20 სასამართლო პროცესი, სადაც სავარაუდო პოლიტიკური მოტივი იკვეთება

სამართალი

20 სასამართლო პროცესი, სადაც სავარაუდო პოლიტიკური მოტივი იკვეთება

13 აგვ. 2020, 16:52:04

ადამიანის უფლებათა ცენტრი აგრძელებს საერთო სასამართლოებში მიმდინარე სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების სასამართლო პროცესებზე დაკვირვებას. ამ დროისათვის ადამიანის უფლებათა ცენტრის დაკვირვების ქვეშ მოექცა 20 საქმე, რომელთაგან ნაწილის განხილვა სასამართლოში დასრულებულია.

 1.  გიორგი უგულავას საქმე (ე.წ. თბილისის განვითარების ფონდის საქმე). საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი უგულავა დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც გულისხმობს სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისებას ან გაფლანგვას. უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 10 თებერვლის ამ განაჩენით, გიორგი უგულავას 3 წლით, 2 თვით და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. იგი საპატიმროდან 2020 წლის 15 მაისს საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების აქტის საფუძველზე გათავისუფლდა.

 2.  გიორგი უგულავასა და ალექსანდრე გოგოხიას საქმე. ქალაქ თბილისის ყოფილი მერის, გიორგი უგულავას წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის ეს საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში არსებითი განხილვის ეტაპზეა. ბრალდებულებს პროკურატურა სსკ-ის 194-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას (ფულის გათეთრება). ამასთან, უგულავას სახელმწიფო ბრალდება ამავე საქმეში „სითი პარკის“ ეპიზოდზე სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, ხოლო ე.წ. მარნეულის ეპიზოდზე ჯგუფური მოქმედების ორგანიზებასა და იძულებასაც ედავება.  

 3.  გიორგი უგულავას საქმე (ე.წ აეროპორტის საქმე). პროკურატურის 2019 წლის 11 დეკემბრის დადგენილებით, გიორგი უგულავას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. ბრალდების ვერსიით, გიორგი უგულავამ ბ.გ.-ს მიაყენა ფიზიკური დაზიანება. დაცვის მხარე კი აცხადებს, რომ ბ.გ. პირიქით - პროვოკაციულად თავს დაესხა „ევროპული საქართველოს“ ლიდერებს - გიორგი უგულავას და გიორგი გაბაშვილს. საქმე მოსამართლეს არსებითად განსახილველად აქვს გადაცემული, მაგრამ განხილვა ჯერ არ დაწყებულა. 

 მონიტორინგის მიმდინარეობისას ადამიანის უფლებათა ცენტრმა გამოაქვეყნა ანალიტიკური დოკუმენტი გიორგი უგულავას წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების სამართლებრივი შეფასება.

 4.  ნიკანორ მელიას  საქმე. პარლამენტის ყოფილ დეპუტატს, ნიკანორ მელიას ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის I და II ნაწილებით, რაც ითვალისწინებს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას. სისხლის სამართლის საქმე 2019 წლის 20-21 ივნისის საპროტესტო აქციას უკავშირდება.

 ადამიანის უფლებათა ცენტრმა ნიკანორ მელიას წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე მიმოიხილა დოკუმენტში - 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეების სამართლებრივი ანალიზი.

5.  ნიკანორ მელიასა და ზურაბ ადეიშვილის საქმე. ამ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი მიმდინარეობს თბილისის სააპელაციო სასამართლოში. ნიკანორ მელიას, იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილთან ერთად, ბრალი წარდგენილი აქვს სსკ-ის 332-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ  პირველი ინსტანციის სასამართლოში ნიკანორ მელია გამართლდა სსკ-ის 2051-ე მუხლით გათვალისწინებულ ბრალდებაში, რაც გულისხმობს ქონების დამალვას მოჩვენებით, ან თვალთმაქცური გარიგებით.

6.  ირაკლი ოქრუაშვილის საქმე. პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერს, ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი წარედგინა  2019 წ. 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ საქმეზე, სსკ-ის 225-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას. 2020 წლის 13 აპრილის განაჩენით მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა დანაშაულში მონაწილეობის ბრალდებით. პრეზიდენტის შეწყალების აქტის საფუძველზე ოქრუაშვილმა, ისევე როგორც გიორგი უგულავამ, პენიტენციური დაწესებულება 15 მაისს დატოვა. შეწყალების მიუხედავად, ოქრუაშვილმა განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, სადაც საქმის განხილვა 2020 წლის სექტემბერში დაიწყება.

