ინფორმაციას ჩხაიძე-ჩიგოგიძის დაკავების შესახებ არ ადასტურებენ

სამართალი

ინფორმაციას ჩხაიძე-ჩიგოგიძის დაკავების შესახებ არ ადასტურებენ

2011 ივნ 13 08:28:29
(გურია ნიუსი) _ გასულ კვირას, საინფორმაციო სააგენტო "პირველის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამართალდამცველებმა თბილისის "შემოვლითი რკინიგზის" პროექტისთვის რელსების შემოტანის ტენდერში გამარჯვებული კომპანიის ხელმძღვანელი, პარლამენტარ მარიკა ვერულაშვილის მეუღლე სოსო ჩხაიძე და მისი პარტნიორი ვასილ ჩიგოგიძე დააკავეს.

_ დაკავების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა, როგორც წყარო იტყობინება, მათი დაკავების ერთ-ერთ ვერსიად "შემოვლითი რკინიგზის" პროექტში ქალაქის მერის გიგი უგულავას და შს მინისტრ ვანო მერაბიშვილის ინტერესების დაპირისპირება სახელდება. თუმცა, როგორც "პირველს" თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადეს, "ამ სახელებისა და გვარების მქონე პირთა არც ერთი საქმე სასამართლოში არ შესულა", _ აღნიშნულია "პირველის" ინფორმაციაში.

საქართველოს ახალი შემოვლითი რკინიგზის პროექტს ტენდერში გამარჯვებული ქართულ-ჩინური კონსორციუმის წარმომადგენელი საქართველოში, სააქციო საზოგადოება "ხიდმშენი" ახორციელებს. პროექტი 2013 წელს უნდა დასრულდეს და მისი ღირებულება 170 მილიონი ევროა. აქედან 100 მილიონი ევრო "საქართველოს რკინიგზას" ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა სესხის სახით გამოუყო, ხოლო 70 მილიონ ევროს თავად შპს "საქართველოს რკინიგზა" გაიღებს.

_ ჩიგოგიძის და ჩხაიძის დაკავების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმებას "პირველი" "შემოვლითი რკინიგზის" პროექტის ტენდერში გამარჯვებულ კომპანიაშიც შეეცადა, თუმცა, როგორც ს/ს "ხიდმშენში" განაცხადეს, რელსების შეძენისთვის ტენდერის გამოცხადება მათ კომპეტენციაში არ შედის და ეს უფრო "საქართველოს რკინიგზის" ან პროექტში მონაწილე ჩინური კომპანიის პრეროგატივაა. თავის მხრივ, "საქართველოს რკინიგზამ" ტენდერში გამარჯვებულ ჩინურ კომპანიაში გადაგვამისამართა, თუმცა, კომპანიის წარმომადგენელმა (ვინმე "მისტერ ჯუმ") სრული სახელის გამხელაც კი არ ისურვა და სატელეფონო კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა: "ტელეფონით ვერ გაგესაუბრებით. პირადად მობრძანდით. თუმცა, ჯერ საქართველოში ჩინეთის საელჩოში გაარკვიეთ, შემოგიშვებენ თუ არა, _ განუცხადა "პირველს" ბატონმა ჯუმ", _ ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვასილ ჩიგოგიძე, რომელიც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი იყო საქართველოს პარლამენტში, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ახლა დაკავებული არ არის. ყოფილმა დეპუტატმა სატელეფონო ზარს არ უპასუხა, თუმცა, მისმა მეგობრებმა ჩიგოგიძის დაკავების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ დაგვიდასტურეს. არ ადასტურებენ ინფორმაციას მარიკა ვერულაშვილის ქმრის, სოსო ჩხაიძის დაკავების შესახებაც _ პრეზიდენტის ფავორიტი პარლამენტარის გარემოცვა ჩვენთან პირად საუბრებში "პირველის" ინფორმაციას ჭორს უწოდებს.

