შსს-მ განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა

სამართალი

შსს-მ განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა

2014 ოქტ 5 15:35:09

შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 1972 წელს დაბადებული ნოვრუზ ქ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით საგარეჯოს რაიონის სოფელ კაზლარში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ნოვრუზ ქ-მ ღამით, თავის საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას ჯოხით სცემა 1993 წელს დაბადებული ულფუკარ კ, რომელიც ფარულად შეიპარა ნოვრუზ ქ-ს საცხოვრებელ სახლში და მისი არასრულწლოვანი ქალიშვილის ცოლობის მიზნით მოტაცებას შეეცადა. ულფუკარ კ. მიყენებული სხეულის დაზიანებებით საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნოვრუზ ქ. მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშულს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).




 ახალი ამბები
  • რა ხდება ბათუმში გამსახურდიას ქუჩაზებათუმში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე მასაჟის სალონებში პოლიცია, სასამართლოს განჩინების საფუძველზე,  საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს. აჭარის პოლიციის დეპარტამენტში ამბობენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლი დაწყებული გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს, რაც პროსტიტუციისთვის ხელის შეწყობას გულისხმობს. „მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 12 ობიექტზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. აჭარის პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით, რაც გულისხმობს პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემას," – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ირაკლი ჭედიშვილმა. ობიექტების თანამშრომლებს გამოკითხვაზე პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანენ. ... ...
  • ოზურგეთის მეცხრე საბავშვო ბაღის აღმზრდელი „მწვანე ჯილდოს“ ფინალშიაგარემოს დაცვითი  ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ  გამოცხადებულ “მწვანე ჯილდოს” კონკურსში, რომელმაც  2019 წლის საუკეთესო აღმზრდელი/მეთოდისტი უნდა გამოავლინოს, მომდევნო ეტაპზე ოზურგეთიდან მხოლოდ ერთი, მეცხრე საბავშვო ბაღის აღმზრდელი, ჟანა გორდელაძე იყო გადასული. დღეს, ჟანა გორდელაძემ მიიღო შეტყობინება, რომ ის ფინალში   გადავიდა ათ საუკეთესოს შორის, საქართველოს  მასშტაბით. დაჯილდოება 17 დეკემბერს, თბილისში შედგება! ჩვენს მკითხველებს შევახსენებთ,  რომ „მწვანე ჯილდოს“ კონკურსზე განიხილება აღმზრდელი ან პედაგოგი, რომელიც დასაქმებულია სკოლამდელ დაწესებულებაში და სააღმზრდელო პროცესში,   გარემოს დაცვითი საკითხების სწავლებისას იყენებს სახელმძღვანელოს „სკოლამდელი გარემოს დაცვითი განათლება“. სულ დასავლეთ საქართველოდან  კონკურსში  250 აღმზრდელი და მეთოდისტი მონაწილეობდა. მომდევნო ეტაპზე კი 17 გადავიდა. ფინალში კი საუკეთესო ათეული უნდა გამოვლენილიყო და ოზურგეთელი აღმზრდელი მათ  შორისაა. „გურია ნიუსი“ ულოცავს ქალბატონ  ჟანას ამ მნიშვნელოვან ... ...
