მოწმემ ყოფილ პროკურორს ღიად დასდო ბრალი

სამართალი

მოწმემ ყოფილ პროკურორს ღიად დასდო ბრალი

8 ივლ. 2011, 10:07:21
(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ "ჩვენება, რომელიც ლევან გოგიჩაიშვილის წინააღმდეგ მივეცი, პროკურორმა დაწერა, ხოლო თუ ქაღალდზე ჩემი ხელმოწერა არ დაისმებოდა, დამემუქრა, რომ "შეუმსუბუქებელი სასჯელი მელოდებოდა, _ ამ სიტყვებით, მოწმემ სასამართლო პროცესზე ბრალი პროკურორს ღიად დასდო და მოსამართლის შეხსენებაზე, რომ ადრე მიცემული ჩვენების შეცვლისთვის დამატებითი წლების საპატიმროში გატარება ელოდა, ოპტიმისტურად უპასუხა: _ ცხოვრება გრძელდება!

ეს არის საქმე, რომლის განხილვაც, შესაძლოა, სტრასბურგში გაგრძელდეს, _ განსასჯელის დედა სწორედ ამის შესახებ საუბრობს. მანამდე კი, უზენაესმა სასამართლომ 2011 წლის 10 იანვრის განჩინებით, საქმე უკან დააბრუნა. უზენაესმა სასამართლომ ჩათვალა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ, 2010 წლის 7 მაისს გამოტანილი განაჩენი უნდა გაუქმდეს, ხოლო საქმე მსჯავრდებულ ლევან გოგიჩაიშვილის მიმართ, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სასამართლოს.

ეს საქმე ჩვენი მკითხველისთვის უკვე ცნობილია, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიხსენოთ მისი არსი; ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომისუბანში მცხოვრები ლევან გოგიჩაიშვილი პირობით სასჯელს იმის გამო იხდიდა, რომ, ბრალდების ვერსიით, "ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა, ბენზინგასამართ სადგურზე ავტომანქანაში საწვავი ჩაისხა და ფული არ გადაიხადა. ამასთან, რამდენიმე ხნის შემდეგ, სოფელ სუფსაში, ბ. კ.-სგან წამოიღო "ვაზ-2106" ავტომანქანის ძარა, რის საფასურადაც 200 კგ. თხილი უნდა მიეტანა".

როგორც მსჯავრდებულის დედა, ლილი გუჯაბიძე ამბობს, ოჯახში პრობლემები შეექმნათ, ლევანს ხელი შეეშალა და ვალი დროზე ვერ გადაიხადა: "200 კილოგრამი თხილის სანაცვლოდ, ორი საჟენი შეშა მივიტანეთ, თუმცა, უკვე გვიანი იყო _ გავიგეთ, რომ ლევანს უკვე ეძებდნენ. ჩემი შვილი შეშინდა და დაიმალა. სწორედ იმ პერიოდში, ჩოჩხათელი ხ. ც.-ის მანქანა ვიღაცამ გაიტაცა და ოდნავ მოგვიანებით გავიგეთ, რომ ამ საქმესაც ჩემს შვილს აბრალებდნენ. ლევანი ხელვაჩაურის რაიონში, ბიძაშვილების სახლში აიყვანეს და მოწმის ჩვენების საფუძველზე მიუსაჯეს 12 წელი დანაშაულისთვის, რომელიც მას არ ჩაუდენია. პროკურორი დაჟინებით ითხოვდა ასეთ განაჩენს და მოსამართლემაც მას მხარი აუბა. აშკარა იყო, რომ გამომძიებელი, პროკურორი და მოსამართლე თავიდანვე ცუდად განეწყვნენ ჩემი შვილის მიმართ. მოვითხოვ, ეს ხალხი დაისაჯოს კანონის შესაბამისად. არ შეიძლება, ვინმე პიროვნულად ამოიჩემონ გამომძიებელმა, პროკურორმა ან მოსამართლემ და გაუშვან ციხეში! მხოლოდ იმიტომ უნდოდათ ლევანის თავიდან მოშორება, რომ იგი, საღამოობით, სოფლის ახალგაზრდებთან ერთად იჯდა "ბირჟაზე". ამის გამოა ქვეყნის დამაქცეველი და ამიტომ უნდა დააბრალონ სხვის მიერ ჩადენილი დანაშაული?! სხვისი დანაშაულისთვის რატომ უნდა აგოს პასუხი? იმ პერიოდში სოფლის რწმუნებული ლომინეიშვილი გაქურდეს _ მისი სახლიდან ტელევიზორი მოიპარეს და ფაქტზე აყვანილი იქნა სწორედ ის პირი, რომელმაც ჩვენება მისცა ჩემი შვილის წინააღმდეგ," _ ამბობს განსასჯელის დედა.