ჩვენ ვეცადეთ ლანჩხუთელ სახელისუფლებო წყაროებთანაც გადაგვემოწმებინა ეს ინფორმაცია, მაგრამ, სამწუხაროდ, ახალი დეტალების გაგება ვერ შევძელით _ მათ დაკავების შესახებ ინფორმაცია კატეგორიულად უარყვეს, თუმცა, არ გამორიცხეს, რომ, შესაძლებელია, ხელისუფლების ერთ შტოს რაიმე პრობლემა შეექმნას. შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, სოსო ჩხაიძე, მარიკა ვერულაშვილის გავლენიანი სახელისუფლო კავშირების შედეგად, გურიის პოლიტიკაში ანგარიშგასაწევი ფიგურა გახდა _ სწორედ მის გუნდში მოიაზრებენ რევაზ ჩიტიძეს. თუ ჩვენი წყაროს ინფორმაცია სიმართლეს შეეფერება, შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ ლანჩხუთში ამ გუნდის გავლენები მნიშვნელოვნად შესუსტდება და კიდევ უფრო გაძლიერდება ისედაც საკმაოდ გავლენიანი ნიკოლაიშვილი-გოგუაძის გუნდი.

რაც შეეხებათ უშუალოდ ბიზნესმენებს, მათზე ის არის ცნობილი, რომ ისინი ქველმოქმედებით გამოირჩევიან, აქტიურად მონაწილეობენ ეკლესიის მშენებლობის ფინანსურ მხარდაჭერაში, ხოლო ის ფაქტი, რომ მათ საკმაოდ სერიოზული ტენდერი მოიგეს, ადასტურებს, რომ ბიზნესმენები სახელისუფლო მხარდაჭერით სარგებლობენ.

აღსანიშნავია, რომ საინფორმაციო სააგენტოების მიერ, ვასილ ჩიგოგიძის დაკავების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე თვის წინაც გავრცელდა. წყაროს ინფორმაციით, მაშინ ჩიგოგიძე სოლიდური თანხის გადახდის შემდეგ გამოუშვეს. თუმცა, როგორც ახლა, ეს ინფორმაცია ჩიგოგიძის საახლობლომ მაშინაც უარყო.




