საია-მ სკანდალური დასკვნა გამოაქვეყნა

სამართალი

საია-მ სკანდალური დასკვნა გამოაქვეყნა

6 სექ. 2011, 20:47:04
26 მაისის საპროტესტო აქციების დარბევის შემდეგ, გამთენიისას, თბილისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის გვერდით მდებარე მარკეტის სახურავზე სამართალდამცველებმა ორი გარდაცვლილი ადამიანის გვამი იპოვეს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ დაღუპულები სულიკო ასათიანი და ნიკა კვინტრაძე იყვნენ. ექსპერტიზის დასკვნით, ისინი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალნენ. ეს ინფორმაცია შსს-მ გაავრცელა. მეორე დღესვე, სტუდია გნს-მა გამოაქვეყნა ნიკა კვინტრაძის მეგობრის ინტერვიუ, სადაც რესპონდენტმა, ერთ-ერთ ფოტოზე, სადაც სამართალდამცავებს ხელფეხშეკრული ხალხი მიწაზე ჰყავთ დაყრილები, ნიკა კვინტრაძე ამოიცნო. გნს-მა ასევე გაავრცელა პროზექტურაში გადაღებული კადრები, სადაც გარდაცვლილს წამების კვალი ეტყობოდა.

ამ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა და შსს-ს არავინ დაუსჯია. ძალოვნები დღემდე ამტკიცებენ, რომ კვინტრაძეც და ასათიანიც, მაღალი დენის სადენებთან შეხების გამო დაიღუპნენ. თუმცა, 6 სექტემბერს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კვინტრაძის სიცოცხლის ხელყოფის საქმესთან დაკავშირებით მათ მიერ მოპოვებული მნიშვნელოვანი მტკიცებულებები გამოაქვეყნა.

_ 26 მაისის შემდეგ, საია აქტიურად მუშაობს აქციის დაშლის დროს ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე. უახლოეს მომავალში საია ამ საკითხებზე მომზადებულ სრულყოფილ ანგარიშს გამოაქვეყნებს. სხვა საკითხებთან ერთად, ანგარიშის საგანი აქციის დაშლის დროს სიცოცხლის ხელყოფის საქმეების ანალიზია. ნიკა კვინტრაძისა და სულიკო ასათიანის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე მუშაობის პროცესში საია-მ მოიპოვა მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, რომელმაც დასაბუთებული ეჭვები გააჩინა მოცემულ საქმეზე შსს-ს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ვერსიასთან დაკავშირებით. შესაბამისად, საია მიზანშეწონილად მიიჩნევს, დროულად აცნობოს მათ შესახებ საზოგადოებას და ხელისუფლებას სათანადო რეაგირება მოსთხოვოს, _ აღნიშნა საია-ს თავმჯდომარემ, თამარ ჩუგოშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, კვინტრაძე დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა, თუმცა, იურისტების მიერ გამოქვეყნებული მტკიცებულებებით საპირისპირო დგინდება.

ნიკა კვინტრაძის სიცოცხლის ხელყოფის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე წლის 17 აგვისტოს საია-მ სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს DABS Fingerprintss/Forensics LTD-ს სავარაუდოდ ნიკა კვინტრაძის დაკავების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალის ექსპერტიზა შეუკვეთა.

ფოტო და ვიდეო მასალაზე გამოსახული პირის შედარებისა და მისი იდენტიფიკაციის მიზნით, საია-მ ექსპერტ კენეტ ლინჯს გაუგზავნა "რუსთავი 2"-ის ეთერში გასული ვიდეო მასალა და ის ფოტო, რომელზეც ერთ-ერთმა მოწმემ, სავარაუდოდ, ნიკა კვინტრაძე ამოიცნო. ასევე, გაიგზავნა ნიკა კვინტრაძის პასპორტისა და გარდაცვალების შემდეგ პროზექტურაში გადაღებული ფოტოები.

