"ივანე მერაბიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება უნდა დაიწყოს"

სამართალი

"ივანე მერაბიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება უნდა დაიწყოს"

2013 დეკ 23 14:10:51

"როგორც ცნობილია, 16 დეკემბერს ივანე მერაბიშვილის მიერ გაკეთდა განცხადება იმის შესახებ, რომ 14 დეკემბერს, უცნობმა პირებმა ის გაიყვანეს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, მანქანაში ჩასვეს, თავზე გადააფარეს მოსაცმელი და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.

მერაბიშვილის განცხადებით, ის მიიყვანეს უცნობ შენობაში, მისი ვარაუდით სასჯელაღსრულების დეპარტამენტში, სადაც მას დახვდა საქართველოს მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და მისთვის უცნობი კიდევ ერთი პიროვნება. მერაბიშვილის გადმოცემით, მთავარმა პროკურორმა მას ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით თანამშრომლობა და ასევე მიხეილ სააკაშვილის საბანკო ანგარიშის ნომრების დასახელება მოსთხოვა. სანაცვლოდ მას დაჰპირდნენ დახმარებას ქვეყნიდან გასვლაში. წინააღმდეგ შემთხვევაში კი მერაბიშვილს დაემუქრნენ, რომ მას ციხეში შეუქმნიდნენ ცუდ პირობებს და მის მეგობრებსაც დაიჭერდნენ.

ი.მერაბიშვილის განცხადების გავრცელების შემდეგ მთელი კვირის განმავლობაში ცხარე დისკუსია გაიმართა იმის შესახებ უნდა დაიწყოს თუ არა აღნიშნულ საკითხზე გამოძიება. ხელისუფლების წარმომადგენლები განმარტავდნენ, რომ ი.მერაბიშვილის განცხადება დამაჯერებლობას მოკლებულია, აბსურდულია და გამოძიება არ უნდა დაიწყოს (მხოლოდ რამოდენიმე თანამდებობის პირი საუბრობდა გამოძიების დაწყების საჭიროებაზე). ვისმენდით განმარტებას, რომ დაიწყებს თუ არა გამოძიებას, ეს პროკურატურის დისკრეციაა და მის არჩევანზეა დამოკიდებული. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გვსურს კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია:

 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-100 მუხლის თანახმად, "დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში გამომძიებელი, პროკურორი ვალდებული არიან დაიწყონ გამოძიება". იმავე კოდექსის 101-ე მუხლი აღნიშნულ დანაწესს კიდევ უფრო აკონკრეტებს და მიუთითებს შემდეგს: "გამოძიების დაწყების საფუძველია დანაშაულის შესახებ ინფორმაცია, რომელიც გამომძიებელს ან პროკურორს მიაწოდეს, გამოვლინდა სისხლის სამართლის პროცესის დროს ან გამოქვეყნდა მასმედიაში".

გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პროკურატურას მოცემულ შემთხვევაში არ აქვს არჩევანი დაიწყებს თუ არა გამოძიებას. სისხლის სამარათლის საპროცესო კოდექსის მე-100 მუხლი ცალსახად და არაორაზროვნად ადგენს ამ ვალდებულებას. გამოძიების დაწყება-არდაწყების საკითხის გადაწყვეტა დამოკიდებული არ არის ვის სჯერა დანაშაულის ნიშნების შემცველი ინფორმაციის ნამდვილობა და ვის არა! ვწუხვართ, რომ ასეთი მარტივი განმარტებების გაკეთება გვიწევს...

ამასთან, გამოძიების დაწყების აუცილებელი პირობა არ არის ივანე მერაბიშვილის ან ვინმე სხვა პირის მიერ ოფიციალური განცხადების საგამოძიებო ორგანოში წარდგენა. როგორც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 101-ე მუხლშია მითითებული, მსგავსი ინფორმაციის მხოლოდ მასმედიით გავრცელებაც წარმოშობს გამოძიების დაწყების ვალდებულებას.

2. ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან მსჯელობა იმ საკითხზე უნდა დაიწყოს თუ არა გამოძიება, ფაქტიურად სხვა არაფერია თუ არა მსჯელობა იმის შესახებ, უნდა შეასრულოს თუ არა პროკურატურამ საქართველოს კანონით დადგენილი ვალდებულებები(?!). ვფიქრობთ, ამ საკითხზე მსჯელობა, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია. დაუშვებელი და სახიფათოა მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან საქართველოს კანონმდებლობის ცალსახა მოთხოვნების საწინააღმდეგო განმარტებების გაკეთება.

3. გვსურს გამოვეხმაუროთ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის განცხადებას იმის შესახებ, რომ თუ პროკურატურამ გამოძიება არ დაიწყო, ვიდეო კამერების ჩანაწერის ნახვა ვერ მოხდება.

მინისტრის ამ განცხადების საწინააღმდეგო წესია დადგენილი საქართველოს კანონმდებლობით, კერძოდ: "სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობის განსაზღვრის თაობაზე" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 7 ივლისის №34 ბრძანების მე-8 პუნქტის თანახმად, "საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საგამოძიებო დანაყოფის გამომძიებლები იძიებენ... სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულებების ტერიტორიაზე მომხდარ დანაშაულს".

ი.მერაბიშვილის განცხადებაში არსებული ინფორმაცია (თუ ის სიმართლეა), ცხადია, მხოლოდ მთავარი პროკურორის სავარაუდო დანაშაულებრივ ქმედებაზე არ მიუთითებს. ზოგადად, საკნიდან პატიმრის კანონით დადგენილი წესის დარღვევით გამოყვანა და სხვა ტერიტორიაზე გადაყვანა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების ჩართულობის გარეშე ვერ მოხდება. შესაბამისად, ი.მერაბიშვილის განცხადებაში არსებული ინფორმაციის იმ ნაწილის საფუძველზე, სადაც შესაძლებელია არსებობდეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელთა მონაწილეობა და რაც სავარაუდოდ ამ დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულებების ტერიტორიაზე მოხდა, გამოძიება უნდა დაიწყოს "სამინისტროს საგამოძიებო დანაყოფის" (და არა პროკურატურის) გამომძიებლებმა. როგორც აღვნიშნეთ, ამ ვალდებულებას ადგენს იუსტიციის მინისტრის ზემოთ მითითებული ბრძანება, რაც სასჯელაღსრულების სამინისტროსთვის შესასრულებლად სავალდებულოა.

ჩვენ დაუშვებლად მიგვაჩნია სამინისტრო არ დაინტერესდეს იმის გარკვევით, ჩაიდინეს თუ არა მისმა თანამშრომლებმა დანაშაული.

ასე რომ, მიუხედავად იმისა, დაიწყებს თუ არა პროკურატურა გამოძიებას, სასჯელაღსრულების სამინისტრო არა თუ უფლებამოსილია, არამედ ვალდებულია დაიწყოს გამოძიება. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ თუ სამინისტროს მართლაც სურს ვიდეო ჩანაწერების ნახვა და ამის აუცილებელ პირობად გამოძიების დაწყება მიაჩნია, ამ პრობლემის მოგვარება მარტივია: სამინისტრომ თავად უნდა შეასრულოს კანონით დაკისრებული ვალდებულება, დაიწყოს გამოძიება და ნახოს ჩანაწერი.

პროკურატურის და სასჯელაღსრულების სამინისტროს იმ თანამდებობის პირთა ქმედებაში, ვისაც ეკისრებათ გამოძიების დაწყების ვალდებულება და არ იწყებენ, შესაძლებელია, ასევე გამოიკვეთოს დანაშაულის ნიშნები (მაგალითად "სამსახურებრივი გულგრილობა" სსკ-ს 342-ე მუხლი).