 ახალი ამბები
  • „დეპრესიას უმადურობა იწვევს“ - ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა„აზროვნების აკადემია“,  პროექტ  „სალონური საუბრების” ფარგლებში, სოციალურ ქსელში ამჯერად ფსიქოლოგ მარინა კაჭარავას ლექციას აქვეყნებს, რომელიც დერპესიულ აშლილობას ეხება: “ფსიქიატრების აზრი ძალიან უახლოვდება რელიგიურ მოსაზრებას, რომ უმადურება უდრის დეპრესიას. ამ დროს არ აქვს მნიშვნელობა, ბევრი გაქვს თუ ცოტა, ხახვის და პურის უმადური ხარ თუ სასახლეები გაქვს და ამის. ზოგადად, უმადურობა იწვევს დეპრესიას. აღმოჩნდა, რომ თავის ტვინში არის ოპიატური რეცეპტორები, სიამოვნების ჰორმონი, რომელიც თურმე გამომუშავდება მაშინ, როდესაც ხარ მადლიერი. როდესაც არ ხარ მადლიერი, ეს სიამოვნება დაკარგული გაქვს და მას ეძებ.  თუ ხარ მადლიერი იმის, რაც გაქვს, გაქვს სიმშვიდეც. სიმშვიდეც მადლიერებას მოაქვს და ანტიდეპრესანტიც ეგაა. ჩვენ კულტურალურად ძალიან დამძიმებულები და უმადურები ვართ. დაახლოებით 20 წლის წინ ამერიკელებთან ერთად ტრენინგზე ვისხედით და იქ იყო ასეთი სიტუაიცა. ყველა იწყებდა საუბარს ასე, გამარჯობა, მინდა მადლობა გადავუხადო ბებიას, რომელმაც ფუნთუშები დამიმზადა. მეორემ მადლობა მეზობელს გადაუხადა, რომელმაც გაუღიმა. მესამემ მადლობა გადაუხადა მზეს მზეს და მივხვდი, რომ აქ ხდება პოზიტივში საკუთარი თავის ამოქოქვა. ანუ დღეს ვიწყებთ პოზიტიურად იმით, რომ მადლობას ვუხდით ვინმეს და ეს თურმე ჩვენთვისვე არის კარგი. მადლობელი რომ ხარ უკვე ეს ჩემთვისაა კარგი და არა მისთვის, მისაც ... ...
  • მართვის მოწმობის აღების ასაკი იცვლება17 წლის მოქალაქე მართვის მოწმობას ვეღარ აიღებს. კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, მოქალაქე 18 წლის უნდა იყოს, რათა მოტოციკლისა და მსუბუქი ავტომობილის მართვის უფლება მოიპოვოს. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის ინიციატივა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის. „მთავარი ის კი არ არის, 17 წლისა აიღებს მართვის მოწმობას ადამიანი, 37 წლისა თუ 57-ის, არამედ ის, თუ რა ცოდნის საფუძველზე იღებს ის მართვის მოწმობას. დღეს ჩვენ გვაქვს პრობლემა, რომ ე.წ. ავტოსკოლებში მოქალაქეებს კოდირების გზით მართვის მოწმობის აღებას ასწავლიან. გამოცდაზე ადამიანები გადიან ცოდნის გარეშე, დაზეპირებული კოდებით, რის გამოც მართვის მოწმობას იღებს ადამიანი, რომელმაც საგზაო მოძრაობის შესახებ საერთოდ არაფერი იცის“, - ამბობს „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე დავით ... ...
  • "2020 წელს ვინ გაიმარჯვებს, ამას მოსახლეობა გადაწყვეტს და არა გიგა ბოკერია" _ კალაძე2020 წელს ვინ გაიმარჯვებს, ამას გადაწყვეტს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა და არა გიგა ბოკერია, - ასე ეხმიანება დედაქალაქის მერი კახა კალაძე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებას. მისივე თქმით, ქვეყანაში პოლიტიკური კულტურის ნაკლებობაა და ამის ნათელი მაგალითი ოპონენტების განცხადებებია. „მე შემიძლია კიდევ ერთხელ მოვიშველიო ჩვენი პარტიის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომ ჩვენ მოვექცევით ჩვენს ოპონენტებს ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას ეკადრება და არა ისე, რასაც ისინი იმსახურებენ. თუმცა, ამ წლების განმავლობაში ისინი შეეცადნენ, რომ ეს მიდგომა, ეს დამოკიდებულება ჩვენ წინააღმდეგ გამოეყენებინათ“, - განაცხადა კახა ... ...
  • „ტურიზმის განვითარების მიმართულებაში მთავარი „ჩაის გზაა“ _ კარლ ჰარცელი გურულ სოფელშიევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა, ევროპის დღეებთან დაკავშირებული ვიზიტის   ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელმთაში მეწარმე ლიკა მეგრელაძის საოჯახო სასტუმრო „კომლი“ დაათვალიერა. სახლის მფოლობელმა ლიკა მეგრელაძემ  ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის, “მონაწილეობითი პრონციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისთვის”, მიერ გაცემული გრანტის ფარგლებში, მოახდინა ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია და გაფართოება, განაახლა ტრადიციული ჩაის ჯიშები. საპატიო სტუმართან ტურიზმის განვითარების მიმართულებებში ერთ-ერთ უმთავრესზე, „ჩაის გზის“ შესახებ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსმა ალეკო მამეშვილმა ისაუბრა: _  ბევრი ვიფიქრეთ, რა უნდა ყოფილიყო ისეთი, რაც გურიას  საქართველოს სხვა  რეგიონებისგან განასხვავებდა და ეს არის სწორედ, „ჩაის გზა“. ასე დავიწყეთ ამ პროექტის შექმნა.  ჩვენი ერთ-ერთი წარმატებული ნაბიჯი არის ის, რომ ტურისტების 70% ყოფილი საბჭოთა კქვეყნებიდან შემოდის და  კარგად ახსოვთ ქართული ჩაის გემო. ამიტომ ნაკლები რეკლამა სჭირდება ამ საქმეს. გვაქვს ოთხი ძირითადი ლოკაცია. ასევე, ტურიზმის განვითარების სტრატეგიაში ერთ-ერთი საინტერესო მიმართულებაა ბალნეოლოგიური ტურიზმი, _ უთხრა სტუმრებს მამეშვილმა და გააცნო მათ ინფორმაცია ნასაკირალის სამკურნალო წყლების შესახებ,  უთხრა, რომ აქ 1930 წელს გაიხსნა ბალნეოლოგიური კურორტი. კარლ ჰარცელმა ინტრესით   დაათვალიერა იქვე, სახელდახელო მოწყობილი გამოფენა, სადაც ვიზუალურად, ფოტოებით იყო ნაჩვენები 1930 წელს ნასაკირაში ბალნეოლოგიური კურრორტის გახსნა და თანმხლები ... ...
  • სისხლიანი გარჩევა ლისის ტბაზე - ექიმებმა ვეფხვაძის გადარჩენა ვერ შესძლესგოჩა ვეფხვაძე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა, მძიმე დაზიანებებით 41 წლის მამაკაცი საავადმყოფოში 6 ოქტომბერს მოათავსეს, თუმცა ერთ კვირიანი მცდელობის მიუხედავად ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. ვეფხვაძეს გულ-მკერდის მარცხენა მხარეს, ასევე ბარძაყის ქვედა კიდურზე და წვივებზე 4 მძიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. 41 წლის მამაკაცს ქირურგიული ოპერაცია 3 საათის განმავლობაში უტარდებოდა. არსებული ინფორმაციით, ვეფხვაძეს დაპირისპირება, სავარაუდოდ, ძველ მეგობრებთან – ძმებ ფეიქრიშვილებთან და ნოდარ ნიშნიანიძესთან მოუვიდა, რომლებთანაც კონფლიქტი წლების განმავლობაში ჰქონდა. ვეფხვაძე 6 ოქტომბერს ლისის ტბაზე დაჭრეს, თუმცა, დაჭრილი კაცი შარტავას ქუჩაზე, მის საცხოვრებელ სახლთან მანქანით ... ...

