვით გადავადების შესაძლებლობა მიეცათ - გადახდასთან დაკავშირებული პრობლემებისა და შესაბამისი ჯარიმების თავიდან აცილების მიზნით, ყველა ფიზიკურ პირს მიეცა სესხის მომსახურების 3 თვით გადავადების შესაძლებლობა, რითაც 600 000-მდე მსესხებელმა ისარგებლა, - ამის შესახებ კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშშია ნათქვამი. „იმის გამო, რომ შექმნილმა ვითარებამ გავლენა იქონია როგორც ქვეყნის მოქალაქეების დიდ ნაწილზე, ისე კომპანიებზე, სახელმწიფომ შეიმუშავა ანტიკრიზისული პაკეტი, რომელიც მაქსიმალურად მორგებულია არსებულ გამოწვევებზე. ანტიკრიზისული პაკეტით გათვალისწინებული ღონისძიებები 2 ეტაპად განხორციელდა. პირველი ეტაპი იყო გადაუდებელი დახმარება, რომლის განხორციელება მარტში (ჯერ კიდევ საგანგებო მდგომარეობამდე) დაიწყო, ხოლო მეორე ეტაპი უფრო მასშტაბურ ღონისძიებებს მოიცავს და მისი წარდგენა აპრილში მოხდა. პირველი ეტაპით გათვალისწინებული ღონისძიებები წარმოადგენდა ერთგვარ გადაუდებელ დახმარებას, რომლის მიზანი პანდემიით გამოწვეული პირველადი უარყოფითი ეფექტების მინიმიზაცია იყო. ეს მოიცავდა შემდეგ ღონისძიებებს: მოქალაქეებს დაუფინანსდათ 3 თვის კომუნალური გადასახადი - დახმარება შეეხო იმ აბონენტებს, რომელთა მიერ ელექტროენერგიის ყოველთვიური მოხმარება 200 კილოვატზე ნაკლებია, ხოლო ბუნებრივი აირის ყოველთვიური მოხმარება - 200 მ3-ზე ნაკლები. დაფინანსება აგრეთვე მოიცავს დასუფთავების და წყლის გადასახადსაც. სუბსიდირების აღნიშნული მექანიზმი სხვა ალტერნატივებთან შედარებით ყველაზე სამართლიანი და მიზნობრივია. ელექტროენერგიის გადასახადის შეღავათის ბენეფიციართა რაოდენობამ საშუალოდ 3 თვის განმავლობაში 1.2 მილიონზე მეტი აბონენტი შეადგინა, ხოლო ბუნებრივი აირის გადასახადის შეღავათის ბენეფიციართა რაოდენობამ საშუალოდ 3 თვის განმავლობაში - 670 ათასზე მეტი აბონენტი. პროგრამის ბიუჯეტი 170 მლნ. ლარია.სახელმწიფომ დააზღვია, რომ არ მომხდარიყო გაცვლითი კურსის ცვლილებით გამოწვეული ფასების მნიშვნელოვანი ზრდა 9 ძირითად სასურსათო პროდუქტზე - გაცვლითი კურსის გაუფასურებით გამოწვეული უარყოფითი ეფექტების შერბილების მიზნით, განხორციელდა სახელმწიფო პროგრამა, რომელმაც კრიზისის საწყის ეტაპზე, როდესაც მნიშვნელოვნად გაიზარდა ინფლაციური რისკები, ხელი შეუწყო პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების მერყეობის შემცირებას. ყველა იმ იმპორტიორი კომპანიისთვის, რომელმაც 15 მარტიდან 15 მაისის ჩათვლით, მოახდინა 9 ძირითადი პროდუქტის შესყიდვა, სახელმწიფოს მიერ მოხდა სავალუტო კურსის სხვაობის სუბსიდირება განსაზღვრული პირობებით. პროგრამის ბიუჯეტი 14 მლნ. ლარია. სახელმწიფოს დახმარებით მოქალაქეებს სესხის გადახდის 3 თვით გადავადების შესაძლებლობა მიეცათ - გადახდასთან დაკავშირებული პრობლემებისა და შესაბამისი ჯარიმების თავიდან აცილების მიზნით, ყველა ფიზიკურ პირს მიეცა სესხის მომსახურების 3 თვით გადავადების შესაძლებლობა, რითაც ისარგებლა 600 000-მდე მსესხებელმა. ანტიკრიზისული გეგმის მე-2 ეტაპი ითვალისწინებს პირდაპირ ფინანსურ დახმარებას მოქალაქეებისსხვადასხვა კატეგორიისთვის. მხარდაჭერა ეხებათ როგორც დაქირავებით დასაქმებულებს, ისეთვითდასაქმებულებს და სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფს. კერძოდ: დაქირავებით დასაქმებული პირები, რომლებმაც დაკარგეს სამსახური ან გაუშვეს უხელფასო შვებულებაში, დახმარების სახით მიიღებენ 1200 ლარს 6 თვის განმავლობაში, თვეში 200 ლარს დახმარებით სარგებლობა შეეძლება დაახლოებით 350 000 მოქალაქეს. პროგრამის ბიუჯეტი 450 მლნ ლარამდეა.