ვინ არის დავით ცირეკიძე

სამართალი

ვინ არის დავით ცირეკიძე

2011 სექ 21 08:20:06
გურიის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს ახალი უფროსის შესახებ ინტერნეტში არც თუ ცოტა ინფორმაციის მოძიებაა შესაძლებელი. სტატიები, რომლებიც სხვადასხვა დროს ქართულ პრესაში გამოქვეყნდა, ამჟამად გურიის მთავარი პოლიცმეისტერის პროფესიულ საქმიანობას ეხება. წერენ, რომ მას კავშირი ჰქონდა ქუთაისელ "კანონიერ ქურდთან", ტარიელ ონიანთან. აღნიშნავენ იმასაც, რომ ცირეკიძეს ხშირად ჰქონდა დაპირისპირება სასულიერო პირებთან.

როგორ გვითხრეს, ყველაზე მეტად პრესა და ფოტოები არ უყვარს: _ მისი მეთოდები არც თუ სუფთაა. მოწინააღმდეგეს, ყოველთვის კომპრომატებით ესაუბრება. უყვარს სატელეფონო მოსმენები და სხვის პირად ცხოვრებაში ჩარევა, _ გვითხრა წყარომ, რომელიც ცირეკიძის საქმიანობას კარგად იცნობს.

ჟურნალისტი ნანა თვალაბეიშვილი, ცირეკიძის საქმიანობის შესახებ ხშირად წერდა, თანაც საკმაოდ სკანდალური ფაქტების საფუძველზე. მაშ ასე, მოვუსმინოთ ნანა თვალაბეიშვილს.

ამბავი #1 _ "წყნარად, წარსულო, წყნარად!"

ტყიბულელები ვერც სიამაყითა და მითუმეტეს, სიხარულით ვერ იხსენებენ, მათი რაიონის ყოფილი შერიფის, დათო ცირეკიძის პოლიციურ ხანას. "რიკოშეტად" მონათლულ ძალოვანს, მეტისმეტად ჰყვარებია პირადი ცხოვრების დეტალებით ვაჭრობა-დაშანტაჟება. როგორც ადგილობრივებს აქვთ ინფორმაცია, ცირეკიძეს "ოტოს" სკოლა (მოსმენების სამსახური) უნდა ჰქონდეს გავლილი, ამიტომაც, კარგად გამოუდის ეს საქმე.

როდესაც ტყიბული ცირეკიძის რეჟიმით ათენ-აღამებდა, ადგილი ჰქონია უამრავ ფაქტს, როცა რიგითი მოქალაქეები შინ თავგატეხილები და ცხვირიდან სისხლდანთხეულები ბრუნდებოდნენ. ადგილობრივები მის მოკავშირედ იმავე რაიონში, ასახელებენ პოლიციის უფროსის მაშინდელ მოადგილეს, ამჟამად ტყიბულის უკვე შერიფს კაკო ქათამაძეს. სწორედ ამ ქათამაძეს გამოუვლიდა, თურმე, ცირეკიძე, ჩაისვამდა მანქანაში და გადიოდნენ რაიონში "წესრიგის დასამყარებლად." ამ "წესრიგს" და "სამართლიანობის" აღდგენას ძალოვნების ტყიბულური ტანდემი მუშტებისა და უმოწყალო ცემა-ტყეპის მეშვეობით ახერხებდა.

ტყიბულში დღემდე ლეგენდად დადის, თუ როგორ გაუსწორდა სამღვდელო პირებს დათო ცირეკიძე და მამაოებს თავები გაუტეხა. ინციდენტი საზკვების ობიექტში მომხდარა, თვითმხილველებიც და გამშველებლებიც ბევრი ყოფილა, მაგრამ სისხლის სამართლის საქმე მაინც არ აღძრულა. ტყიბულელები დღემდე ვერ ხსნიან, თუ როგორ შერჩათ ცირეკიძე-ქათამაძის "საძმოს" მამაოებისთვის თავების გატეხვა.

