15-წლიანი ბრძოლა ადამიანის უფლებებისთვის სამართლიანი შედეგით დასრულდა

სამართალი

15-წლიანი ბრძოლა ადამიანის უფლებებისთვის სამართლიანი შედეგით დასრულდა

2019 აგვ 14 18:13:55

15-წლიანი ბრძოლა ადამიანის უფლებებისთვის სამართლიანი შედეგით დასრულდა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა სადავო სახლი პირვანდელ მესაკუთრეს როლანდ ბლადაძეს დაუბრუნა.

"ახალგაზრდა ადვოკატების" ხელმძღვანელის და როლანდ ბლადაძის ადვოკატის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, გიორგი პაპუაშვილის გადაწყვეტილება არის ღირსეული, ქმნის მორალურ-სამართლებრივ ჩარჩოს, რომლითაც სრულდება მძიმე ისტორია და იქმნება ახალი ურთიერთობები.

„გიორგი პაპუაშვილის გადაწყვეტილება სწორი სამოქალაქო პოზიციაა - სასამართლოს მიერ დავის განხილვის დასრულების შემდეგაც და მის მიუხედავად, მხარეებმა შეძლეს საკუთარი პოზიციების და მოსაზრებების დაახლოება, საკითხის გადაწყვეტა, რაც თითოეული მხარის ინტერესს სრულად აკმაყოფილებს. ჩვენი სურვილია განიმარტოს საკითხიც, რათა არ დარჩეს არავითარი ბუნდოვანება - ბუნებრივია, ჩვენ საქმის ხასიათიდან გამომდინარე, სასამართლო დავის მიმდინარეობისას, ვერ ავცდით გიორგი პაპუაშვილის კრიტიკას. ყველა კომენტარი, რომელიც გაკეთდა, ემსახურებოდა მხოლოდ სასამართლო დავაში მხარის ინტერესების დაცვას და მიზნად არ ისახავდა გიორგი პაპუაშვილის რეპუტაციის შელახვას. შესაბამისად, თუკი რომელიმე განცხადებით შეიბღალა გიორგი პაპუაშვილის საქმიანი რეპუტაცია, გამოვთქვამთ წუხილს, რაც არ ყოფილა მიზანმიმართული ქმედება, რაც მეტწილად განაპირობა საქმის ისტორიამ, მაღალმა საჯარო ინტერესმა“ - განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა საქმის ირგვლივ მხარდაჭერისთვის საზოგადოებას, სამოქალაქო ჯგუფებს, ჟურნალისტურ კორპუსს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, დავის მონაწილე მხარეებს, მათ წარმომადგენლებს და თავად როლანდ ბლადაძეს პროფესიული ნდობისთვის. 

შეგახსენებთ,რომ სახლი ქალაქ ბათუმში გორგილაძის ქუჩაზე მდებარეობს და როლანდ ბლადაძის ერთადერთ საცხოვრებელს წარმოადგენდა, თუმცა,  ქონება მას წინა ხელისუფლების პერიოდში, 2004 წელს ჩამოართვეს, როდესაც ის სარფის გამშვები საბაჟოს ხელმძღვანელის მოადგილე იყო. ამავე პერიოდში მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს და დევნა დაიწყეს. სახელმწიფო მაშინ ამტკიცებდა, რომ ბლადაძეს საკუთარი შემოსავლებით ბათუმში ბინის შეძენა არ შეეძლო. მოგვიანებით, 2007 წელს, მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით ბლადაძისთვის ჩამორთმეული ქონება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს, გიორგი პაპუაშვილს სიმბოლურ ფასად, 1000-ლარად გადაეცა. პაპუაშვილის ოჯახი აღნიშნული ბინით ამ დრომდე სარგებლობდა, ბლადაძე კი მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურამ მის მიმართ დაწყებული გამოძიება საფუძვლების არაარსებობის გამო შეწყვიტა, რაღაც პერიოდი ემიგრაციაში ცხოვრობდა.

სასამართლოში ბლადაძე მოითხოვდა, რომ  2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება, როგორც კანონსაწინააღმდეგო და ამორალური, გაბათილებულიყო, ხოლო გიორგი პაპუაშვილი  არაკეთილსინდისიერ შემძენად და მფლობელად ეცნოთ.

სახელმწიფოსთან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის სადავო, ჩამორთმეულ ქონებაზე დავა, რომელიც  სასამართლოში რამდენიმე წელი გაგრძელდა, შეთანხმებით დასრულდა.

უზენაესმა სასამართლომ გააუქმა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლითაც როლანდ ბლადაძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

შეთანხმების მიხედვით, კი სასამართლომ მიიღო განჩინება, რომლის თანახმადაც როლანდ ბლადაძეს, ბათუმში ჩამორთმეული საცხოვრებელი სახლის სანაცვლოდ 263 კვ.მ.-ის საცხოვრებელი  ფართი თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, გადაეცა.

