გოგა ონიანი ჯოლოხავასთვის პირდაპირ ეთერში კითხვების დასმას ითხოვს

სამართალი

გოგა ონიანი ჯოლოხავასთვის პირდაპირ ეთერში კითხვების დასმას ითხოვს

15 იან. 2014, 14:14:55

"ჩვენ არ ვართ უპასუხისმგებლოები, როგორც მეორე მხარე და დაუსაბუთებლად არაფრის მტკიცებას არ ვაპირებთ. მივმართავთ ყველა მედია-საშუალებას, ყველა ტელევიზიას, მოიწვიონ პირდაპირ ეთერში გოდერძი ჯოლოხავა და დაუსვან კითხვები იქ, სადაც არ ეყოლება დამრიგებლები ინაშვილის სახით და ვერც ვერავინ მოახდენს ზეწოლას. პირველ რიგში სასწრაფოდ გასარკვევია რა უნდოდა ჯოლოხავას წულუკიანის კაბინეტში, მერე რატომ გადავიდნენ სამივე კბილაშვილთან და რატომ მოხდა მხოლოდ ამის შემდეგ ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჩვენების მიცემა. გასარკვევია ვისი მხრიდან და როდის იყო ზეწოლა ჯოლოხავაზე. ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენი მხრიდან მასზე არანაირი ზეწოლა არ ყოფილა, მაშინ უნდა დადგინდეს ვინ ახდენდა ამ ზეწოლას. მოძებნეთ ჯოლოხავა და პირდაპირ ეთერში დაუსვით ის კითხვები, რომლებზე პასუხის გაცემითაც საზოგადოება სიმართლეს გაიგებს. სწორედ ეს ინტერვიუ იქნება შუალედური და სიმართლის განმსაზღვრელი".

ადვოკატის განცხადებით, თუ ჯოლოხავა უარს იტყვის ამ ინტერვიუზე, ეს იქნება არა ყოფილი პატიმრის უარი, არამედ იმ ადამიანებისა, რომლებიც მასზე ახდენენ ზეწოლას.

გოგა ონიანის თქმით, დასადგენია ახდენენ თუ არა ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები მოწმეებზე ზეწოლას, სწორედ ამიტომ გამოძიებული უნდა იქნეს სამხედრო ექიმის ლევან სუთიძის საქმე, როცა მან არ მისცა ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჩვენება და ამის შემდეგ მასზე განხორციელდა ზეწოლა, ასევე გამოძიებული უნდა იქნეს ტაბაღუას საქმეც.

ონიანის განცხადებით, თუ დაიწყება გამოძიება, ის წარადგენს ყველა მტკიცებულებას როგორც საზოგადოების, ასევე შესაბამისი უწყებების წინაშე.

"ყველამ ნახა, რომ სადაც გამოძიების მტკიცებულება იყო სუსტი, არ დაწყებულა გამოძიება, თუ ახლაც იმავეს გაიმეორებენ, ჩვენ ჩვენი ძალებით გავასაჯაროებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა მტკიცებულებას, რათა საზოგადოებაში აღარ დარჩეს კითხვები. აი, სწორედ ამიტომ არის აუცილებელი ჯოლოხავას პირდაპირ ეთერში მოსვლა და ყველასგან დამოუკიდებლად კითხვებზე პასუხის გაცემა".

ონიანი აქვე შეეხო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებას და აღნიშნა, რომ არ არსებობს სახელმწიფო სტრუქტურაში არც ერთ სერვერი, სადაც ფირები 2 კვირა არ ინახებოდეს და განაცხადა, რომ სუბარი და ყველა ის ადამიანი, რომლებმაც მიიღეს ფაბრიკაციაში მონაწილეობა, აუცილებლად აგებენ პასუხს კანონის წინაშე.

 




