1430 ავტოსაგზაო შემთხვევა, 107 დაღუპული _ ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევა

სამართალი

1430 ავტოსაგზაო შემთხვევა, 107 დაღუპული _ ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევა

2018 აპრ 17 12:27:53

გზების უსაფრთხოება გლობალური ჯანდაცვის პრობლემებს შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია.  ავტოსაგზაო შემთხვევები კი როგორც საქართველოს, ასევე, მთელი მსოფლიოს ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილია, რომლის უმეტესობაც მსხვერპლით სრულდება.

არასწორი მანევრი, სიჩქარის გადაჭარბება, ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვა და ქვეითების არასწორი ქცევა _ ეს ის მიზეზებია, რაც ავტოსაგზაო შემთხვევების გამომწვევ მთავარ ფაქტორად ხშირად სახელდება. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა საგზაო უსაფრთხოების მართვაში ჩართული უწყებების მიერ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის არსებული მექანიზმები. აუდიტის დასკვნის მიხედვით,  შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ქვეყნის მასშტაბით არ არის დანერგილი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების აღრიცხვის ბარათის შევსების ერთგვაროვანი პრაქტიკა, რაც შემთხვევის გამომწვევი მიზეზისა და ადგილმდებარეობის არასათანადოდ აღრიცხვაში მდგომარეობს.

აუდიტის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული ხარვეზები, ერთი მხრივ, ართულებს ისეთი პრობლემური მონაკვეთების გამოვლენის შეუძლებლობას, სადაც საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები ხშირად ხდება, ხოლო, მეორე მხრივ, ზღუდავს ეფექტიანი, მიზანმიმართული საპასუხო პოლიტიკის განსაზღვრის შესაძლებლობას.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, როგორც საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე მაკოორდინირებელ უწყებას, არ აქვს საკმარისი წინაპირობები _ შესაბამისი მანდატი და საკმარისი ინსტიტუციური შესაძლებლობები საგზაო უსაფრთხოების წამყვანი უწყების უფლებამოსილებების გახორციელებისათვის.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პასუხისმგებლობაში არსებული საგზაო უსაფრთხოების სამოქმედო გეგმის მიმართულებით არსებობს ნაკლოვანებები.  გეგმა არ შეიცავს გაზომვად მისაღწევ ინდიკატორებს (მაგალითად, რამდენი პროცენტით შემცირდება ფატალური შემთხვევების პროცენტული წილი გეგმით განსაზღვრული აქტივობების შესრულების შედეგად). შესაბამისად, შეუძლებელია გეგმის მიხედვით გახორციელებული ღონისძიებების შედეგიანობის დადგენა. ასევე, არასრულყოფილია სამინისტროს მიერ გეგმით შესრულებული აქტივობების კოორდინაციის ფუნქციები.

 თბილისის მასშტაბით, საგზაო მონიშვნები, გზის ზოლის სიგანე და დაშვებული სიჩქარე არ არის თანხვედრაში კარგ პრაქტიკასთან. შესაბამისად, გზების არსებული მოწყობა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა ქმნის დამატებით რისკებს საგზაო უსაფრთხოების მხრივ.

სსდ - საავტომობილო გზების დეპარტამენტის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისა და ორგანიზაციის სამსახურის მიერ დანერგილი უსაფრთხოების მექანიზმების მიუხედავად, სამსახურს არ გააჩნია წინაპირობები, რომლებიც შესაძლებელს გახდის მყისიერად გატარდეს საგზაო უსაფრთხოების პრევენციული ღონისძიებები, _ არნიშნულია დასკვნაში.

„გურია ნიუსი“ დაინტერესდა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა ინფორმაცია ქვეყანაში 2018 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების შესახებ.

2018 წლის პირველი 3 თვის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, სულ 1430  ავტოსაგზაო შემთხვევაა მომხდარი, რასაც 107 ადამიანი ემსხვერპლა.

ავტოსაგზაო შემთხვევები უმეტესობა დედაქალაქში ხდება. იანვარში 503 ავტოსაგზაო შემთხვევიდან 203 თბილისში მოხდა, რასაც 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

იანვრის თვის მონაცემებით კი, რეგიონებიდან ავტოსაგზაო შემთხვევების სიხშირით იმერეთი/რაჭა გამოირჩევა, სადაც 68 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, რასაც 7 ადამიანი ემსხვერპლა. 43 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა შიდა ქართლში, რის შედეგადაც 8 ადამიანი დაიღუპა.

