საია მთავრ პროკურატურას დავით კაპანაძის საქმის გამოძიებისკენ მოუწოდებს

სამართალი

საია მთავრ პროკურატურას დავით კაპანაძის საქმის გამოძიებისკენ მოუწოდებს

9 ოქტ. 2013, 14:53:12

"დ.კაპანაძემ აღნიშნა, რომ პროფესიით იგი არის ქორეოგრაფი, თავისი პროფესიით მუშაობს თბილისის ორ სკოლაში. მას გარკვეული სიტყვიერი დაპირისპირება მოუვიდა სხვა ქორეოგრაფთან, თ.ჟ-სთან.

2013 წლის 29 სექტემბერს დ.კაპანაძეს ტელეფონით დაუკავშირდა მისთვის უცნობი პირი, რომელმაც უთხრა, რომ იყო ლაშა ცნობილაძე, თ.ჟ-ს სიძე. დ.კაპანაძის განცხადებით, ლაშა ცნობილაძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მას. მომდევნო დღეს, დ.კაპანაძე და ლ.ცნობილაძე შეთანხმდნენ შეხვედრაზე. დაახლოებით დღის 14:30 საათზე, დიღმის მასივის მიმდებარე ტერიტორიაზე ლაშა ცნობილაძე დ.კაპანაძესთან შესახვედრად მოვიდა სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულ დაახლოებით 20 პოლიციელთან ერთად. პოლიციელებმა დ.კაპანაძეს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგაც სცემეს, ძალის გამოყენებით ჩასვეს ავტომანქანაში და დიღმის მასივის ქვეგანყოფილებაში წაიყვანეს. განყოფილებაში მივიდა ლაშა ცნობილაძეც, რომელიც შსს-ს გენერალური ინსპექციის თანამშრომელი აღმოჩნდა. დ.კაპანაძის გადმოცემით, ლ.ცნობილაძემ სხვა პოლიციელებთან ერთად დაუწყო "საქმის გარჩევა" და დაემუქრა, რომ მის ყურამდე აღარ მისულიყო თ.ჟ-სთან (მისი სიმამრი) დაპირისპირების ამბავი. "საქმის გარჩევას" თან ახლდა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

პოლიციის განყოფილებიდან წამოსვლის შემდეგ დ.კაპანაძე გზაში შეუძლოდ გახდა, დარეკა 112-ზე, განაცხადა, რომ პოლიციელებმა სცემეს და სასწრაფო დახმარება გამოიძახა. დ.კაპანაძე გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში და გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება. თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს მიერ გაცემულ ცნობაში მითითებულია შემდეგი დიაგნოზი: "გულმკერდის დახურული ტრავმა, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა".

იმავე დღეს საავადმყოფოში მივიდა პოლიცია და დ.კაპანაძეს მოსთხოვა კვლავ პოლიციის შენობაში მისვლა, სადაც დ.კაპანაძის განცხადებით, პოლიციელებმა მას იძულებით მიაცემინეს ჩვენება, რომ ვითომ ფიზიკური დაზიანებები პოლიციის შენობიდან წასვლის შემდეგ, მისთვის უცნობმა პირებმა უცნობი მოტივით მიაყენეს.

საია საადვოკატო დახმარებას გაუწევს დავით კაპანაძეს. ზემოაღნიშნული ინფორმაცია აშკარად შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სხვადასხვა დანაშაულის ნიშნებს, რის გამოც გამოძიება დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. ამავე დროს, მოვუწოდებთ საქართველოს მთავარ პროკურატურას, რომ დაიცვას საქართველოს კანონმდებლობის ცალსახა მოთხოვნა და აღნიშნულ საქმეზე გამოძიება თავად აწარმოოს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 7 ივლისის ბრძანება, რომელიც სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო ქვემდებარეობის წესებს განსაზღვრავს, პირდაპირ ადგენს, რომ პოლიციელთა მიერ ჩადენილი დანაშაული პროკურატურის გამომძიებლების ქვემდებარეობას განეკუთვნება. სამწუხაროდ, რამოდენიმე საქმეზე ეს მოთხოვნა დაცული არ იქნა და იმედს ვიტოვებთ, რომ ამჯერად საქართველოს კანონმდებლობის დარღვევას ადგილი აღარ ექნება. ამასთან, ცხადია, რომ მხოლოდ საგამოძიებო ქვემდებარეობის საკითხის სწორად განსაზღვრა საკმარისი არ არის. აუცილებელია, გამოძიება დროულად, ეფექტურად და ობიექტურად წარიმართოს", _  ნათქვამია განცხადებაში.