ვფიქრობთ, ნათელია, რომ უპირველეს ყოვლისა ხელისუფლების ინტერესებში უნდა შედიოდეს სიმართლის გარკვევა. თუ ი.მერაბიშვილი ამბობს ტყუილს, ამ ტყუილის დადგენა მარტივია. კითხვებს პასუხი ეფექტურმა და ობიექტურმა გამოძიებამ უნდა გასცეს. გამოძიების არდაწყება, გაჭიანურება, ვიდეო ჩანაწერების ნახვის შეუძლებლობის მომიზეზება ან მსგავსი უსაფუძვლო განმარტებები ზრდის ეჭვებს, რომ ი.მერაბიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის მართალი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ პროკურატურას და საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება. ასევე მოვუწოდებთ ყველა თანამდებობის პირს, განუხრელად დაიცვან საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები და მისი საწინააღმდეგო განმარტებები არ გააკეთონ", _ ნათქვამია განცხდებაში, რომელსაც ხელს აწერენ:  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის, "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი"(IDFI), საერთო სამოქალაქო მოძრაობა "მრავალეროვანი საქართველო", სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, არასამთავრობო ორგანიზაცია "Sida", კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი.





 ახალი ამბები
  • თბილისში მიტოვებული ჩვილი იპოვესთბილისში, საბურთალოს რაიონში მიტოვებული ჩვილი იპოვეს. თვითმხილველების თქმით, ახალშობილი სტუდენტმა დღეს იპოვა. ჩვილი კალათაში იყო მოთავსებული და თან დედის წერილი ახლდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, ჩვილი კლინიკაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ... ...
  • არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის დამზადება და ტრეფიკინგი _ დაკავებულია დამნაშავეთა ჯგუფისაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, გენერალური პროკურატურის, ევროპოლის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ავსტრალიის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, არასრულწლოვნის ვაჭრობისა და არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღების ქსელი გამოავლინეს და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი დააკავეს. აღნიშნული პირების მიერ ჩადენილი დანაშაული 17-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ქართველი და უცხოელი სამართალდამცველები რამდენიმე თვის განმავლობაში ატარებდნენ ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს. შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებული არიან: აშშ-ის მოქალაქე, 1961 წელს დაბადებული კ.უ., ავსტრალიის მოქალაქე, 1959 წლის დაბადებული პ.ლ. და საქართველოს მოქალაქეები: 1985 წელს დაბადებული მ.ც., 1984 წელს დაბადებული ს.კ., 1981 წელს დაბადებული გ.ბ., 1978 წელს დაბადებული ბ. ც., 1982 წელს დაბადებული ი.ა., 1981 წელს დაბადებული ქ.ო., , 1989 წელს დაბადებული ს.კ., 1981 წელს დაბადებული დ.ბ. და 1984 წელს დაბადებული გ.ბ. დაკავებულთა შორის არიან პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადებაში ჩაბმული არასრულწლოვანი ბავშვების მშობლები, მათი ნათესავები და ახლობლები, ასევე, უკანონო ფოტოსალონის მფლობელები და თანამშრომლები. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულ აშშ-ის და ავსტრალიის მოქალაქეებს, თბილისში, ნაქირავებ ბინებში კონსპირაციულად მოწყობილი ჰქონდათ ფოტოსალონები და უცხოეთში რეალიზაციის მიზნით არასრულწლოვნების გამოსახულების შემცველ პორნოგრაფიულ ნაწარმოებს ამზადებდნენ, რაშიც მათ ქართველი თანამზრახველები ეხმარებოდნენ. ბრალდებულებს დანაშაულებრივ საქმიანობაში, მშობლების თანხმობით, ჩაბმული ჰყავდათ 8-დან 14 წლამდე ასაკის 10-მდე არასრულწლოვანი გოგონა. დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორები მოზარდების მშობლებს ფოტოების გადაღების სანაცვლოდ 500-დან 3000 ლარამდე თანხას უხდიდნენ. ანგარიშსწორება ხორციელდებოდა ხელზე ან საბანკო ტრანზაქციის გზით. გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ აშშ-ს მოქალაქე კ.