პროკურატურის მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფის დასკვნა ვ.გელაშვილზე განხორციელებულ თავდასხმის ფაქტზე

სამართალი

პროკურატურის მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფის დასკვნა ვ.გელაშვილზე განხორციელებულ თავდასხმის ფაქტზე

2014 ოქტ 23 23:34:29

ბრალდების მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფი რეკომენდაციას აძლევს საქართველოს მთავარ პროკურატურას, განაგრძოს ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილისა და სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა 2005 წელს პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილზე განხორციელებულ თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით

2014 წლის 23 ოქტომბერი, თბილისი, საქართველო - 2005 წლის 14 ივლისს საქართველოს პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებული მასალების თვეების განმავლობაში შესწავლის შედეგად, დღეს, ბრალდების მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფმა დაასკვნა, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ამ დროისთვის მოწოდებული მტკიცებულებები არის „სამართლებრივად და ფაქტობრივად საკმარისი“ იმისთვის, რათა მართებულად იქნეს მიჩნეული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ივანე მერაბიშვილის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალი რანგის თანამდებობის პირების ერეკლე კოდუასა და გია სირაძის მიმართ მიმდინარე სისხლისსამართლებრივი დევნის წარმოება სხვდასხვა დანაშაულებისთვის.

მთავარი პროკურორის თხოვნის შესაბამისად, 2014 წლის ივლისის თვეში ჩამოყალიბებული ჯგუფი ეწვია საქართველოს იმ მიზნით, რომ აქტიურად შეესწავლათ მთავარი პროკურორის მიერ მიწოდებული მასალები, რომლიც შეიცავდა მოწმეთა ჩვენებებს, ექსპერტიზის დასკვნებს, სასამართლო ოქმებს, ქართულ კანონმდებლობას და შესაბამის მასალებს. აღნიშნული მასალების შესწავლის და მთავარ პროკურორთან მათი დამატებით მომდევნო განხილვების შემდგომ, ჯგუფმა მოამზადა წინასწარი დასკვნა, რომლის მიხედვითაც დღეისთვის ხელმისაწვდომი მტკიცებულებები არის საკმარისი მთავარი პროკურატურისთვის, რათა განაგრძოს სისხლისსამართლებრივი დევნა იმ პირთა მიმართ, რომელთაც უკვე წარედგინათ ბრალდება.

საქართველოს მთავარმა პროკურორმა გიორგი ბადაშვილმა ჯგუფის მიმართ კმაყოფილება გამოხატა მასალის სრულყოფილი და სამართლიანი შესწავლისთვის. ბადაშვილმა განაცხადა, „პოლიტიკური დამოუკიდებლობის შენარჩუნება არის განმსაზღვრელი პრინციპი ამ გამოძიებისთვის და უწყებისთვის. პატივცემული საერთაშორისო ექსპერტების დასკვნები ადასტურებენ, რომ ქართული მართლმსაჯულების სისტემა ფუნქციონირებს სამართლიანად და გამჭვირვალედ.“

გელაშვილის სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივი გარემოებები:

2005 წლის 14 ივლისს, შეიარაღებული, ნიღბიანი პირები თავს დაესხნენ საქართველოს პარლამენტის წევრს ვალერი გელაშვილს, რომელმაც მანამდე გამოაქვეყნა კრიტიკული სტატია იმდროინდელ პრეზიდენტ  მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. იმ დროისთვის გამოძიება არსებითად არ წარმოებულა და დანაშაულის ჩამდენ პირთა დაკავება არ განხორციელებულა. 2012 წელს ხელისუფლების ცვლილებების შემდეგ, თავდამსხმელები თავად გამოცხადდნენ და აღიარეს, რომ ყველა მათგანი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომელი და მოქმედებდა ბრძანებების შესაბამისად. მთავარმა პროკურატურამ შეაგროვა მტკიცებულებები, რომლებსაც იგი წარადგენს სასამართლოში და რომლებიც პირდაპირ მიუთითებენ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ივანე მერაბიშვილის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამდებობის პირების ერეკლე კოდუასა და გია სირაძის მიერ ვალერი გელაშვილზე თავდასხმასთან პირდაპირ კავშირს. აღნიშნულ ოთხ პირს ბრალი წარედგინა 2014 წლის 5 აგვისტოს ამ საქმესთან დაკავშირებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის, ამსრულებლისა და ორგანიზატორის პასუხისმგებლობისათვის, და ცეცხლსასროლი იარაღის მისაკუთრების მიზნით მართლსაწინააღმდეგო დაუფლებისათვის.