2018 წლის იანვრის მონაცემებით კი სხვა რეგიონებში ვითარება ასეთია: კახეთი_ 34 შემთხვევა, მსხვერპლი 5, აჭარა _31 შემთხვევა, მსხვერპლი -1, სამეგრელო _ 21 შემთხვევა, მსხვერპლი 4, მცხეთა _ 14 შემთხვევა, მსხვერპლი 1, სამცხე- ჯავახეთი- 13 შემთხვევა, მსხვერპლი- 0, გურია _ 13 ავტოსაგზაო შემთხვევა, მსხვერპლი 2.

რაც შეეხება ამავე წლის თებერვლის მონაცემებს, შინაგან საქმეთა სამინისტროში 427  ავტოსაგზაო შემთხვევაა დაფიქსირებული, რის შედეგადაც 27 ადამიანია დაღუპული.

427  ავტოსაგზაო შემთხვევიდან კი 210 შემთხვევა დედაქალაქში მოხდა, რასაც 5 ადამიანი ემსხვერპლა. რეგიონებიდან ყველაზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა ისევ იმერეთი/რაჭაში მოხდა. 47 შემთხვევას 3 ადამიანი ემსხვერპლა. 37 შემთხვევა დაფიქსირდა აჭარაში, მსხვერპლით კი 1 დასრულდა.

რაც შეეხება ამავე თვეში, სხვა რეგიონებში მომხდარ შემთხვევებს: ქვემო ქართლში- 30 შემთხვევა მოხდა,  დაიღუპა -1, კახეთში- 27 ავტოსაგზაო შემთხვევას 6 ადამიანი ემსხვერპლა.

სამეგრელოში 23 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, დაიღუპა- 7,  მცხეთა -15 ავტოსაგზაო შემთხვევა, დაღუპული- 1, სამცხე-ჯავახეთი- 8 შემთხვევა,  გურიაში კი 7 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რაც მსხვერპლის გარეშე დასრულდა.

რაც შეეხება 2018 წლის მარტის მონაცემებს, 500 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 40 ადამიანი დაიღუპა. 500 ავტოსაგზაო შემთხვევიდან კი 238 თბილისში მოხდა, რასაც 8 ადამიანი  ემსხვერპლა.

იმერეთი/რაჭა- 73 ავტოსაგზაო შემთხვევას 14 ადამიანი ემსხვერპლა, 49 შემთხვევა მოხდა აჭარაში, მსხვერპლით კი  1 დასრულდა.  ქვემო ქართლში კი 43 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რასაც 5 ადამიანი ემსხვერპლა.

რაც შეეხება სხვა რეგიონებს მარტის მონაცემები ასეთია: შიდა ქართლში- 27 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, დაიღუპა- 4, სამეგრელოში- 24 ავტოსაგზაო შემთხვევა, დაიღუპა- 2, კახეთში -20 ავტოსაგზაო შემთხვევა დაიღუპა 4, მცხეთაში- 14 , დაიღუპა- 1,

სამცხე-ჯავახეთში- 7 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა და  მსხვერპლის გარეშე დასრულდა, რაც შეეხება  გურიას  5 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, დაიღუპა -1.