7.  ირაკლი ოქრუაშვილის საქმე (ე.წ ბუტა რობაქიძის საქმე). ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი  წარდგენილი აქვს სსკ-ის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას. საქმე ეხება 2004 წლის 24 ნოემბერს თბილისში, დიდუბის პანთეონთან მომხდარ შემთხვევას, რა დროსაც საპატრულო პოლიციის პატრულმა-ინსპექტორებმა გააჩერეს BMW-ს მარკის ავტომანქანა, მძღოლითა და ხუთი მგზავრით. მათი შეჩერებისა და პირადი შემოწმებისას პატრულ-ინსპექტორ გრიგოლ ბაშელეიშვილს შემთხვევით გაუვარდა ტყვია ტაბელური ცეცხლსასროლი იარაღიდან და მარცხენა იღლიის არეში მძიმედ დაჭრა ავტომანქანიდან გადმოსული მგზავრი - ამირან (ბუტა) რობაქიძე, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა. ბრალდების დადგენილებით, ამ ფაქტზე ინფორმაცია იმავე ღამით მიიღო შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა, რომელმაც დავალება მისცა შემთხვევის ადგილზე მისულ შსს-ს მაღალჩინოსნებს, „გადაერჩინათ საპატრულო პოლიციის იმიჯი“ და ფაქტისთვის მიეცათ შეიარაღებული დაჯგუფების მიერ პოლიციელებზე თავდასხმის სახე.

მონიტორინგის მიმდინარეობისას ადამიანის უფლებათა ცენტრმა გამოაქვეყნა ანალიტიკური დოკუმენტი ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების სამართლებრივი შეფასება.

8.  კობა კოშაძის საქმე - პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრს, კობა კოშაძეს ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენას, შენახვას ან ტარებას. მას შემდეგ, რაც პროკურატურამ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით  მიმართა, კობა კოშაძის მიმართ სასამართლომ გააუქმა აღკვეთის ღონისძიების სახედ გამოყენებული პატიმრობა და ბრალდებულს შეეფარდა გირაო 5 000 ლარის ოდენობით. კოშაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

 ადამიანის უფლებათა ცენტრმა კობა კოშაძის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე მიმოიხილა დოკუმენტში - ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების სამართლებრივი შეფასება.

9.  გიორგი რურუას საქმე. ტვ „მთავარი არხის“ ერთ-ერთ დამფუძნებელს და მეწილეს, 2019 წლის 20-21 ივნისის და ნოემბრის საპროტექსტო აქციების ერთ-ერთ ორგანიზატორს და მონაწილეს, გიორგი რურუას ბრალი ედება სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება); მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსკ-ის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც ითვალისწინებს სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობასა ანდა მისი შესრულებისათვის ხელის შეშლას. 2020 წლის 30 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის   მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა გიორგი რურუას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და მას სასჯელის სახედ 4 წლით  თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. სასამართლომ გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო ორივე წარდგენილ ბრალდებაში. საქართველოს პრეზიდენტი მსჯავრდებულის შეწყალებაზე უარს აცხადებს. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს დაცვის მხარე თბილისის სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს.

მონიტორინგის მიმდინარეობისას ადამიანის უფლებათა ცენტრმა გამოაქვეყნა ანალიტიკური დოკუმენტი - გიორგი რურუას სისხლის სამართლის საქმე - სამართლებრივი ანალიზი.

10.            მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთლის საქმე - თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილ თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძესა და მის მოადგილეს, ბადრი ჯაფარიძეს (ამჟამად - პოლიტიკური ორგანიზაცია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერები) ბრალი ედებათ სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რომელიც განხორციელდა ჯგუფურად და თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. ხოლო TV პირველის მფლობელის მამის, ავთანდილ წერეთლის მიმართ წარდგენილი ბრალი გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარებას (25-194 მუხლის მე-2 ნაწ-ის „ა“ და მე-3 ნაწ-ის „გ“ ქვ/პ). სისხლის სამართლის საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში არსებითი განხილვის ეტაპზეა.

11.            ნიკა გვარამიას საქმე - „მთავარი არხის“ დამფუძნებელსა და გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას ბრალი ედება სსკ-ის 220-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან სხვისთვის გამორჩენის ან უპირატესობის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. 

