ტაკიძის პროცესი კვლავ გადაიდო
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის გია ტაკიძის ადვოკატები პრესასთან კომენტარს არ აკეთებს: _ არანაირ კომენტარს არ ვაკეთებთ ამ საკითხთან დაკავშირებით. შეგიძლიათ. გია ტაკიძის ოჯახის წევრებს გაესაუბროთ, ჩვენ არ გვაქვს უფლება რამე კომენატრები გავაკეთოთ პრესასთან _ გვითხრა ტაკიძის ორმა ადვოკატმა.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე, მოწმის სტატუსით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურის რამდენიმე თანამშრომელი უნდა გამოსულიყო.