შინაგან საქმეთა მინისტრი საექსპერტო-კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოს ეწვია

სამართალი

შინაგან საქმეთა მინისტრი საექსპერტო-კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოს ეწვია

2013 ნოე 6 16:23:04

საექსპერტო-კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოში რებრენდინგი განხორციელდა, სამმართველოს გადაეცა ახალი "შკოდა"–ს და "ტოიოტა ჰაილუქსი"–ს მარკის 13 ავტომანქანა. ექსპერტ-კრიმინალისტებმა ახალი დიზაინის ფორმები, ჩანთები და მუშაობისთვის საჭირო სპეციალური ხელსაწყოები მიიღეს. სამმართველოს ასევე გადაეცა 90 ახალი კომპიუტერი, ფოტო და ვიდეოაპარატურა. ფონოსკოპიური და ვიდეოტექნიკური ექსპერტიზისთვის შეძენილია სპეცკომპიუტერები და ახალი პროგრამები.

შეიქმნა კომპიუტერული ექსპერტიზის განყოფილება, რომელიც ციფრულ დანაშაულს გამოავლენს. დაინერგა ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა (პიროვნების სახით ამოცნობა). ასევე შეძენილია ახალი დაქტილოსკოპიური სკანერები, რომლითაც შესაძლებელია არამარტო თითის, არამედ მთლიანად ხელის ანაბეჭდის აღება.

შეძენილია ავტომატიზებული ფოტოპანორამული აპარატები, რომლის მეშვეობით შემთხვევის ადგილზე პანორამული გადაღება ავტომატურად ხდება.

ე. წ. ბიომარიხუანის გამოსავლენად შეძენილია სწრაფი ტესტები და სტანდარტული ნიმუშები ნარკოტიკის რაოდენობის განსაზღვრისათვის.

ცენტრალური ექსპერტიზის სამმართველოსთვის შეძენილია ბოლო თაობის აპარატურა (გაზური და სითხური ქრომატომასპექტრომეტრები), რომელიც ნარკოტიკულ, ასაფეთქებელ, მომწამლავ და სხვა ნივთიერებებს იკვლევს. ერთი ასეთი აპარატი სამმართველოს აშშ-ს საერთაშორისო ნარკოტიკებისა და კანონის აღსრულების საქმეთა ბიურომ (INL) საჩუქრად გადასცა.

გარდა ამისა, INL-ს ხელშეწყობით, კინოლოგიის სამსახურის შენობის სარემონტო და სამშენებლო კაპიტალური სამუშაოები მიმდინარეობს.

ISO-ს (საერთაშორისო სერთიფიცირების ორგანიზაცია) მოთხოვნების შესაბამისად შეიქმნა ხარისხის კონტროლის სამმართველო და საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს კანცელარია 24 საათიანი მუშაობის რეჟიმზე გადავიდა.

ბალისტიკური ექსპერტიზისთვის ახალი ავტომატიკური სისტემის დანერგვა იგეგმება 3 სამუშაო სადგურითა და სკანერით.

აეროპორტში დაქტილოსკოპიური სკანერი და ჰაბიტოსკოპიური პროგრამა დამონტაჟდა, რომლის საშუალებით დეპორტირებული პირების შემოწმება ხდება საზღვარზე გადასვლის გარეშე.

გარდა ამისა, ექპერტ-კრიმინალისტებმა და კინოლოგებმა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით აშშ-სა და თურქეთის რეაპუბლიკაში ტრენინგები გაიარეს.

მაიკლ ტერნერი, აშშ-ს საელჩოს მრჩეველი პოლიციის საკითხებში:

"ბოლო ოთხი წლის მანძილზე კრიმინალისტურმა ლაბორატორიამ არნახულ პროგრესს მიაღწია. უახლოეს მომავალში მოხდება მისი საერთაშორისო სერტიფიცირება. ამ ყველაფრის მიღწევა არა მხოლოდ ჩვენი, არამედ ქართული მხარის დამსახურებაცაა. მოხდა ლაბორატორიის განახლება და პროცედურების დახვეწა ქართული მხარის ინიციატივით და ამერიკის მცირედი დახმარებით. მე მეამაყება მათი მიღწევების და ვფიქრობ რომ მალე ეს ლაბორატორია საერთაშორისო აღიარებას მიაღწევს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დანაშაულის გასხნის მაჩვენებლებმა დიდად იმატა. ჩვენ ახლა ყოველგვარი ეჭვის გარეშე ვხსნით დანაშაულს, რაც კრიმინალისტების მიერ მოპოვებული ნივთმტკიცებებით მყარდება. აქ წარმოდგენილი აღჭურვილობა საშუალებას იძლევა უფრო ჩაუღრმავდე დეტალებს და მიკროსკოპულად დააკვირდე წარმოდგენილ ნივთმტკიცებებს, რაზეც 10-15 წლის წინ ხელი არ მიგვიწვდებოდა. მაგალითისთვის მოვიყვან თმის ღერის გამოკვლევას, რამაც შესაძლოა დამნაშავის „დნმ“-მდე მიგვიყვანოს. ეს კი გვაძლევს საშუალებას დავადგინოთ დამნაშავე ერთი ღერი თმის საფუძველზე, რაც მიკროსკოპულ ნივთმტკიცებას წარმოადგენს."