_ მიმდინარე წლის 26 აგვისტოს, DABS Fingerprintss/Forensics LTD-მ გამოგვიგზავნა ექსპერტიზის დასკვნა. ექსპერტიზამ მორფოლოგიური შედარების გზით დაადგინა, რომ პასპორტის, გარდაცვალების შემდგომ გადაღებულ სურათებსა და "რუსთავი 2"-ის ეთერში გასული ვიდეოს ამსახველ ფოტომასალაში გამოსახული იყო ერთი და იგივე პიროვნება. გამოსახულებებს შორის, ექსპერტიზამ 7 მსგავსების ნიშანი აღმოაჩინა. მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო სავარაუდოდ დარტყმისგან მიყენებული ამონაზნექი მარცხენა საფეთქელზე. ვიდეოჩანაწერის შემოწმების შედეგად, ექსპერტიზამ გამორიცხა ვიდეომასალაში მონტაჟის ნიშნები. ამასთან, ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ვიდეომასალაში და იმ ფოტოზე, რომელზეც მოწმემ სავარაუდოდ ნიკა კვინტრაძე ამოიცნო, ასახულია ერთი და იგივე სცენა და ის სხვადასხვა თვალთახედვის არედან არის გადაღებული. ცხადია, ეს გარემოება საქმეზე მოპოვებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთად, სათანადო გამოკვლევას საჭიროებს. თუმცა, ფოტოექსპერტიზის დასკვნა დასაბუთებულ ეჭვებს აჩენს შსს-ს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ვერსიასთან დაკავშირებით, რომ ნიკა კვინტრაძე და სულიკო ასათიანი თავისუფლების მოედნის მეტროსთან მდებარე მარკეტის სახურავზე დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალნენ. იმ ვითარებაში, როდესაც ექპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ ნიკა კვინტრაძე აქციის დაშლის დროს პოლიციას ჰყავდა დაკავებული (ვიდეო და ფოტო მასალაში ჩანს, რომ მას ხელბორკილი ადევს) და ამ ტერიტორიაზე პოლიცია ეფექტიან კონტროლს ახორციელებდა მთელი ღამის (26 მაისი) და აღლუმის მიმდინარეობის განმავლობაში, სადავოა, თუ როგორ შეიძლებოდა აღმოჩენილიყვნენ ნიკა კვინტრაძე და 60 წლის სულიკო ასათიანი თავისუფლების მოედნის მეტროსთან მდებარე მარკეტის სახურავზე, _ თქვა ჩუგოშვილმა.

საია-მ ასევე მოიპოვა მოწმის ახსნა-განმარტება (მის ვინაობას მისივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ ხმაურდება), რომელიც 26 მაისს აქციის დაშლის დროს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში იმალებოდა და 26 მაისს, დილით, ეს ტერიტორია სწორედ ამ მარკეტის სახურავიდან დატოვა. თავის ახსნა-განმარტებაში მოწმე აღნიშნავს, რომ ამ ადგილას მას არავის გვამი არ უნახავს.

_ ამდენად, ფოტოექსპერტიზის დასკვნა აძლიერებს ეჭვს, რომ ნიკა კვინტრაძე აქციის დაშლის დროს პოლიციის მიერ იყო დაკავებული აქციის ტერიტორიაზე და ის პოლიციის კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა. იმ ვითარებაში კი, როდესაც აქციის დაშლის დროს პოლიციის მიერ გამოყენებული იყო აშკარად გადამეტებული ძალა, რომელსაც შედეგად მოჰყვა აქციის მონაწილეების ჯანმრთელობის სერიოზული დაზიანებები, ისევე, როგორც უკვე სამმართველოებში დაფიქსირდა არაადამიანური მოპყრობის არაერთი ფაქტი დაკავებული აქციის მონაწილეების მიმართ, ჩნდება დასაბუთებული ეჭვები, რომ ნიკა კვინტრაძის გარდაცვალება პოლიციის მიერ ძალის გამოყენების შედეგი შეიძლება იყოს. შესაბამისად, ნიკა კვინტრაძის დაკავების ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, მისი სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე პასუხისმგებლობა მთლიანად სახელმწიფოს ეკისრება. ასეთ შემთხვევაში, ასევე სახელმწიფოს ეკისრება მტკიცების ტვირთი, თუ როგორ და რა პირობებში მოხდა ნიკა კვინტრაძის სიცოცხლის ხელყოფა, _ აღნიშნა ჩუგოშვილმა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის ამ განცხადებას შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი შოთა უტიაშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, 26 მაისის აქციებთან დაკავშირებით გადაღებულ ფოტოზე დაფიქსირებული დაკავებული პირი ქარელში მცხოვრები გიორგი ბაქრაძეა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შოთა უტიაშვილმა განუცხადა, ჩატარებულია ექსპერტიზა და დადასტურებულია, რომ ნიკა კვინტრაძე დენის დარტყმის შედეგად არის გარდაცვლილი, მას სხეულზე ფიზიკური დაზიანება არ აღენიშნებოდა.