გასულ კვირას, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში პროცესი გაიმართა, სადაც მოწმის მიერ შეცვლილი ჩვენების გახმაურებამ ვითარება რადიკალურად შეცვალა _ სოფელ ჩოჩხათში, 2009 წლის 22 მარტს, "ვაზ2101" მარკის ავტომანქანა ამავე სოფლის მკვიდრის ეზოდან გაუჩინარდა. ამ ავტომობილის ფარულ დაუფლებაში სწორედ ლევან გოგიჩაიშვილს დასდეს ბრალი, რომელიც იმ დროისთვის მიმალვაში იმყოფებოდა _ სამართალდამცავები ეჭვმიტანილზე თაღლითობის ბრალდებით გამოძიებას აწარმოებდნენ. 2009 წლის 16 ივლისს, ძებნილი აიყვანეს და თაღლითობისა და ავტომანქანის მოპარვის ბრალდებით, 12 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

მსჯავრდებულის ადვოკატმა რაიონული სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა, საქმის არასწორად წარმართვის მოტივით, ადვოკატმა უზენაეს სასამართლოს მიმართა. პროკურორი შოთა ჩხაიძე უზენაესი სასამართლოსთვის გაგზავნილ წერილში წერს, რომ ამ საქმის ირგვლივ დაკითხული მოწმე _ ბ. სარიშვილი გოგიჩაიშვილის მხრიდან ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა; რის გამოც, მან პირველი ჩვენება შეცვალა (სარიშვილმა ჯერ ბრალი დასდო გოგიჩაიშვილს, შემდეგ კი ჩვენება შეცვალა).

2011 წლის 10 იანვარს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება მოვიდა: საკასაციო სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2010 წლის 7 მაისს გამოტანილი განაჩენი უნდა გაუქმდეს, ხოლო საქმე მსჯავრდებულ ლევან გოგიჩაიშვილის მიმართ, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სასამართლოს.

ამ საქმის ირგვლივ დაკითხული მთავარი მოწმე ბაჩუკი სარიშვილია. მან გამოძიებას ორი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ჩვენება მისცა _ ამჟამად პატიმრობაში მყოფი სარიშვილი პირველ ჩვენებაში ამბობს, რომ ამ საქმეში გოგიჩაიშვილი ფიგურირებს, თუმცა, მოგვიანებით, მან სასამართლოს განუცხადა, რომ მის მიერ "დადანაშაულებული" მხოლოდ მსხვერპლია. სწორედ ამიტომ, საპელაციო სასამართლომ გადაწყვიტა, გაირკვეს ლევან გოგიჩაიშვილის ბრალეულობა თუ უდანაშაულობა ქურდობის ბრალდების ნაწილში.

ბოლო პროცესზე, მოსამართლის, პროკურორის, ადვოკატის, პატიმრისა და მისი ახლობლების წინაშე, მოწმის სტატუსით წარსდგა ამჟამად პატიმრობაში მყოფი სარიშვილი, რომლის ჩვენება გადამწყვეტი უნდა აღმოჩნდეს ბრალდებულ გოგიჩაიშვილის საქმეში. მოწმემ პროცესზე აღიარა, რომ ლევან გოგიჩაიშვილი სრულიად უდანაშაულოა; მეტიც, პატიმარმა პროკურორის მხრიდან ზეწოლის ფაქტზე ისაუბრა და მას ბრალი ღიად დასდო: "ჩვენება, რომელიც ლ. გოგიჩაიშვილის წინააღმდეგ მივეცი, ის "სიმართლე" იყო, რომელიც პროკურორმა დაწერა. თუ ქაღალდზე ჩემი ხელმოწერა არ დაისმებოდა, დამემუქრა, რომ "შეუმსუბუქებელი სასჯელი მელოდებოდა", _ ამბობს სარიშვილი.

სასამართლო პროცესმა, ერთი მოწმის მონაწილეობით, დაახლოებით ერთი საათი გასტანა _ მოწმის ჩვენების მიცემის შემდეგ, მოსამართლემ სარიშვილს, რომელმაც გოგიჩაიშვილისთვის გადაბრალებული დანაშაული აღიარა, მოსალოდნელი დამატებითი რამდენიმეწლიანი სასჯელის შესახებ შეახსენა. თუმცა, სარიშვილმა უკან არ დაიხია და მოსამართლეს სწრაფი პასუხი გასცა: _ ცხოვრება გრძელდება!