 ახალი ამბები
  • „დაისაჯოს ზვიად გამსახურდიას მკვლელი“_აქცია პროკურატურასთანსაქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ოჯახის წევრები მხარდამჭერებთან ერთად პროკურატურასთან აქციას მართავენ. ისინი ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიებას და დამნაშავის დასჯას მოითხოვენ. ცოტნე გამსახურდიას განცხადებით,  საჭიროა გამოძიების დროულად დასრულება, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმე ხანდაზმულობიდან გამომდინარე დაიხურება. პროკურატურასთან კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიები რამდენიმე დღეა ... ...
  • „2003 წელს სააკაშვილს გაუმართლა, დღეს „ნაციონალების“ ვერც ერთი სცენარი იმუშავებს“ _ ცინცაძე „დღეს მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი ოპოზიციისთვის სიმბოლოდ იქცა“, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ პოლიტიკის ექსპერტმა სოსო ცინცაძემ. მისი თქმით, 2003 წელს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს გაუმართლა და ხელისუფლებაში მოსვლა მარტივად შეძლო, თუმცა „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში, იმავე სცენარის გახორციელება ვერ გაამართლებს. „მაშინ, როცა მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვიდა, მისი ოპონენტი აბსოლუტურად დაუძლურებული ხელისუფლება იყო, რომლის მუშაობით თითქმის ყველა სტრუქტურა  უკმაყოფილო იყო.  2003 წელს მიხეილ სააკაშვილს გაუმართლა და ხელისუფლების ხელში ჩაგდება  შეძლო. დღეს „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში, მართალია, მოქმედი  პარლამენტარები ინტელექტუალური დონით ათჯერ ჩამორჩებიან შევარდნაძის დროს მოქმედ პარლამენტარებს, მაგრამ 2003 წელს სააკაშვილის მიერ გახორციელებული  სცენარი ვეღარ იმუშავებს. საერთოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ ვერც ერთი სცენარი ვეღარ იმუშავებს“. პოლიტოლოგის თქმით, 2020 წელს „ქართულ ოცნებას“ ქვეყნის მართვის სადავეების შენარჩუნება გაუჭირდება. „ქვეყანაში, სადაც ცხოვრება უფრო და უფრო ძვირდება, საზოგადოება ახალი ლიდერის გამოჩენას ელოდება, რომელიც, სამწუხაროდ, არ ჩანს. 2020 წელს უკმაყოფილო ელექტორატი ფეთქებად ძალად გადაიქცევა და „ქართულ ოცნებას“ ქვეყნის მართვის სადავეების შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება“, _ აღნიშნა ცინცაძემ.   ... ...
  • რობაქიძის საქმეზე განაჩენის გამოცხადებას სასამართლოში დაპირისპირება მოჰყვათბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით მგელიაშვილმა ბუტა რობაქიძის საქმეზე განაჩენი გამოაცხადა. მან საქმეზე ბრალდებული ხუთივე პირი დამნაშავედ ცნო. განაჩენის გამოცხადებას სასამართლოს სხდომათა დარბაზში ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.  დარბაზში მყოფმა ერთ-ერთმა ადამიანმა, სავარაუდოდ, ერთ-ერთი ბრალდებულის, დავით იაშვილის ახლობელმა, სანთებელა ისროლა, რომელიც ბუტა რობაქიძის საქმის პროკურორს, დავით მეფარიძეს მოხვდა. მანდატურები მოქალაქეების დამშვიდებას ... ...