სხვადასხვა კატეგორიის თვითდასაქმებულები მიიღებენ ერთჯერად დახმარებას 300 ლარს. პირების იდენტიფიცირებისთვის გამოყენებული იქნება მოქალაქის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია რომლითაც დადასტურდება, რომ ეპიდემიამდე აღნიშნულ მოქალაქეს ჰქონდა შემოსავალი პროგრამის ბიუჯეტი 75 მლნ. ლარს შეადგენს. სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიზნით, დამსაქმებელი მიიღებს საგადასახადო შეღავათს - 6 თვის განმავლობაში 750 ლარის ოდენობის ხელფასი სრულად გათავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან. 1500 ლარამდე ხელფასი კი, 750 ლარის ოდენობაზე გათავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან. პროგრამის ბიუჯეტი 250 მლნ. ლარია“, - აღნიშნულია ... ...
  • კორონავირუსით საზღვარგარეთ საქართველოს 16 მოქალაქე გარდაიცვალაCOVID-19-ის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშშის თანახმად, 22 მაისის ჩათვლით, საქართველოში მთავრობის დახმარებით, 12 720 საქართველოს მოქალაქე დაბრუნდა, მათ შორის, საჰაერო გზით - 7 107, სახმელეთო გზით - 5 223 და საზღვაო გზით - 390 ადამიანი. ამის შესახებ COVID-19-ის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშშია ნათქვამი. დოკუმენტის თანახმად, დაბრუნებულთა შორისაა ქრონიკული დაავადების მქონე 483 პირი, 34 - შშმ პირი, 259 - ხანდაზმული, 102 - ორსული, 435 - მცირეწლოვანი, 173 - ონკოლოგიური პაციენტი, 1 118 - ტრანზიტული მგზავრი, 29 - მეზღვაური და სხვა განსაკუთრებული საჭიროების მქონე 90 პირი. აგრეთვე, საცხოვრებლისა და სტიპენდიის გარეშე დარჩენილი 794 სტუდენტი (საერთო ჯამში განსაკუთრებული საჭიროების მქონე - 3 517 მოქალაქე). „აღსანიშნავია, აშშ-ს მთავრობასთან თანამშრომლობით, აშშ-დან განხორციელებული სპეციალური რეისი, რომელმაც უზრუნველყო სამშობლოში 79 ქართველი მოსწავლის და სტუდენტის და სომხეთის მოქალაქე 35 ბავშვის დაბრუნება. გარდა ამისა, ადგილზე დახმარება გაეწია უცხოეთში მყოფ - 21 190 მოქალაქეს, მათ შორის, საცხოვრებლის გარეშე დარჩენილთა თავშესაფრით უზრუნველყოფის, საკვების, მედიკამენტების, ასევე სხვა პირველადი და აუცილებელი საჭიროების პროდუქტების და მომსახურების მიწოდების გზით. ასევე, საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაფორმებისას, მოქალაქეები გათავისუფლდნენ საკონსულო მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან. განხორციელდა 74 ავიარეისი მსოფლიოს 27 ქვეყნიდან, მათ შორის ჩინეთი, ირანი, იტალია, გერმანია, საბერძნეთი და ა.შ. განხორციელებულ ფრენებს შორის - 33 პირდაპირი რეისი შეასრულა ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზებმა“. 22 მაისის მდგომარეობით, კორონავირუსით ინფიცირებული იყო საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს 118 მოქალაქე, უმრავლეს შემთხვევებში სახეზეა დაავადების ნაკლებად მძიმე ფორმები. ინფექციით საზღვარგარეთ გარდაიცვალა საქართველოს 16 მოქალაქე (ავსტრია - 1, ესპანეთი - 4, თურქეთი - 1, ბრიტანეთი - 2, აშშ - 5, საფრანგეთი - 2, ლატვია - 1)“, - აღნიშნულია ... ...