ჩვენი წყაროები ტყიბულიდან აღნიშნავენ, რომ ცირეკიძეს წარსულში ნარკოტიკებთან დაკავშირებულ სკანდალთანაც უნდა ჰქონდეს შეხება.

საგრძნობი მანძილის გამოა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრამდე არ მიუღწევია ტყიბულის რესტორნიდან მაშინდელი პოლიციის შეფის სავარძელში ჩაბრძანებული დათო ცირეკიძის ვოკალურ მონაცემებს. როგორც ადგილობრივები იხსენებენ, პრინციპით "სადაც ჩახვალ, იქაური ქუდი უნდა დაიხუროო," დიდხანს აზანზარებდა ტყიბულს ცირეკიძის პირველ-მეორე ხმაში აშკარა დეტონაციებით დაგუგუნებული "მენახშირე ბიჭის" სიმღერა. ტყიბულელები ამ ერთ სიკეთეს ვერ უკარგავენ მხოლოდ ყოფილ პოლიციის უფროსს, სამსახურზე მეტად ხშირად სუფრას მიმჯდარი შერიფი, სულ რაიონის სიმდიდრეზე მღეროდა _ "ნახშირიიიიი!" და "მიკრაფონს" ვერ გლეჯდნენ, თურმე ხელიდან.

რესტორან-რესტორან მოქეიფე ძალოვანს, ფრთების გაშლა წესით არ უნდა გაჭირვებოდა ტყიბულთან შედარებით, აშკარად უფრო ცივილიზებულ ზესტაფონში. როგორც წყარო ამბობს, ზესტაფონი ცირეკიძის პოლიციის უფროსობის დროს, არა თუ მხარეში, არამედ მთელ დასავლეთ საქართველოში იმ ერთ-ერთ ადგილად რჩებოდა, სადაც ყველა გამვლელ-გამომვლელმა იცოდა, თუ რომელ აფთიაქში იყიდებოდა წამალი!

ამბავი #2 "ახალი ცოცხი კარგად ჰგვის?!"

ქუთაისის ციხეში 20 წლით თავისუფლებააღკვეთილმა ვინმე სულაქველიძემ, რომ შეიტყო კიდევ უმატებდნენ მსჯავრს, ვენები გადაისერა და ციხიდან ქალაქის ავტოქარხნის საავადმყოფოში გადაიყვანეს. პირველადი სამედიცინო დახმარებააღმოჩენილმა დამნაშავემ, რომელსაც, როგორც ამბობენ, ორი უმძიმესი მკვლელობა ედება ბრალად, საავადმყოფოდან ჩაძინებული ბადრაგის წყალობით გაქცევა მოახერხა. დილიდანვე გადაკეტილ ქალაქის ავტოქარხნის პერიმეტრს, მხარისა და ქალაქის პოლიციის განყოფილებები აკონტროლებდნენ, პოზიციებს ამაგრებდა ქუთაისის პატრულიც. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის შედარებით გარეუბნის ბლოკირება უმოკლეს დროშივე მოხდა, მსჯავრდებული სულაქველიძე, მაინც ახერხებდა პროფესიონალებისგან თავის დაძვრენას. მიუხედავად იმისა, რომ მისი შემჩნევა და გამორჩევა მასისგან, მარტო იმითაც შეიძლებოდა, რომ გაქცეულ პატიმარს მხოლოდ ქვედა საცვალი ეცვა. სამართალდამცავებმა, მხოლოდ გვიან საღამოს მოახერხეს მისი დაკავება-შემჩნევა დევნილების საცხოვრებელი სახლების მიმდებარე ავტოფარეხებთან. გაქცეულ პატიმარს რომ არ შექმნოდა ჯანმრთელობის საფრთხე (თურმე, უკვე სისხლისგან იცლებოდა!) ქუდზე კაცმობილიზებული პოლიცია ვერც მიაგნებდა. ისე, "პროფესიონალ" პოლიციელებს მის დაკავებაში კუდ-ი მიხმარებია, თორემ "დახუჭობანას" დიდხანს ეთამაშებოდა პატიმარი!