ბრალდების მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფის შესახებ

ბრალდების მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფის შემადგენლობაში შედიან: სერ ჟოფრეი ნაისი (დედოფლის ადვოკატი) (დიდი ბრიტანეთი), მოშე ლადორი (ისრაელი) და პოლ კოფეი (ამერიკის შეერთებული შტატები) (იხილეთ მათი ბიოგრაფიები ქვემოთ). ჯგუფი ჩამოყალიბდა 2014 წლის ივლისში მთავარი პროკურორის ინიციატივით. ამის შემდგომ, ჯგუფი ჩამოვიდა საქართველოში სხვადასხვა საქმეების საქართველოს მთავარ პროკურორთან და მის გუნდთან ერთად განხილვის მიზნით. ჯგუფმა ასევე სრულად შეისწავლა სისხლის სამართლის საქმის მასალები.

წარმოდგენილი წინასწარი დასკვნა არის ჯგუფის შეფასება მისთვის მიწოდებულ პირველ საქმესთან დაკავშირებით. ჯგუფი დამატებით მოსაზრებებს სხვა საქმეებთან მიმართებით მოამზადებს მომავალში.

ჯგუფის წევრების ბიოგრაფიები

სერ ჟოფრეი ნაისი (დედოფლის ადვოკატი) - წარმოადგენს ყოფილი იუგოსლავიის  სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ყოფილ მოადგილეს (1998-2006), სადაც ის ხელმძღვანელობდა სერბეთის ყოფილი პრეზიდენტის სლობოდან მილოშევიჩის სისხლისსამართლებრივი დევნის წარმოებას. ის ბატონ დესმონდ დე სილვათან (დედოფლის ადვოკატი) და დევიდ კრეინთან ერთად წარმოადგენდა გამოძიების ანგარიშის თანაავტორს, რომელიც ეხებოდა სირიაში დაკავებულთა წამებასა და სიკვდილით დასჯას. ამჟამად, სეჯ ჟოფრეი წარმოადგენს ნახევარ განაკვეთზე მომუშავე მოსამართლეს და არის ქალაქ ლონდონში არსებული გრეშამის კოლეჯის პროფესორი სამართლის დარგში.

მოშე ლადორი - წარმოადგენდა ისრაელის სახელმწიფო პროკურორს 2013 წლის ბოლომდე, ის ზედამხედველობდა ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ეჰუდ ოლმერტისა და ხელისუფლების რამდენიმე სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირების ბრალდებას. მანამდე, ბატონი ლადორი იყო იერუსალიმის რაიონული პროკურორი.

პოლ კოფეი - წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის განყოფილების ყოფილ უფროსს. საჯარო სამსახურის დატოვების შემდეგ ის დაინიშნა მართლმსაჯულების სისტემის უმაღლესი რანგის თანამდებობის პირად კოსოვოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მისიაში  (UNMIK). იგი აქტიურად იყო ჩართული კოსოვოს მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირებაში და პასუხს აგებდა კოსოვოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მისიის მიერ წარმოებული ყველა სისხლის სამართლის საქმეების ზედამხედველობასა და ბრალდებებზე (მათ შორის ომის დანაშაული).




