საია მიიჩნევს, რომ მერაბიშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება უნდა დაიწყოს

სამართალი

საია მიიჩნევს, რომ მერაბიშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება უნდა დაიწყოს

2013 დეკ 17 19:33:29

"მედიით გავრცელებული და საიას სასამართლო მონიტორის (რომელიც უშუალოდ ესწრებოდა პროცესს) მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ბრალდებულმა ივანე მერაბიშვილმა განაცხადა, რომ შაბათს, 14 დეკმბერს, უცნობმა პირებმა ის გაიყვანეს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან და მანქანაში ჩასვეს, თავზე გადააფარეს მოსაცმელი და წაიყვანეს გაურკვეველი მიმართულებით. მერაბიშვილის განცხადებით, ის მიიყვანეს უცნობ შენობაში, მისი ვარაუდით სასჯელაღსრულების დეპარტამენტში, სადაც მას დახვდა საქართველოს მთავარი პროკურორი და მისთვის უცნობი კიდევ ერთი პიროვნება. მერაბიშვილის გადმოცემით, მთავარმა პროკურორმა მას მოსთხოვა თანამშრომლობა ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით და მიხეილ სააკაშვილის საბანკო ანგარიშის ნომრების დასახელება, სანაცვლოდ, მას დაჰპირდა დახმარებას ქვეყნიდან გასვლაში. წინაღმდეგ შემთხვევაში კი მერაბიშვილს დაემუქრნენ, რომ მას ციხეში შეუქმნიდნენ ცუდ პირობებს და მის მეგობრებსაც დაიჭერდნენ. ზემოაღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ჩნდება კითხვები. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს რამდენიმე მათგანს ვუპასუხოთ: უნდა დაიწყოს თუ არა გამოძიება? საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-100 მუხლის თანახმად, "დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში გამომძიებელი, პროკურორი ვალდებულნი არიან, დაიწყონ გამოძიება". იმავე კოდექსის 101-ე მუხლი აღნიშნულ დანაწესს კიდევ უფრო აკონკრეტებს და მიუთითებს შემდეგს: "გამოძიების დაწყების საფუძველია დანაშაულის შესახებ ინფორმაცია, რომელიც გამომძიებელს ან პროკურორს მიაწოდეს, გამოვლინდა სისხლის სამართლის პროცესის დროს ან გამოქვეყნდა მასმედიაში".

ივანე მერაბიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. მაგალითად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის თანახმად, დანაშაულს წარმოადგენს ჩვენების მიცემის მიზნით პირის იძულება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობა ცალსახად ადგენს გამოძიების დაწყების ვალდებულებას. ამასთან, ამ ვალდებულების განხორციელების აუცილებელი პირობა არ არის ივანე მერაბიშვილის ან ვინმე სხვა პირის მიერ ოფიციალური განცხადების საგამოძიებო ორგანოში წარდგენა. ანუ, როგორც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 101-ე მუხლშია მითითებული, მსგავსი ინფორმაციის მხოლოდ მასმედიით გავრცელებაც წარმოშობს გამოძიების დაწყების ვალდებულებას. რომელმა უწყებამ უნდა გამოიძიოს აღნიშნული საქმე? საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 7 ივლისის №34 ბრძანების მე-2 პუნქტის თანახმად, პროკურატურის გამომძიებლის საგამოძიებო ქვემდებარეობას განეკუთვნება საქმეები, პროკურატურის მუშაკის მიერ ჩადენილ დანაშაულთა თაობაზე. თუმცა საიას შეფასებით აღნიშნული ჩანაწერი წარმოადგენს პრობლემას, რაც კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩინა განსახილველმა შემთხვევამ. ეს დანაწესი პირდაპირ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტს, რომლის მიხედვითაც ერთი უწყების მიერ ჩადენილი დანაშაული უნდა გამოიძიოს სხვა უწყებამ, რათა გამოირიცხოს ინტერესთა კონფლიქტი და გამოძიების ობიექტურობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით თავიდანვე არ დაისვას კითხვის ნიშნები.

