პატიმართა ნაწილი ახალ წელს, ნაწილი კი შობას საკუთარ სახლში შეხვდება

სამართალი

პატიმართა ნაწილი ახალ წელს, ნაწილი კი შობას საკუთარ სახლში შეხვდება

2013 დეკ 13 15:25:39

როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარე, ალეკო ელისაშვილი აცხადებს, კომისია 150 პატიმრის განცხადებას განიხილავს, მან ასევე აღნიშნა, რომ კომისია არ განიხილავს ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის, ლევან მამალაძის განცხადებას, რადგან ის არ იმყოფება საქართველოში.

"კენჭისყრის შემდეგ ცნობილი გახდება რომელ პატიმრებს შეეხებათ შეწყალება. ამის შემდეგ სიას გადავუგზავნით პრეზიდენტს და ის მოაწერს ხელს. პრეზიდენტის სურვილია, რაც შეიძლება მალე მოხდეს პატიმრების შეწყალება. შეწყალების პირველი ეტაპი იქნება საახალწლოდ, ხოლო მეორე ეტაპი - საშობაოდ. რაც შეეხება ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის, ლევან მამალაძის განცხადებას, რომლითაც მან წინა კვირას მიმართა კომისიას, არ განიხილება, რადგან დებულებაში გვიწერია, რომ მხოლოდ იმ პირების საქმეებს განვიხილავთ, რომლებიც სასჯელს საქართველოში იხდიან. ძებნილების საქმეებზე ჩვენ არ ვმსჯელობთ, მათ შეუძლიათ უშუალოდ პრეზიდენტს მიმართონ", _ ამბობს ელისაშვილი.

შეწყალების თემაზე დღეს საკუთარი აზრი გამოთქვა და პრეზიდენტს ერთჯერადი შეწყალების აქტის განხორციელება შესთავაზა ადვოკატმა გელა ნიკოლეიშვილმა, მისი განცხადებით შეწყალების ეს ფორმა უვადო პატიმრობამისჯილ მსჯავრდებულებზე უნდა იქნეს განხორციელებული.

"უვადო თავისუფლება აღკვეთილ 83 პატიმარს, რომელთა შორის 3 ქალია, ფორმალურად მოაკლეს ¼, მაგრამ დაუტოვეს ისევ უვადო პატიმრობა. ეს ცინიზმია! ჩვენ ვთავაზობთ შეწყალების კომისიას ათვლის წერტილი იყოს 25 წელი და აქედან მოაკლდეთ ის ¼. ვთავაზობთ პრეზიდენტს, როგორც შევარდანაძემ 1995 წელს ერთჯერადი აქტით შეიწყალა 53 სიკვდილმისჯილი, ასევე უვადო თავისუფლებააღკვეთილები შეიწყალოს და შეუცვალოს 20 ან 25-წლიანი პატიმრობით. სამართლიანობის აღდგენის გზაზე ეს იქნება პროგრესულად გადადგმული ნაბიჯი".

 