ერთი სიტყვით, ცირეკიძის შესახებ ბევრი ინფორმაცია არსებობს. უცნობია, ვისი რეკომენდაციით მოხვდა იგი გურიის მთავარი პოლიცმეისტერის პოსტზე, თუმცა, როგორც გვითხრეს, მას შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალ ეშელონებში გავლენიანი ახლობლების ჰყავს.

ამ ეტაპზე, არ ხმაურდება ახალი უფროსის გუნდის ვინაობა. ჩვენი ინფორმაციით, ჯაფარიძის კადრებმა, რომლებსაც გურიის მუნიციპალიტეტებში პოლიციის უფროსების თანამდებობები ეკავათ, წასვლის შესახებ განცხადებები უკვე დაწერეს.

რაც შეეხება ჯაფარიძეს, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ის საქმიანობას თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში, საკმაოდ მნიშვნელოვან თანამდებობაზე განაგრძობს.




 ახალი ამბები
  • რუსთავი-თბილისის გზაზე ავარიას 6 თვის ბავშვი ემსხვერპლარუსთავი-თბილისის გზაზე ერთმანეთს "ტოიოტასა" და "კიას" მარკის ავტომობილები შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 თვის ბავშვი დაიღუპა. როგორც „ინფო რუსთავი“ იუწყება, მცირეწლოვანი ბავშვი მშობლებთან ერთად სწორედ "ტოიოტას" მარკის ავტომობილში იმყოფებოდა. დაშავებული ბავშვი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკა ნიუ-ჰოსპიტალსში გადაიყვანა, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ... ...
  • მეკვერნიე „ჩაქირა“: უნიკალური ჯიშის ძაღლი გურიაში, სავარაუდოდ, მხოლოდ ერთ კაცს ჰყავსმეკვერნიე ჯიშის ძაღლი „ჩაქირა“ ძველად  გურიაში საკმაოდ გავრცელებული ყოფილა და მას კვერნაზე სანადიროდ იყენებდნენ. შემდეგ კი გადაშენებულა და ახლა მხოლოდ მაკვანეთელ ილია თოიძეს ჰყავს. _ის თავს ევლება მეკვერნიე „ჩაქირას“, საოცარ ამბებს გიამბობთ, უვლის, ცდილობს გამრავლდეს და ყველას ჰყავდეს.  ეს ძაღლი  საუცხოო მონადირეა. გადაშენების პირას მყოფი, _ გვატყობინებს სოფელ ლიხაურის საჯარო სკოლის პედაგოგი, ირმა გორდელაძე. „გურია ნიუსი“ მალე  ილია თოიძესთან საინტერსო ინტერვიუს ... ...
  • საიდან მოდის და რას უკავშირდება ნოტების სახელები7 მუსიკალური ნოტი დო-რე-მი-ფა-სოლ-ლა-სი ყველასთვის კარგად არის ცნობილი, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რატომ ჰქვიათ ამ ნოტებს ასეთი სახელები და რას ნიშნავს თითოეული მათგანი. ნოტების სახელწოდების წარმოშობა დაკავშირებულია ნაწარმოებთან “Uტ ქუეანტ ლახის”, რომელიც კათოლიკური ჰიმნია და იოანე ნათლისმცემელს ეძღვნება. დო-რე-მი-ფა-სოლ-ლა-სი იოანე ნათლისმცემლისადმი მიძღვნილი ჰიმნის ლათინური ლოცვის პირველი მარცვლებია, თუმცა თავდაპირველად იყო ასე – უტ-რე-მი-ფა-სოლ-ლა-ჰექსაქორდი. სი მოგვიანებით გაჩნდა. უტ კი დო-თი მოგვიანებით მუსიკისმცოდნე დონმა შეცვალა თავისი გვარის პირველი მარცვლით. შვიდივე მუსიკალურ ნოტს თავისი სახელწოდება აქვს: დო – DOMINUS – ღმერთი,  რე – RERUM – მატერია, მი – MIRACULUM – სასწაული,   ფა – FAMILIAS PLANETARIUM – პლანეტების ოჯახი, ანუ მზის სისტემა,    სოლ – SOLIS – მზე,  ლა – LACTEA VIA – ირმის ნახტომი,  სი – SIDERAE – ზეცა.  წყარო : ... ...