აღნიშნულის გათვალისწინებით, აუცილებლად მიგვაჩნია, საქართველოს კანონმდებლობაში სათანადო ცვლილებების შეტანა, რაც უწყებრივი ქვემდებარეობის მარეგულირებელ ნორმებს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანს. საია ასევე ეხმიანება სასამართლო პროცესზე ი.მერაბიშვილის განცხადების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს. ი.მერაბიშვილმა სასამართლო პროცესზე დააყენა თავისი ადვოკატების აცილების საკითხი და დატოვა დარბაზი. დარბაზი დატოვეს მისმა ადვოკატებმა სტეფანე თუმანიშვილმა და ოთარ კახიძემ, იმ მოტივით, რომ ისინი ვეღარ გააგრძელებდნენ ბრალდებულის ინტერსების დაცვას. სხდომის დარბაზში დარჩა მერაბიშვილის მესამე ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი, რომელიც აგრეთვე ახორციელებდა ზურაბ ჭიაბერაშვილის ინტერსების დაცვას. გ.ჩივიაშვილის განცხადებით, ის მერაბიშვილის ინტერსებს ასევე ვეღარ დაიცავდა. მოსამართლემ სამივე ადვოკატი დააჯარიმა 200 ლარის ოდენობით, სასამართლოს უპატივცემულობის გამო. იმის გათვალისწინებით, რომ მარწმუნებელმა თავად განაცხადა უარი ადვოკატებზე, საიასთვის გაუგებარია მოსამართლის მოტივაცია ადვოკატების დაჯარიმებასთან დაკავშირებით."
 




