კითხვები, რომელსაც პროკურატურამ არ უპასუხა

სამართალი

კითხვები, რომელსაც პროკურატურამ არ უპასუხა

2011 აგვ 10 00:31:52
"გურია ნიუსი", წერილობით კითხვებზე პასუხს, საქართველოს მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის უფროსის ხათუნა იოსავასგან, ორ კვირაზე მეტია, ელოდება _ მასთან გაგზავნილია ის კითხვები, რომელიც ოზურგეთის რაიონულ პროკურორთან, კახა კოჩივართან გვაქვს.

სანამ პრესსამასახურის უფროსს დავუკავშირდებოდით, მანამ, 18 ივლისს, ამავე უწყების პრესსამსახურის თანამშრომელს, ეკა ჩიჩუას მივწერეთ. მან ორი დღის შემდეგ გვპასუხა, რომ კითხვები ხელახლა მისი კოლეგისთვის, ნინო კორკელიასთვის გადაგვეგზავნა. რამდენიმე დღის შემდეგ კი კორკელიამ, ხათუნა იოსავასთან გადაგვამისამართა.

ვინაიდან აღნიშნული უწყების პრესსამსახურის უფროსისგან, არაერთი დაპირების მიუხედავად, პასუხები დღემდე ვერ მივიღეთ. მკითხველს კოჩივარისგან უპასუხოდ დატოვებულ შეკითხვებს გავაცნობთ.

_ ბატონო კახა, აუხსენით მკითხველს, რა არის ზოგადად პროკურატურის ფუნქცია და რა საქმიანობას უნდა ეწეოდეს ეს სტრუქტურა საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე?

_ გავრცელებული ვერსიით, სასამართლო პროკურატურის დავალებებს ასრულებს, რითაც დარღვეულია მოსამართლისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლება, ხელშეუხებლობა და დამოუკიდებლობა. ეთანხმებით თუ არა ვერსიას, რომ პროკურატურა, რიგ შემთხვევაში, ზემოქმედებს სასამართლოზე?

_ თქვენი აზრით, რატომ გაათავისუფლეს ილია ჯალაღანია? საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ იგი ე.წ. "ბახმაროს სკანდალს" შეეწირა.

_ როგორ ახსნით ფაქტს, რომ ბახმაროს მიწების გამო, თანამდებობები დაატოვებინეს პოლიციის მაღალჩინოსნებს, ხოლო საჯარო მოხელეების ნაწილმა თანამდებობები შეინარჩუნა. რატომ არ გავრცელდა "სასჯელი" ყველა მაღალჩინოსანზე? რა ხდება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის ყოფილ თავმჯდომარის საქმესთან დაკავშირებით? როგორც ვიცით, ის ოფიციალურად ძებნილია.

_ როცა რეგიონში ასეთი მასშტაბური კრიმინალური ფაქტები ხდება და მხოლოდ ორ მუნიციპალიტეტში ათავისუფლებენ თანამდებობის პირებს, ეს არ არის რეგიონის ხელმძღვანელების სისუსტე? მათ ხომ ზედამხედველობის ფუნქცია აკისრიათ?

_"თავისუფალი დემოკრატების" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა თემურ სალუქვაძემ მოგმართათ ოზურგეთის რაიონის გამგეობის #181 დადგენილების შედეგების ბათილად ცნობის გამო. საქმე ეხება 2005 წლის 20 მაისს გამართული აუქციონის შედეგებს. ოპოზიციის მტკიცებით, ხელმოწერები გაყალბებული იყო. აღძრულია თუ არა სისხლის სამართლის საქმე კონკრეტულად ამ ფაქტზე და რა სტადიაშია ახლა ეს პროცესი? დადგა, ან დადგება თუ არა იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც აღნიშნული აუქციონი ჩაატარეს?

_ რა ბრალდება წაუყენეს "ოზურგეთის დასუფთავების სამსახურის" უფროსს მერაბ კურდღელაშვილს? ჩვენი წყაროს ინფორმაციით, პროკურატურაში დაკითხვის დროს მასზე გახორციელდა ძალადობა, რაც ფიზიკურ შეურაცხყოფაში გამოიხატებოდა. ასევე, როგორც ერთ-ერთი ამ სამსახურში დასაქმებული ამბობს, ის სცემეს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მძღოლებსაც და ავტოფარეხის უფროსსაც.

