ერთწლიანი გამოძიების შედეგი -პატიმართა გაუპატიურების საქმეზე ბრალდებული ციხის 5 თანამშრომელი

სამართალი

ერთწლიანი გამოძიების შედეგი -პატიმართა გაუპატიურების საქმეზე ბრალდებული ციხის 5 თანამშრომელი

2013 ოქტ 1 17:14:01

კვლევა დაადგენს ან უარყოფს დანაშაულის სისტემურობას, ხასიათს, წამების ინიციატორებს, გამომწვევ მიზეზს და მიზანს.

როგორც Human Rights Watch-ის მკვლევარი გიორგი გოგია ამბობს ხელისუფლებასთან ერთად პასუხი საზოგადოებამაც უნდა აგოს, რომელმაც წლების განმავლობაში ვერ შეძლო "ამ უბედურების თავიდან აცილება".

ყოფილი სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში "გურია ნიუსთან" ამბობს, რომ ყოველთვის ღირსეულად ასრულებდა მოვალეობას და ბრალდებას ხელისუფლებასთან გარიგების ან წამების ფაქტების მიჩქმალვის შესახებ არ მიიღებს.

"აბსოლუტურად ადეკვატური იყო ჩემი ანგარიშები. დღესაც თუ ჩახედავთ ამ ანგარიშებს, ის სრულ რეალობას ასახავდა. რა თქმა უნდა, ამის მერე იყო ბევრი სპეკულაცია იმაზე, რომ იქ ბევრი ისეთი რაღაც ხდებოდა, რაც ომბუცმენის ანგარიშის მიღმა რჩებოდა. ეს ასე არ იყო. მე ფირები არ გამაჩნდა და ამ ფირებს არავინ მომცემდა, თუმცა, ვისაც კითხვა არ ეზარება, შეუძლია გადაშალოს 2010-2011 წლის ანგარიშები და ნახოს რა არის იქ ასახული. რაც შეეხება დამატებით ფაქტებს, რომელთა ნაწილი რეალობასთან ახლოს მდგომია, ნაწილი კი სავარაუდოდ გამოგონილი, ამას ყველაფერს სჭირდებოდა გამოძიება, რომელიც სამწუხაროდ არ ჩატარდა", _ განმარტავს ტუღუში და დასძენს, რომ პროკურატურას ომბუცმენის ბოლო სამი წლის ანგარიშებში მოყვანილი ფაქტებიც კი არ გამოუძიებია. რაც შეეხება "წამებას", რომელიც გავრცელებული მოსაზრებით, ტუღუში უფრო მსუბუქი ფორმულირებით ნიღბავდა, პროკურატურას არც ამ მიმართულებით აქვს რეალური შედეგები.

"თუ წამება იყო სისტემური, მაშინ პროკურატურამ გასცეს იმას პასუხი, თუ რატომ წარმართა სასამართლოში უმეტესი საქმეები ღირსების შემლახავი, არადამიანური მოპყრობის კუთხით და მხოლოდ 5-6 საქმე წამების მუხლით და რატომ შეუმსუბუქა სასჯელი პირებს, რომლებიც დაკავებულები იყვნენ ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების პირობებში. ასევე თუ გაუპატიურებები სისტემური იყო , ერთი პირი მაინც თუ არის დასჯილი ამის გამო. ძალიან საინტერესოა",_ ამბობს ტუღუში.

მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის ხელმძღვანელი კახა წერეთელი ყოფილი სახალხო დამცველის და არასამთავრობო ორგანიზაციების ბრალდებას პროკურატურის არაეფექტური მუშაობის შესახებ სტატისტიკით პასუხობს.

"პასუხისგებაში ციხის 50 თანამშრომელია მიცემული, მათ შორის წამების მუხლითაც. რაც შეეხება გაუპატიურებას, რამდენადაც მე მახსოვს, ხუთი პირია ამ მუხლით პასუხისგებაში მიცემული", _ ამბობს წერეთელი "გურია ნიუსთან".