12.            მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას საქმე. საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას ბრალი წარდგენილი აქვთ სსკ-ის 182-ე მუხლის „ბ“ ბუნქტით, რაც გულისხმობს საბიუჯეტო თანხების დიდი ოდენობით (8 837 461 ლარი) ჯგუფურად გაფლანგვას. სისხლის სამართლის საქმეს არსებითად იხილავს თბილისის საქალაქო სამართლოს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი.

13.            მიხეილ სააკაშვილის, ივანე მერაბიშვილს, ზურაბ ადეიშვილს, დავით კეზერაშვილსა და გიგი უგულავას საქმე. ექსპრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში ასევე განიხილება სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ეხება 2007 წ. 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრას და მის „ხელში ჩაგდებას“. მიხეილ სააკაშვილის გარდა, ბრალი წარდგენილი აქვთ იმ პერიოდის მაღალჩინოსნებს: ივანე მერაბიშვილს, ზურაბ ადეიშვილს, დავით კეზერაშვილსა და გიგი უგულავას. საქმეს, მისი სირთულიდან გამომდინარე, იხილავს თბილისის საქალაქო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობა. სხდომას თავმჯდომარეობს მოსამართლე ნინო ელეიშვილი.

14.            ლაშა ჩხარტიშვილის საქმე. 2020 წლის 20 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ლაშა ჩხარტიშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე და მას ჯარიმის სახით დააკისრა 3500 ლარის გადახდა. მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ გადაწყვეტილება 3 სასამართლო სხდომაში მიიღო. ჩხარტიშვილმა გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

15.            ბესიკ თამლიანის, ზურაბ ბუდაღაშვილის, ცოტნე სოსელიას და კახაბერ კუპრეიშვილის საქმე. ბესიკ თამლიანს, ზურაბ ბუდაღაშვილსა და ცოტნე სოსელიას ბრალი წარდგენილი აქვთ საქართველოს სსკ-ს 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა ანდა მათზე თავდასხმა. მოცემულ საქმეზე პროკურატურასა და ბრალდებულებს - ზურაბ ბუდაღაშვილს, ცოტნე სოსელიასა და კახაბერ კუპრეიშვილს შორის დაიდო საპროცესო შეთანხმება. 2020 წლის 23 მარტს ბესიკ თამლიანის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე შეიცვალა 4000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ. მან დატოვა სასჯელაღსრულების დაწესებულება. სისხლის სამართლის საქმის განხილვა, ბესიკ თამლიანის მიმართ, თბილისის საქალაქო სასამართლოში კვლავ გრძელდება.

 16.            ბეჟან ლორთქიფანიძის საქმე. საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ნაკრესის“ თანამშრომელს, ბეჟან ლორთქიფანიძეს  ბრალი წარედგინა სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას, ორგანიზებას ან მასში მონაწილეობას. ბეჟან ლორთქიფანიძე ბრალს არ აღიარებს. ბრალდება უკავშირდება 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებს. საველე ბიოლოგი და ველური ბუნების მკვლევარი ბეჟან ლორთქიფანიძე 2019 წლის 20 ივნისს დააკავეს და მას შეფარდებული ჰქონდა 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა. ამ დროისთვის ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო აქვს შეფარდებული. სასამართლო პროცესი არ დასრულებულა.

 17-18-19. ყოფილი სპეცრაზმელების საქმეები. ლევან იმერლიშვილს, გიორგი ესიაშვილს და მინდია ამბარდნიშვილს ბრალი წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს - „მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით ან იარაღის გამოყენებით“. ყოფილი სპეცრაზმელების მიმართ სისხლის სამართლის საქმეებს თბილისის საქალაქო სასამართლოში ცალ-ცალკე სხვადასხვა მოსამართლე განიხილავს.

20.            ადამიანის უფლებათა ცენტრის სასამართლო მონიტორები ასევე აკვირდებოდნენ გიორგი ჯავახიშვილისა და თორნიკე დათაშვილის საქმეს. გიორგი ჯავახიშვილი და თორნიკე დათაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო სსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, რაც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას, ორგანიზებას ან მასში მონაწილეობას. მოცემული საქმე განიხილებოდა 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ ირაკლი ოქრუაშვილის საქმესთან ერთად, მაგრამ ჯავახიშვილისა და დათაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო და ისინი მალევე გათავისუფლდნენ მას შემდეგ, რაც საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ. 

მონიტორინგის მიმდინარეობისას ადამიანის უფლებათა ცენტრმა 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეები გააანალიზა დოკუმენტში - ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების სამართლებრივი შეფასება.