_ როგორ ფიქრობთ, კურდღელაშვილი და ტაკიძე მარტო ითვისებდნენ დიდი რაოდენობით სახელმწიფო ქონებას, არავის უნაწილებდნენ და ამას ვერ ამჩნევდა ადგილობრივი ან რეგიონის ხელისუფლება?

_ გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსმა გიგა ჯაფარიძემ ფოტორეპორტიორების გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით გამართული საპროტესტო აქციისას, ჟურნალისტებს ვიდეო-ფოტო გადაღების შეწყვეტისკენ მოუწოდა: "რას მიღებთ? საქართველოს აგენტების გარდა, სხვა მხარდასაჭერი ვერ ნახეთ? " _ მიმართა ჯაფარიძემ "გურია ნიუსის" რეპორტიორს, რომელიც პოლიციის სამმართველოსთან მდუმარე აქციის მსვლელობას აფიქსირებდა. თქვენი აზრით, დაარღვია თუ არა მან უდანაშაულობის პრეზუმპცია დაკავებულ ფოტორეპორტიორებთან მიმართებაში და ხელი შეუშალა თუ არა ჟურნალისტს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში, რაც საქართველოს კანონმდებლობით დასჯადი ქმედებაა?

_ "გურია ნიუსის" ჩოხატაურის ოფისის დარბევის ფაქტი საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშშიც მოხვდა, თუმცა, გამოძიება შეჩერებულია და აღნიშნულ ფაქტზე, ჩვენი ინფორმაციით, დაზარალებული მხარის გარდა არავინ დაკითხულა. რას იტყვით ახალს ამ ფაქტთან დაკავშირებით?

_ რას გვეტყვით გურიაში ბოლო დროს გახშირებული ქურდობის ფაქტებზე და გაუხსნელ, თაროზე შემოდებულ საქმეებზე? როგორი სიტუაციაა დღეს გურიაში კრიმინალური თვალსაზრისით?

_ მიგაჩნიათ თუ არა, რომ პროკურატურას სჭირდება მჭიდრო კონტაქტი საზოგადოებასთან და ანგარიშვალდებულია თუ არა იგი საზოგადოების წინაშე? თუ სჭირდება, როგორ, რა მეთოდებით გეგმავთ საზოგადოებასთან ურთიერთობას?

_ აღიძრა თუ არა თუნდაც ერთი საქმე კანონდარღვევის ფაქტების შესახებ მედიის საშუალებით გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ?




