პროცესი მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე მიმდინარეობს

სამართალი

პროცესი მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე მიმდინარეობს

12 სექ. 2013, 17:05:05
ბრალდების მხარე უკვე რამდენიმე საათია, 223-გვერდიან დასაქმებულთა სიას კითხულობს.

როგორც საპარლამენტო უმცირესობის წევრი სერგო რატიანი აცხადებს, ჯერჯერობით, მხოლოდ 50 გვერდი აქვთ წაკითხული. მისივე თქმით, ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რადგან მხოლოდ სიას კითხულობენ.

არსებითი მტკიცებულების წარმოადგენა ამ დრომდე არ მომხდარა და როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი, არ არის გამორიცხული, რომ დღეს მხოლოდ სიის კითხვით დასრულდეს სასამართლო პროცესი.




 ახალი ამბები
  • ამირან გამყრელიძე - შეზღუდვები გაფართოვდება, თუმცა არ იქნება სრული ჩაკეტვადაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში სრული ლოკდაუნის გამოცხადება არ იგეგმება, არამედ შემზღუდველი ღონისძიებები კიდევ უფრო გაფართოვდება. „სრული ლოკდაუნები დღეს უკვე აღარ არის, მათ შორის, ჩვენთანაც, სრული ჩაკეტვა, რომ ადამიანს სახლიდან გამოსვლის უფლება არ მისცე და კიდევ ბევრი სხვა, ეს არ იქნება, მაგრამ აუცილებლად გაფართოვდება, ვიდრე დღეს გვაქვს. 22:00 საათის შემდეგ რესტორნები დაკეტილია, ათი საათიდან დილის ხუთ საათამდე შეზღუდულია გადაადგილება დიდ ქალაქებში და ა.შ. მსგავსი შეზღუდვები გაფართოვდება. მიმდინარეობს მსჯელობა, დღეს საღამოს კიდევ შეხვედრები და კონსულტაციებია ბიზნესთან, სხვა სექტორთან, რადგან ეს ყველაფერი საერთო კონსესუსის წესით უნდა იყოს მიღებული“, – განაცხადა ... ...
  • ხანძარს 2 ადამიანი ემსხვერპლა საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა. უბედური შემთხვევა თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოხდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ადგილზე 7 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობდა. ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. მეხანძრეებმა სახლში 2 კაცის ცხედარი აღმოაჩინეს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, ... ...
  • თაკო ჩარკვიანი: "ვითხოვთ ახალ არჩევნებს და ამ არჩევნებამდე საკუთარი პარტიების ლიკვიდირებას ვახდენთ"„სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელი თაკო ჩარკვიანი ცხრა პოლიტიკური პარტიის მიერ საბიუჯეტო დაფინანსების მოთხოვნის საკითხს სოციალურ ქსელით ეხმაურება. ჩარკვიანი პარტიების მიერ საბიუჯეტო დაფინანსების მოთხოვნას ხელახალი არჩევნების მოსამზადებლად ფინანსების მობილიზების საჭიროებით ხსნის და ასევე აცხადებს, რომ დაფინანსების გარეშე პარტიის დარჩენა მის სრულ ლიკვიდაციას ნიშნავს. „ძვირფასო მეგობრებო და ამომრჩევლებო, პარტიებმა (ჯერჯერობით 9 პარტიამ) 2-3 დღე დარჩა განცხადებამდე, განაცხადა, მათ შორის ნაციონალურმა მოძრაობამ და მასში შემავალმა პარტიებმა, რესპუბლიკურმა პარტიამ, მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის, ევროპულმა საქართველომ, ევროპულმა დემოკრატებმა, სტრატეგია აღმაშენებელმა, დაფინანსების შესახებ. მე ჩემს აზრს მოგახსენებთ: ვფიქრობ ბევრს და ვიფიქრე, რომ იქნებ არ ვარ სწორი რომ ვეთანხმები ამ პარტიების კუთვნილი დაფინანსების მოთხოვნას. საქმე შემდეგშია: ჩვენ უარს ვამბობთ დეპუტატის მანდატზე, ხოლო გარე დაფინანსებაზე პარტიისა (დიდი ხნის ბჭობის, ყოყმანის, პოლემიკის შემდეგ გადავწყვიტეთ განცხადების გაკეთება დაფინანსების მოთხოვნაზე, რატომ?! იმიტომ, რომ ჩვენ ჩვენმა ამომრჩეველმა ხმა მოგვცა, ხელისუფლებამ კი გააყალბა ხმები მიიტაცა და ჩვენ ვაცხადებთ ბოიკოტს და ცხადია, არ შევალთ პარლამენტში და ეს რა თქმა უნდა სწორია და უცვლელია, მაგრამ არის ერთი სხვა საკითხი: ახლა ისმის კითხვა _ რა დააშავა იმ ჩვენმა ამომრჩეველმა? არ შევდივართ ეს კარგია, ხოლო დაფინანსების არ აღებით პრაქტიკულად ვუუქმებთ პარტიას და პარტიის პრაქტიკული ლიკვიდაცია ხდება არ დაფინანსებით. რითი შეიძლება ან ახალი არჩევნებისთვის მოემზადო მომავალში? ჩვენ რა შემოწირულობებიც გვქონდა, ყველაფერი გახარჯულია ამ არჩევნების დროს, რომელიც ივანიშვილმა გააყალბა. მეგობრები მეუბნებიან და მართლაც _ ივანიშვილსაც ხომ ეს უნდა, რომ ლიკვიდაცია მოხდეს ყველა პარტიის _ განადგურება! ხომ ასეა? ჩვენ ვითხოვთ ახალ არჩევნებს და ამ არჩევნებამდე პრაქტიკულად ლიკვიდირებას ვახდენთ ჩვენ თვითონვე საკუთარი პარტიების, ამიტომ წარმოიშვა ეს აზრი _ კუთვნილი დაფინანსების აღებისა და რა თქმა უნდა, პარლამენტში არ შესვლა. მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, ეს თანხა არ უნდა დავუტოვოთ ივანიშვილს და მის გარემოცვას, მაინც „გული მეთანაღრება” _ არც დაფინანსება მინდა ამათი და არაფერი (ვიცი, რომ „ამათი” ანუ ხელისუფლების არ არის და ეს პარტიების თანხაა, იმ ლეგიტიმურობის გამო რაც ხალხმა მიანიჭა ამ ოპოზიციურ პარტიებს, მაგრამ მაინც). მოკლედ, ჯერ კიდევ შეიძლება უარის თქმა. მე დაგპირდით, ყველაფერს ვიტყვი-მეთქი. ჰოდა, აბა, ახლა არ დაიძინოთ და ერთად გადავწყვიტოთ ეგ ამბავი. ვღელავ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. რას იტყვით?!“ – წერს თაკო ჩარკვიანი სოციალურ ... ...
  • "პანდემია ზოგს სახლში მიარბენინებს გაურკვეველი დროით; ზოგს, ყველას ჯვარი ეწეროს და... სასაფლაოზე""გურია ნიუსი" ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხემლისხიდს ეწვია. ჩვენი მიზანია, გავაშუქოთ თითოეული სოფლის პრობლემები; გავიგოთ, რა უჭირს ყველაზე ძალიან სოფლის თითოეულ მცხოვრებს. ცხემლისხიდში, ისევე, როგორც ყველა სოფელში, მოსახლეობა უმუშევრობაზე საუბრობს. შემდეგ მოდის უწყლობის და უგაზობის პრობლემა, რაც ნაწილობრივაა გადაჭრილი. ცალკეულ უბნებს და ზოგჯერ ერთ თემში შემავალ რამდენიმე სოფლის მცხოვრებლებს სხვადასხვანაირად მიეწოდებათ წყალი თუ გაზი. უფრო სწორად, ზოგან არის, ზოგან ახლა აკეთებენ, ზოგან კი დაწყებულიც არაა პროექტის გახორციელება. სოფლის ცენტრში ბლომად ნახავთ მიუსაფარ ძაღლებს და ჩამოხეულ საარჩევნო პლაკატებს. ცხემლისხიდის ცენტრი _ სოფელში ინტერნეტის კაბელი გაჰყავთ, ხეებზე კი საარჩევნო პლაკატები ისევაა შემორჩენილი სოფლის ცენტრში უამრავი მიუსაფარი ძაღლია ცხემლისხიდელი ბადრი გოგეშვილი ერთ-ერთი პირველია, დანარჩენისგან განსხვავებით, ვინც წინა პლანზე წამოსწია სოფელში