_ როდესაც იყო ასეთი ეჭვი, დავიწყეთ გამოძიება და პირი, რომელიც ფოტოზე დაკავებულია გამოსახული, ვიპოვეთ. აღმოჩნდა, რომ ის ჯანმრთელი, ცოცხალია და, შესაბამისად, გამოძიება დამთავრდა. საუბარია იმ ფოტოზე, რომელშიც მეგობარმა კვინტრაძე ამოიცნო. აქციასთან დაკავშირებით, "რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებულ აქციის სხვადასხვა კადრებში ეს მეგობარიც ჩანს, რომელიც კვინტრაძის გვერდზე ზის. კვინტრაძეს აცვია ცისფერი მაისური, ეს მეგობარი კი ამტკიცებდა, რომ ამ დღეს კვინტრაძეს სხვა ფერის ჟაკეტი ეცვა, _ განაცხადა უტიაშვილმა.

შსს-ს მაღალჩინოსნის ამ კომენტარს, "გურია ნიუსთან" საუბრისას თამარ ჩუგოშვილი სანდოდ არ მიიჩნევს:

_ როგორც უტიაშვილის განცხადებიდან მივხვდი, მათ არანაირი ექსპერტიზის დასკვნა არა აქვთ გაკეთებული. ამის გარდა, მიმაჩნია, რომ ჩვენს ხელთ არსებული დასკვნა ბევრად უფრო ზუსტია და უფრო სანდოდ გამოიყურება, ვიდრე შინაგან საქმეთა სამინისტროს ზეპირი განცხადება, ვის უფრო მეტად ამსგავსებენ ფოტოზე გამოხატულ პირს. თან, ჩვენ ვფიქრობთ. რომ ძალიან მნიშვნელოვანია და მოხარულები ვიქნებით, თუ მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ ვისზეც შსს საუბრობს, იმ პირის სურათიც გავაგზავნოთ ექსპერტიზაზე, რაც კიდევ ერთხელ მოგვცემდა შესაძლებლობას, უფრო მეტად დავრწმუნებულიყავით იმ დასკვნის სისწორეში, რომელიც ჩვენ წარმოვადგინეთ. ჩვენ ეს შევუკვეთეთ ძალიან მაღალი ექსპერტიზის ბიუროს, ძალიან მაღალი დონის ექსპერტს და მის სისწორეში ეჭვი არ გვეპარება. შინაგან საქმეთაA სამინისტროს განცხადების მიმართ მაღალი ნდობა მაქვს,-მეთქი რომ გითხრათ, ტყუილს გეტყვით. სერიოზულ ეჭვებს იწვევს ის ოფიციალური ვერსია, რაზეც შინაგან საქმეთა სამინისტრო აპელირებს. ისიც მნიშვნელოვანია, რომ იმის ნაცვლად, დაინტერესდნენ ჩვენს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით და მე ბოლომდე არ მქონდა იმედი გადაწურული, რომ დაინტერესდებოდნენ, პირდაპირ, აპრიორი ეძებენ საშუალებას როგორ უარყონ. არც კი ნახულობენ, რეალურად რამდენად სერიოზული მტკიცებულება შეიძლებოდა ჩაგვარდნოდა ხელში, რამდენად შეიძლებოდა ეს დახმარებოდა საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას. მაგრამ, როგორც ჩანს, ამ მიზანს არ ემსახურებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია, იმიტომ, რომ აბსოლუტურად არ დაინტერესებულან, ისე დაიწყეს ამ ყველაფრის უგულებელყოფა.