 ახალი ამბები
  • სოფელ ლიხაურში მცხოვრებლები შშმ პირთათვის ადაპტირებულ გარემოს ითხოვენოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ კიდევ ერთი ელექტრონული პეტიციით ინიცირებული საკითხი განიხილა.  სოფელ ლიხაურის მოსახლეობის ინიციატივაა, რომ სოფელში მცხოვრები შშმ პირთათვის ადაპტირებული გარემო მოეწყოს. როგორც პეტიციის ერთ-ერთმა ინიციატორმა, ნანა ღაჟონიამ ბიუროს განუმარტა, პეტიცია მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს სოფელში მცხოვრები შშმ პირთა ინტეგრაციას და პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშესაწყობად შესაბამისი ადაპტირებული გარემოს შექმნას. როგორც ბიუროს სხდომაზე გახდა ცნობილი, საკითხს საკრებულოს დარგობრივი კომისია ... ...
  • ბახმაროს დაბის სტატუსი მიენიჭაჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2050 მეტრზე მდებარე ბახმაროს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით დაბის სტატუსი მიენიჭა. „მთელი ეს წლები ბახმაროს არ ჰქონდა დასახლების სტატუსი, რაც ზღუდავდა კურორტის განვითარებას და იქ ინვესტიციების ჩადებას. მას უკვე აქვს სტატუსი, რაც ნიშნავს, რომ ექნება თვითმმართველობის სტრუქტურები  და წვდომა საერთაშორისო დაფინანსებაზე. მზარდი პოტენციალიდან გამომდინარე, ჩვენც დიდი გეგმები გვაქვს, უკვე შემუშავებულია სივრცითი განითარების გეგმა და ვმუშაობთ ბახმაროს ეკონომუკიური განვითრების გეგმაზე, რათა სწორად განვსაზღვროთ კურორტის ინფარასტრუქტურული პრიორიტეტები. შარშან დავიწყეთ და უკვე 5 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიციაა ჩადებული ელექტრომომრაგების პროექტში, რაც ბახმაროს დიდი ხნის პრობლემაა, წელს ეს პროექტი დასრულდება და 2400 კომლს ექნება მუდმივი ელექტრომომარაგება. ასევე ვგეგმავთ ცენტრალური სკვერის მოწყობას და  სხვა საინტერესო პროექტებს, რაც გაახარებს როგორც ადგილობრივებს, ისე - დამსვენებლებს“ _ განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრნა  მაია ცქიტიშვილმა.  ბახმაროსთვის დაბის სტატუსის მინიჭება იმას ნიშნავს, რომ ჩოხატაურში 24_ე ადმინისტრაციული ერთეული შეიქმნება. მუნიციპალიტეტის მერის ირაკლი კუჭავას თქმით, ბახმაროში მერის წარმომადგენლის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი ... ...
  • პედაგოგების ანაზღაურება 1500 ლარიდან დაიწყებასასწავლო პროცესში აქტიურად ჩართული პედაგოგების სახელფასო ანაზღაურება 1500 ლარიდან დაიწყება. ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა სამინისტროში გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა. „ვმუშაობთ კვალიფიკაციის მოდულზე თავის ანაზღაურებასთან ერთად. აპრილში წარმოვადგენთ გეგმას სისტემით, კვალიფიკაციით და ანაზღაურებით. აპრილის ბოლომდე გვექნება სახელფასო პოლიტიკა, რომელიც წლევანდელი წლიდან დაიწყება და წლების განმავლობაში გაგრძელდება. მინიმალური ხელფასი პედაგოგის, რომელიც აქტიურად არის ჩართული სასკოლო პროცესში, 1500 ლარიდან დაიწყება. მაისში წარმოვადგენთ როგორ მოხდება, რა რაოდენობები იქნება, რომლის განხორციელებაც ამ წლის შემოდგომიდან დაიწყება", - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა. მინისტრის თქმით, მომდევნო 2 კვირის განმავლობაში სამინისტრო სხვადასხვა მიმართულებით თავიანთ ხედვას ... ...
  • კურორტი გომის მთა შემოქმედის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოექცევაოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე კურორტ გომის მთის შემოქმედის ადმინისტრაციული ერთეულის საზღვრებში მოქცევის შესახებ ისაუბრეს. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ღურჯუმელიძემ სხდომაზე აღნიშნა, რომ საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც გომის მთის შესახებ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა შემუშავდა. “გეგმის დამტკიცებამდე, საჭირო გახდა კურორტ გომის მთისთვის დასახლების სტატუსის მინიჭება. შეიქმნა დროებითი სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მოსახლეობასთან კონსულტაციებისა და საკითხის საფუძვლიანი შესწავლის შედეგად, მიიღო გადაწყვეტილება „დადგენილ იქნას შემოქმედის ადმინისტრაციული საზღვრები, სადაც მოქცეული იქნება კურორტ გომის მთის ტერიტორია“, _ თქვა გიორგი ღურჯუმელიძემ. აღნიშნული წინადადების მოწონების თაობაზე საკრებულოს მორიგ სხდომაზე ... ...
  • ვინ გახდა ლანჩხუთის საპატიო მოქალაქესაქართველოს ომისა და სამხედრო ვეტერანების ცენტრალური კავშირის ლანჩხუთის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილეს, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს,  გივი ებრალიძეს, მერის, ალექსანდრე სარიშვილის გადაწყვეტილებით , საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა. მერმა პირადად  გადაუხადა მადლობა გივი ებრალიძეს გაწეული ღვაწლისთვის და საპატიო მოქალაქის მოწმობა ... ...

არქივი

ზაფრანი

კონიაკი მილიონერთათვის

კონცერნ LVMH-ის ფრანგული კომპანია Moet...

ცხოველების კურთხევის ცერემონია მადრიდში

მადრიდში ძაღლები, კატები და ზაზუნა...

სიზმარის მიღმა ჭეშმარიტება

ისტორიაში საკმაოდ ბევრი მნიშვნელოვანი სიზმარია,...

ლუდის რიტუალები საქართველოში

ლუდის სარიტუალო პროცესების სათავეში დგას...

როგორი, რასთან, რამდენი

მიღებულია, რომ თეთრი ღვინო თევზეულსა...
კარმიდამო ჩემი

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...

რა გავაკეთოთ შემოდგომის მიწურულს საკარმიდამო ნაკვეთებში

ნოემბერ-დეკემბერში აქტიური სამეურნეო სამუშაოები ძირითადად...

პესტიციდების გამოყენებისას უდიდესი სიფრხილეა საჭირო

არსებობს უნივერსალური პესტიციდები, რომლებსაც ერთდროულად...

სიმინდის მოვლა თავიდან უნდა ვისწავლოთ

სიმინდის მოვლა-მოყვანის წესებს დასავლეთ საქართველოს...

რატომ უნდა მოვაშენოთ ბატი

როგორც უხნესი ადამიანები ამბობენ, საქართველოში...

დედოფლის ყვავილს დედოფალივით მოვლა სულ არ სჭირდება

წარსულში ძალზე პოპულარული და მერე...

მოვამზადოთ ნესვის სასმელი

ნესვი გოგრისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე...

თაფლის ღვინო _ "თაფლუჭა"

თაფლის ღვინო და არაყი უნიკალური...

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...

მოახლოებული ზამთარი და პირუტყვის მოვლა-დაბინავება

ზამთრის მოახლოებისას, შინაურ მსხვილფეხა თუ...

როგორ მოვსპოთ ზამთრის განმავლობაში ნიადაგში მავნებლები

დეკემბრიდან, ჩვენს ბაღ-ბოსტნებში, როცა უკვე...