ამ სიტყვებს გისოსებს მიღმა მყოფი ლევან გოგიჩაიშვილის ემოციური ფრაზები მოჰყვა: "მე უდანაშაულოდ დამადანაშაულეთ და თუ კაცი დამნაშავეა და აღიარებს, რაღა გინდათ!!!"




 ახალი ამბები
  • პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცრებმა დავით ჭაკუას გადმოყვანა განახორციელესსპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცრებმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილ დავით ჭაკუას (სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი) გადმოყვანა განახორციელეს. დავით ჭაკუას 2013 წლის 8 იანვრის დადგენილებით დაუსწრებლად წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის: 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ჩადენილი ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით); 25,1443 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, "ბ“, „დ“, „ე“ ,„ზ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (პატიმართა არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მიზნით წაქეზება, რაც გამოიხატა პატიმართა დამცირებაში, იძულებაში, მათ არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებაში, რაც მათ ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს და მორალურ ტანჯვას აყენებს, ჩადენილი მოხელის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორი ან მეტი პირის მიმართ, ჯგუფურად დაკავებულის მიმართ და შეკვეთით); 25,145-ე მუხლით (დანაშაულთა პროვოკაციის მიზნით წაქეზება); 3691-ე მუხლის მე-3 ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციის მიზნით წაქეზება); 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით (მოწმეზე ზემოქმედების განხორციელება, რაც გამოიხატა მოწმის იძულებაში ცრუ ჩვენების მისაცემად, რასაც ერთვის მისთვის და მისი ახლო ნათესავისთვის ძალადობა და სხვა მუქარა) გათვალისწინებული დანაშაულებისათვის. ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით დავით ჭაკუა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ ,„ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა. დავით ჭაკუას მიმართ 2013 წლის 27 თებერვლიდან გამოცხადებული იყო საერთაშორისო ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით. 2019 წლის 20 დეკემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დავით ჭაკუას ექსტრადიციის შუამდგომლობით მიმართა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კომპეტენტურ ორგანოებს. საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მხარის მიერ სრულად დაკმაყოფილდა 2020 წლის 17 ივნისს. საქართველოს იუსტიციის, შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროების და გენერალური პროკურატურის კოორდინირებული მუშაობის შედეგად, მიუხედავად კოვიდ19-ის ვირუსით განპირობებული გამოწვევებისა, შესაძლებელი გახდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავ ორგანოებთან ნაყოფიერი თანამშრომლობა მსჯავრდებულის ბერლინიდან საქართველოში ესკორტირების მიზნით. მსჯავრდებული თავდაპირველად მოთავსებული იქნება პენიტენციური სისტემის სპეციალურ სამედიცინო საკარანტინო სივრცეში. 21-დღიანი საკარანტინე პერიოდის შემდეგ, ის გადაყვანილი იქნება იმ პენიტენციურ დაწესებულებაში, რომელშიც მოიხდის ... ...
  • “იაკობ ბრეგვაძის ამ საქმესთან შემხებლობის შესახებ, 22 ივნისს, მისი დედისგან შევიტყვე“შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი სოციალურ ქსელში 19 წლის გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს. “პირველ რიგში, უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ 18 ივნისს მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით და ვუსამძიმრებ ოჯახს. ვადასტურებ, რომ ამ საქმის ერთ-ერთი დაზარალებული, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე არის ჩემი ნათესავი, უფრო ზუსტად მამაჩემის დის შვილიშვილი. დაზარალებულის დამნაშავედ გამოცხადება არ მიკვირს იმ ადამიანებისგან, ვინც წლების მანძილზე, უმძიმეს დანაშაულში მხილებული თანაგუნდელების უდანაშაულობას უმტკიცებდა საზოგადოებას. იაკობ ბრეგვაძე ამ საქმეში არის დაზარალებული და ამ რეალობას ვერაფერი შეცვლის. ის ერთადერთია რომელმაც პოლიცია გამოიძახა. ბოლო დღეების განმავლობაში ვხედავ, როგორ ხდება მის მიმართ ცრუ ინფორმაციების გავრცელება და როგორც ჩანს ახლა ახალი კამპანიის აგორება არის გადაწყვეტილი. ამასთან ერთად, მოსალოდნელი სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით, თავს ვალდებულად ვთვლი, საჯაროდ განვაცხადო, რომ იაკობ ბრეგვაძის ამ საქმესთან შემხებლობის შესახებ, მე მხოლოდ 22 ივნისს, მისი დედისგან შევიტყვე, რის გადამოწმებაც, უმარტივესად არის შესაძლებელი. არ გამოგივათ! იაკობ ბრეგვაძე დაზარალებულია! დარწმუნებული ვარ, გამოძიება ყველა კითხვას გასცემს პასუხს.“ - წერს ნინო ... ...