ელექტრიკოსის შტატის აუცილებლობა. _ 900-კომლიან სოფელს, ერთი ელექტრიკოსი არ სჭირდება? თქვით ახლა, აბდლები იყვნენ კომუნისტებიო. მოვკვდი კაცი მუქთად მუშაობით. რამდენი "იზოლენტა" დამიხარჯავს, ვინ მოთვლის. ახალგაზრდას კი ვერ ნახავ, ელექტრიკოსის პროფესია რომ ჰქონდეს. დაწერა ხალხმა განცხადება, მოითხოვეს სოფელში ელექტრიკოსი და გამგებელმა უთხრა, როგორ დაგაკმაყოფილოთ, მაგის შტატი არ არსებობს და ჩვენს ხელფასს ხომ არ გავყოფთო. ვიღაცამ ხომ უნდა იღონოს რაღაც?! ძველები მიდიან, ახლებმა არ იციან. დიდ სოფლებში განსაკუთრებით აუცილებელია ელექტრიკოსის შტატი. ვითომ ტყუილს ვამბობ? _ გვითხრა მან, თან დასძინა, ვინც ამ პროფესიას ფლობს, დასაქმებულიც დარჩება, მისთვისაც მადლია და 900 კომლისთვისაც, მინუს-პლიუსი რომ არ იცის ზოგმა და რაღაცას უჩხიკინებს, სანამ არ "წამარცხდებაო". ბადრი გოგეშვილი: "კომუნისტების დროს იყო საჭირო ელექტრიკოსი და ახლა _ არა?!" ცხემლისხიდის თემში შემავალ სოფელ ბაღდადში, სადაც 370 კომლი ცხოვრობს, ადგილობრივები უგაზობის გამო ბრაზობენ. _ მაგისტრალი კი შემოიყვანეს სოფელში, მაგრამ ორი წელია, საშველი არ დაადგა ჩართვას. მარტო "ტრუბა" რად გვინდა? არ ვამბობ, რომ არ კეთდება საქმე. თუმცა, დაპირება უფრო მეტია, მერე კი არ ახსოვთ. ორი წლის წინ უნდა დასრულებულიყო გაზის შემოყვანა. ახლახან. არჩევნების წინაც შეგვპირდნენ. თუმცა უსაზღვროდ ჭიანურდება და ამიტომ ბაღდადის (ცხემლისხიდის თემი) მცხოვრებლები ძალიან გაღიზიანებული ვართ, _ გვითხრა ადგილობრივმა მცხოვრებმა დალი ძიძიშვილმა. ქალბატონმა დალიმ ისაუბრა პანდემიის გამო შექმნილ დაბრკოლებებზე. რომ ზოგი კოვიდინფიცირებული არ იცავს რეგულაციებს, მაინც გადის ქუჩაში და ქმნის საფრთხეს: _ განსაკუთრებით ბავშვები მეცოდებიან. კარგია, რომ ახლა ინტერნეტი შემოდის სოფელში. ხედავთ, გზები როგორაა გადათხრილი, მაგრამ ამას გავუძლებთ. თუმცა, ახლა, როცა სკოლები ონლაინ სწავლებაზეა, ბევრ ბავშვს ხელი არ მიუწვდება ინტერნეტზე. ჩემთან მოდიან და სარგებლობენ "ვაიფაით". რაც შემიძლია, ვეხმარები, მაგრამ, დამერწმუნეთ, თუ ასე გაგრძელდა, ხელთ უვიცი ბავშვები შეგვრჩება. მე არ ვამბობ, რომ პედაგოგები არ მუშაობენ. პირიქით, მაგრამ რა ქნან, თუ ქსელი სუსტია და კომუნიკაცია სათანადო დონეზე არ ხდება? _ გვითხრა მან. მიუხედავად იმისა, რომ სანაგვე ყუთი იქვეა, ცენტრში ყველგან ნაგავი ყრია ცხემლისხიდელმა მევლუდ კალანდაძემ პრობლემად და "გვარის ამომგდებად", უმუშევრობა და ამის გამო წარმოშობილი გაჭირვება მიიჩნია: _ სამი ბიჭი რომ ჰყავს ოჯახს. სამივე დასაოჯახებელია და ერთი სახლის მეტი არ აქვთ, ვინ დაეხმარება? სამუშაო არაა. დრო არ იცდის. ჰოდა, ასე კი დეიქცა ოჯახი და "ამოვარდა გვარი". დაეხმაროს სახელმწიფომ. თან ქვეყნის გაერთიანებაზე იფიქრონ, ისე კი არა, მიშამ რომ ჩააბარა ნახევარი საქართველო. ბიძინამ კიდე ასეთ ოჯახებსაც დაეხმაროს, ძმები რომ ერთ სახლში ცხოვრობენ _ ვიცი, რომ ქველმოქმედია და ასეთი ქველმოქმედებაც არ აწყენს. ეს ყველაზე დიდი პრობლემაა, თუ მკითხავთ. აქამდე თურქეთში გარბოდნენ სამუშაოდ. ახლა პანდემია ზოგს სახლში მიარბენინებს გაურკვეველი დროით, ზოგს _ სასაფლაოზე, ყველას ჯვარი ეწეროს