_ ქალბატონო თამარ, თქვენი შემდგომი მოქმედება რა იქნება? ვიცით, რომ აპირებთ ეს მტკიცებულებები პროკურატურას გადასცეთ.

_ ჩვენ ვეცდებით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დასახელებული პიროვნების სურათიც გადავუგზავნოთ ექსპერტიზას, ჭეშმარიტების დაზუსტების მიზნით.

_ რამდენად მოსალოდნელია, რომ საერთაშორისო სასამართლოს მიმართოთ?

_ სტრასბურგის სასამართლოს თუ გულისხმობთ, ჩვენ ამას ოჯახის გადაწყვეტილების გარეშე ვერ ვიზამთ. ეს არის ოჯახის გადასაწყვეტი და თუ გადაწყვეტენ, აქვთ ყველანაირი საფუძველი იმისთვის რომ მიმართონ. ჩვენ მათ ყველანაირად მხარს დავუჭერთ ამ პროცესში, _ დასძინა ჩუგოშვილმა.




 ახალი ამბები
  • რაში უსწრებს საქართველო ამერიკას კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფიქსირებული ინტერნეტის აბონენტების რაოდენობამ ბოლო 6 წელიწადში გაორმაგდა და შინამეურნეობის 82% შეადგინა. მათივე ინფომაციით, საქართველო ფიქსირებული ინტერნეტის პენეტრაციის საერთო წილით ამერიკის შეერთებულ შტატებს უსწრებს. “2019 წლის მონაცემებით, ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზე აბონენტების რაოდენობა კვლავ დინამიურად მზარდია. 2019 წელს ფიქსირებული ინტერნეტის პენეტრაციამ - 80.8% შეადგინა და აბონენტების რაოდენობა 73 ათასით გაიზარდა. 2013 წელს ინტერნეტთან წვდომა მხოლოდ 42%-ს ჰქონდა, დღეს ეს რიცხვი გაორმაგებულია. 2019 წელს საქართველოში ფიქსირებულ ინტერნეტთან წვდომა 896 ათას ოჯახს ჰქონდა, 2020 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 914 ათასამდე გაიზარდა და 82% შეადგინა. მნიშვნელოვანია, რომ ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის (ITU) ბოლო ანგარიშის მიხედვით, საქართველო ფიქსირებული ინტერნეტის პენეტრაციის საერთო წილით,  ევროპის მოწინავე ქვეყნების რიგებშია, ამერიკას კი ამავე პარამეტრით უსწრებს”,_ ნათქვამია ... ...
  • როგორ უნდა მოიქცნენ თურქეთში სამკურნალოდ წასვლის მსურველი საქართველოს მოქალაქეებისაქართველოში თურქეთის საელჩო თურქეთში სამკურნალოდ წასვლის მსურველი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს. კოვიდ-19-ის პანდემიის პერიოდში სამედიცინო მომსახურების მისაღებად თურქეთში წამსვლელ პაციენტებთან დაკავშირებით მიღებული ახალი რეგულაციის თანახმად, მათ უნდა მიმართონ ს.ს. საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების სააგენტოს“ (USHAŞ). „ისინი უნდა დარეგისტრირდნენ პაციენტების მონიტორინგის სისტემაში, მისამართზე: “http://covid19st.ushas.com.tr”. სისტემაში თავად პაციენტმა, მისმა ახლობელმა, საავადმყოფომ ამ საშუამავლო ორგანიზაციამ უნდა გახსნას მომხმარებლის ანგარიში. რეგისტრაციასთან დაკავშირებით ინფორმაცია მოცემულია USHAŞ-ის ვებგვერდზე:http://www.ushas.com.tr. USHAŞ-ი თავად დაუკავშირდება და მიაწვდის საჭირო ინფორმაციას იმ პაციენტებს, რომლებიც დაიშვებიან თურქეთში სამკურნალოდ. ჩვეულებრივად, თურქეთში სამკურნალოდ წამსვლელმა პაციენტებმა უნდა მიმართონ თურქეთის ყველაზე ახლომდებარე წარმომადგენლობას და აიღონ სამკურნალო-მიზნობრივი ვიზა. კოვიდ-19-ის პანდემიის პერიოდში კი, თუ სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით თურქეთში წამსვლელი საქართველოს მოქალაქეები სასაზვრო-გამშვებ პუნქტებზე წარადგენენ USHAŞ-ის მოსაწვევ წერილს, ისინი გამონაკლისის სახით, ვიზის გარეშე, დაიშვებიან თურქეთის ტერიტორიაზე. ერთ პაციენტთან ერთად დაიშვება არა უმეტეს 2 პირისა. უცხოელმა პაციენტებსა და თანმხლებ პირებს