  • "როცა მანდარინის მყიდველის მოლოდინი ცრუვდება, ახალი წლის მოლოდინი ჯოჯოხეთია"გოგორეთი სოფელ მერიის ერთ-ერთი უბანია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. ზღვის დონიდან სამას მეტრზე მდებარე სოფლის განაპირა კუთხე მთის წვერზე მოქცეული ჩიხის შთაბეჭდილებასაც ტოვებს. ახლა აქ მრავალ ოჯახს ტონობით მოკრეფილი მანდარინი შინ აქვს, ყუთებში დაფასოებული თუ გროვებად თავმოყრილი და როგორც თავად გვეუბნებიან, დალპობას უფრო ელოდებიან, ვიდრე მყიდველს. _ რამ მოგიყვანათ აქ? ნახევარი საუკუნეა ოჯახის რძალი ვარ და ამ კუთხეში შემოსული ჟურნალისტი არ მინახავს. გვიშველით რამეს? გვქონდეს იმედი, რომ დაწერთ, ვინმე იფიქრებს ჩვენი გასაჭირის მოგვარებაზე? წელს მანდარინის პლანტაციების შეწამვლა მოვახერხეთ. საჭირო უფრო მეტი იყო, მაგრამ, რაც შევძელით, ის ვქენით. ძვირია შესაწამლი საშუალებები. მოსავალიც საუკეთესოა, მაგრამ რად გვინდა? დღეს მოვიდა პირველი კლიენტი. ახარისხებენ და ხუთი ტონიდან, ორი ე. წ. "ენესია" _ ასეთს ათ თეთრად იბარებენ. კარგი ხარისხის სამოც თეთრად მიაქვთ. რა გვრჩება? ბანკის ვალებს გავისტუმრებთ და პურის ფულიც აღარაა ჩვენთვის. ჩვენ გასაღების ბაზარი გვჭირდება. მოსავლის ერთიანად გაყიდვა, რადგან ყოველდღე ლპება მოკრეფილი ნაყოფი. რაღაც უნდა მოიფიქროს ხელისუფლებამ, რომ გვეშველოს, _ გვეუბნება პირველივე შემხვედრი, ადგილობრივი მკვიდრი ზოია დანელია. ქალბატონის სახლში კახეთიდან ჩამოსულ მყიდველებს, რომლებსაც ხუთას კილოგრამამდე მანდარინის ყიდვა სურდათ, გავესაუბრეთ, თუ სად მიჰქონდათ ტვირთი და აქვთ თუ არა ხელსაყრელი ბაზარი. ვასილ სოთიროვი და გოჩა არაქელოვი, თელავის მკვიდრები: "კახეთის ერთადერთი საშველი რუსეთის ბაზარია. წელს ყურძენი და ატამი გაიტანა ხალხმა და შედარებით, ამოიუნთქა. გლეხკაცისთვის ეს არის საშველი და არა პოლიტიკა, რასაც მთავრობამ ხალხის სასიკეთოდ უნდა მიხედოს. აზერბაიჯანის საზღვარზე ახლა საბაჟო გადასახადი მოუმატეს და ესეც პრობლემაა. ჩვენ ახლა შიდა ბაზარზე ვყიდით, კილოგრამს ლარად. პურის ფულია, უბრალოდ. თავი რომ გადავირჩინოთ შიმშილისგან, ეგაა, სხვა არაფერი". გოგორეთის უბნის კიდევ ერთი მკვიდრის, ზაურ დანელიას ოჯახში, დიასახლისი მანანა დანელია საკუთარ გასაჭირზე გვესაუბრა: _ ახლა მოკრეფილი გვაქვს ათი ტონა მანდარინი. ხედავთ, ზოგი ყუთებშია, ზოგიც გროვებად გვიყრია. ველოდებით კლიენტს, ვეძებთ, ამბავს ვკითხულობთ. გულხელდაკრეფილი არ გავჩერდებით, რადგან ნაყოფი ყოველდღე ლპება. წელს ამინდებმაც ხელი შეუწყო, შევწამლეთ კიდეც და საუკეთესო ხარისხის მოსავალია, მაგრამ უფრო გულსაკლავია ის ფაქტი, რომ ვერ ვყიდით. გარკვეულ ნაწილს რომ ვიღაც წაიღებს, ეს არ არის საშველი _ უნდა ხერხდებოდეს მოსავლის ერთიანად ჩაბარება. ფასიც უფრო მაღალი უნდა იყოს. ათ ტონაში რომ სამ ტონას "ენესად" ჩააბარებ და კიდევ ან ჩააბარებ და ან ვერა, ზარალის მეტი რა გამოგდის ადამიანს? თუ შევძელით, სადმე უნდა წავიღოთ. ესეც პრობლემაა. მთავრობისგან დახმარებას ვითხოვთ. პირველად გხედავთ, რომ ვიღაცა ამ გორზე ამოვიდა და ხალხის გასაჭირი იკითხა. მადლობას გიხდით, რომ გვესტუმრეთ, თუმცა, ისიც ვიცი, რომ არც თქვენს დაწერილს მიაქცევს ვინმე ყურადღებას, ასეა ეს ქვეყანა. სანამ უნდა ვიძახოთ, რომ კომუნისტების მსგავსად მაინც მოხედონ ხალხს?! იტყვის ახლა ვიღაც, რა დროს კომუნისტებიაო, მაგრამ გლეხს სახლში არ ულპებოდა მანდარინი, არ შიოდა, არ კანკალებდა მევალეების შიშით და წლის მოსავლის გარანტირებული ზარალით _ აი, ეს იყო. დანარჩენი არ მაინტერესებს. ხელისუფლება იმიტომ გვჭირდება, რომ ჩვენც მოგვხედოს