ინფორმაცია, რომელიც შსს-მ სახალხო დამცველს სრულად არ მიაწოდა

სამართალი

ინფორმაცია, რომელიც შსს-მ სახალხო დამცველს სრულად არ მიაწოდა

2014 აგვ 4 14:24:44

აზერბაიჯანელი უფლებადამცველები ორი თვეა ცდილობენ გაარკვიონ  რამდენად კანონიერად მოხდა აზერბაიჯანის ოპოზიციური მოძრაობის აქტიური წევრის, დაშგინ აღალაროვის დაკავება საქართველოში.

_ აზერბაიჯანის ოპოზიციური მოძრაობის აქტიური წევრი, დაშგინ აღალაროვი დაკავებული იქნა საქართველოში, ინტერპოლის დავალებით. მას ბრალს დებენ გადასახადებისგან (4 000 ევროს ოდენობით) თავის არიდებას. ეს დაკავება მოულოდნელი იყო  აღალაროვისთვისაც. ის რჩება პატიმრობაში, მიუხედავად იმისა, რომ აპირებს ამ ვალის გადახდას გათავისუფლებისთანავე, თუ, რა თქმა უნდა, ეს ვალი არსებობს.

OSCE- (უსაფრთხოებისა და კოოპერაციის ორგანიზაცია ევროპაში) შეადგინა დოკუმენტი, რომლის თანახმადაც მოუწოდებს ინტერპოლსნუ გახდება იარაღი არაკეთილსინდისიერი მთავრობის ხელში. მაგრამ აზერბაიჯანის მთავრობა კვლავ წარმატებით განაგრძობს ინტერპოლის გამოყენებას საკუთარ პოლიტიკურ მაქინაციებში.

აღსანიშნავია, რომ ეს არის უკვე მეორე შემთხვევა მიმდინარე წელს.  პირველი დაფიქსირდა რამდენიმე თვის წინ, როდესაც ისა სადიკოვი, ცნობილი კრიტიკოსი, რომელიც გამოდიოდა მთავრობის წინააღმდეგგაიქცა საქართველოში, მაგრამ ინტერპოლმა გააფრთხილა, რომ მას დაიჭერდნენ და ბატონ სადიკოვს მოუხდა ნორვეგიაში გაქცევა, ქვეყანაში რომლის მოქალაქეობასაც ის ატარებს. ორივე, აღალაროვიც და სადიკოვიც, არიან დემოკრატიული ოპოზიციის სახალხო კონსულის აქტიური მხარდამჭერები არიან.

ძვირფასო ჟურნალისტებო, გთხოვთ მოიძიოთ ყველა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ არის დაცული ყველა კანონი აღალაროვის დაკავებასთან დაკავშირებით და საერთოდ თუ არის ეს დაკავება კანონიერირატომაა საქართველოს მთავრობა ასეთი შერჩევითი "სამართლიანობის აღდგენის" დროს?

მაგალითად, ჩვენ ვერ დავინახეთ იგივე დონის თანადგომა საქართველოს ხელისუფლებისგან ჟურნალისტი ელმარ ჰუსეინოვის მკველელობის საქმესთან დაკავშირებით. საქართველოს ორი მოქალაქე _  თეიმურაზ ალიევი და თაჰირ ხუბანოვი ეჭვმიტანილები იყვნენ ჟურნალისტის მკვლელობაში. აზერბაიჯანის მხარემ მათი გადაცემა მოითხოვა, თუმცა, ისინი არც კი დააკავეს. მაინტერესებ, რამ მიაღებინა საქართველოს მთავრობას ასეთი გადაწყვეტილება, _  ეს განცხადება აზერბაიჯანელმა უფლებადამცველმა,  ხაჯიდა ისმაილიმ სოციალურ ქსელში ერთი თვის წინ გაავრცელა და  საქართველოში მყოფ კოლეგებს დახმარებას სთხოვა:

_ ძვირფასო მეგობრებო, კოლეგებო საქართველოში და ადამიანთა უფლებების დაცვის  ორგანიზაციაში. არსებობს პრობლემა, რომლის გარკვევაშიც თქვენი ჩარევა არის საჭირო, _ აღნიშნულია  უფლებადამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"გურია ნიუსი" ამ ინფორმაციით განცხადების გავრცელებისთანავე დაინტერესდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინფორმაციის მოსაწოდებლად წერილობითი განცხადება მოგვთხოვა.

კითხვაზე, დააკავეს თუ არა საქართველოში დაშგინ აღარალოვი და რა გახდა მისი დაკავების მიზეზი, პასუხი 15 დღის დაგვიანებით მივიღეთ:

_ "თქვენი #1351986 განცხადების პასუხად გაცნობებთ, რომ დაშგინ აღარალოვის შესახებ თქვენს მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია შეიცავს პერსონალურ მონაცემებს. ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლის თანახმად, „საჯარო დაწესებულება ვალდებულია არ გაახმაუროს პერსონალური მონაცემები თვით ამ პირის თანხმობის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში _ სასმართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე. თანამდებობის პირთა (აგრეთვე თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა) პერსონალური მონაცემების გარდა“ _ აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოგზავნილ ოფიციალურ წერილში.

სიტუაციის გარკვევას ჩვენ აზერბაიჯანის საელჩოშიც შევეცადეთ, თუმცა უშედეგოდ. რამდენიმე გაგზავნილი შეტყობინება საელჩომ უპასუხოდ დატოვა.