  • გადადგა თუ გადააყენეს? “საპენსიო რეფორმა არის ქვაკუთხედი როგორც სოციალური სტაბილურობისა ქვეყანაში, ასევე ქვეყნის ეკონომიკისთვის გრძელვადიანი, ძალზე პრინციპული რეფორმა," - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა. მისი შეფასებით, ლევან სურგულაძემ საწყის ეტაპზე საკმაოდ კარგად შეასრულა თავისი ფუნქციები, თანამდებობა კი პირადი გადაწყვეტილებით დატოვა. „მის პირად გადაწყვეტილებაზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ. სააგენტოს სხვადასხვა დონეზე სხვადასხვა სახე ჰყავს. სააგენტოს წესდებიდან გამომდინარე, ის იყო ფაქტობრივად მენეჯერი. სააგენტოს ჰყავს ბორდი და ბევრი სხვა მმართველი, ასევე ძალზე პატივსაცემი და მაღალი რეპუტაციის მქონე", - განაცხადა პრემიერმა. “ლელოს“ ეკონომიკური გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გიგლა მიქაუტაძე კი თვლის, რომ „სახელმწიფოს და „ოცნების“ ჩინოვნიკებს არ აქვთ წარმოდგენა, როგორ მართონ ეფექტურად ფული, რომელმაც ჩვენი მოქალაქეების ღირსეული პენსია უნდა უზრუნველყოს.“ სურგულაძის გადადგომას კი, საპენსიო რეფორმაში გაჩენილ ბზარს უწოდებს: “საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოულოდნელი გადადგომა ეჭვებს ბადებს იმასთან დაკავშირებით, რომ ის აიძულეს ეს ნაბიჯი გადაედგა. სურგულაძე ისევე გაურკვევლად მიდის, როგორც იმართება საქართველოს მოქალაქეებისგან ფული. ლევან სურგულაძემ უნდა განუმარტოს საზოგადოებას მისი გადადგომის რეალური მიზეზები ან დაასახელოს თანამდებობის პირი, ვისგანაც მიიღო გადადგომის მითითება. ფაქტია, რომ საპენსიო რეფორმა ჯერჯერობით ვერ შედგა და შეიძლება ჩავარდეს, თუ სასწრაფოდ არ გაიმართა სააგენტოს მენეჯმენტი. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ის ფაქტი, რომ სააგენტოს მიერ ნახევარი მილიარდი ლარია მობილიზებული, თუმცა მისი ინვესტირება, ფაქტობრივად, არსად მომხდარა. სახელმწიფოს და „ოცნების“ ჩინოვნიკებს არ აქვთ წარმოდგენა, როგორ მართონ ეფექტურად ფული, რომელმაც ჩვენი მოქალაქეების ღირსეული პენსია უნდა უზრუნველყოს.“ მიქაუტაძის თქმით, ერთი წლის თავზე, სააგენტოს საინვესტიციო საბჭოსა და უფროს საინვესტიციო ოფიცერს კვლავ არ შეუმუშავებია საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი, რის გამოც ფონდში მობილიზებულ საპენსიო დანაზოგს ერიცხება სულ რაღაც 8.5 %, იმ ფონზე, როცა ინფლაციის მაჩვენებლმა უკვე 7 %-ს მიაღწია. “სამწუხაროდ, ისევე, როგორც ბევრი სხვა რეფორმა, საპენსიო რეფორმაც წარუმატებლობის საფრთხის წინაშე დგას "ქართული ოცნების" ხელში, რბილად რომ ვთქვათ, ინსტიტუციური მშენებლობა მმართველი ძალის ძლიერი მხარე ნამდვილად არ არის,’’ - განაცხადა “ლელოს“ ეკონომიკური გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგლა მიქაუტაძემ. შეგახსენებთ, რომ დღეს გამართულ ბრიფინგზე საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან სურგულაძემ განაცხადა: "თხოვნა გავუგზავნე სამეთვალყურეო საბჭოს და გადაწყვეტილება მათ უნდა მიღონ. თუ საჭიროა, რომ დავრჩე ამ პოსტზე, დავრჩები". სურგულაძე თანამდებობის დატოვების მიზეზად სხვა გეგმებისა და გამოწვევების გაჩენას ასახელებს.   ... ...