და ქვეყანასაც. ახალი წელი მოდის და როცა მანდარინის მყიდველის მოლოდინი ცრუვდება, ახალი წლის მოლოდინიც ჯოჯოხეთია. ამას ჩვენ გარდა, ვერავინ გაიგებს, _ გვეუბნება ქალბატონი მანანა. გოგორეთის უბნის მკვიდრი შოთა მარგალიტაძე საუბრობს უამრავ პრობლემაზე, რაც სოფელს გააჩნია, თუმცა, ახლა აქცენტს მაინც ციტრუსოვანთა მოსავლის აღებასა და თანმხლებ გასაჭირზე აკეთებს, რადგან მოსავლის კრეფის სეზონია და არსებობს ზარალის საფრთხე: _ გოგორეთში არის ციტრუსოვანთა პლანტაციების მასივში შესასვლელი გზის პრობლემა. ექვსი წელია, მოხრეშვას ვითხოვთ _ არ გეგონოთ, ასფალტი გვინდოდეს აქ თერთმეტ ოჯახს საკუთრებაში აქვს მანდარინის ნაკვეთები. ადრე კოლმეურნეობის ფართობი იყო. მისასვლელი გზა ისეა გაფუჭებული, რომ არაერთხელ, მოკრეფილი მანდარინის გადმოზიდვისას, სატვირთო მანქანა ორმოებად ქცეულ გზაზე იფლობა. ამა წინათ, შუაღამისას ჩავარდა და ხელით გადმოვცალეთ ტონობით მანდარინი. როგორ ვიწვალეთ, კაცმა არ იცის! შეგვპირდნენ ამ გზის მოხრეშვას, მაგრამ ჯერ არაფერი ჩანს. წელს, ასე თუ ისე, რაღაც მოვახერხეთ, მაგრამ ამ გზის ასე დატოვება არანაირად არ შეიძლება. გვეგონა, ამ სეზონზეც მოახერხებდნენ. რა უნდა ას მეტრამდე გზის მოხრეშვას?! ორმოც მეტრამდეა ის ადგილი, რომელიც მთლიანად დაზიანებულია. ასფალტს ხომ არ ვითხოვთ _ უნდა გაკეთდეს ისე, რომ სატვირთო მანქანამ გაიაროს და ტვირთი შეფერხების გარეშე გადავიტანოთ. ჯერ გაყიდვა ჭირს და ახლა ტალახში ჩაყრილი სიმწრით მოკრეფილი მანდარინის ცქერა როგორია? ამ გზის საკითხი, სხვათა შორის, შარაშენიძე რომ პირველად დანიშნეს გამგებლად, მაშინაც დავსვით. ასასვლელი აღმართი მერაბ ჭანუყვაძის გამგებლობისას გაკეთდა. განსაკუთრებით საშიში და ძალიან დაზიანებულია ორმოცმეტრიანი მანძილი, _ გვეუბნება შოთა მარგალიტაძე და კიდევ ერთ პრობლემაზე _ სატვირთო ტრანსპორტის უქონლობაზე საუბრობს: _ კომუნისტების დროს სოფელში ტრაქტორებს და სატვირთო მანქანებს ვერ დათვლიდი. ახლა იმ დროიდან შემორჩენილი "გაზ 66" გვყავს, "დაპაჩინკებული" საბურავებით _ ასე ვცხოვრობთ ოცდამეერთე საუკუნეში. ადრე ამ სატვირთოს ხუთი ტონა მანდარინის გადატანა შეეძლო. ახლა საბურავების გამო ვუფრთხილდებით და ტონანახევარს თუ მოვათავსებთ ზედ. კიდე რომ დაზიანდეს ამ მანქანის საბურავები, უკვე შეკეთებას არ დაექვემდებარება. აქაურები კიდევ მრავალ პრობლემაზე საუბრობენ: _ გოგორეთის უბანში, ისევე, როგორც სოფელ მერიაში, ჯერ არ არის შეყვანილი გაზი. ამ მხრივაც ერთი "ბედნიერი" გამონაკლისი ვართ. თუმცა, შეგვპირდნენ, რომ მომავალ წელს აუცილებლად მოხდება გაზიფიცირება და ვნახოთ, _ ამბობენ ისინი. აქაურ მკვიდრთა პრობლემაა ციტრუსოვანთა თუ თხილის პლანტაციების შესაწამლი პესტიციდებისადმი ხელმიუწვდომლობა: _ პესტიციდები ძვირია. ამიტომ იძულებული ვართ, იმდენჯერ შევწამლოთ, რამდენი წამლის ყიდვასაც შევძლებთ და არა იმის მიხედვით, რამდენი სჭირდება პლანტაციას. მანდარინის გასაღების საიმედო ბაზარი რომ არსებობდეს და გამოზოგილივით არ ვყიდდეთ, საწუწუნო რა გვექნება? ერთიან ფულს როცა ავიღებთ, ჯერ პესტიციდებს ვიყიდით, ურომლისოდაც მოსავალს ვერ მივიღებთ. ასეთ არათანაბარ პირობებში კი შესაწამლ პრეპარატებზე ვიფიქროთ თუ პურის ფულზე? _ გვეუბნებიან ისინი და გვაწვდიან საგანგებოდ მომზადებულ სიას ჩამონათვალით, თუ რა ჯდება