  • რამდენი მილიონი დახარჯა მთავრობამ საკარანტინო ზონებისთვისსაკარანტინო ზონებისთვის დახარჯული სახელმწიფო ბიუჯეტი 32.5 მლნ ლარს შეადგენს. ამის შესახებ COVID-19-ის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშშია ნათქვამი. ამავე ანგარიშის თანახმად, 22 მაისის მდგომარეობით, საკარანტინო ზონაში შედიოდა ქვეყნის მასშტაბით 84 სასტუმრო, რაც ჯამში აერთიანებდა 6 500-ზე მეტ ოთახს, რომლებშიც სავალდებულო კარანტინი 19 002 ადამიანმა დაასრულა. „ამასთან, 2 თვის განმავლობაში მუდმივად დაკავებული იყო საშუალოდ 4 500-5 000 ოთახი. პროექტის განხორციელებით ხელი შეეწყო 23 მცირე ზომის (5-დან 40 ნომრამდე), 42 საშუალო (41-დან 100 ნომრის ჩათვლით) და 18 დიდი ზომის სასტუმროს (101 ნომერი და ზემოთ) ოპერირებას, რამაც უზრუნველყო როგორც სექტორის წარმომადგენლებისათვის, ისე სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვის სამსახურისა და შემოსავლების შენარჩუნება. უნდა აღინიშნოს, რომ საკარანტინო ზონების პროექტის არსებობით ხელი შეეწყო არა მხოლოდ COVID19-თან ეფექტიან ბრძოლას, არამედ ისეთი სფეროების წარმომადგენლების ფინანსურ მხარდაჭერას, როგორიცაა: სატრანსპორტო სერვისი, ქეითერინგი და საკვები პროდუქტების დისტრიბუცია, ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოება და სხვ. საკარანტინო ზონებისთვის დახარჯული სახელმწიფო ბიუჯეტი შეადგენს 32.5 მლნ ლარს“, - ნათქვამია ანგარიშში. ანგარიშში ასევე განმარტებულია, რომ საკარანტინო ზონების პროექტის დაწყებიდან, მთავრობა აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა მცირე, საშუალო და დიდი ზომის სასტუმროებთან. ჯამში, მოლაპარაკებები წარიმართა დედაქალაქისა და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მდებარე 300-ზე მეტ სასტუმროსთან. „საკარანტინო სივრცედ სასტუმროს შეჩევის პროცესში საქართველოს მთავრობა ეყრდნობოდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კრიტერიუმებს. სასტუმროების საკარანტინო სივრცეებად დაჯავშნა დაიწყო 2020 წლის 10 მარტიდან, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე. საზღვრებიდან სასტუმრომდე მოქალაქეების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფდა მთავრობა. გრძელი მანძილების შემთხვევაში, უზრუნველყოფილი იყო ტრანსპორტში საკვების მიწოდება. ასევე, უზრუნველყოფილი იყო სასტუმროების პერსონალის სპეციალური სამედიცინო აღჭურვილობით მომარაგება და სხვა საჭირო აქტივობების განხორციელება. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე სასტუმროების საკარანტინო სივრცეებად დაჯავშნისას სასტუმროს ნომრის ღირებულება ყოველ ჯერზე წარმოადგენდა მოლაპარაკების საგანს. 2020 წლის 21 მარტიდან ახალი სასტუმროების საკარანტინო სივრცეებად დაჯავშნისას პროექტში ჩართული ყველა სასტუმროსათვის ამოქმედდა ერთიანი ტარიფი, რომელიც ითვალისწინებს სასტუმროს ნომრის ღირებულებას - 59 ლარს (დღგ-ს ჩათვლით), საიდანაც სამჯერად კვებით მომსახურებაზე ფიქსირებული ტარიფი ყოველი სასტუმროსათვის შეადგენს 25 ლარს“, - ნათქვამია ... ...