პროკურატურის მიერ მოწოდებული სტატისტიკის მიხედვით ე.წ. "ციხის კადრების" გასაჯაროვებიდან მიმდინარე წლის 31 აგვისტოს ჩათვლით გამოძიება დაიწყო წამების 28 ფაქტზე და დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის 118 ფაქტზე.

სამართლებრივი დევნა დაწყებულია 51 პირის მიმართ. წამება - 12 პირი. დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა - 26 პირი/

ორივე დანაშაული ერთობლიობაში - 8 პირი

წამება, რომელსაც თან ახლდა სექსუალური ძალადობა - 5 პირი

დამდგარი განაჩენების სტატისტიკა კი ასე გამოიყურება:

გამამტყუნებელი - 21

გამამართლებელი - 1

პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდა 1( ბედუკაძე)

შეწყდა დევნა 1 პირის მიმართ

პასუხისგებაში მიცემული სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლები:

ხელმძღვანელი პირები - 27

დაბალი რანგის მოხელები - 24




 ახალი ამბები
  • მღვდელმონაზონს, რომელმაც სასულიერო იერარქები მამათმავლობაში ამხილა, მსახურება აუკრძალესმღვდელმონაზონ ანდრია სარიას მღვდელმსახურება აეკრძალა. ამ საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქოში ბრიფინგი გაიმართება. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანებაში, რომელიც 20 იანვრით თარიღდება, წერია, რომ ანდრია სარია გაფრთხილების მიუხედავად, მედიით საპატრიარქოსა და ეკლესიის იერარქთა მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდა.  „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქთა და საქართველოს საპატრიარქოს მიმართ მასმედიის საშუალებით კვლავ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებებისა და დაუსაბუთებელი ბრალდებების გამო მღვდელმონაზონ ანდრიას (სარია) აეკრძალოს მღვდელმოქმედება და მიეცეს დრო სინანულისთვის“, - წერია ბრძანებაში.  მღვდელმონაზონი ანდრია სარია ჭყონდიდის ეპარქიიდან 2019 წლის 13 დეკემბერს გაათავისუფლეს. მაშინ ეს გადაწყვეტილება მას ახალმა მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა გააცნო. ეპარქიიდან გათავისუფლებამდე რამდენიმე დღით ადრე ანდრია სარიამ გამოაქვეყნა ეროვნული არქივიდან 1982 წელს ამოღებული წერილი, რომელშიც საუბარია მამათმავლობის პრობლემაზე, კერძოდ კი, მაშინდელი 5 მოქმედი ეპისკოპოსი მიმართავს პატრიარქს და ამ ცოდვით შეპყრობილ 3 ეპისკოპოსსა და 1 დაბალ სასულიერო იერარქს ამხელს. წყარო: ... ...
  • აპატურაი: ნატო რუსეთთან ყოველთვის წამოჭრის საქართველოს საკითხს„ნატო რუსეთთან კომუნიკაციის დროს ყოველთვის წამოჭრის საქართველოს საკითხს და მეზობლების მიმართ რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას დაგმობს, “- ეს განცხადება კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა.  დღეს ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დაწყებამდე ჯეიმს აპატურაიმ ქრონიკასთან“ საუბარში განაცხადა, რომ დღის წესრიგშია ორი საკითხია: წლიური ეროვნული პროგრამის შეფასება და ოკუპირებული ტერიტორიები.  „ნატოს წევრი ქვეყნები პოზიტიურად აფასებენ სამშვიდობო ინიციატივებს და ხედავენ საქართველოს ხელისუფლების მცდელობას. ეს პოზიტიურადაა შეფასებული. ჩვენ ვიცით, რომ ეს არ არის მარტივი. სეპარატისტები და რუსული მხარე ართულებენ სიტუაციას. გრძელდება ბორდერიზაცია. გადასასვლელები დაკეტილია სექტემბრის შემდეგ და მძიმე ჰუმანიტარული სიტუაციაა ადგილზე,“- განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.  