და... _ გვითხრა მან. სოფელ ცხემლისხიდის მკვიდრი, 64 წლის მარტოხელა მამაკაცი, ნოდარ უნგიაძე, როგორც სოფელში გვითხრეს, ერთ-ერთი ყველაზე შეჭირვებული ადამიანია, რომელსაც სოციალური დახმარება მოუხსნეს. _ ეს კაცი მარტოხელაა და თუ სადმე მადლი და სამართალია, ამას უნდა დაეხმარონ. უმძიმესი ოპერაცია გადაიტანა. გამგებელი, შოთა მახარაძე რომ არ ყოფილიყო, ნოდარ უნგიაძე მკვდარი იქნებოდა. სამი წილის წინ, პროსტატის ოპერაცია სასწრაფოდ გაუკეთეს. საავადმყოფო არ იღებდა, ფული არ აქვსო. ბატონმა შოთამ რაც მაშინ ირბინა... მერე ქუთაისში გადაიყვანა და ძლივს გამოკეთდა. შარშან ვიღაცამ შარში გახვია. სთხოვეს, თურქეთში მანქანა გადამაყვანინეო. საჭესთან დაჯდა, როგორც მძღოლი. იქ დაუფიქსირეს, რომ გადავიდა მანქანით და ამის გამო მოუხსნეს სოციალური დახმარება. შესაძლოა, კანონი რაღაცას ითვალისწინებს, მაგრამ, არაფერი არ უნდა იკითხო? დეტალებში არ უნდა გაერკვე? მარტოხელა, ავადმყოფი, უძლური... რა ქნას? _ გვითხრეს აქ. ჩვენ თავად ნოდარ უნგიაძეს შევხვდით. კითხვაზე, როდის შეუწყვიტეს სოციალური დახმარება და თუ დაწერა განცხადება განმეორებით, ასეთი პასუხი გაგვცა: _ შარშან შემიჩერეს. ერთი წელი უნდა გავიდეს, რომ კვლავ დავწერო განცხადება. თუმცა, რა ვიცი, მომცემენ? ადამიანს დავეხმარე მანქანის საზღვარზე გადაყვანაში. საჭესთან დაჯექიო... რა მექნა? ადამიანისთვის უარი მეთქვა იმაზე, რითაც დახმარება შემეძლო? რა ვიცოდი, ასეთ შარს თუ მომდებდნენ?! ჯანმრთელობა განახევრებული მაქვს, ვარ მარტოხელა, ჯერ პენსიაც არ მაქვს. 60 ძირი თხილი მაქვს, მეტი არაფერი. ჩალიანში მაქვს საყანე ფართობი, მაგრამ დიდი ხანია, არ დამითესავს. სადაა მაგის საშუალება? _ გვითხრა ნოდარ უნგიაძემ.  ცხემლისხიდში დიდი ხანია, პრობლემურია უჩხუბის უბნის სამკილომეტრიანი გზა, რომელიც თავიდან ბოლომდე დაზიანებულია. ახლა უჩხუბის მიმართულებით ინტერნეტის ხაზი გაჰყავთ და გზა ორმაგად დაზიანდა. მოსახლეობას დისკომფორტი აქვს გადათხრილი გზის გამო. ასევე ითხოვენ, რომ სამკილომეტრიანი გზის პროექტის გახორციელება დაჩქარდეს. უჩხუბის უბანში სამკილომეტრიანი გზის მოწყობა უმნიშვნელოვანესი საქმეა ადგილობრივი მცხოვრებლები კმაყოფილებას გამოთქვამენ სოფლის მხარდამჭერი პროგრამით გახორციელებულ სამუშაოებზე. _ ძალიან კარგია, რომ ეს პროექტი კვლავ ამოქმედდა. მილხიდების , სოფელში არსებული მრავალი ხიდის მოაჯირის, აღმართებზე ბეტონის საფარის დაგება, განსაკუთრებით სასაფლაოებთან, ნამდვილად სასიკეთო საქმეა, _ ამბობენ ისინი. ოთხ ხიდზე მოაჯირები სოფლის პროგრამით გაკეთდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი სოფელ ცხემლისხიდში, შოთა მახარაძე არსებულ პრობლემებზე, რაც მოსახლეობისგან მოვისმინეთ, ვრცელ კომენტარს აკეთებს: _ შაბათ-კვირასაც რომ სამუშაო დღე მაქვს და ყველა ეს პრობლემა ჩემთვის ცნობილია. ჯერ ბაღდადზე მოგახსენებთ. ცხემლისხიდის თემის ამ სოფელში გაზის შეყვანა დასრულებულია. ყველა ჭიშკართან მიყვანილია. უმთავრესი გაკეთებულია. პანდემიამ ყველგან შექმნა დაბრკოლება. ხომ კარგად იციან, რომ მალე ყველა ოჯახს ექნება? უკვე დაწყებული მაქვს განცხადებების მიღება. რაც შეეხება უჩხუბის უბნის გზის