  • $7 000 000 - აშშ, საქართველოში ახალ საგანმანათლებლო პროგრამას განახორციელებსაშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, ვაშინგტონში მორიგი შეხვედრა გაიმართა. კულტურული გაცვლებისა და ხალხთაშორისი ურთიერთობების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, საქართველოს საგარეო საქმეთა და განათლების მინისტრების მოადგილეები წარდგნენ. სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ შეხვედრაზე განათლების, კულტურისა და სტრატეგიული კომუნიკაციების შესახებ იმსჯელეს. განათლების მინისტრის მოადგილის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ოკუპირებული ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსბულ ვითარებას. ირინე აბულაძის თქმით, ქართულმა მხარემ, ამერიკელ პარტნიორებს სრული ინფორმაცია მიაწოდა გამოწვევების შესახებ, რაც ოკუპირებულ რეგიონებში, განათლების უფლების მხრივ დგას. მისი თქმით, შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივებს განათლების ხელმისაწვდომობის კონტექსტში. „ამერიკა რჩება საქართველოსთვის ძირითად სტრატეგიულ პარტნიორად, როგორც ქვეყნის სუვერენობის, ასევე განათლების ხარისხის განვითარების მიმართულებით.“_ განაცხადა აბულაძემ. აბულაძის თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიზნით, გაცვლითი პროგრამების წამოწყების იდეას. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ამერიკული მხარე, საქართველოში, $7 000 000 აშშ დოლარის ღირებულების საგანმანათლებლო პროგრამას განახორციელებს. „USAID” – ის დაფინანსებული პროექტი, ქართული საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებელთა გადამზადებას ითვალისწინებს. ამასთან, ამერიკული მხარის ინიციატივით, საქართველოში, „Fulbright“-ის პროგრამის გაფართოვება იგეგმება. „ფულბრაითის“ პროგრამის ფარგლებში, წელს უკვე 11 ქართველი სტუდენტი მიიღებს ამერიკაში განათლებას. 2020 წლის გაზაფხულიდან კი, როცა შეთანხმებას მოეწერება ხელი, საქართველოს, ამერიკიდან „ფულბრაითის“ 10-მდე სტიპენდიანტი ეწვევა, რომლებიც საქართველოს უნივერსიტეტში ინგლისურ ენას ასწავლიან. წყარო : ამერიკის ... ...
  • ქარი, თოვლი და ყინვა _ ტემპერატურა -20 გრადუსამდე დაეცემასინოპტიკოსთა ცნობით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დღეიდან ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა. დღეს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ითოვებს. 25-27 იანვარს, ღამით გაძლიერდება ქარი და ყინვა. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში -4, -6, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ზოგან -8, მთაში -15, მაღალმთაში -20 გრადუსამდე დაიკლებს. 25 იანვარს, დღისით დაბლობსა და ბარში +1, +6 გრადუსი იქნება, ხოლო 26-27 იანვარს +7, +12 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში ჰაერის ტემპერატურა 25-27 იანვარს ღამის საათებში -1, -3 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით კი +8, +10 გრადუსამდე ... ...

არქივი

ზაფრანი

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კიბო, შესაძლოა, გადამდები იყოს

ვებგვერდ wize.life-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით...

მიწაზე მიყინული კნუტები კაცმა ყავით გადაარჩინა

BBC-ის ინფორმაციით, მიწაზე მიყინული კნუტები...

სასარგებლო რჩევები ცნობილი ქალებისგან

ანჯელინა ჯოლი ზოგჯერ, როცა თავის...

ბიონსეს სილამაზის საიდუმლო

მართალია მომღერალი ვეგეტარიანელი არაა, მაგრამ...

ცნობილი ვარსკვლავების ყოველდღიური დილის რეჟიმი

ჯენიფერ ენისტონი ჯენიფერ ენისტონის დილა...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...