 ახალი ამბები
  • დამტვრეული ინვეტარი, მიტოვებული, არგახსნილი მუზეუმი და ბალახებში ჩაფლული პარკი შემოქმედშიეს ფოტოები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ შემოქმედის ერთ-ერთ პარკსა და 2 წლის წინ აშენებულ, ჯერ არგახსნილ, ვარლამ სიმონიშვილის ეთნოგრაფიულ მუზეუმში არის გადაღებული. როგორც ფოტოებიდან ჩანს, ახალგარემონტებულ პარკში, ახალაშენებულ საპირპარეშოში საშინელი მდგომარეობა. დამტვრეული ინვეტარი. სოფელ შემოქმედში ახალი პარკი და ეთნოგრაფიული მუზეუმი 2015-2017 წლებში ... ...
  • ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდნენ (R)ცენტრალური, საკანონმდებლო, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ურეკის, შრომის, ნატანების, ზემო ნატანების მოსახლეობას შეხვდნენ და არსებულ საჭიროებებზე ინფორმაცია მიიღეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა პრობლემების გადაჭრის გზებზე მოსახლეობასთან ერთად იმსჯელეს.შეხვედრაზე ყურადღება მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გამახვილდა. საუბარი შეეხო მუნიციპალურ და სახელმწიფო პროგრამებს. მოსახლეობამ მთავარ საჭიროებად წყალმომარაგებისა და შიდა გზების პრობლემების მოგვარება დაასახელა. ასევე, ჭაბურღილების, გარე განათების, ტროტუარების მოწყობა და მცირე ბიზნესის ხელშეწყობა. შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, პარლამენტის წევრები გიორგი ვოლსკი, თემურ ჭკუასელი, ირაკლი ხახუბია, გია გაჩეჩილაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის და სოფლის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თენგიზ კალანდაძე, გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია, მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის წევრები, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. ... ...
  • ბახმაროს დოღის საპრიზო ფონდიუკვე მეორე წელია, რაც ბახმაროში დოღი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტთან ერთად წყაროს წყალი „ბახმაროსა“ და „ნაბეღლავის“ მწარმოებელი კომპანიის – „წყალი მარგებლის“ ორგანიზებით გაიმართება. „ბახმაროს თასი 2019“ ღონისძიებისათვის კომპანია „წყალი მარგებელმა“ სპონსორებთან ერთად სპეციალური საპრიზო ფონდი და საჩუქრები დააწესა. წყალ მარგებელთან ერთად ღონისძიების გენერალური მხარდამჭერი „საქართველოს ბანკია“, ღონისძიების პარტნიორები არიან ასევე კომპანია გალფი, გლოვო და კროკო-ბეთი. ღონისძიების ფარგლებში შედგება 4 გარბენი: ,,ბახმაროს თასი“ – 4 800 მეტრი; „ნაბეღლავის თასი“ – 2 400 მეტრი; „გმირების თასი“ – 1200 მეტრი; „გურიის თასი“ – 1200 მეტრი; ,,ბახმაროს თასი“მარულაგარბენის მანძილი: 4 800 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს.საპრიზო ფონდი: 4 800 ლარიI ადგილი 2 500 ლარი; II ადგილი 1500 ლარი; III ადგილი 800 ლარი; „ნაბეღლავის თასი“გარბენის მანძილი: 2 400 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლიათ წმინდა სისხლის ჯიშის ცხენებს. საპრიზო ფონდი: 1800 ლარიI ადგილი 1000 ლარი; II ადგილი 500 ლარი; III ადგილი 300 ლარი; „გმირების თასი“გარბენის მანძილი: 1 200 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლიათ შერეული სისხლის ჯიშის ცხენებს. საპრიზო ფონდი: 1 800 ლარიI ადგილი 1000 ლარი; II ადგილი 500 ლარი; III ადგილი 300 ლარი; „გურიის თასი“გარბენის მანძილი: 1 200 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ადგილობრივი ჯიშის ცხენებს. საპრიზო ფონდი: 1 800 ლარი;I ადგილი 1000 ლარი; II ადგილი 500 ლარი; III ადგილი 300 ლარი; მონაწილეობაღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა პირმა უნდა გაიროს რეგისტრაცია 18 აგვისტოს 10:00 დან 18:00 საათამდე, რეგისტრაცია გაიმართება ბახმროში, დოღის სტარტის მიმდებარე ტერიტორიაზე.აუცილებელია პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენა. რეგისტრაციის დროს სავალდებულოა ცხონოსანი გამოცხადდეს ცხენის ... ...