 ახალი ამბები
  • "წაგვიღო წყალმა" _ ჩოხატაურში დუმბაძის ქუჩის #24-ში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენუამინდობამ პრობლემები შექმნა ჩოხატაურში. როგორც "გურია ნიუსს" დუმბაძის 24-ში მდებარე მარავალბინიანი საცხოვრებელი სახლიდან შეატყობინეს, ადიდებული მდინარე ორპირა კალაპოტიდან გადმოვიდა და საცხოვრებელი სახლის ქვეშ მიედინება. "თუ ჰყავს ვინმე პატრონი რაიონს, მოგვხედონ. რამდენჯერ მივმართეთ განცხადებით, მაგრამ შედეგი არაფერმა გამოიღო. მოვლენ, გადახედავენ-გადმოხედავენ, წავლენ. ვფიქრობთ, ეს იმიტომ ხდება, რომ კორპუსის მცხოვრებლებს ოპოზიციონერებად მოგვიაზრებენ, რატომ ესეც არ ვიცით, მაგრამ რა უბედურებაა პოლიტიკური შეხედულების მიხედვით ადამიანების დაყოფა. თუ ოპოზიციონერები ვართ, ამიტომ უნდა წაგვიღოს წყალმა და დაგვეხრჩონ ბავშვები. ვინმემ მოგვხედოს, _ ამბობს "გურია ნიუსთან" ბინის ერთ-ერთი მცხოვრები. პრობლემაზე სასაუბროდ "გურია ნიუსი" მუნიციპალიტეტის მერს, ირაკლი კუჭავას დაუკავშირდა. კუჭავას თქმით, აბსურდია ბრალდება, რომ პოლიტიკური შეხედულების გამო არ ეხმარებიან ვინმეს. "მაგ ტერიტორიაზე გაკეთებულია დიდი პროექტი, მოწესრიგდება ორპირას ნაპირები და მოეწყობა ბულვარი, მაგრამ ეს წელს ვერ განხორციელდება. ასეთ დროს უნდა დარეკონ მერიაში, ჩვენი კომისია გავა ადგილზე, დასურათდება მდგომარეობა და მოვითხოვთ სტიქიის სალიკვიდაციო ხარჯებში. ამ შემთხვევაში ახლავე გავლენ ჩვენი სპეციალისტები შემთხვევის ადგილზე. ხოლო რაც შეეხება პოზიცია-ოპოზიციად ადამიანთა დაყოფას და ამ ნიშნით დახმარებას, ეს არის აბსურდი. არასოდეს გაგვირჩევია ადამიანები. შეგიძლიათ თუნდაც მაგ ქუჩაზე იკითხოთ, რამდენჯერ დავხმარებივართ იმ ადამიანებს, მათი ოჯახის წევრებს, თითონ რომ მოიაზრებენ თავს ოპოზიციონერებად, _ გვითხრა მუნიციპალიტეტის ... ...
  • “მაგნიტში“ მომხადარ ქურდობის ფაქტზე ერთი პირია მხილებულიდღეს ქალაქ ოზურგეთში სუპერმარკეტების ქსელის მაღაზია გაქურდეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178 მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს. მხილებულია ერთი პირი. მიმდინარეობს ინტესიური საგამოძიებო მოქმედებები. “გურია ნიუსის“ ინფორმაციით, მოპარულია 5 ბოთლი ალკოჰოლური ... ...
  • რაჭაში სტიქიამ ცენტრალური მაგისტრალი დააზიანა„ონის მუნიციპალიტეტში, უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარე ჭანჭახმა სოფელ გლოლაში საავტომობილო გზის ცენტრალური მაგისტრალი დააზიანა", _ აღიშულ ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სამხარეო უწყება ავრცელებს. უწყებისვე ცნობით, შემთხვევის ადგილას დილიდან ოპერატიულად დაიწყო აღდგენითი და პრევენციული ... ...
  • როდიდან აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობათბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობას, სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისში გაანახლებს. მერის განცხადებით, ტრანსპორტის ამუშავებისთვის აუცილებელია მითითების მიღება, თუ როგორი უნდა იყოს წესები ეპიდემიის დროს. „ზუსტი თარიღი უცნობია.  ჩვენ არ გვაქვს ეს ინფორმაცია. დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც პირადად მე დავსვი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების საკითხი, რადგან ძალიან დიდი მოთხოვნაა საზოგადოებაში. ველოდებით მითითებებს, ჯერ არანაირი მითითება არ არის ჩვენთან შემოსული. თუ როგორ უნდა იყოს წესები საზოგადოებრივ ტრანსპორტის მუშაობის დროს, ხალხმა როგორი წესებით უნდა ისარგებლოს ავტობუსით, მეტროთი, მიკროავტობუსით მგზავრობის დროს და ა.შ.“_ თქვა კალაძემ ... ...
  • საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მასშტაბური ღონისძიებები არ გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მასშტაბური ღონისძიებები წელს არ გაიმართება. ამის მიზეზი ეპიდვითარება და ხალხმრავლობის თავიდან აცილებაა. პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით,  საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სახელმწიფო უწყებები სხვადასხვა ფორმატის მცირემასშტაბიანი ღონისძიებებით აღნიშნავენ. პრემიერ-მინისტრი კი 26 მაისს საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად აღნიშნავს, ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე. „26 მაისი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი თარიღია. მოგეხსენებათ, ბოლო წლების განმავლობაში 26 მაისი გახდა მასშტაბური საერთო სახალხო ზეიმი, რომელშიც ათასობით ჩვენი მოქალაქე მონაწილეობდა. წელს, მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე, ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნა განსხვავებული ფორმატით გვიწევს. ხალხმრავლობის თავიდან აცილების მიზნით, წელს 26 მაისის აღსანიშნავი მასშტაბური ღონისძიებები არ გაიმართება. სახელმწიფო უწყებები დამოუკიდებლობის დღეს სხვადასხვა ფორმით აღნიშნავენ. რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრი 26 მაისს საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად აღნიშნავს, ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე“, _  განაცხადა ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...


რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?