ადამიანის უფლებათა ცენტრი  სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეებს საერთო სასამართლოებში პროექტის - „საზოგადოებრივი მოვლენების მონიტორინგის“ ფარგლებში აკვირდება. პროექტი საპროტესტო აქციების მონიტორინგსაც ითვალისწინებს. პროექტის მხარდამჭერია აშშ-ის ფონდი - „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED).

პრესრელიზში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ადამიანის უფლებათა ცენტრს და შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორის პოზიციას. შესაბამისად, NED არ არის პასუხისმგებელი ტექსტის შინაარსზე.




 ახალი ამბები
  • "ევროპულმა საქართველომ" სამტრედიაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინადღეს, "ევროპულმა საქართველომ" სამტრედიაში ამომრჩეველთან შეხვედრა გამართა. პარტიის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ამომრჩეველს წარუდგინა, ევროპული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, აკაკი ბობოხიძე. დავით ბაქრაძემ ამომრჩეველს ,,ევროპული საქართველოს" საარჩევნო პროგრამა გააცნო და ადგილობრივების შეკითხვებს უპასუხა."საჭიროა გარდამტეხი ცვლილებები, რომ ქვეყანა წელში გაიმართოს და ქართველებმა იცხოვრონ ღირსეულად. ამიტომ აქვს მნიშვნელობა არჩევნებზე მისვლას და თქვენი პოზიციის დაფიქსირებას", _ მოუწოდა ბაქრაძემ სამტრედიაში, მომავლის პარკში შეკრებილ ... ...
  • გურიანთაში, მშენებარე ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიაში, პირველი წირვა ჩაატარესოზურგეთის  მუნიციპალიტეტის  სოფელ  გურიანთაში,  ღვთისმშობლის შობის  სახელობის     ეკლესიის  მშენებლობა, რომელიც ორი წლის წინ დაიწყო,  დასასრულს  უახლოვდება. თუმცა, ამას    არ შეუშლია ხელი, რომ აქ პირველი წირვა ჩატარებულიყო. _შარშან , 21 სქტემბერს, სოფლის მცხოვრებლებმა  გადაწყვიტეს, რომ ამიერიდან, ეკლესიის დასრულებისთანავე, „გურიანთელობაც“ ეზეიმათ.  ჯერ მშენებლობა არ დასრულებულა, თუმცა მამა ერმოლაოსმა ბრწყინვალე წირვა აღავლინა. ადგილობრივები ძალიან გაგვახარა ამ ამბავმა, - გვითხრწეს გურიანთის  მრევლის წარმომადგენლებმა. _სამწუხაროდ, პანდემიამ შეგვიშალა ხელი, რომ   სოფლის   მასშტაბური დღესასწაული ჩატარებულიყო, თუმცა წირვა დაუსრულებელ ეკლესიაში მაინც ჩატარდა. ეკლესია კეთილი ადამინების შემოწირულობით   შენდება. ისინი თავს იკავებენ ვინაობის დასახელებისგან.  სოფლის მხარდამჭერი პროგრამით განსაზღვრული თანხა  კი, 40 ათასი ლარის ოდენობით, ადგილობრივთა გადაწყვეტილებით, ეკლესიის მიმდებარე სკვერის კეთილმოწყობას მოხმარდება. შორს არ არის ის დღე, როცა მთელი სოფელი   ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მშენებლობის დასრულებას   და „გურიანთელობას“ , ალბათ, მომდევნო წლის 21 სექტემბერს, ერთად იზეიმებს, - გვითხრა ოზურგეთის საკრებულოს წევრმა სოფელ გურიათიდან, მაია ... ...
  • გალტ & თაგარტი მომხმარებელს განახლებულ „G&T Trader”-ის ვებგვერდს სთავაზობსსს „გალტ & თაგარტი“ მომხმარებლისთვის უმაღლესი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფას აგრძელებს. საინვესტიციო ბანკმა მომხმარებელს მასზე მორგებული და დახვეწილი „G&T Trader“-ის ვებგვერდის  განახლებული ვერსია შესთავაზა. განახლებული ვებგვერდის მეშვეობით, „G&T Trader“-ის პლატფორმა მომხმარებელს 35,000-ზე მეტ საინვესტიციო ინსტრუმენტთან წვდომას აძლევს. პლატფორმის ინტუიტიური ინტერფეისი მომხმარებელს ჰარმონიზებული ნავიგაციის მეშვეობით აძლევს შესაძლებლობას, იყიდოს, შეინახოს და გაყიდოს ფასიანი ქაღალდები. მოქნილი ონლაინ სივრცე სხვადასხვა მოწყობილობებიდან (როგორიცაა სტაციონალური კომპიუტერი, ლეპტოპი, ტაბლეტი თუ მობილური ტელეფონი) შეუფერხებელ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.  