  • ოზურგეთის ბაზარში ძაღლმა სოფელ მელექედურის მცხოვრები დაკბინადღეს ოზურგეთის აგრარულ ბაზარში ძაღლმა მოქალაქე დაკბინა. მელექედურელი მამაკაცი ბევრს ეცადა, ძაღლი მოეშორებინა, თუმცა, ცხოველის მოსაგერიებლად  ვერც ირგვლივ შემოკრებილი ხალხი აღმოჩნდა საკმარისი და სამაშველო სამსახრური გამოიძახეს. ბაზარში მომუშავე ქალბატონი მანანა ფერცულიანი ამბობს, რომ ახლახან ის დაკბინა მიუსაფარმა ძაღლმა და დღემდე მკურნალობას გადის. _ ამ მიუსაფარ ძაღლებს დღეში რამდენჯერ ვაჭმევ, არ ვიცი. მაინც მე დამკბინეს. რა უნდა ვქნა? ვინმემ თუ არ მოაგვარა ეს საკითხი, კარგად არ დასრულდება ამ ძაღლების პარპაში. ახლახან რომ ბავშვი დაკბინა, მთელმა ოზურგეთმა იცის, _ გვითხრა მანანა ფერცულიანმა. ოზურგეთის სერვისცენტრის უფროსმა თენგიზ ქუტიძემ „გურია ნიუსთან“ თქვა, რომ ძაღლი, რომელმაც მოქალაქე დაკბინა, იდენტიფიცირებულია და მალე გადაიყვანენ თავშესაფარში. _ ბაზარი კერძო ტერიტორიაა  და თუ იქედან ოპერატიულად მოგვმართავენ ასეთ დროს, ჩვენ რეაგიებას არ დავაყოვნებთ, _ გვითხრა მან. ვრცლად ოზურგეთში მოხეტიალე მიუსაფარი ძაღლების, მათ მიერ მიყენებული დაზიანებების და მათზე ზრუნვის შესახებ,  სტატიას უახლოეს საგაზეთო ნომერში ... ...
  • „გალტ ენდ თაგარტმა“ კვლავ წარმატებით განათავსა „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ 10 მილიონი აშშ დოლარის 2-წლიანი ობლიგაციები...სს „გალტ & თაგარტმა“ კიდევ ერთხელ უზრუნველყო შპს „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ 10 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების, 2 წლიანი ობლიგაციების წარმატებით გამოშვება. ეს „საქართველოს სალიზინგო კომპანიისთვის“ რიგით მეოთხე ემისიაა, რაც კომპანიის სტაბილურობაზე, ინვესტორების მხრიდან ნდობის მაღალ ხარისხზე და ზოგადად, კომპანიის მზარდ ტენდენციებზე მეტყველებს.  „საქართველოს სალიზინგო კომპანია“ მომხმარებელს უკვე მეოთხედ აძლევს შესაძლებლობას, დააბანდოს თავისუფალი ფულადი სახსრები კომპანიის მიერ გამოშვებულ ობლიგაციებში. ფასიანი ქაღალდის წლიური ფიქსირებული განაკვეთი შეადგენს 7,5%-ს, უახლოეს მომავალში კომპანია გეგმავს აღნიშნული ფასიანი ქაღალდების დაშვებას ადგილობრივი საფონდო ბირჟის სავაჭრო სისტემაში და შესაბამისად, მოხდება დარიცხული პროცენტის გათავისუფლება გადასახადებისაგან, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის აღნიშნულ ფასიან ქაღალდებს ინვესტორებისთვის. ობლიგაციების ვადა შეადგენს 2 წელს და მისი სრულად დაფარვა მოხდება 2021 წლის 9 აგვისტოს. განთავსების აგენტი, როგორც ყველა წინა შემთხვევაში, აქაც „გალტ & თაგარტია“.  „მოხარულები ვართ, რომ “საქართველოს სალიზინგო კომპანიამ“ კიდევ ერთხელ, უკვე მეოთხედ, წარმატებით განათავსა ობლიგაციები ადგილობრივ ბაზარზე. ობლიგაციებზე მოთხოვნამ ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა, რაც ძალიან სასიხარულოა რადგან ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი კომპანიის ძალიან მაღალ სანდოობაზე და „გალტ & თაგარტის“ მაღალ პროფესიონალიზმზე მეტყველებს. გვემაყება ის ფაქტიც, რომ ჩვენი და „გალტ & თაგარტის“ თანამშრომლობა უკვე წლებია ასე წარმატებულად გრძელდება“ , - განაცხადა საქართველოს სალიზინგო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ელდარ ახვლედიანმა.  „მოხარული ვარ, აღვნიშნო „გალტ & თაგარტის“ როლი „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ ობლიგაციების წარმატებით განთავსებაში. კიდევ ერთი წარმატებული განთავსება მეტყველებს, როგორც „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ სანდოობაზე, ისე, ზოგადად საქართველოში მსგავს ტრანზაქციებზე ინვესტორების მხრიდან ნდობის ზრდაზე, რაც ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის კომპანიებისთვის დაფინანსების კიდევ ერთი მეტად ხელსაყრელი წყარო. მინდა მივულოცო „გალტ & თაგარტის“ მთელ გუნდს, რომელიც საკუთარი  გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის წყალობით, გახდა საინვესტიციო-საბანკო მომსახურების მიმწოდებელი წამყვანი კომპანია ქვეყანაში“, - განაცხადა „გალტ & თაგარტის“ მმართველმა დირექტორმა - ოთარ შარიქაძემ. ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...