"გირაოს არ გადავიხდი და შემაბრუნონ ციხეში"

gurianews.com

სამართალი

"გირაოს არ გადავიხდი და შემაბრუნონ ციხეში"

2013 დეკ 25 14:35:54

"გირაო არ გადამიხდია და არ ვიცი, შევძლებ თუ არა. გირაოს არ გადავიხდი და შემაბრუნონ ციხეში. თუ ამ ხელისუფლების მიზანია, რაც შეიძლება, მეტი ადამიანი იყოს ციხეში, კი ბატონო, შემებრუნონ. შემიძლია პირდაპირ განვაცხადო, რომ ხარშილაძის დაკავება უკავშირდება ყოფილი პრემიერის საქმეს. გახსოვთ ალბათ, ჯერ კიდევ პრემიერი და ბესელია აცხადებდნენ, რომ ხარშილაძე დაკავებული იყო ჟვანიას საქმეზე, მაშინ, როცა ჩვენ გვეგონა, რომ ეს ფაქტი „გრინსერვისის“ საქმეს უკავშირდებოდა. როგორც თავად კობასგან ვიცი, გამოძიების ყველა კითხვას პასუხი აქვს გაცემული და თვითონაც ამბობდა, განასაჯაროვონ საქმის მასალებიო".

კობა ხარშილაძის დაკავებას გამოეხმაურა კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს მდივანი არმაზ ახვლედიანი და განაცხადა, რომ მისი დაკავება კონკრეტულ საქმეზე მოხდა, თუმცა რა დეტალები გამოჩნდება გამოძიების მსვლელობისას, ეს უკვე სამართალდამცავი ორგანოების პრეროგატივაა. მისი თქმით კანონი ყველასთვის ერთია და კანონის წინაშე პასუხი ყველამ უნდა აგოს.

"სასამართლოს გადაწყვეტილებას, მოგვწონს თუ არ მოგვწონს პატივი უნდა ვცეთ. მეორე მხრივ არსებობს საზოგადოება და სახელმწიფო, რომელსაც ყოველთვის გააჩნია ბერკეტები იმისათვის, რომ დაუზუსტებელი რამ დააზუსტოს და გაარკვიოს. კობა ხარშილაძე დაკავებულია კონკრეტულ საქმეზე, სამეურნეო ხასიათის თემაზე და ამ კუთხით წავა გამოძიება. თუმცა შემდგომში რა შეიძლება დაემატოს, რა შეიძლება გამოვლინდეს, ამაზე წინასწარ ვერ ვისაუბრებ. ერთი რამ კი ცხადია, დღევანდელი ხელსუფლების წარმომადგენელი იქნება თუ გუშინდელი ხელისუფლებისა, თუ დანაშაული ჩადენილია, პასუხი უნდა აგოს".

თავად დაკავებული კი მიიჩნევს, რომ მისი დაკავება ზურაბ ჟვანიას საქმეს უკავშირდება.

"ადვოკატი გაეცნო ახალ გარემოებებს, თითქოს მე ვაპირებდი თურქეთში გაქცევას და ეს მტკიცდებოდა იმით, რომ თურმე დამიჯავშნია ბილეთები თურქეთის მიმართულებით, რაც არის სრული სიცრუე, მე არსად გაქცევას არ ვაპირებდი. მიმაჩნია, რომ ჩემი დაკავება ზურაბ ჟვანიას საქმეს უკავშირდება".

ამ თემაზე კომენტარი გააკეთა კობა ხარშილაძის ადვოკატმა გოგიტა გაბაიძემ და განაცხადა, რომ მას შემდეგ რაც სააპელაციო სასამართლომ დაკმაყოფილდა პროკურატურის შუამდგომლობა, გაუმყარდა ეჭვი კობა ხარშილაძის ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით დაკავების შესახებ.

"სასამართლოს გადაწყვეტილებით კობა ხარშილაძეს 400 ათას ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა.სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა, უკვე გასაგებია რისთვისაც უნდოდათ კობა ხარშილაძის ციხეში ჩასმა. რა თქმა უნდა, ესუკავშირდება ჟვანიას საქმეს".

რაც შეეხება ადვოკატ ბექა ბასილაიას განცხადებას, მან თქვა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი რეალური არ იყო.