ნუგზარ სუჯაშვილი, საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს უფროსი:

"ქიმიურ ლაბორატორიაში შეძენილ იქნა ორი ქიმიური გაზური ქრომატომატომასპექტრომეტრი. ერთი დაიდგა მთავარ ლაბორატორიაში, მეორე ნარკოლოგიური შემოწმების კაბინეტში, რაც საშუალებას მოგვცემს დიდი სიზუსტით დავადგინოთ ბიომასალაში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველობა. ასევე სიახლეები გვაქვს თანამედროვე წამყვანი კრიმინალისტიკის სფეროში "Sirchie"-ს ფირმის კეისები, დაკტილო-კეისები, ბიოლოგიური მასალის ამოსაღები კეისები, ასევე პროფესიონალური ფოტოაპარატურა, კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტისთვის შეძენილ იქნა პროფესიონალური კომპიუტერები და სპეცპროგრამები, ასევე ფონო- და ვიდეოტექნიკური ექსპერტიზისთვის, ჰაბიტოსკოპირი ექსპერტიზისთვის. ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში დამზადებულ იქნა სწრაფი GVH-ის ე.წ. ბიომარიხუანის სწრაფი ტესტები, ასევე დასინთეზებული იქნა ქრომატომატომასპექტრომეტრებისთვის ნარკოტიკული სტანდარტები, საშუალებას გვაძლევს ზუსტად დავადგინოთ სისხლში, თმაში, სხვა ბიოლოგიურ მასალაში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველობა, ასევე ახალი ნარკოტიკული ნივთიერების როგორიც არის ბიომარიხუანა, ე.წ. „სპაისები“ სინთეზური კანაბინოიდები. აგრეთვე მადლობა მინდა ვუხდა ამერიკის "აინელ" პროგრამის ხელმძღვანელს, ბატონ აარონ ფიშმანს და მაიკლ ტერნერს, რომლებმაც გადმოგვცეს საექსპერტო ქიმიური განყოფილებისთვის სითხური ქრომატომატომასპექტრომეტრი, რომელიც ძალიან დიდი სიზუსტით, მემილიარდედის ათზე უფრო მცირე შემცველობას ადგენს სისხლში, თმაში და სხვა ბიოლოგიურ მასალაში."