არქივი

ზაფრანი

ჩაის რეცეპტი, რომელიც სიგარეტის მოწევის სურვილს აქრობს

თუ სიგარეტისთვის თავის დანებება გინდათ,...

რომელი პროდუქტი არ უნდა შეინახოთ საყინულეში

მაცივრის საყინულეში ბევრ საკვებ პროდუქტებს...

როგორ ამოვიცნოთ გენმოდიფიცირებული პროდუქტი

საზიანოა თუ არა გენმოდიფიცერებული საკვები...

მარტივი მეთოდები ჯანმრთელობის შესამოწმებლად

თვალები _ მოშორდით მონიტორს 4-5 ნაბიჯით,...

ხილი, რომელსაც უნდა ვერიდოთ

სამწუხაროდ, ყველა ხილი ჩვენი ფიგურისთვის...

მკურნალი ყველი

რამდენი თვის წინ დანიელმა მეცნიერებმა...
კარმიდამო ჩემი

ციტრუსოვანთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო უნდა გავააქტიუროთ

მეციტრუსეობა საქართველოს სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის...

მოცვის კულტურა სოფლის ხვალინდელი დღეა (R)

მოცვის კულტურის გაშენებით დაინტერესებულმა პირებმა...

გურიაში გოჯიბერის გაშენება პერსპექტიულია

არსებობს მცენარეთა ისეთი პერსპექტიული, პოპულარული...

ულამაზესი, "მორჩილი" სურო და ლიანებით გამოხატული სილამაზე

სუროს დეკორატიულობა განსაკუთრებით თვალში საცემი...

როგორ შევინახოთ სათესლედ და სანელებლად გამოსაყენებელი ბოსტნეული

სხვადასხვა ბოსტნეული, განსაკუთრებით, სანელებლები, როგორიცაა...

როგორ ვებრძოლოთ კოღოებს ხალხური მეთოდებით

კოღოები ნამდვილადაა დიდი თავსატეხი. არც...

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...