ერთ ჰექტარ ფართობზე ციტრუსოვანთა შეწამვლა, როცა დაქირავებული პირის მეშვეობით უნდა შესრულდეს სამუშაოები და სოფელში უკვე მუშახელიც აღარ არის. ერთ ჰექტარ ციტრუსოვანთა ბაღის შესაწამლი დანახარჯები, 1 000 ძირზე გაანგარიშებით შეადგენს 4 300 ლარს. მასში ეტაპობრივად შედის შემდეგი სამუშაოები: სასუქის შეტანა, სამჯერ წამლობა, საგაზაფხულო შემობარვა, სამჯერ გაცელვა წლის მანძილზე და კრეფა 10 ტონის მიხედვით, მკრეფავების და მზიდავის თანხის გადახდით. _ მოსავალმა ეს უნდა აანაზღაუროს და ერთი ამდენი მაინც უნდა დაგრჩეს. სხვანაირად რა აზრი აქვს შრომას? "თხა ვიყიდე, თხა გავყიდე" გამოგივა. მით უფრო, როცა ვიღაცეები, თან თანამდებობის პირები, ამბობენ, თურმე, ერთ ჰექტარ ფართობს სჭირდება წელიწადში 150 ლარის პესტიციდი. 500 ლარის მარტო წამალი არ ჰყოფნის. არანაკლებ სჭირდება თხილსაც, _ გვეუბნება შოთა მარგალიტაძე. "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში, გოგორეთის პლანტაციებთან მისასვლელი გზის პრობლემის შესახებ ამბობენ, რომ გზის შეკეთება ახალი წლიდან განახლდება: "რთული საგზაო მონაკვეთების მოხრეშვა-დაგრეიდერება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ახალი წლიდან განახლდება" . "გურია ნიუსი" სტატიაში გაჟღერებულ უმწვავეს პრობლემებს, როგორც გოგორეთში, ისე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში, კვლავ ... ...
  • "დგომა აკრძალულია" _ გადაინაცვლებს თუ არა დავა სასამართლოშიქალაქ ოზურგეთში, შპს "ჭალა საყდარის" დირექტორი ზურაბ გობრონიძე, როგორც "გურია ნიუსთან" აცხადებს, იჯარის მფლობელია და დიდი ხანია, სამართალს ეძებს _ იგი აკონკრეტებს იჯარით აღებული ტერიტორიის ადგილსამყოფელს, სადაც დადგეს საგზაო ნიშანი _ "დგომა აკრძალულია". გობრონიძეს იჯარით აქვს აღებული ქალაქ ოზურგეთში ერისთავისა და რამიშვილის ქუჩაზე არსებული 150 კვმ ფარ _ 2007 წელს, მაშინაც კოტე შარაშენიძე იყო გამგებელი, ერისთავის ქუჩაზე პარკირებისთვის აღებული მქონდა 90 კვმ. ტერიტორია, სადაც 2013 წელს დამიდგეს ურნები. ამიტომ დროიდან ვერ ვსარგებლობდი. იჯარას 2018 წლის მაისში გაუვიდა ვადა და, ფაქტობრივად, ექვსი წლის განმავლობაში ვერ ვისარგებლე ამ ტერიტორიით, გადასახადს კი ვიხდიდი. ხელშეკრულებაში წერია, რომ ხელი უნდა შეეწყოს მოიჯარეებს, ანუ დამირღვიეს ეს პირობა. ამის შემდეგ, პარკირებისთვის იჯარით ავიღე ფართობები 20 წლის ვადით _ 2032 წლამდე. ამათგან ერთ-ერთზე, რამიშვილის ქუჩაზე, რომელიც საჯარო რეესტრის შენობასა და სასტუმრო "გურიას" შორის მდებარეობს (60 კვმ.), ხელშეკრულება მაქვს გაფორმებული, რომელიც საჯარო რეესტრშია გატარებული. სანამ ამ ტერიტორიის სარგებლობას დავიწყებდი, დააყენეს საგზაო ნიშანი _ "დგომა აკრძალულია". მივმართე მერიას და ვუთხარი, რომ, სანამ ნიშანს დგამდნენ, უკვე გაცემული იყო ჩემზე ეს ტერიტორია. არც მკითხეს, არც დამიძახეს. უკიდურეს შემთხვევაში, უნდა გაუქმებულიყო ეს ხელშეკრულება და ალტერნატიული ფართი უნდა მოეცათ. აქაც იგივე ვალდებულება დამირღვიეს _ 2013 წლიდან უკვე ვეღარ ვსარგებლობ. მე ვითხოვ პასუხს, რომელიც დღემდე ვერ მივიღე, _ ამბობს ზურაბ გობრონიძე. როგორც ზურაბ გობრონიძე განმარტავს, ერისთავისა და რამიშვილის ქუჩებზე, ის სულ 150 კვმ. მიწის ფართს ფლობს იჯარით და აქ ამკრძალავი ნიშანი მისი ნებართვის გარეშე