 ახალი ამბები
  • "მცირეწლოვანს, რომლის მშობელიც კორონავირუსით არის დაავადებული, ვირუსი არ დაუდასტურდა"დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, მცირეწლოვანს, რომლის მშობელიც კორონავირუსით არის დაავადებული, ვირუსი არ დაუდასტურა. როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, დიდი ალბათობით, მაღალი ტემპერატურა, რომელიც ბავშვს აქვს, გამოწვეულია სხვა რესპირატორული ვირისუთ. „ჩვენი თანამემამულე, რომელსაც გუშინ დილით კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურა, მას ჰქონდა მრავალმხრივი კონტაქტები, მათ შორის ოჯახის წევრთან და შვილთან. შვილი წევს იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში. ღამე დასრულდა მისი გამოკვლევა და შვილს არ აქვს არავითარი კორონავირუსული ინფექცია. კორონავირუსულ ინფექციაზე პასუხი იყო ნეგატიური. დიდი ალბათობით, მაღალი ტემპერატურა, რაც ბავშვს აქვს, გამოწვეულია სხვა რესპირატორული ვირუსით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.  წყარო: ... ...
  • კორონავირუსთან დაკავშირებით, სასკოლო არდადეგები 2 მარტიდან დაიწყება და 16 მარტამდე გაგრძელდებაკორონავირუსთან  დაკავშირებით სასკოლო არდადეგები  9 მარტის ნაცვლად, 2 მარტიდან  დაიწყება და  16 მარტამდე  გაგრძელდება, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში. მათივე ინფორმაციით,  საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, დღეს,  კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სხდომაზე კოორდინირებულ რეჟიმში მიღებულია გადაწყვეტილება, პროფილაქტიკის მიზნით, სკოლებში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რეკომენდებული დამატებითი სადეზინფექიო სამუშაოების ჩატარების შესახებ. იმისთვის, რომ ყველა სკოლის დეზინფექციისთვის იყოს საკმარისი დრო, სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები, 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტიდან დაიწყება და 16 მარტამდე გაგრძელდება. გარდა ამისა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, გაძლიერდება სადეზინფექციო სამუშაოები საზოგადოებრივ ტრანსპორტში და საბავშვო ბაღებში. დავალებები უკვე მიღებული აქვთ შესაბამის სამსახურებს, მათ შორის, თბილისის მერიის დაქვემდებარებაში არსებულ ქვეუწყებებს. ჯანდაცვის სამინისტრო და შესაბამისი უწყებები კოორდინირებულ რეჟიმში აქტიურ მუშაობას განაგრძობენ. ჯანდაცვის მინისტრმა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს მიაწოდა ინფორმაცია ინფიცირებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე კარანტინში 170 ადამიანი იმყოფება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კარანტინში გადაყვანილ პირებს მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის გამოვლენისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებისთვის მადლობას უხდის. საბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, საქართველოს მთავრობა ძალიან აქტიურად თანამშრომლობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან და სრულად მართავს პროცესს. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომას ესწრებოდნენ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი – კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე და თბილისის მეროს მოადგილე სოფო ხუნწარია. წყარო: ... ...
  • ბორჯომის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის დაკავება _ სუს-ი განცხადებას ავრცელებსბორჯომის მერისა და  საკრებულოს თავმჯდომარის დაკავების შესახებ საქართველოს ანტიკორუფციული სამსახური განცხადებას ავრცელებს: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ლიპარტია, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მოქალაქე გ.უ. დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ განაშენიანების რეგულირების გეგმის საკრებულოს სხდომაზე გატანისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის სანაცვლოდ, მეწარმეს ქრთამის სახით მოსთხოვა 200 000 ლარი, საიდანაც წინასწარ გამოართვა  20 000 ლარი. აღნიშული პირი თანხის გადაცემისთანავე დააკავეს.გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა დაბა ბაკურიანში უკანონო მშენებლობების მფარველობის სანაცვლოდ,  ამავე მეწარმეს 10 500 ლარი მოსთხოვა, საიდანაც ეტაპობრივად 8000 ლარი გამოართვა.აღნიშნული დანაშაულის თაობაზე ცნობილი იყო ბორჯომის მერის მეგობრისთვის - მოქალაქე გ.უ-სთვის, რომელმაც ამის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.გამოძიება  დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს და 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო ... ...
  • საქართველოში ახალი კორონავირუსის მესამე შემთხვევა დადასტურდასაქართველოში ახალი კორონავირუსის მესამე შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა. მისივე თქმით, ვირუსი საქართველოს მოქალაქეს დაუფიქსირდა, რომელიც ირანში ... ...
  • როგორია კორონავირუსით დაავდებული ორი პაციენტის მდგომარეობაკორონავირუსით  დაავდებული ორი პაციენტის  მდგომარეობის შესახებ  ინფექციური საავადმყოფოს   სამედიცინო დირექტორმა, მარინა  ეზუგბაიამ  პირველ არხთან  ისაუბრა. როგორც ეზუგბაიამ  აღნიშნა, ორივე შემთხვევაში არ არის ლაბორატორიული ცვლილებები და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. „მდგომარეობა ორივე დაავადებული პაციენტის სტაბილურია. გუშინ ჯამში შემოვიდა 31 პაციენტი, ყველასთან ჩატარდა კვლევა, უარყოფითი იყო ჩვენთან ყველა პასუხი. გუშინ დილიდან დღეს დილამდე ჩვენთვის ცნობილი ყველა პასუხი ნეგატიურია. გუშინ მთელი დღის განმავლობაში ჯამურად 24 პირი, რომელსაც ნეგატიური პასუხი დაუდასტურდა, გადავიყვანეთ საკარანტინო სივრცეში, ხოლო დანარჩენი შვიდი პაციენტი, მათ აქვთ ა და ბე ტიპის ვირუსები, ზოგს ტემპერატურული რეაქციები ჰქონდათ და ამიტომ ისინი გადავიყვანეთ ჩვენივე ცენტრის სხვა განყოფილებაში, სადაც ჯერ მეთვალყურეობენ. ტემპერატურა რომ ნორმალიზდება და მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი გახდება, ისინიც დატოვებენ დაწესებულებას და გადავლენ საკარანტინო სივრცეში. ყოველდღიურად შემოდიან პაციენტები, ხდება მათი შემოწმება სიტუაციის მიხედვით. ჯამში სიტუაცია მართვადია და ვნახოთ, რა იქნება. თუ მზარდი იქნება, ალბათ რომელიმე განყოფილებას კიდევ დავკეტავთ ჩვენ და მთლიანად საავადმყოფო გადავალთ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებზე, სავარაუდო ინფიცირებული პაციენტები ყველანი ბოქსებში მოთავსდებიან“, – განაცხადა ეზუგბაიამ. ეზუგბაიას ინფორმაციით, ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება 31 პაციენტი, დილას 29 იყო და კიდევ ორი ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე ნიჭიერი ზოდიაქოს ნიშნები

მორიელი - ზოდიაქოს ამ ნიშნის...

როგორია ქალის იდეალური სხეული

ცოტა ხნის წინ, აშშ-ის ტეხასის...

როგორ ვიპოვოთ ცხოვრების ერთგული მეგზური

ბედნიერება ჰგავს პეპელას. მან ზუსტად...

„დავიწყებული“ ჰოლივუდელები

ჯესიკა ალბა ჯესიკა ალბას გარღვევად...

როდის გრძნობთ თავს ყველაზე კარგად

ზამთარი – მშვილდოსნის, კუროსა და...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...