"ძებნიაური საქართველოს წინააღმდეგ" _ ხელისუფლებამ პაციენტის სიცოცხლის უფლების დარღვევა აღიარა

სამართალი

"ძებნიაური საქართველოს წინააღმდეგ" _ ხელისუფლებამ პაციენტის სიცოცხლის უფლების დარღვევა აღიარა

2014 ოქტ 15 16:07:31

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) საჩივრის საფუძველზე, სახელმწიფომ  პაციენტის სიცოცხლის უფლების დარღვევა აღიარა. ევროპული სასამართლოს 2014 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილების თანახმად საქმეში "ძებნიაური საქართველოს წინააღმდეგ" (საჩივარი N67813/11), გიორგი ძებნიაურს არ აღმოუჩინეს სათანადო სამედიცინო მკურნალობა, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია. დანაშაულის გამო ექიმების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დამდგარა.

საიამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 2011 წლის 7 ოქტომბერს მიმართა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) დარღვევის დადგენა მოითხოვა. მომჩივანი, გარდაცვლილის დედა, ქ-ნ ჟანა ძებნიაური, აცხადებდა, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო შპს სამკურნალო კომბინატის სათანადო და უსაფრთხო ფუნქციონირება, რის შედეგადაც 2005 წლის 9 აპრილს, ნაღვლის ბუშტზე ჩატარებული ოპერაციისა და პოსტ-ოპერაციულ პერიოდში არასათანადო მკურნალობის შედეგად, გიორგი ძებნიაური გარდაიცვალა. პაციენტის მკურნალობაზე პასუხისმგებელი ექიმების მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით (სიცოცლის მოსპობა გაუფრთხილებლობით) დაიწყო, თუმცა, გამოძიების ხელოვნურად გაჭიანურების და მასში არსებული ხარვეზების გამო, ექიმებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრათ.

2013 წლის 4 ივნისს ევროპულმა სასამართლომ სახელმწიფოს საჩივრის თაობაზე აცნობა და ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის ფარგლებში პოზიტიური ვალდებულების შესრულების შესახებ ახსნა-განმარტების წარდგენა მოსთხოვა. სახელმწიფომ მომჩივანს მეგობრული მორიგების პირობები, ხოლო შემდგომ ცალმხრივი დეკლარაცია წარუდგინა: სახელმწიფომ აღიარა შპს სამედიცინო კომბინატის ფუნქციონირების ხარვეზები და გიორგი ძებნიაურის სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე გამოძიების ნაკლოვანებები, რამაც სახელმწიფოს მე-2 მუხლიდან გამომდინარე პოზიტიური ვალდებულებების დარღვევა გამოიწვია. სახელმწიფომ მომჩივანს მატერიალური და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 7000 ევროს გადახდა შესთავაზა.

მომჩივანმა მიიღო სახელმწიფოს მიერ მე-2 მუხლის დარღვევის აღიარება, მაგრამ ზიანის ფულადი თანხით ანაზღაურებაზე პრინციპული უარი განაცხადა. ვინაიდან ექიმების პასუხისმგებლობის დასაყენებლად ხანდაზმულობის ვადა გასულია, მომჩივანი დაეყრდნობა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რათა ეროვნულ დონეზე გიორგი ძებნიაურის სიცოცხლის მოსპობის გამოძიებაზე პასუხისმგებელი გამომძიებლებისა და პროკურორების  ბრალეულობა დადგინდეს.

_ ევროპული სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილება ასახავს ჯანდაცვის სფეროში ადამიანის უფლებათა დარღვევის სისტემურ პრობლემას - სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს სათანადო სამედიცინო სერვისების მიწოდებას, ხოლო პაციენტის უფლებათა დარღვევის მსხვერპლთათვის (სისხლის სამართლის დანაშაულის არსებობის შემთხვევაშიც), სამართლებრივი დაცვის მექანიზმები არაეფექტურად ფუნქციონირებს.   საია აქტიურად ითანამშრომლებს საქართველოს ხელისუფლებასთან და ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტთან, რათა გადაწყვეტილება ეფექტურად დაინერგოს ეროვნულ დონეზე ჯანდაცვის სფეროში ადამიანის უფლებათა დასაცავად, _ აღნიშნულია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