საკასაციო სასამართლომ დავის მორიგებით დასრულებას უწოდა ისტორიული შეთანხმება და ფაქტი (მოსამართლეები: ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე მოსამართლე), ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე).

აღსანიშნავია, რომ საქმიდან 2017 წლის 20 ივნისსა და 8 სექტემბერს თვითაცილება განაცხადეს მოსამართლეებმა: მაია ვაჩაძემ, ნუგზარ სხირტლაძემ და პაატა სილაგაძემ. მანამდე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში,საქმიდან აცილებულ იქნა განმხილველი პალატა მოსამართლეების: გიორგი გოგიაშვილის, ნინო ქადაგიძისა და მანანა ჩოხელის შემადგენლობით. დადგენილია, რომ როლანდ ბლადაძის საქმე, საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში, 2004-2018 წლებში, სულ 42 მოსამართლემ განიხილა. 2014 წლიდან ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე, საქმეზე ადვოკატირების პროცესი „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ დაიწყეს.




 ახალი ამბები
  • ბიძინა ივანიშვილს არ დაურღვევია თავისი პირობა, ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება - დიმიტრი ხუნდაძე"ბიძინა ივანიშვილს არ დაურღვევია თავისი პირობა, ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება,"- ეს განცხადება "ქართული ოცნების" მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ, "კურიერის" პიორდაპირ ეთერში გააკეთა. ხუნდაძე აცხადებს, რომ პარტიის თავმჯდომარემ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის სიკეთეში მაჟორიტარების დარწმუნება ვერ შეძლო. "მთავარია ქვეყნის სტაბილურობა, ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია. მთავარია, ქვეყანას ჰქონდეს სტაბილური გარემო და სწორედ ეს არ აწყობთ, თქვენ ხედავთ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" თავიდან ბოლომდე დესტრუქციაზეა აწყობილი. ბიძინა ივანიშვილს არ დაურღვევია თავისი პირობა, ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. იყო უმრავლესობის შეხვედრის სამი რაუნდი, სადაც ლიდერიც და გუნდის დანარჩენი წევრებიც შეეცადნენ, რომ ჩვენი დამოკიდებულება შეეცვალათ, მაგრამ არა ხელების გადაგრეხვით, ან რაიმე მუქარით, არამედ შიდა გუნდური წესებით და ერთმანეთის პატივისცემით. ვერ მოხდა შეთანხმება, ამიტომ მოხდა გამოსავალი ამ თითქოსდა და გამოუვალი მდგომარეობიდან, რომელიც ლიდერმა გუნდთან ერთად მოძებნა, რომ იქნებოდა თავისუფალი კენჭისყრა. არა ხელების გადაგრეხვა, არამედ პასუხისმგებლობა თითოეული დეპუტატის. მე ეს პასუხისმგებლობა ავიღე, მაჟორიტარებმა აიღეს და ამას აქვს, რა თავისი პოზიტიური სიკეთე. თუნდაც ის, რომ თითოეულ რეგიონს თავისი წარმომადგენელი ეყოლება. რაც პროპორციული სისტემით არ ეყოლებოდა,"- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ "კურიერის" ... ...
  • აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე კარვები გაშალესამ წუთებში აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე კარვები გაშალეს. შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. თამარ ჩუგოშვილმა ვიცესპიკერის თანამდებობა, ასევე, საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ... ...
  • "ქართული ოცნების 14 ნოემბერი, ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა" _ გიორგი კვირიკაშვილისაქართველოს ყოფილი პრემიერ-მინმისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს განვითარებულ მოვლენებს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ეხმიანება. კვირიკაშვილის თქმით, ეს იყო  პოლიტიკური პრაგმატიზმისგან დაცლილი გადაწყვეტილება. "ქართული ოცნების 14 ნოემბერი - არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში სახელმწიფოებრიობისგან, რაციონალიზმისგან და პოლიტიკური პრაგმატიზმისგან დაცლილი გადაწყვეტილება - კიდევ ერთი ნაბიჯი ხელისუფლების დელეგიტიმაციისკენ და საზოგადოებრივი და პოლიტიკური პოლარიზაციისკენ - ხელიდან გაშვებული ... ...