  • თიბისი სესხების გადავადების მეორე ტალღას 13 ივნისიდან იწყებს (R)ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე თიბისი სესხების სამთვიან გადავადებას სთავაზობს პანდემიის შედეგად დაზარალებულ იმ მომხმარებლებს, რომელთაც დაკარგეს სამსახური ან შეუმცირდათ შემოსავალი. 10 ივნისის ჩათვლით თიბისი ეტაპობრივად დაუკავშირდება და შესთავაზებს საშეღავათო პერიოდით სარგებლობას ყველა იმ მომხმარებელს, რომელიც რეგისტრირებულია შემოსავლების სამსახურის ბაზაში და იღებს საქართველოს მთავრობისგან კომპენსაციას. ასევე, საშეღავათო პერიოდით ისარგებლებენ ის მომხმარებლები, რომლებიც ბანკის მიერ არიან იდენტიფიცირებული და რომლებსაც მნიშვნელოვნად შეუმცირდათ ან დაკარგეს შემოსავალი. თიბისი სხვადასხვა არხის მეშვეობით შეატყობინებს მათ საშეღავათო პერიოდის გააქტიურების შესახებ.  საშეღავათო პერიოდი გავრცელდება შემდეგ პროდუქტებზე: სამომხმარებლო და იპოთეკურ სესხებზე, სასწრაფო სესხებზე, ავტოსესხებზე, განვადებაზე, საკრედიტო ბარათებზე, ოვერდრაფტებზე და სტანდარტული გრაფიკის მქონე ბიზნეს სესხებზე.  ბიზნეს და აგრო სესხების შემთხვევაში თიბისი სესხების გადავადებას შესთავაზებს ბანკის მიერ იდენტიფიცირებულ ყველა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომელთა ბიზნესმაც მიიღო გრძელვადიანი ფინანსური სტრესი და მომავალ თვეებში ვერ შეძლებენ სესხზე შენატანის განხორიცილებას. ასევე იმ პირებს, რომლებიც შემოსავალების სამსახურში დარეგისტრირდნენ ერთჯერადი დახმარების მიღების მიზნით.  ყველა სხვა შემთხვევას თიბისი ინდივიდუალურად განიხილავს. ამისათვის დაინტერებული პირი უნდა დაუკავშირდეს საკრედიტო ექსპერტს ან ბიზნეს ბანკირს, შეავსოს განაცხადი და დაელოდოს გადაწყვეტილებას. სესხების გადავადების პროგრამით სარგებლობა შესაძლებელია 13 ივნისიდან და იგი გაგრძელდება მომდევნო სამ თვეს. თიბისიმ სესხების გადავადება უკვე მეორედ შესთავაზა მომხმარებელს, პირველი ტალღა ქვეყანაში პანდემიის გამოცხადებისთანავე დაიწყო. მარტში სესხების გადავადების სამთვიანი პერიოდით მომხმარებლების 78%-მა ისარგებლა, ხოლო მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის 59%-მა.  უფრო დეტალურად ინფორმაციას გაეცანით თიბისის ვებგვერდზე.                                                                                                                                                     ... ...
  • თიბისის ინტერნეტ და მობაილბანკში სესხის მიღების პროცედურა კიდევ უფრო გამარტივდა (R)მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, აქ, თიბისის ინტერნეტ და მობაილბანკში, ახლა, სამომხმარებლო სესხის მიღება კიდევ უფრო მარტივადაა შესაძლებელი.  სიახლით სარგებლობისთვის მომხმარებლებმა სასურველ თანხაზე მოთხოვნა ციფრული არხების საშუალებით, დისტანციურად უნდა დააფიქსირონ. ამისათვის კი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში მხოლოდ მარტივი განაცხადის შევსებაა საჭირო.  განაცხადის შევსებიდან ერთ სამუშაო დღეში თიბისის გუნდი მომხმარებელს დაუკავშირდება.  ინტერნეტ და მობაილბანკს  ახალი ფუნქციონალი უკვე დაემატა. გამარტივებული პროცედურით სარგებლობა  იმ მომხმარებლებს  შეუძლიათ, რომლებსაც  სესხის ლიმიტი სრულად არ აქვთ ათვისებული და სურთ დამატებითი თანხის მიღება.  თიბისის ციფრული არხებით შესაძლებელია  500-დან  60,000 ლარამდე თანხის მიღება, 6 თვიდან 48 თვემდე დაფარვის ვადით. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?