აღნიშნულ საქმეს სახალხო დამცველიც სწავლობს, თუმცა დეტალებზე ინფორმაცია არა აქვს:

_გამოვითხოვეთ ინფორმაცია და ნაწილი მოვიდა. მეორედ მივწერეთ გამოძიებას და დამატებით ვითხოვთ საბუთებს, _ ამბობს ჩვენთან საუბრისას უჩა ნანუაშვილი, რომლის ინფორმაციით, დაკავებული დაშგინ აღალაროვი თბილისში ჰყავთ.




 ახალი ამბები
  • საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებსსაპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. სოციალურ ქსელში გამოჩნდა კიბერთაღლითების მიერ შექმნილი ყალბი ვებ-გვერდები, რომელსაც საპენსიო სააგენტოსთან არანაირი კავშირი არ აქვს.ვებ-გვერდზე მომხმარებლებს საბანკო ბარათის მონაცემების შეყვანას თხოვენ. ყალბი ვებ-გვერდები უკანონოდ იყებენენ საპენსიო სააგენტოს სიმბოლიკას. თაღლითური სქემის შესახებ საპენსიო სააგენტომ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მიმდინარეობს გამოძიება. საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და განმარტავს, რომ სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდის მისამართია pensions.ge, სადაც საბანკო მონაცემების შეყვანა არ არის გათვალისწინებული. საპენსიო ანგარიშის შესამოწმებლად საჭიროა მხოლოდ პირადი ნომერი და დამსაქმებლის მიერ მოწოდებული საწყისი ერთჯერადი პაროლი, თუ სისტემაში პირველად შედიხართ, ან თქვენი პირადი პაროლი. ... ...
  • რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობა გაძვირდა დღეიდან რუსთავი-თბილისის მიმართულებით 11-დან 6 მარშრუტზე მგზავრობა 30 თეთრით გაძვირდა და 1,8 ლარი გახდა. რაც შეეხება დანარჩენ 5 მარშრუტს, ფასი ჯერჯერობით, უცვლელია. ახალი ტარიფის გადახდა მგზავრებს დღეიდან მეტროს სადგურ „დიდუბის“, რკინიგზის სადგურის, მეტროს სადგურ „ვარკეთილისა“ და სპორტის სასახლის მიმართულებით მგზავრობისას უწევთ. მგზავრობის ღირებულება 1.50 ლარი რჩება რუსთავი, ძველი ბაზარი - თბილისი, მოსკოვის გამზირი; რუსთავი, ძველი ბაზარი - თბილისი, ისთ ფოინთი; რუსთავი, შარტავას გამზირი - თბილისი, ლილო; რუსთავი, მეტალურგიული ქარხანა - თბილისი, გლდანი; რუსთავი, მე-19 მიკრო რაიონი - თბილისი, უნივერსიტეტის მაღლივი ... ...
  • პატრიარქი: ადამიანის სულში ცვლილებებია და საჭიროა ყურადღება, რომ მიწიერმა არ გაიტაცოსსაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით მრევლს ქადაგებით მიმართა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ადამიანმა სრულყოფილებასა და სულიერებაზე იზრუნოს. „ერთ მდგომარეობაში არაფერი ჩერდება, ყველაფერი მოძრაობს, იცვლება. ძველი რომაელები ამბობდნენ, დრონი იცვლებიან და ჩვენ ვიცვლებით მასთან ერთადო. დღეს, როცა ასეთი ცვლილებებია ადამიანის სულში, ბუნებაში, გონებაში, საჭიროა დიდი ყურადღება, რომ მიწიერმა, ხორციელმა არ გაიტაცოს ადამიანი. ადამიანი ან მაღლა ადის სრულყოფის კიბეზე, ან დაბლა ჩადის. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ავიდეთ მაღლა და შევხვდეთ უფალს“,  - აღნიშნა პატრიარქმა. 19 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. ამ დღეს ტაძრებში წირვა-ლოცვა სრულდება. სადღესასწაულო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე ... ...
  • ამ ეტაპზე "რუსთავი 2"-ის მყიდველი არ გამოჩენილა - სალიაამ ეტაპზე რუსთავი 2-ის მყიდველი არ გამოჩენილა - ამის შესახებ განცხადება, არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ქრონიკასთან საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, თუ მყიდველი დღესაც არ გამოჩნდა, კონკრეტულ გეგმებს საზოგადოებას დღეს გააცნობს.  "ამ ეტაპზე მყიდველი არ გამოჩენილა. ჩვენი პირობა იყო რომ საჯაროდ გამოჩენილიყო აღნიშნულის თაობაზე. თუ არ გამოჩნდება მსურველი მაშინ გეგმების შესახებ დღესვე გავაცნობთ. საუბრები გაკოტრების შესახებ არის გადაჭარბებული. ასეთი რამ არ იგეგმება, მაგრამ იგეგმება კონკრეტული ღონისძიებები, რაც კომპანიის ვალების გასტუმრებაში შეუწყობს ხელს",- განაცხადა ... ...
  • ყიდულობს თუ არა ვანო ჩხარტიშვილი "რუსთავი 2"_ს _ ბიზნესმენის ექსკლუზიური კომენტარიგავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანია რუსთავი 2_ს, რომლის გაყიდვის შესახებ განცხადება ხალვაშმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა, მყიდველი უკვე გამოუჩნდა. როგორც ამბობენ, ტელეკომპანის ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი ბიძინა ივანიშვილის დავალებით ყიდულობს. თუმცა, გურია ნიუსისთვის მიცემულ ექსკლუზიურ კომენტარში ჩხარტიშვილი ამას ურყოფს: _ სისულელეა და ამაზე არ გავაკეთებ კომენტარს, _ გვითხრა ჩხარტიშვილმა და დააკონკრეტა, რომ ტელევიზიის ყიდვას არ ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...