"ბრალდებამ პროცესზე წარმოადგინა დოკუმენტი, თითქოს ხარშილაძეს ბილეთები და თურქეთში სასტუმრო ჰქონდა დაჯავშნული. აღნიშნული პროცედურის განხორციელება ძალიან მარტივია და პროცესის მიმდინარეობისას ჩვენ თვითონ დავუჯავშნეთ პროკურორს ბილეთები იმის დემონსტრირებისთვის, რომ ამის გაკეთება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. კობას დაჯავშნის პროცედურა არ განუხორციელებია. ეს გაკეთდა იმისთვის, რომ ხარშილაძის დაპატიმრების საფუძვლები შეექმნათ".

შეგახსენებთ, რომ ექს–პრემიერ ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილი უფროსი კობა ხარშილაძე სააპელაციო სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს. თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ამჟამად ძველი თბილისის გამგებლის მოადგილე ხარშილაძეს 400 ათასი ლარის ოდენობის გირაო პატიმრობით შეუცვალა.ხარშილაძე 16 დეკემბერს დააკავეს. ის თავის დროზე პრემიერ ზურაბ ჟვანიას დაცვის უფროსი იყო.




 ახალი ამბები
  • მერაბ ჭანუყვაძე: სალომე ზურაბიშვილი პირნათლად შეასრულებს პრეზიდენტისთვის კონსტიტუციით დაკისრებულ ფუნქცია-მოვალეობებს (R)პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ოზურგეთში შეხვედრა გაიმართა. უმრავლესობის ლიდერი, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი არჩილ თალაკვაძე, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე მერაბ ჭანუყვაძე და ორგანიზაციის წევრები, რაიცენტრალურისა და ზვანის უბანში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრაზე ადგილობრივებს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სამომავლო გეგმები გააცნეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. „სალომე ზურაბიშვილი არის ის კანდიდატი, რომელსაც აქვს პოლიტიკაში დიდი გამოცდილება და საერთაშორისო კავშირები. ის პირნათლად შეასრულებს პრეზიდენტისთვის კონსტიტუციით დაკისრებულ ფუნქცია-მოვალეობებს“, _  აღნიშნა მერაბ ... ...
  • სალომე ზურაბიშვილი: ძალიან ბედნიერი ვარ იმ ხალხმრავლობით, რომელიც თბილისის უბნებში მხვდება (R)საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, თბილისის ყველა რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა. სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთან შეხვედრისას ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა და მათ საკუთარი ხედვები გააცნო. „ნამდვილი თბილისური მარათონი შედგა. ძალიან ბედნიერი ვარ იმ ხალხმრავლობით, რომელიც თბილისის უბნებში მხვდება. ჩემი მთავარი გზავნილები ახლა უკვე არის შეჯამება იმ კამპანიის, რომლის დროსაც სხვადასხვა თემები წარვადგინე. მე მგონი, მთავარი მაინც არის ის, რომ არა დაპირისპირებას, არა კონფრონტაციას, არამედ, ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი საქართველო, სადაც ყველანი ერთად ამ ქვეყნისთვის, ამ სახელწმიფოსთვის ვიზრუნებთ და პირველ რიგში, ამას საკუთარ თავზე აიღებს ქალი პრეზიდენტი", _ განაცხადა დამოუკიდებელმა კანდიდატმა ჟურნალისტებთან ... ...
  • გრიგოლ ვაშაძე: როგორც ყველა ნორმალური მამაკაცი, ორჯერ ვიყავი დაქორწინებულიროგორც ყველა ნორმალური მამაკაცი, ორჯერ ვიყავი დაქორწინებული“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ოპოზიციური ჯგუფის პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის გადაცემაში „პოსტკრიპტუმი“ განაცხადა. მისი თქმით, პირველად ის 18 წლისა დაქორწინდა და პირველი შვილისგან უკვე შვილიშვილიც ჰყავს. პრეზიდენტობის კანდიდატის შვილი, ნოდარ ვაშაძე ევროპაში ოჯახის ღვინის კომპანიის წარმომადგენელია. პოლიტიკოსის პირველი ცოლი ნატალია ალხიმოვა იყო.  ვაშაძის მეორე ცოლი თბილისის საბალეტო დასის ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილია, რომელთანაც გრიგოლ ვაშაძეს ქალიშვილი ელენე ... ...
  • ხანძარი თბილისში მოსკოვის გამზირზეთბილისში, მოსკოვის გამზირზე, კერამიკის ქარხნის ტერიტორიაზე საბურავები, პენოპლასტი და ჯიხური დაიწვა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობდა 4 სახანძრო ჯგუფი. დამწვარია 130 კვ. მ.   ... ...
  • „თვალნათლივ გვაჩვენა ივანიშვილის გუნდის დამოკიდებულება საზოგადოების მიმართ“_ბოკერია„ამ ჩანაწერებმა, უბრალოდ, დაადასტურა კომისიის დასკვნაში მოცემული ფაქტები, რომ ხელს აფარებდნენ კონკრეტულ მკვლელობაში ეჭვმიტანილს და რომ ეს ყველაფერი ხდებოდა სუბელიანის გამო. ამას აკეთებდნენ უმაღლესი თანამდებობის პირები, ყოფილი მთავარი პროკურორი და ა.შ. “,_აღნიშნული განცხადება დღეს გიგა ბოკერიამ გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ჩვენების შეცვლის სანაცვლოდ შესაწირში ჩაგდებული თანხის შესახებ ინფორმაცია ჩანაწერებიდან შეიტყო. ბოკერიას თქმით, ჩანაწერებმა ივანიშვილის გუნდის უპატივცემულო დამოკიდებულება საზოგადოების მიმართ უფრო თვალნათელი გახადა. „ჩანაწერებმა უფრო თვალნათლივ და უფრო დიდი მასშტაბით გვაჩვენა ცინიზმის და იმ სრული უპატივცემულობის საზოგადოების მიმართ და ახალგაზრდის სიცოცხლის და მართლმსაჯულების მიმართ და კანონის უზენაესობის მიმართ, რომელიც ახასიათებს ივანიშვილის გუნდს. კორუფცია, ნეპოტიზმი, ორგანიზებული დანაშაული და მაფიისთვის დამახასიათებელი მმართველობის ფორმა. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც 28 ოქტომბერს უნდა ვუთხრათ უარი ამ ყველაფერს“,_განაცხადა გიგა ბოკერიამ. ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე ცნობილი მზარეულები მსოფლიოში