  • "ესენი იყვნენ ყველაზე სამარცხვინო დეპუტატები იყვნენ ქართული ოცნების რიგებში" _ ზვიად კვაჭანტირაძეამ დეპუტატებმა, რომლებმაც ე. წ. გმირობა გამოიჩინეს, ამ ადამიანებს ცხოვრებაში ნაბიჯები არ გადაუდგამთ, _ ეს განცხადება ამ წუთებში დეპუტატმა ზვიად კვაჭანტირაძემ გააკეთა. კვაჭანტირაძის თქმით, ეს დეპუტატები ყველაზე სამარცხვინო დეპუტატები იყვნენ ქართული ოცნების რიგებში. "ამ დეპუტატებმა, რომლებმაც ე. წ. გმირობა გამოიჩინეს, ცხოვრებაში ნაბიჯები არ გადაუდგამთ. ეს დეპუტატები ყველაზე სამარცხვინო დეპუტატები იყვნენ ქართული ოცნების რიგებში. ამ ადამიანებმა თუ მოაწყვეს “აჯანყება”… ჩანს, რომ ეს იყო კონტროლირებადი ვითარება, მით უმეტეს, ის დეპუტატები, რომლებმაც კანონპროექტის წინააღმდეგ მისცეს ხმა, თავიდან ბოლომდე სუს-ის კონტროლირებადები არიან. მე ვფიქრობ, რომ რა სისტემითაც არ უნდა ჩატარდეს არჩევნები, ქართული ოცნება განწირულია დამარცხებისათვის. ბატონო ბიძინა, 15 მაჟორიტარს თუ ვერ უვლით, ქვეყანას როგორ მოუვლით? განაცხადა აქციაზე მისულმა ზვიად ... ...
  • "მოახდინეთ თქვენი ზეგავლენა ამ პროცესებზე" _ მარგველაშვილი მეგობარ პრეზიდენტებს მოუწოდებსთქვენ წაგართვეს ყველაზე მნიშვნელოვანი, თქვენი თავისუფალი არჩევანი,, _ ეს განცხადება ამ წუთებში, თბილისში პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გააკეთა. მარგველაშვილმა მოუწოდა მოსახლეობას მივიდნენ აქციაზე დემოკრატიის დასაცავად.   "თქვენი თავისუფალი არჩევანია, აირჩიოთ ის ვინც მოგწონთ, მნიშვნელობა არ აქვს , ვინ მოგწონთ და როგორი მოგწონთ. დღეს ამის მცდელობა არის, თქვენი საარჩევნო მანდატი ჩაიდონ ჯიბეში. მე მივმართავ იმ ადამიანებს, ვინც არიან ტელევიზორებთან, ვინ უყურებს ამ ყველაფერს _ არ არსებობს თავისუფლების მოპოვება, თავისუფლების დაცვის გარეშე, არცერთი ჩვენგანი არ მოიპოვებს თავისუფლებას, თუ თავის წვლილს არ შეიტანს თავისუფლების დაცვაში. თითოეულმა მოქალაქემ უნდა შეიტანოს თავისი წვლილი და არუნდა გაჩერდეს პოლიტიკური პროცესი მანამ სანამ ჩვენ არ ვიქნებით დარწმუნებულები, რომ ჩვენი ხმის უფლება იქნება გარანტირებული. მე მოვუწოდებ იმ ადამიანებს, ვინც დღეს ჩვენ გვიყურებს,  ხვალ, ზეგ, მასზეგ იდგნენ აქ იმისთვის, რომ დაიცვან ჩვენი დემოკრატია, სხვანაირად არ შედგება თავისუფალი საქართველო, სხვანაირად ჩვენ ვიქნებით სხვადასხვა კლანებისა და ინტერესების მუდმივ ტყვეობაში. დღეს ბრძოლა არ ეხება პოლიტიკოსებს, არამედ რიგით მოქალაქეებს, მათ უფლებას და ისინი უნდა გააქტიურდნენ. მე დღეს მივმართავ ჩემს ასობით მეგობარს, ათობით დედაქალაქში. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ის თავისუფალი და დემოკრატიული საქართველო, რომელიც თქვენ მოგწონდათ ჩემო ევროპელო, ამერიკელო, დასავლელო მეგობრებო, ცდილობენ, რომ საქართველოს დაუმთავრონ მომავალი. განსაკუთრებით, მივმართავ ჩემს მეგობარ პრეზიდენტებს, გამოიყენეთ თქვენი ძალაუფლება და უნარი, თქვენი კავშირები და მოახდინეთ გავლენა ამ პროცესზე. ან ქართული დემოკრატია გაიმარჯვებს, ან ეს ქვეყანა დაემსგავსება იმ მრავალ ქვეყანას, სადაც ავტორიტარიზმი და ტოტალიტარიზმი არის ცხოვრების წესი. არ არის ეს ქართველი ხალხის არჩევანი და არა ვართ ჩვენ ამის ღირსი. მე ვუერთდები ამ აქციას და ბოლომდე ვიქნები თქვენი სულისკვეთების და თქვენი ბრძოლის მხარდამჭერი, ღმერთმა დალოცოს საქართველო,"- განაცხადა გიორგი ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

არის თუ არა თქვენ საცხოვრებელ ადგილას სასმელი წყალი?