  • გომისმთაზე მიწის ნაკვეთების რეგისტრაციასთან დაკავშირებით ოზურგეთის მერია განცხადებას ავრცელებს (R)დაბა გომისმთაში მიწის ნაკვეთების რეგისტრაციასთან დაკავშირებით ოზურგეთის მერია განცხადებას ავრცელებს როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 21 მაისს N825 განკარგულებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში შეიქმნა დაბა გომისმთის დასახლება. შედეგად „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“ მიმდინარე თვიდან დაბაში იწყებს მიწების სისტემურ რეგისტრაციას. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია გაფრთხილებთ, აღნიშნული პროცედურების დასრულებამდე თავი შეიკავოთ გომისმთის მიმართულებით სამშენებლო მასალების ტრანსპორტირებისგან მშენებლობების განხორციელების მიზნით! წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს მიმართ გამოყენებული იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები,“-აღნიშნულია ... ...
  • კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ მთავრობას მედიის პატივისცემისაკენ მოუწოდებსკოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ მთავრობას მედიის თავისუფლების წინააღმდეგ წამოწყებული პროცესების შეწყვეტისა და ჟურნალისტთა პროფესიული გაერთიანების პატივისცემისაკენ მოუწოდებს ჩვენ, კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები დაუშვებლად მივიჩნევთ მცდელობას სახელმწიფომ დასაჯოს და კონტროლის ქვეშ მოაქციოს მედიასაშუალებები. ვფიქრობთ, მსგავსს პრეცენდენტს ქმნის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ „საბოტაჟის“ მუხლით წარმოებული გამოძიება. რომელიც მიმართულია „მთავარი არხის“ სიუჟეტის შინაარსზე. მიგვაჩნია, რომ წამოწყებული პროცესით, კიდევ უფრო ღვივდება მედიის მიმართ უნდობლობა, და სახეზეა ცენზურის საფრთხე. გავრცელებული ინფორმაციით, სუს-მა „საბოტაჟის“ მუხლით გამოძიება 2020 წლის 16 მარტს უწყებაში შესული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო. გამოძიების ფარგლებში უსაფრთხოების სამსახური სწავლობს 2020 წლის 20 ივნისს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გადაცემა „შაბათის მთავარში“ გასულ სიუჟეტს, რომელიც ეხებოდა მარნეულის მუნიციპალიტეტში პანდემიის წინააღმდეგ სახელმწიფოს მიერ მიღებული ზომების პირობებში ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ უფლებამოსილებების შესაძლო ბოროტად გამოყენებას. გამოიკითხა სიუჟეტის ყველა ფიგურანტი და რესპოდენტი, ხოლო 2 ივლისს გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ „მთავარი არხიდან“ რეპორტაჟის დაუმონტაჟებელი ვიდეო მასალის გამოთხოვის თაობაზე უწყების შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მიგვაჩნია, რომ არსებული რეალობა საგანგაშოა მედიის თავისუფლებისათვის და კრიტიკულად მნიშვნელოვანია დროულად მოხდეს დაშვებული შეცდომების გამოსწორება.სიუჟეტში პროფესიული გადაცდომის ან უზუსტობების შემთხვევაშიც კი სახელმწიფო ვალდებულია პატივი სცეს მედიის თავისუფლების ფუნდამენტურ პრინციპებს და ჟურნალისტთა პროფესიული გადაცდომების კორექციის საჭიროებისას უნდა გამოიყენოს მედიის თვითრეგულირების მექანიზმი, ისევე როგორც ჟურნალისტთა კოლეგიურ გაერთიანება - საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია . კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას გასცეს დირექტივა მედიის თავისუფლების და უსაფრთხოების დასაცავად. ვითხოვთ, დროულად შეწყდეს მედიის თავისუფლების წინააღმდეგ წამოწყებული პროცესები და გაშუქების დეტალებზე პროფესიული სიზუსტის გამოკვლევისათვის საქმე გადაეცეს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას ან /და შესწავლა დაიწყოს "მთავარი არხის" თვითრეგულირების მექანიზმის ... ...
  • ვინ არის 18 წლის ბიჭი, რომელიც მდინარე ტეხურუში დაიხრჩოცოტა ხნის წინ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევში, მდინარე ტეხურაში 18 წლის ბიჭი გადავარდა. როგორც გაირკვა, ის ადგილობრივი მკვიდრია.~ როგორც "გურია "ნიუსთან" თვითმხილველები ამბობენ, ბიჭს, სავარაუდოდ, გული გაუსკდა. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით აღძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...