  • “ჩვენ ვიკითხოთ, თორემ ეგეთი ადამიანები კი დაიმკვიდრებენ ადგილს სასუფეველში“ ნინო ჟვანია, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას მეუღლე სოციალურ ქსელში ზაზა ურუშაძის გარდაცვალებაზე შემდეგი სახის სტატუსს წერს. “ზაზა ურუშაძე მიყვებოდა, ზურას მკვლელოაზე გადაღებული "ცხელი ძაღლის" სეზონის ტელევიზიიდან ამოსაღებად მიშამ ზონდერები როგორ გამოაგზავნა და ამათმა კოპიო ღამით ჩუმად როგორ გამოიტანეს. ჩვენ ვიკითხოთ, თორემ ეგეთი ადამიანები კი დაიმკვიდრებენ ადგილს სასუფეველში“- წერს ნინო ჟვანია. 2013 წელს ზაზა ურუშაძემ “ცხელ ძაღლთან“ დაკავშირებით “გურია ნიუსს“ ინტერვიუ მისცა. გთავაზობთ სტატიას “გურია ნიუსის“ არქივიდან: ზაზა ურუშაძე: "რადგან "ცხელი ძაღლის" მეოთხე ნაწილი არ გასულა და მეხუთე ნაწილის გადაღებაზე უარი ვთქვი, მეხუთე ნაწილი გადაიღო ერეკლე ბადურაშვილმა. ვითომ ეს მეოთხე ნაწილი არ არსებობდა, ისე გააქრეს. მეოთხე ნაწილის 12 სერია არის გადაღებული, რომელიც ეხებოდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას სიკვდილის არაოფიციალურ ვერსიას. ჩვენ არ გვქონდა არანაირი ჩანაფიქრი, რომ ამას რამე პოლიტიკური სახე ჰქონოდა. უბრალოდ, საინტერესო იყო კომერციულად, ძალიან საინტერესო თემა იყო და გავაკეთე ეს ყველაფერი. 2007 წელს მოხდა ფილმის დასრულება, სწორედ ამ წელს მოხდა 7 ნოემბრის შემზარავი დარბევა, შემდეგ ტელეკომპანია "იმედშიც" შეიჭრნენ და საშინელი ამბავი მოხდა. საბედნიეროდ, სანამდე დარბევა მოხდებოდა, მანამდე მოვახერხე  ორიგანალების გამოტანა. არ მქონდა იმის განცდა, რომ ტელევიზიაში შეიჭრებოდნენ, მაგრამ რატომღაც გადავწყვიტე, ფირები წამომეღო "იმედიდან", რაღაც ცუდი შეგრძნება მქონდა. შემდეგ, ვიღაც ორი ჰალსტუხიანი მისულა და 75 საათიანი მასალა წაუშლია მთლიანად, რატომ გააკეთეს ეს, არ ვიცი.  ჩემთვის გაუგებარია მხატვრულმა ფილმმა რატომ გამოიწვია ასეთი რეაგირება, ეს ხომ დოკუმენტური ფილმი არ იყო. სრულ პირობას გაძლევთ, რომ ამ ფილმის შეკვეთა ბადრი პატარკაციშვილისგან არ მოდიოდა. ეს იყო მოგონილი სცენარი, რომელიც მე და ნუგზარ შატაიძემ, რომელიც გარდაცვლილია და კოტე ჯანდიერმა მოვიფიქრეთ ერთად. ძალიან კარგია, რომ ტელევიზია დაუბრუნდა პატარკაციშვილების ოჯახს და მე მაშინვე გადავეცი ... ...
  • "ოცნების" ოფისში სხდომა აქციის ფონზე მიმდინარეობს„ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე დასასწრებად მისულ პარტიის წევრებს სამოქალაქო აქტივისტები აქციით დახვდნენ.  ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. აქციის მონაწილეები ოფისში შესულ მანქანებს სასტვენებითა და ხმამაღალი შეძახილებით ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ვებრძოლოთ დაღლილობას

თუ ხშირად გრძნობთ დაღლილობას, გტანჯავთ...

ჯენიფერ ლოპესის სილამაზის საიდუმლო

ცოტა ხნის წინ უბერებელმა კინომსახიობმა...

რა დაავადებისგან იცავს ვარჯიში მამაკაცებს

რეგულარული ვარჯიში კონკრეტული დაავადებების რისკს...

დღეში, რამდენი ფინჯანი ყავის დალევა შეიძლება

რამდენიმე თვის წინ ამერიკელმა მკვლევარებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

საპარლამენტო არჩევნების რომელ მოდელს უჭერთ მხარს