 ახალი ამბები
  • საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებსსაპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. სოციალურ ქსელში გამოჩნდა კიბერთაღლითების მიერ შექმნილი ყალბი ვებ-გვერდები, რომელსაც საპენსიო სააგენტოსთან არანაირი კავშირი არ აქვს.ვებ-გვერდზე მომხმარებლებს საბანკო ბარათის მონაცემების შეყვანას თხოვენ. ყალბი ვებ-გვერდები უკანონოდ იყებენენ საპენსიო სააგენტოს სიმბოლიკას. თაღლითური სქემის შესახებ საპენსიო სააგენტომ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მიმდინარეობს გამოძიება. საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და განმარტავს, რომ სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდის მისამართია pensions.ge, სადაც საბანკო მონაცემების შეყვანა არ არის გათვალისწინებული. საპენსიო ანგარიშის შესამოწმებლად საჭიროა მხოლოდ პირადი ნომერი და დამსაქმებლის მიერ მოწოდებული საწყისი ერთჯერადი პაროლი, თუ სისტემაში პირველად შედიხართ, ან თქვენი პირადი პაროლი. ... ...
  • რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობა გაძვირდა დღეიდან რუსთავი-თბილისის მიმართულებით 11-დან 6 მარშრუტზე მგზავრობა 30 თეთრით გაძვირდა და 1,8 ლარი გახდა. რაც შეეხება დანარჩენ 5 მარშრუტს, ფასი ჯერჯერობით, უცვლელია. ახალი ტარიფის გადახდა მგზავრებს დღეიდან მეტროს სადგურ „დიდუბის“, რკინიგზის სადგურის, მეტროს სადგურ „ვარკეთილისა“ და სპორტის სასახლის მიმართულებით მგზავრობისას უწევთ. მგზავრობის ღირებულება 1.50 ლარი რჩება რუსთავი, ძველი ბაზარი - თბილისი, მოსკოვის გამზირი; რუსთავი, ძველი ბაზარი - თბილისი, ისთ ფოინთი; რუსთავი, შარტავას გამზირი - თბილისი, ლილო; რუსთავი, მეტალურგიული ქარხანა - თბილისი, გლდანი; რუსთავი, მე-19 მიკრო რაიონი - თბილისი, უნივერსიტეტის მაღლივი ... ...
  • პატრიარქი: ადამიანის სულში ცვლილებებია და საჭიროა ყურადღება, რომ მიწიერმა არ გაიტაცოსსაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით მრევლს ქადაგებით მიმართა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ადამიანმა სრულყოფილებასა და სულიერებაზე იზრუნოს. „ერთ მდგომარეობაში არაფერი ჩერდება, ყველაფერი მოძრაობს, იცვლება. ძველი რომაელები ამბობდნენ, დრონი იცვლებიან და ჩვენ ვიცვლებით მასთან ერთადო. დღეს, როცა ასეთი ცვლილებებია ადამიანის სულში, ბუნებაში, გონებაში, საჭიროა დიდი ყურადღება, რომ მიწიერმა, ხორციელმა არ გაიტაცოს ადამიანი. ადამიანი ან მაღლა ადის სრულყოფის კიბეზე, ან დაბლა ჩადის. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ავიდეთ მაღლა და შევხვდეთ უფალს“,  - აღნიშნა პატრიარქმა. 19 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. ამ დღეს ტაძრებში წირვა-ლოცვა სრულდება. სადღესასწაულო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე ... ...
  • ამ ეტაპზე "რუსთავი 2"-ის მყიდველი არ გამოჩენილა - სალიაამ ეტაპზე რუსთავი 2-ის მყიდველი არ გამოჩენილა - ამის შესახებ განცხადება, არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ქრონიკასთან საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, თუ მყიდველი დღესაც არ გამოჩნდა, კონკრეტულ გეგმებს საზოგადოებას დღეს გააცნობს.  "ამ ეტაპზე მყიდველი არ გამოჩენილა. ჩვენი პირობა იყო რომ საჯაროდ გამოჩენილიყო აღნიშნულის თაობაზე. თუ არ გამოჩნდება მსურველი მაშინ გეგმების შესახებ დღესვე გავაცნობთ. საუბრები გაკოტრების შესახებ არის გადაჭარბებული. ასეთი რამ არ იგეგმება, მაგრამ იგეგმება კონკრეტული ღონისძიებები, რაც კომპანიის ვალების გასტუმრებაში შეუწყობს ხელს",- განაცხადა ... ...
  • ყიდულობს თუ არა ვანო ჩხარტიშვილი "რუსთავი 2"_ს _ ბიზნესმენის ექსკლუზიური კომენტარიგავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანია რუსთავი 2_ს, რომლის გაყიდვის შესახებ განცხადება ხალვაშმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა, მყიდველი უკვე გამოუჩნდა. როგორც ამბობენ, ტელეკომპანის ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი ბიძინა ივანიშვილის დავალებით ყიდულობს. თუმცა, გურია ნიუსისთვის მიცემულ ექსკლუზიურ კომენტარში ჩხარტიშვილი ამას ურყოფს: _ სისულელეა და ამაზე არ გავაკეთებ კომენტარს, _ გვითხრა ჩხარტიშვილმა და დააკონკრეტა, რომ ტელევიზიის ყიდვას არ ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...