მისი თქმით, ნატოში რუსეთთან მიმართებით პოზიცია არ შეცვლილა: „ორგანიზაცია აჩვენებს ერთიანობას ამ საკითხზე. ჩვენ გვაქვს ძალიან მტკიცე სტრატეგია, რომელიც მოიცავს თავდაცვის გაძლიერებას და მეორეს მხრივ ვცდილობთ გვქონდეს დიალოგი, რომელიც არსებითი ხასიათის შედეგებს მოიტანს.“ ჯეიმს აპატურაიმ „ქრონიკასთან“ საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებსა და მისი მაღალი სტანდარტით ჩატარების აუცილებლობაზე ისაუბრა:  „საქართველო ყოველთვის იყო მოწინავე სახელმწიფო დემოკრატიულ რეფორმებში და აჩვენებდა, რომ პოლიტიკური სისტემის ტრანსფორმაციას ქვეყანა მიჰყავს ახლოს დასავლურ ღირებულებებთან, ნატოს წევრ ქვეყნებთან. ამიტომაც ამ არჩევნებს ასე ყურადღებით აკვირდებიან ნატოს წევრი სახელმწიფოები. ეს ქართული არჩევნებია, მაგრამ აქვს ფართო რეზონანსი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის. ამიტომ საჭიროა ყველაზე მაღალი სტანდარტის ჩვენება,“- განაცხადა ... ...
  • ბათუმში სამი ტყუპი დაიბადაჯანმრთელობის ცენტრ „მედინაში“ სამი ტყუპი დაიბადა. აღნიშნულ სიახლეს ტვ25 ავრცელებს. საკეისრო კვეთის შედეგად სამყაროს 2 გოგო და 1 ვაჟი მოევლინა. ახალშობილები ამ დროისთვის  ინკუბატორში არიან მოთავსებულები და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ერთი  გოგონას წონა 2,500 გრ შეადგენს და 45 სმ-ია. მეორე  გოგონა 1,70 გრამია და მისი სიგრძე 44 სმ შეადგენს. რაც შეეხება ვაჟს - იგი 44 სმ-ია და 1,800 გრამს იწონის. ... ...
  • თავის არეში მიღებული ტრავმის შედეგად 20 წლის ბიჭი დაიღუპათავის არეში მიღებული ტრავმის შედეგად ახალგაზრდა ბიჭი დაიღუპა. შემთხვევა თბილისში მოხდა. არსებული ინფორმაციით, მას ერთ-ერთი სუპერმარკეტის მიმდებარედ ურთიერთშელაპარაკების შემდეგ თავში ქვა ჩაარტყეს. 20 წლის მათე ჯომიდავა ხეჩინაშვილის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში 30 დეკემბრიდან მკურნალობდა. ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. გარდაცვლილი გალის რაიონის სოფელ საბერიოს მკვიდრია. ის თბილისში სწავლობდა და პარალელურად მუშაობდა. ... ...
  • პარლამენტთან აქცია გაიმართაპარლამენტის შენობასთან აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან დამონტაჟებულ ღობეზე პლაკატები გააკრეს და  „ბიძინას ბოსტანი“ დააწერეს. მათ სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, საკანონმდებლო ორგანოს წინ ტერიტორიის შემოღობვა გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებს მიაჩნიათ, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაწყების მიზანი პროტესტის შეჩერებაა, რადგან ხელისუფლებას აქციების ეშინია. მოქალაქეებთან ერთად პარლამენტთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. ... ...

არქივი

ზაფრანი

ქალი, მამაკაცი... ასტროლოგია

ვერძი თუ ვერძს უყვარხართ, წუთით...

რამდენჯერ უნდა გათხოვდეს ქალი

პირველი ქორწინება 18-20 წლის ასაკში...

„საშიში ვარსკვლავები“

ამერიკულმა ინტერნეტ უსაფრთხოების კომპანია McAfee-მ...

დილით დასვენებულმა რომ გაიღვიძოთ

ორგანიზმი ძილის დროს ახალგაზრდავდება, დუნდება...

ფინანსური სტაბილურობა და ასტროლოგია

გთავაზობთ იმ ნიშნების ჩამონათვალს, რომლებიც...

როგორ დავგეგმოთ წარმატებული კვირა

ვედურ ასტროლოგიაში არსებობს კონკრეტული რჩევები...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...