ვრცელ მონაკვეთს, მართალია, სამკილომეტრიანი მონაკვეთი თავიდან ბოლომდე გასაკეთებელია, თუმცა, აქ ჯერ წყალგაყვანილობის მაგისტრალი უნდა გავიდეს. ეს არის 12-მილიონიანი პროექტი. ნოემბრის ბოლოს იქნება ტენდერი. სათავე ნაგებობა, კომუნისტების დროინდელ ლოკაციაზე უნდა გაკეთდეს. მოხდება ადრინდელი ნაგებობის რეაბილიტაცია. საუკეთესო წყალი მოდის აქ. ლამის, ქვესკნელი ამოაქვს. თან ისეთი ცივი და ანკარაა, ძნელად ნახავ უკეთესს. კომუნისტების დროს აქ უზარმაზარი სათავე ნაგებობა იყო. ვინმეს ჭკუა რომ ეხმარა და არ გაეცამტვერებინათ ამხელა კომპლექსი, რა გვიჭირდა? თუმცა, ეს უკვე წარსულია. წყლის სათავე ნაგებობა კომუნისტებისდროინდელ ლოკაციაზე უნდა განთავსდეს ამ პროექტის დასრულების შემდეგ გაკეთდება გზა, რადგან, თუ წყლის გაყვანამდე ასფალტი დაიგო, მერე ხელახლა უნდა დაზიანდეს და ორმაგ ხარჯს რატომ გასწევს ვინმე? ყველგან ასე ხდება _ თუ წყალია გასაკეთებელი, ჯერ მიწისქვეშა სამუშაოები უნდა დასრულდეს, მილების ჩაყრით დაწყებული და მერე დაიგება ასფალტის საფარი... და ეს მალე იქნება. უამრავი რამ გაკეთდა სოფლის მხარდამჭერი პროგრამით. დაიგო ბეტონის გზა სასაფლაოს მიმართულებით და ახლა მეორე სასაფლაოსთან კეთდება. სკოლის ეზოს კაპიტალური შეღობვა მოხდა და ასევე სოფელში ჩამომავალ მდინარე ნაბჟუარაზე, რომელიც ადიდებისას მდინარეს ჰგავს, ხუთ ადგილზე, ხიდებზე გაკეთდა მოაჯირები. მდინარე ბევრგან კვეთს სოფლის გზებს. უჩხუბის გზის მონაკვეთის გასაკეთებლად, ინფრასტრუქტურის სამინისტრო საქმის კურსშია. იყვნენ ჩამოსული. 600 ათასი ლარი უნდა გაიხარჯოს ამ მიმართულებით. რაც შეეხება ძალიან მძიმე მდგომარეობაში მყოფ მარტოხელა ნოდარ უნგიაძეს, რაც შემეძლო, ძალისხმევა არ დამიკლია, როცა ავად იყო. სოციალური დახმარება აბსურდული მიზეზით მოუხსნეს, თუმცა, ერთი წელი უნდა შესრულდეს შეწყვეტიდან, რომ კვლავ დაწეროს განცხადება. რა თქმა უნდა, დავაკვალიანებ, _ გვითხრა შოთა ... ...
  • "დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა"- ტყეში მონადირეს იარაღი გაუვარდამაშველებს დაბა ჯვარის მიმდებარე ტყიდან დაჭრილი მონადირე გამოჰყათ. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ: „შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ  წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, დაბა ჯვარის მიმდებარე ტყეში, მონადირეს იარაღი გაუვარდა, თვითდაზიანება მიიყენა და დახმარება სჭირდებოდა. შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გაემგზავრნენ მეხანძრე-მაშველები. პარალელურად, სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. უამინდობისა და რთული რელიეფის გამო, დაჭრილი მამაკაცის ვერტმფრენში აყვანა ვერ მოხერხდა. შესაბამისად, მონადირე ქვეითად წასულ მეხანძრე-მაშველებს საკაცის დახმარებით, ფეხით მოჰყავთ საავტომობილო გზამდე, სადაც მათ სამედიცინო დახმარების სამსახურის წარმომადგენლები შეხვდებიან, დაჭრილს სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ და სათანადო დახმარებას აღმოუჩენენ. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

კარმიდამო ჩემი

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...