არ უნდა დაედგათ, სანამ ალტერნატიულ ფართს არ მისცემდნენ. დანარჩენ შემთხვევაში კი, უნდა აუნაზღაურონ ის თანხა, რაც ამ ფართის სარგებლობის შემთხვევაში მიიღებდა. ის აცხადებს, რომ დაანგარიშებული აქვს კიდეც, რამდენი ეკუთვნის და, უკიდურეს შემთხვევაში, სასამართლოს მიმართავს. ზურაბ გობრონიძეს ხელთ აქვს დოკუმენტაცია _ განცხადება, პასუხები და უპასუხოდ დატოვებული განცხადებების პირველი პირი თუ ქსეროასლები, რაც ამ ხნის მანძილზე დავის პროცესში დასჭირდა. ის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ უპასუხოდ დატოვებული განცხადების თაობაზე საუბრობს, რომელიც 2018 წლის იანვარში წარადგინა, მანამდე კი 2017 წელს ჰქონდა განცხადება შეტანილი მერიაში, როცა ქალაქ ოზურგეთის მერი ჯერ კიდევ ბეგლარ სიორიძე იყო. გობრონიძე ამბობს, რომ მაშინ სიორიძე სრულყოფილად გაეცნო გობრონიძის განცხადებას და პირდებოდა დახმარებას, თუმცა, ეს პროცესი ვერ დასრულდა. მალე მერის პოსტზე კონსტანტინე შარაშენიძე მოვიდა და გობრონიძე დაუსრულებელი საქმის სამართლიანად დამთავრებას უკვე ახალ მერთან ითხოვს. კერძოდ, 2018 წელს, როცა მერიას განცხადებით მიმართა, ითხოვდა, რამიშვილის და ერისთავის ქუჩაზე არსებულ, იჯარით აღებულ ტერიტორიებს დანიშნულებისამებრ რაკი ვერ იყენებს, მოხდეს ამ ტერიტორიების ჩამოწერა და შეცვლა ახალი ტერიტორიებით. გობრონიძე ამბობს, რომ ეს საკითხი მაინც არ გაიტანეს საკრებულოს სხდომაზე და დღემდე უპასუხოდაა დატოვებული. იგი საგანგებოდ უსვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ მუდამ იყო კეთილსინდისიერად გადამხდელი მოიჯარე, მისი ორგანიზაცია მრავალჯერაა დაჯილდოებული ნაციონალური ბიზნესრეიტინგის კავშირის მიერ, ერთხელ _ ვერცხლის და ორჯერ ბრინჯაოს მედლით. "გურია ნიუსმა" ზურაბ გობრონიძის საქმესთან დაკავშირებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას კითხვით მიმართა. მერიის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან კი მივიღეთ პასუხის ტექსტი, რომელიც მერიიდან გობრონიძეს აპრილში გაუგზავნეს:  "შპს "ჭალა საყდარის" დირექტორს, ზურაბ გობრონიძეს! თქვენ მიერ, ქალაქ ოზურგეთის მერიაში 2017 წლის 14 ივნისს შეტანილია #21 წერილი, რომელიც ეხება ქალაქ ოზურგეთის ტერიტორიაზე არსებული ავტოსადგომების იჯარით აღების საკითხს. გაცნობებთ, რომ მუნიციპალიტეტის მერია ქალაქის განაშენიანების გეგმის შესაბამისად, აპირებს ავტოსადგომის მოწყობისა და მომსახურების საკითხი განახორციელოს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად. ამდენად, ამ ეტაპზე თქვენი თხოვნა ვერ დაკმაყოფილება", _ პასუხს ხელს აწერს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ალექსანდრე სურგულაძე. ალექსანდრე სურგულაძემ "გურია ნიუსთან" თქვა, რომ მას ზურაბ გობრონიძესთან ამ თემაზე საუბარიც ჰქონდა: _ მე არ ვარ დაინტერესებული და არც არავინ მერიაში, რომ ზურაბ გობრონიძეს საქმიანობაში ხელი შეეშალოს. იმ ტერიტორიებზე, რომელიც მას იჯარით აქვს, დღემდე აგრძელებს საქმიანობას. სადაც დაუმთავრდა იჯარის ვადა, იქ მუშაობის გაგრძელება შეუძლებელია. მე, კანონიერების ფარგლებში, ყოველთვის მზად ვარ დიალოგისთვის. ასევე, ზურაბ გობრონიძეს, თუ ჩვენი პასუხი არ ან ვერ აკმაყოფილებს, შეუძლია ცივილური ფორმა გამოიყენოს და მიმართოს სასამართლოს, _ გვითხრა ... ...