უ. დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხის განაღდებას თბილისში არსებულ სხვადასხვა სავაჭრო ცენტრში განთავსებული კრიპტომატებიდან ახდენდა. პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე უკანონო ფოტოსალონებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო: ძვირადღირებული ფოტოაპარატები, განათების საშუალებები, რეკვიზიტები და კომპიუტერული ტექნიკა. გარდა აღნიშნულისა, ასევე, ამოღებულია კომპიუტერულ ტექნიკაში, დისკებსა და ფოტოაპარატებში მოთავსებულ მეხსიერების ბარათებზე არსებული არასრულწლოვანთა პორნოგრაფიული ფოტო და ვიდეომასალები. დაზარალებული არასრულწლოვნების უფლებების დაცვის მიზნით, ტარდება შესაბამისი ფსიქო-სოციალური ღონისძიებები. გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ის 255-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 143 პრიმა-2 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღებას, ასევე, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ორი ან მეტი არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ტრეფიკინგს გულისხმობს. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. კერძოდ, საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, საერთაშორისო დონეზე კოორდინირებული, რამდენიმე ქვეყნის ჩართულობით განხორციელებული ეს სამართალდაცვითი ღონისძიება, უნდა იყოს გაფრთხილება ყველასთვის, ვინც ბავშვებს ზიანს აყენებს, რომ სამართალდამცავი ორგანოები, საერთაშორისო დონეზე, ერთობლივი ძალისხმევით, ყოველთვის შეძლებენ მათ იდენტიფიცირებას, დაკავებას და პასუხისგებაში მიცემას. ამასთან, ამერიკის საემიგრაციო და საბაჟო უწყების (ICE) შიდა უსაფრთხოების საგამოძიებო სამსახური (HSI) ყოველთვის და ყველგან აღასრულებს თავის ვალდებულებას, რომ დაიცვას ბავშვები მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას იმ ადამიანებისგან, ვინც ბოროტად სარგებლობს ბავშვთა ... ...
  • კახიშვილი თუ შოთაძე?_ ვინ დაიკავებს მთავარი პროკურორის სავარძელსდღეს მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძისა და კახა კახიშვილის კანდიდატურები მოიაზრებოდა, არ დასტურდება. შეგახსენებთ, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მთავარი პროკურორის შალვა თადუმაძის უზენაეს სასამართლოში გადასვლის შემდეგ სახელისუფლებო გუნდი მის შემცვლელად ორ კანდიდატურას გახილავდა. ერთ-ერთი ვერსიით, მთავარი პროკურორის ადგილს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი კახა კახიშვილი დაიკავებდა.  მეორე ვერსიით კი, როგოც მედიასაშუალებები წერდა, არ არის გამორიცხული ამ პოსტზე ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე დააბრუნონ, რომელიც თანამდებობიდან სარალიძის მკლვლელობის საქმის სკანდალის გამო აქციების ფონზე გადადგა, თუმცა, აღნიშნული ინფორმაცია არ ... ...
  • „ევროპულმა საქართველომ“ შეწყალებების საქმეზე პროკურატურას მიმართა"ევროპულმა საქართველომ" პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა საქმეზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით საქართველოს გენერალურ პროკურატურას მიმართა. ირმა ნადირაშვილი აცხადებს, რომ წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციით, სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა კორუფციას და ამაში პრეზოდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია იყო ჩართული. ნადირაშვილის თქმით, საკითხზე გაბუნია აუცილებლად უნდა დაიკითხოს. "სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა სხვადასხვა დანაშაულის ჩამდენი, მათ შორის განზრახ მკვლელობისთვის მსჯავრდებული სამი პირი - რამაზ დევაძე, ასლან ბეჟანიძე და ზურაბ ნადირაძე (ძებნილი). საქართველოს საადვოკატო წრეებთან დაახლოებული პირისგან, წყაროს გაუთქმელობის პირობით მივიღე ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობისას თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება ამა თუ იმ პირის შეწყალებას, დაინტერესებული ადამიანები უკავშირდებიან პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, დიმიტრი გაბუნიას და მასთან გადიან