გორდონ რამზი ცნობილი კულინარიული პროგრამების...

ბუნების სამკურნალო თვისებები

შოტლანდიის შეტლანდის კუნძულებზე ჩატარებული წარმატებული...

რატომ თვლით, რომ უბედური ხართ

იმისათვის, რომ ტკივილი გადაიტანოთ, საჭიროა...

მიზეზები, რომელიც ლამაზს გხდის

იქნებ საქმე შინაგან განწყობაში, ახალ...

„უიღბლო“ ამერიკელი

კონექტიკუტის შტატში მცხოვრებმა ჩარლზ დადლიმ...

ახლო მეგობარი მოდელები

რატომღაც მივეჩვიეთ, რომ სამოდელო ბიზნესში...
კარმიდამო ჩემი

ლობიოს რაგუ ბასკურად

ესპანური სამზარეულო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო...

გავამრავლოთ ქოთნის ყვავილები

შემოდგომის დასაწყისი, ოქტომბრის ბოლომდე, ქოთნის...

ბულგარული წიწაკის საწებელი ნედლი მწავანილეულით

მრავალგვარ საწებელს შორის, ჩვენს მიერ...

როგორ მოვამზადოთ წათხი

ყველის წათხის მოსამზადებლად საჭიროა: ერთი...

დანდური _ მხალეული, მწნილი, სამკურნალო მცენარე

ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე დანდური საქართველოში...

ბოსტნეულის შენახვის რა მეთოდს იყენებდნენ წინაპრები

შემოდგომის დასაწყისიდან ყველა დიასახლისი ამზადებს...

როგორ დავიცვათ სიმინდი ფაროსანასგან

აზიური მავნებლის ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის...

როგორ ამოვიცნოთ ინსულტი

ინსულტი 21–ე საუკუნის კიდევ ერთი...

"ყვავილებში ნაპოვნი ენერგია ჩაის აღორძინებაში დამეხმარება"

ფატი გრიგალაშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

ვის აძლევთ ხმას საპრეზიდენტო არჩევნებზე?