 ახალი ამბები
  • სად გაიყიდება თბილისში ხილ-ბოსტნეულითბილისში ხილ-ბოსტნეულის დეფიციტი არ იქნება. მოვძებნეთ ალტერნატიული სამი სავაჭრო ცენტრი გლდანში, აკაკი წერეთლის ქუჩაზე და ორხევში, სადაც სოფლის მეურნეობის პროდუქცია გაიყიდება, - ამის შესახებ სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის პირველი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელმა, თენგიზ კალანდაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაცემაში „იმედის დილა“ განაცხადა. „ახალი სავაჭრო ობიექტი სთავაზობს თავის ფართს მათ ვინც ვაჭრობდა სხვა ბაზრებში. შესაბამისი პირობებით. ამ რეკომენდაციის იმედი გვაქვს რომ შევაჩერებთ ინფექციას. რაც შეეხება რეგიონებს, იქ თანამშრომლობენ ბაზრების ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სესი-ს მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში ბაზრები გაიხსნება,“_ აღნიშნა კალანდაძემ. მისი თქმით, აგრარულ ბაზრებთან დაკავშირებით შემუშავდა სტანდარტი, რომელსაც სესი გააცნობს ბაზრების წარმომადგენლებს. „ბაზარში შესასვლელი უნდა იყოს სხვა და გამოსასვლელი სხვა. ყველას უნდა ეკეთოს პირბადე. გამყიდველები დაშორიშორებულები უნდა იდგნენ. 70 წელზე ზევით პირები არ მოძრაობდნენ ამ ტერიტორიაზე. ყველა მანქანას უნდა ჩაუტარდეს დეზინფექცია. ბაზრებში ერთ დღეს უნდა იყიდებოდეს ხილი მეორე დღეს ბოსტნეული, “_ განაცხადა კალანდაძემ. კალანდაძის ინფორმაციით, სავაჭრო ობიექტები კორონავირუსის ეპიდემიის დასრულების შემდეგაც იმუშავებს. „ფართები კომპანია „ჯიბეს“ ეკუთვნის, რომელსაც ბაზარზე აქვს პირველად მოხმარების პროდუქტი. ისინი აკეთებდნენ ინფრასტრუქტურას. ჩვენ მოვახდინეთ ის რომ მარნეულიდან და ბოლნისიდან დავაკავშირეთ ფერმერებთან და მოხდება ბოსტნეულის წამოღება რეგიონებიდან. პროდუქცია ახალ წერტილებში გაიყიდება,"_ აღნიშნა კალანდაძემ. წყარო: ... ...
  • შს მინისტრის მოადგილე: დანაშაულის რიცხვი შემცირდა, მათ შორის, ოჯახური ძალადობის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახაბერ საბანაძემ  ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ზე, "ღამის კურიერის"   ეთერში  საგანგებო მდგომარეობის დროს ქვეყანაში არსებული ვითარების და სამინისტროს მიერ დანაშაულის შემცირების მიზნით განხორცილებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა. „პირველ რიგში, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო პოლიციელებს, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში იცავენ როგორც იმ დადგენილების პრინციპებს, რომლებიც წეღან აღვნიშნე, ასევე,  საზოგადოებრივ მართლწესრიგს და ზრუნავენ საზოგადოებრივ უსაფრთხოებაზე. ამ მიმართულებით, ჩვენ, წინა პერიოდთან მიმართებაში კლება გვაქვს გარკვეული კატეგორიის დანაშაულებში, როგორიც არის , ქონების, საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს ვგულისხმობ, ამ შემთხვევაში, ეს არის - ძარცვა , ქურდობა , ყაჩაღობა და ასევე, ოჯახური დანაშაულები. ეს რა თქმა უნდა, არის იმ ბიჭების და იმ პოლიციელების დამსახურება, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ ქუჩაში, იმისთვის, რომ დაცული იყოს მოქალაქეების ინტერესები",_ განაცხადა კახაბერ საბანაძემ. ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ მოიმატა კარანტინის პირობებში ოჯახურმა დანაშაულმა, მინისტრის მოადგილემ უპასუხა, რომ პირიქით, კლებაა ამ მიმართულებით. „მე მოგახსენებთ, რომ ამ პერიოდისთვის, ჩვენი დაკვირვებით, პირიქით, კლება გვაქვს ამ მიმართულებით. ეს,  რა თქმა უნდა, დამსახურებაა ჩვენი საზოგადოების თვითშეგნების ზრდის და ამავე დროს , პოლიციელების აქტიურობის. ჩვენ მზად ვართ, პროაქტიულ რეჟიმში ვიმუშაოთ ამ მიმართულებით. ჩვენთვის პრიორიტეტია ეს მიმართულება და ოჯახში ძალადობა ყოველთვის აღკვეთილი იქნება საწყის ეტაპზე. ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ, ყველა იმ პირობით მსხვერპლს, ყველა იმ ადამიანს, რომელსაც შესაძლოა, ჰქონდეს ამ მიმართულებით გარკვეული, ასე ვთქვათ, პრეტენზიები ან გართულებები და პოლიცია იქნება ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე, გვექნება შესაბამისი შედეგი",_აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ,  კახაბერ  ... ...
  • ქუთაისის მერმა,შესაძლოა, პოსტი დატოვოსქუთაისის მერი, გიორგი ჭიღვარია თანამდებობას ტოვებს.  ინფორმაციას  "პირველი არხი" ავრცელებს. მაუწყებლის ცნობით, ჭიღვარია წასვლის შესახებ განცხადებას  დღეს დაწერს. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ჭიღვარიას გადაწყვეტილების მიზეზი. "გურია ნიუსი" შეეცადა ქუთაისის მერთან დაკავშირებას, თუმცა, ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. ცნობისთვის, გიორგი ჭიღვარია ქუთაისის მერად 2017  წელს ... ...
  • შშმ და მრავალშვილიან ვეტერანთა ოჯახებს პროდუქტები გადაეცათმიმდინარე წლის 7 აპრილს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს წარმომადგენლებმა, შიდა ქართლის გუბერნატორის, გიორგი ხოჯევანიშვილის მხარდაჭერით, ადგილობრივ ომისა და თავდაცვის ძალების შშმ და მრავალშვილიანი ვეტერანების 50 ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცეს. COVID-19- ის პანდემიასთან დაკავშირებით, ჩვენს ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური კვლავ გააგრძელებს უწყების ბენეფიციართათვის მთელი საქართველოს მასშტაბით დახმარების გაწევას. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ვეტერანებს მიმართავს თხოვნით, გაითვალისწინონ ახალი კორონავირუსის გავრცელებისა და ეპიდემიის წინააღმდეგ მიმართული პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი შეზღუდვები და უკიდურესი აუცილებლობის გარდა, მოერიდონ გარეთ გასვლას, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს, რათა თავიდან ავირიდოთ, როგორც ჩვენი, ისე ჩვენს ირგვლივ მყოფ პირთა დასნებოვნება. გავუფრთხილდეთ ჩვენი და ერთმანეთის სიცოცხლეს! ... ...
  • გამყრელიძე: ეს თვე იქნება საკმაოდ რთული დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ვიდეო ბრიფინგი გამართა და კორონავირუსის გავრცელების პროგნოზზე ისაუბრა. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ქართველი სპეციალისტების პროგნოზი რეალობას გარკვეულად ემთხვევა. „მაგალითად, ჩვენ ვპროგნოზირებთ, რომ კვირის ბოლოს უნდა გვქონოდა 200 შემთხვევა. ანუ კვირა დღის ბოლოს გვქონდა 185, თუ არ ვცდები. ანუ რამოდენიმე ერთეულით შევცდით, მაგრამ ეს კარგია, რომ უფრო ნაკლები გვქონდა. ასევე ვპროგნოზირებთ, რომ ამ კვირის ბოლოს უნდა გვქონდეს სადღაც 350-დან 400-მდე. აი შემდგომი კვირები, და თქვენ კარგად გახსოვთ, რომ ჩვენს გამოსვლებში აღინიშნებოდა, რომ ეს თვე იქნება საკმაოდ რთული ჩვენთვის, მთლიანად აპრილი, და შემდეგ დაახლოებით ველოდებით, რომ შეიძლება იყოს გაორმაგება. ამიტომ, აპრილი - მაისის პირველი ორი კვირა იქნება რთული“, - განაცხადა გამყრელიძემ. ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...