არქივი

ზაფრანი

“ყვითელი პრესის“ სათავეებთან

დღეს ყველამ იცის, რომ ტერმინი:...

მონტე-კრისტოს მისტიკა

ალექსანდრე დიუმა სანამ ახალ რომანზე...

იან ფლემინგის “ოქროს თვალი“

როდესაც ”აგენტ 007”-ის წიგნის ავტორი,...

10 რეალური მოსალოდნელი კატაკლიზმა დედამიწაზე

ახალი ოკეანე აფარის სამკუთხედი (იგივე...

საბედისწერო რიცხვი და ასტროლოგია

მაინც რატომ ეშინიათ ადამიანებს ასე...

როგორ ვიშოვნოთ ფული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ადამიანების უმრავლესობა ოდითგანვე დაეძებდა გზებს...
კარმიდამო ჩემი

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...

რა გავაკეთოთ შემოდგომის მიწურულს საკარმიდამო ნაკვეთებში

ნოემბერ-დეკემბერში აქტიური სამეურნეო სამუშაოები ძირითადად...

პესტიციდების გამოყენებისას უდიდესი სიფრხილეა საჭირო

არსებობს უნივერსალური პესტიციდები, რომლებსაც ერთდროულად...

სიმინდის მოვლა თავიდან უნდა ვისწავლოთ

სიმინდის მოვლა-მოყვანის წესებს დასავლეთ საქართველოს...

რატომ უნდა მოვაშენოთ ბატი

როგორც უხნესი ადამიანები ამბობენ, საქართველოში...

დედოფლის ყვავილს დედოფალივით მოვლა სულ არ სჭირდება

წარსულში ძალზე პოპულარული და მერე...

მოვამზადოთ ნესვის სასმელი

ნესვი გოგრისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე...

თაფლის ღვინო _ "თაფლუჭა"

თაფლის ღვინო და არაყი უნიკალური...

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...

მოახლოებული ზამთარი და პირუტყვის მოვლა-დაბინავება

ზამთრის მოახლოებისას, შინაურ მსხვილფეხა თუ...

როგორ მოვსპოთ ზამთრის განმავლობაში ნიადაგში მავნებლები

დეკემბრიდან, ჩვენს ბაღ-ბოსტნებში, როცა უკვე...