 ახალი ამბები
  • "ოთახში ბავშვის ტირილზე შევიდნენ და ეს მძიმი სურათი დახვდათ" _ ტრაგედია გორში საზარელი ტრაგედია მოხდა გორში - 22 წლის გოგო, საკუთარ დაბადების დღეს, საცხოვრებელ სახლში, ოჯახის წევრებმა გარდაცვლილი ნახეს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, სოფელ ფლავში მოხდა. ინფორმაცია "გურია ნიუსს"მერის წარმომადგენელმა აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულში დაუდასტურა. "ოთახში ბავშვის ტირილზე შევიდნენ და ეს მძიმი სურათი დახვდათ",-განმარტავს ზაზა კორინთელი. რა გახდა 22წლის გოგოს გარდაცვალების ზუსტი მიზეზი, ამ დრომდე, უცნობია. გარდაცვლილს სამი თვის ბავშვი ... ...
  • ბრიფინგი „ევროპული საქართველოს“ ლანჩხუთის ოფისშილანჩხუთში „ევროპული საქართველოს“ ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ ბრიფინგი გამართა და მედიას პარტიის ახალი სახე წარუდგინა. „ჩვენს ადგილობრივ ორგანიზაციას შემოემატა ახალგაზრდა, განათლებული, ორი შვილი დედა ქალბატონი ხატია კესარელი, რომელიც დღეს მუშაობს შრომისუბნის საბავშვო ბაღის მასწავლებლის თანაშემწის პოზიციაზე. გარდა იმისა, რომ ქალბატონი ხატიას შემოსვლა ეფექტური და სასარგებლოა ჩვენი ორგანიზაციისთვის, ასევე აღსანიშნავია, რომ მისი ეს ნაბიჯი, ფაქტობრივად, გმირობის ტოლფასია. მივმართავ ყველა ლანჩხუთელს, ნუ შეეშინდებათ თავიანთი პოზიციის დაფიქსირება და პირობას ვაძლევთ, რომ მათი უფლებები დაცული იქნება", _ აღნიშნა ლანჩხუთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ირაკლი მარშანიშვილმა. ბრიფინგს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ლადო ჩხაიძეც ესწრებოდა, რომელიც „ევროპულ საქართველოსთან“ ერთად აქტიურადაა ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში. როგორც ბრიფინგის მთავარმა გმირმა, ხატია კესარელმა თქვა, მისი ეს ნაბიჯი არ არის სპონტანური და დიდი ფიქრის შედეგად, სწორედ ამ ორგანიზაციის რიგებში წარმოუდგენია საკუთარი თავი: „მივიღე გადაწყვეტილება ჩავერთო აქტიურ პოლიტიკაში და ჩემი თავი დავუკავშირე ევროპული საქართველოს ლანჩხუთის ორგანიზაციას. ეს ნაბიჯი არ არის სპონტანური. დიდი ხნის ფიქრის შემდეგ სწორედ აღნიშნულ ორგანიზაციაში წარმომიდგენია ჩემი თავი, ვინაიდან ევროპული საქართველო არის არა ერთი რომელიმე კონკრეტული ლიდერის პარტია, არამედ ლიდერების პარტია სწორი ... ...
  • „ქართულ ოცნებას“ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ არანაირი კოალიციის შექმნის საჭიროება არ იყოსპარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ არის ერთადერთი ძალა საქართველოში, რომელსაც აქვს იმის შესაძლებლობა, რომ არჩევნები ძალიან მაღალი შედეგით დაასრულოს, ისე რომ არანაირი კოალიციის შექმნის საჭიროება არ იყოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განუცხადა,. მან კომენტარი მიხეილ სააკაშვილის მორიგ განცხადებაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კოალიციური მთავრობის შექმნის არ სჯერა. „ზოგადად, მაგაში ვეთანხმები, არც მე მჯერა კოალიციური მთავრობის და ამის აუცილებლობა არ არის ნამდვილად. პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ არის ერთადერთი ძალა საქართველოში, რომელსაც აქვს იმის შესაძლებლობა, რომ არჩევნები ძალიან მაღალი შედეგით დაასრულოს, ისე რომ არანაირი კოალიციის შექმნის საჭიოროება არ იყოს“, - აღნიშნა კალაძემ. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მთავარ კონკურენტად „ნაციონალური მოძრაობას“ არ განიხილავს. „ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ „ნაციონალური მოძრაობაა“ მთავარი კონკურენტი დღეს. ქვეყანაში ბევრი პოლიტიკური პარტიაა, ბევრი ადამიანია, რომელსაც აქვს განსხვავებული შეხედულებები და ეს პოლიტიკური პლურალიზმი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის მხოლო და მხოლოდ წინგადადგმული მაბიჯია. დანარჩენი ხალხსა და საზოგადოებაზეა დამოკიდებული, თუ რამდენი პოლიტიკური პარტია, კონკრეტულად ვინ შევა 2020 წლის პარლამენტში“, - განაცხადა კალაძემ. ... ...
  • არჩილ თალაკვაძე: მიხეილ სააკაშვილის მთავარი კონკურენტი არის მისი წარსული„მიხეილ სააკაშვილის მთავარი კონკურენტი არის მისი წარსული, დღეს თვითონ ოპოზიცია ფიქრობს, რომ ის არის ოპოზიციის ბორბალში ჯოხივით და სწორედ ამიტომ არის, რომ თავის კოლეგებს  შორის, თანაგუნდელებს შორის, დიდ აგრესიას და კრიტიკას იმსახურებს", - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.  „ჩვენი საქმე ეს არ არის. ჩვენ არ გვაქვს ახლა დრო მიხეილ სააკაშვილზე ვიფიქროთ და მასზე ვისაუბროთ, ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი საქმე, მომავალი და ის ურთიერთობა და ნდობა, რომელიც ჩვენ გვაქვს საზოგადოებასთან",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.  (R)   ... ...
  • ,,სტრატეგია აღმაშენებელი"-გიორგი ვაშაძემ დღეს იმერეთში ოფისები გახსნაგიორგი ვაშაძემ დღეს წყალტუბოში, ხონში, სამტრედიასა და ვანში სტრატეგია აღმაშენებელის" ოფისები გახსნა. შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას და მათ ,, სტრატეგია აღმაშენებელის" საარჩევნო პროგრამა გააცნო. პოლიტიკურ გაერთიანებას ოპოზიციური ინტერესებიდან გამომდინარე 2020 წლის საპარლამენტო არ ჰყავს მაჟორიტარი კანდიდატები. ,, ჩვენთვის მთავარი არის დავძლიოთ სიღარიბე და უმუშევრობა. სწორედ ,,სტრატეგია აღმაშენებელს" აქვს დეტალურად გაწერილი გეგმა, როგორ უნდა შევქმნათ 300 000 სამუშაო ადგილი, გავანახევროთ სესხის პროცენტი და მინიმუმ, 50 პროცენტით შემცირდეს წამლის ფასი."-განაცხადა სამტრედიაში ოფისის გახსნის დროს,,გურია ნიუსთან" კომენტარში გიორგი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...