ასევე, განახლებული ვებგვერდის მეშვეობით გამოცდილ ტრეიდერებს  ექნებათ წვდომა „G&T TraderPro“-სთანაც -  პროფესიონალური დონის, მულტიეკრანულ სავაჭრო პლატფორმასთან, რომელიც სრულად პასუხობს მომხმარებლის საჭიროებებს. მომხმარებელზე მორგებული „G&T Trader“ და „G&T TraderPro“ პლატფორმები გამოირჩევა პროდუქტის ფართო დიაპაზონით, როგორიცაა: აქციები, ობლიგაციები, ETF, CFD, FX, ფიუჩერსი და ოპციონები. „მოხარული ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, წარგვედგინა განახლებული „G&T Trader”-ის ვებგვერდი, რომელიც მოსახერხებელია ყველა დონის გამოცდილების მქონე მომხმარებლისთვის.  განახლებული ვებგვერდით ჩვენს კლიენტებს  ვთავაზობთ წვდომას ისეთ საერთაშორისო აღიარების მქონე პლატფორმებზე როგორიცაა: „G&T TraderPro“ და „G&T Trader“, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერი ჩვენი მომხმარებელი შეძლებს ჰქონდეს წვდომა საერთაშორისო ბაზრებზე.  განახლებული ვებგვერდის მეშვეობით მომხმარებელს საშუალება ეძლევა მარტივად გახსნას საბროკერო ანგარიში და დაიწყოს ინვესტირება“, - განაცხადა ოთარ შარიქაძემ, „გალტ & თაგარტი“-ს მმართველმა დირექტორმა. „გალტ & თაგარტი“ საქართველოში უმსხვილესი და რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი საბროკერო კომპანიაა, რომლის მეშვეობითაც კლიენტებს აქვთ წვდომა როგორც საერთაშორისო ბირჟებზე, ასევე რეგიონულ, ძნელად მისაწვდომ ბაზრებზე. კომპანია სარგებლობს უმაღლესი ხარისხის მომსახურების მიმწოდებლის რეპუტაციით, რომელიც სხვადასხვა ბაზრებზე სხვადასხვა კლასის აქტივების საბროკერო შეთავაზებებით მოიპოვა. „G&T Trader“ „გალტ & თაგარტი“-ს  ვებაპლიკაციაა, რომელიც ნებისმიერი ბრაუზერიდან არის ხელმისაწვდომი. მისი ჩამოტვირთვა შესაძლებელია მობილური აპლიკაციით, როგორც სმარტფონისთვის, ასევე ტაბლეტისთვის. როგორც  IOS-სზე, ასევე Android-ზე, რომელიც Apple App Store-სა და Google Play-ზეა ხელმისაწვდომი. ... ...
  • შსს-მ ფონიჭალაში 11 ნარკორეალიზატორი დააკავაშინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ფონიჭალის დასახლებაში 11 ნარკორეალიზატორი დააკავეს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულები არიან: 1986 წელს დაბადებული ნ.ა., 1973 წელს დაბადებული ი.ა., 1987 წელს დაბადებული კ.ა., 1996 წელს დაბადებული ა.გ.,1967 წელს დაბადებული დ.ფ., 1976 წელს დაბადებული ს.გ., 1999 წელს დაბადებული ვ.მ., 1979 წელს დაბადებული ვ.ა., 1971 წელს დაბადებული ფ.ა., 1985 წელს დაბადებული რ.ნ. და 1999 წელს დაბადებული ე.გ. დაკავებულებს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღება ედებათ ბრალად. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ყიდდნენ. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა. პოლიციამ, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, ფული და მობილური ტელეფონები ამოიღო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-3 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით, მეოთხე ნაწილით, მე-5 ნაწილის "ა" და"ბ" ქვეპუნქტებით და მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებას ... ...
  • დაბა ლაითურის სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდადღეიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, დაბა ლაითურის საჯარო სკოლა ორი კვირით დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ლელა იმედაშვილის თქმით, ეს იყო ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია და აქედან გამომდინარე დაბა ლაითურის მოსწავლეები გადავიდნენ დისტანციურ სწავლებაზე. „გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ამ დროისთვის დაბა ლაითურში სამი მოსწავლეს და ერთი მასწავლებელს აქვს კორონავირუსი. აქედან ორი ბავშვი სკოლის კლასტერი არ არის, რადგან მათ ახალი სასწავლო წელის დაწყების დროს სკოლაში არ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...