 ახალი ამბები
  • რუსთავი-თბილისის გზაზე ავარიას 6 თვის ბავშვი ემსხვერპლარუსთავი-თბილისის გზაზე ერთმანეთს "ტოიოტასა" და "კიას" მარკის ავტომობილები შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 თვის ბავშვი დაიღუპა. როგორც „ინფო რუსთავი“ იუწყება, მცირეწლოვანი ბავშვი მშობლებთან ერთად სწორედ "ტოიოტას" მარკის ავტომობილში იმყოფებოდა. დაშავებული ბავშვი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკა ნიუ-ჰოსპიტალსში გადაიყვანა, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ... ...
  • მეკვერნიე „ჩაქირა“: უნიკალური ჯიშის ძაღლი გურიაში, სავარაუდოდ, მხოლოდ ერთ კაცს ჰყავსმეკვერნიე ჯიშის ძაღლი „ჩაქირა“ ძველად  გურიაში საკმაოდ გავრცელებული ყოფილა და მას კვერნაზე სანადიროდ იყენებდნენ. შემდეგ კი გადაშენებულა და ახლა მხოლოდ მაკვანეთელ ილია თოიძეს ჰყავს. _ის თავს ევლება მეკვერნიე „ჩაქირას“, საოცარ ამბებს გიამბობთ, უვლის, ცდილობს გამრავლდეს და ყველას ჰყავდეს.  ეს ძაღლი  საუცხოო მონადირეა. გადაშენების პირას მყოფი, _ გვატყობინებს სოფელ ლიხაურის საჯარო სკოლის პედაგოგი, ირმა გორდელაძე. „გურია ნიუსი“ მალე  ილია თოიძესთან საინტერსო ინტერვიუს ... ...
  • საიდან მოდის და რას უკავშირდება ნოტების სახელები7 მუსიკალური ნოტი დო-რე-მი-ფა-სოლ-ლა-სი ყველასთვის კარგად არის ცნობილი, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რატომ ჰქვიათ ამ ნოტებს ასეთი სახელები და რას ნიშნავს თითოეული მათგანი. ნოტების სახელწოდების წარმოშობა დაკავშირებულია ნაწარმოებთან “Uტ ქუეანტ ლახის”, რომელიც კათოლიკური ჰიმნია და იოანე ნათლისმცემელს ეძღვნება. დო-რე-მი-ფა-სოლ-ლა-სი იოანე ნათლისმცემლისადმი მიძღვნილი ჰიმნის ლათინური ლოცვის პირველი მარცვლებია, თუმცა თავდაპირველად იყო ასე – უტ-რე-მი-ფა-სოლ-ლა-ჰექსაქორდი. სი მოგვიანებით გაჩნდა. უტ კი დო-თი მოგვიანებით მუსიკისმცოდნე დონმა შეცვალა თავისი გვარის პირველი მარცვლით. შვიდივე მუსიკალურ ნოტს თავისი სახელწოდება აქვს: დო – DOMINUS – ღმერთი,  რე – RERUM – მატერია, მი – MIRACULUM – სასწაული,   ფა – FAMILIAS PLANETARIUM – პლანეტების ოჯახი, ანუ მზის სისტემა,    სოლ – SOLIS – მზე,  ლა – LACTEA VIA – ირმის ნახტომი,  სი – SIDERAE – ზეცა.  წყარო : ... ...
  • $7 000 000 - აშშ, საქართველოში ახალ საგანმანათლებლო პროგრამას განახორციელებსაშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, ვაშინგტონში მორიგი შეხვედრა გაიმართა. კულტურული გაცვლებისა და ხალხთაშორისი ურთიერთობების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, საქართველოს საგარეო საქმეთა და განათლების მინისტრების მოადგილეები წარდგნენ. სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ შეხვედრაზე განათლების, კულტურისა და სტრატეგიული კომუნიკაციების შესახებ იმსჯელეს. განათლების მინისტრის მოადგილის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ოკუპირებული ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსბულ ვითარებას. ირინე აბულაძის თქმით, ქართულმა მხარემ, ამერიკელ პარტნიორებს სრული ინფორმაცია მიაწოდა გამოწვევების შესახებ, რაც ოკუპირებულ რეგიონებში, განათლების უფლების მხრივ დგას. მისი თქმით, შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივებს განათლების ხელმისაწვდომობის კონტექსტში. „ამერიკა რჩება საქართველოსთვის ძირითად სტრატეგიულ პარტნიორად, როგორც ქვეყნის სუვერენობის, ასევე განათლების ხარისხის განვითარების მიმართულებით.“_ განაცხადა აბულაძემ. აბულაძის თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიზნით, გაცვლითი პროგრამების წამოწყების იდეას. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ამერიკული მხარე, საქართველოში, $7 000 000 აშშ დოლარის ღირებულების საგანმანათლებლო პროგრამას განახორციელებს. „USAID” – ის დაფინანსებული პროექტი, ქართული საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებელთა გადამზადებას ითვალისწინებს. ამასთან, ამერიკული მხარის ინიციატივით, საქართველოში, „Fulbright“-ის პროგრამის გაფართოვება იგეგმება. „ფულბრაითის“ პროგრამის ფარგლებში, წელს უკვე 11 ქართველი სტუდენტი მიიღებს ამერიკაში განათლებას. 2020 წლის გაზაფხულიდან კი, როცა შეთანხმებას მოეწერება ხელი, საქართველოს, ამერიკიდან „ფულბრაითის“ 10-მდე სტიპენდიანტი ეწვევა, რომლებიც საქართველოს უნივერსიტეტში ინგლისურ ენას ასწავლიან. წყარო : ამერიკის ... ...
  • ქარი, თოვლი და ყინვა _ ტემპერატურა -20 გრადუსამდე დაეცემასინოპტიკოსთა ცნობით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დღეიდან ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა. დღეს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ითოვებს. 25-27 იანვარს, ღამით გაძლიერდება ქარი და ყინვა. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში -4, -6, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ზოგან -8, მთაში -15, მაღალმთაში -20 გრადუსამდე დაიკლებს. 25 იანვარს, დღისით დაბლობსა და ბარში +1, +6 გრადუსი იქნება, ხოლო 26-27 იანვარს +7, +12 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში ჰაერის ტემპერატურა 25-27 იანვარს ღამის საათებში -1, -3 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით კი +8, +10 გრადუსამდე ... ...

არქივი

ზაფრანი

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კიბო, შესაძლოა, გადამდები იყოს

ვებგვერდ wize.life-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით...

მიწაზე მიყინული კნუტები კაცმა ყავით გადაარჩინა

BBC-ის ინფორმაციით, მიწაზე მიყინული კნუტები...

სასარგებლო რჩევები ცნობილი ქალებისგან

ანჯელინა ჯოლი ზოგჯერ, როცა თავის...

ბიონსეს სილამაზის საიდუმლო

მართალია მომღერალი ვეგეტარიანელი არაა, მაგრამ...

ცნობილი ვარსკვლავების ყოველდღიური დილის რეჟიმი

ჯენიფერ ენისტონი ჯენიფერ ენისტონის დილა...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...