ფინანსურ საკითხებს, თუ რა ფასად შეიძლება ესა თუ ის პირი იყოს შეწყალებული. ჩემ წყაროს არ აქვს დაზუსტებული ინფორმაცია, არის თუ არა ამ კორუფციულ სქემაში ჩართული უშუალოდ პრეზიდენტი ზურაბიშვილი, თუმცა ვარაუდობს, რომ მისი გვერდის ავლით ასეთი საკითხების მოგვარება არის შეუძლებელი. აღნიშნული წარმოადგენს ინფორმაციას შესაძლო დანაშაულების შესახებ, კერძოდ - სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ქრთამის აღება,ქრთამის მიცემა, სამსახურებრივი გულგრილობა",- აცხადებს ნადირაშვილი. ირმა ნადირაშვილი გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყებას მოითხოვს და პროკურატურას მოუწოდებს, რომ გონივრულ ვადებში ჩაატარონ შესაბამისი პროცესუალური მოქმედებები და მოახდინონ კანონით დადგენილი რეაგირება დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე. დიმიტრი გაბუნია ყველა ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ მას სისხლის სამართლის საქმეებზე საადვოკატო ლიცენზია არ აქვს.  რეზიდენმა პატიმრების შეწყალებაზე 18 სექტემბერს მორატორიუმი გამოაცხადა.  პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მკვლელობის მუხლით გასამართლებული მსჯავრდებულების შეწყალებასთან დაკავშირებით აკრიტიკებენ. პრესაში გამოითქვა მოსაზრება, თითქოს კონკრეტული მსჯავრდებულების შეწყალებას დიმიტრი გაბუნია ლობირებდა.  საუბარია 2014 წელს პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის, 2004 წელს დავით ოთხმეზურის მკვლელობისა და 1994 წელს გიორგი ქოიავას მკვლელობისთვის მსჯავრდებულების შეწყალებაზე.  სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების შემდეგ, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მოქმედი შეწყალების კომისია რამდენიმე წევრმა დატოვა. მაშინ ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ კომისიის დაკომპლექტებაზე მუშაობა დაიწყეს, თუმცა ჯერჯერობით კომისია არ მოქმედებს. კრიტიკის ფონზე 6 სექტემბერს სალომე ზუაბიშვილი გამოვიდა ინიციატივით, რომ შეწყალების გამოყენების უფლება დროულად დაიხვეწოს. 2019 წლის მარტში ცნობილი გახდა, რომ შეწყალების კომისია იუსტიციის სამინისტროში ... ...
  • საქართველოს ბანკმა ახალი პროდუქტი- იპოინვესტიცია წარადგინა (R)საქართველოს ბანკმა მომხმარებლისათვის ახალი პროდუქტის- იპოინვესტიციის წარდგენის შესახებ განაცხადა. იპოინვესტიცია არის უძრავი ქონების შეძენის კიდევ ერთი, ახალი შესაძლებლობა მათთვის, ვისაც უკვე აქვს იპოთეკური სესხი. იმისათვის რომ, არსებული ფინანსური ვალდებულების მიუხედავად, მომხმარებელს ჰქონდეს ღირებული ინვესტიციის განხორციელებისა და ფინანსური სარგებლის მიღების შესაძლებლობა, საქართველოს ბანკი მათ სთავაზობს იპოინვესტიციას. იპოინვესტიციით შესაძლებელია ახალი უძრავი ქონების შეძენა მისი გაქირავების მიზნით. ასეთ შემთხვევაში, ბანკი სესხის აღებისას, მომხმარებელს შემოსავლად ჩაუთვლის იმ სამომავლო ქირის თანხას, რაც მან შესაძენი ბინის გაქირავებით უნდა მიიღოს. რაც მთავარია, მომხმარებელი პირველი 6 თვის განმავლობაში სრულიად თავისუფალია როგორც ძირის, ასევე სესხის პროცენტის გადახდისგან. ამ დროის განმავლობაში კი ის მშვიდად შეძლებს მოაწყოს სახლი, გააქირავოს ის და მიიღოს ფინანსური სარგებელი. იპოინვესტიციის შესახებ, დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.sb.ge  ... ...

არქივი

ზაფრანი

საკვები, რომელიც ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია

ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია კვებასთან....

მუდმივად დაამატეთ სოდა თქვენს ყავას

სოდას უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია....

სიმართლე სანთლების შესახებ

ზოგიერთი სურნელოვანი სანთელი ორგანიზმისთვის მავნებელი...

სანამდე მივყავართ უძილობას

გარკვეული მიზეზების გამო, ხშირად გიწევთ...

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...

ქალები, რომელთა შეყვარებასაც მწარედ ინანებთ

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი,...
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...