თურქეთში ჩამოსასვლელად შეუძლიათ ისარგებლონ სტამბოლის აეროპორტით, სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტით, სტამბოლის საბიჰა გოქჩენის სახელობის აეროპორტით, ანკარის ესენბოღას აეროპორტით, ანტალიის აეროპორტით, საავტომობილო გზით, კერძოდ, სარფის, ქაფიქულეს, ჰაბურის სასაზღვრო-გამშვები პუნქტებით. აეროპორტში და საზღვარზე პაციენტებსა და მათ თანმხლებ პირებს გაუკეთდებათ ფასიანი კოვიდ-19-ის „პი სი არ“ (PCR) ტესტი ან მოხდება ტესტის მასალის აღება. აღნიშნული რეგულაციის შესახებ ეცნობათ საქართველოს უწყებებს“, - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ... ...
  • იაპონია ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ცვლილების ნებისმიერ მცდელობასსაქართველოში იაპონიის საელჩო განცხადებას ავრცელებს  ცხინვალის რეგიონთან/სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან დაკავშირებით.  „იაპონია ხელახლა ადასტურებს მის თანმიმდევრულ პოზიციას, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთის საკითხის გადაწყვეტა მოხდეს მშვიდობიანი გზით, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების სრული დაცვით და საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული სახელმწიფო საზღვრების პატივისცემით, რაც უმნიშვნელოვანესია საქართველოსა და სრულიად სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობისათვის. იაპონია ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ცვლილების ნებისმიერ მცდელობას“,_ წერია ... ...
  • კომპენსაციების გაცემის პროგრამით უკანონოდ სარგებლობის მიზნით ყალბი დოკუმენტები- დაკავებულია 1 პირისაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კახეთის რეგიონში, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება - გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგენილია, რომ ერთ - ერთი კომპანიის ხელმძღვანელმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, განიზრახა ბოროტად ესარგებლა საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულთათვის კომპენსაციების გაცემის პროგრამით. აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, მან დაამზადა ყალბი სამსახურებრივი ცნობები 11 პირის სახელზე, რომელთა მიხედვითაც, მოქალაქეები თითქოსდა წარმოადგენდნენ ბრალდებულის კომპანიის მიერ დაქირავებულ თანამშრომლებს და 2020 წლის 21 მარტიდან COVID 19-ის გამო იმყოფებოდნენ უხელფასო შვებულებაში. თითოეული ასეთი ცნობა, ბრალდებულის მიერ დამზადებულ და გასაღებულ იქნა 50 ლარის საფასურად. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბრალდებული ნასამართლევია ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება - გამოყენების ფაქტზე და ამჟამად იმყოფება პირობითი მსჯავრის ქვეშ. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის  კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-წლამდე ... ...
  • ოქროთი მანიპულაციაზე ოზურგეთში რამდენიმე პირი დააკავეს?ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ოზურგეთში რამდენიმე პირი დააკავეს ლომბარდში ოქროს ნივთებით მანიპულაციასთან დაკავშირებით. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ისინი მდარე ხარისხის ოქროთი ცვლიდნენ კლიენტის მიერ დატოვებულ ოქროს. შსს-ს თქმით, ამ საქმეზე პირები დაკავებულები არ არიან, თუმცა მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ს 180-ე მუხლით, რაც თაღლითობას ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?