ძველი საქმეები ივანიშვილის წინააღმდეგ

სამართალი

ძველი საქმეები ივანიშვილის წინააღმდეგ

2011 ოქტ 24 22:40:31
ორი წლის წინ, 17 აგვისტოს, ოზურგეთის იმდროინდელი პროკურორის, ილია ჯალაღანიას შვილმა, 21 წლის ლევან ჯალაღანიამ 30 წლის ვალერი ტემირხანოვი დაჭრა. ინციდენტი შეკვეთილში, ჯალაღანიების კუთვნილ აგარაკთან ახლოს მოხდა. დაჭრილი ჯალაღანიების კუთვნილი აგარაკის წინ მდებარე სახლში მებაღედ მუშაობდა. ჩხუბის მიზეზად კვადროციკლი დასახელდა, რომელიც ტემირხანოვმა გასარეცხად წაიყვანა და უკან მიყვანა დააგვიანა. როგორც წყარომ გვითხრა, სწორედ ამის გამო მოხდა შელაპარაკება. დაჭრილი ქობულეთის საავადმყოფოში მიიყვანეს, თუმცა, დაზიანების სირთულიდან გამომდინარე, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.

ამ საქმის კურსში გურიის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელობაც იყო, თუმცა იმის გამო, რომ ინციდენტის მთავარი მოქმედი პირი პროკურორის ვაჟი იყო, სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა, დაჭრილმა კი ჭრილობა ხიდან ჩამოვარდნას დააბრალა.

ლოგიკურად, როცა საქმე ყველას დახურული ეგონა, "გურია ნიუსის" საგაზეთო მასალების შემდგომ, აღნიშნული ფაქტით საქართველოს პროკურატურის გენერალური ინსპექცია დაინტერესდა. უფრო მეტიც, გენინსპექციის თანამშრომლები ოზურგეთშიც იმყოფებოდნენ და შეკვეთილსაც სტუმრობდნენ, ფაქტზე გამოძიებაც დაიწყო, თუმცა, ამის იქით საქმე არ წასულა.

ამ ინფორმაციასთან ერთად, მაშინ ჩვენმა გაზეთმა შეძლო იმის გაგებაც, რომ ლევან ჯალაღანიასთან ერთად, ჩხუბში 3 ახალგაზრდა მონაწილეობდა, აქედან, ორი _ მაღალი თანამდებობის პირების შვილები. მაშინ ამ ახალგაზრდების ვინაობა არ დასახელებულა, თუმცა, ითქვა, რომ ისინი ქუთაისელი ჩინოვნიკების შვილები იყვნენ.

როგორც აღვნიშნეთ, ეს საქმე პროკურატურის შიდა მოკვლევის იქით არ წასულა და ეს ინციდენტიც "ჰეფი ენდით" დასრულდა, თუმცა, როგორც გავიგეთ, ორი წლის წინანდელი "ჰეფი ენდი", დღეს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ შემოატრიალეს.

საკმაოდ სარწმუნო წყაროს ცნობით, ცენტრიდან მიღებული დავალებით, გურული სამართალდამცავები ბათუმელი კოლეგების ხელმძღვანელობით, თაროებზე შემოდებულ საქმეებს ქექავენ, განსაკუთრებით კი ურეკსა და შეკვეთილში მომხდარ სისხლის სამართლის ფაქტებს. მოტივი ერთია _ ბიძინა ივანიშვილის ძმის და ძმისშვილის შესაძლო დანაშაულობები, რომლებიც დღემდე ყველასთვის უცნობი იყო.

როგორც მოვიკვლიეთ, ამ ეტაპზე სამართალდამცავებმა ჯალაღანიას საქმე განაახლეს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ილია ჯალაღანია პროკურორი აღარ არის და არც მისი უახლოესი მეგობარი, მიხეილ ჩოგოვაძეა მაღალ თანამდებობაზე, ადვილი სავარაუდოდა, რომ ორი წლის წინანდელი საქმის ხელახალი გამოძიება დღეს პრობლემას აღარავისთვის წარმოადგენს. ჩვენი წყარო ამტკიცებს, რომ არსებობს ფოტოები, რომლებიც ლევან ჯალაღანიას და ივანიშვილის ძმისშვილის მეგობრობას ადასტურებს, შესაბამისად არ გამორიცხავენ, რომ ამ დაჭრაში მონაწილე ერთ-ერთი პირი სწორედ ივანიშვილის 30 წლის ძმისშვილის აღმოჩნდეს (?!).

წყაროს ინფორმაციით, სწორედ ამ თემას უკავშირდებოდა ოზურგეთის პოლიციის ყოფილი უფროსის, გია ურიდიას ბათუმის მთავარ პროკურატურაში დაბარება. ურიდია ამ თემაზე კომენტარებს არ აკეთებს. საუბარი არ სურს არც ბიძინა ივანიშვილის ძმას, ადიკო ივანიშვილს.

"გურია ნიუსი" რამდენიმე დღის წინ წერდა, რომ ივანიშვილის ვილას პოლიცია უთვალთვალებდა, თუმცა, ეს ინფორმაცია ადიკო ივანიშვილმა ჩვენთან საუბრისას არ დაადასტურა.

ჩვენი ინფორმაციით, ამ ეტაპზე შეკვეთილში, ივანიშვილის ვილის ახლომდებარე ყველა სასტუმრო და აგარაკები "ტურისტებით" არის სავსე. თუმცა, როგორც ჩვენი წყარო ამბობს, ე.წ. "ტურისტები" საიდუმლო დავალებათა სამსახურის თანამშრომლები არიან.

ამ ეტაპზე ამ თემაზე მეტი ინფორმაცია არ ვრცელდება. ჩვენ ბიძინა ივანიშვილის პრესამდივნოსაც დავუკავშირდით და ამ საკითხზე კომენტარი ვთხოვეთ, რომელსაც, სავარაუდოდ, მოგვიანებით გააკეთებენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენი კორესპონდენტის, ჟანა მეგრელიშვილის მიერ მოკვლეული მასალების მიხედვით, დაჭრის ფაქტი ერთადერთი დანაშაული არ არის, რომელიც შესაძლოა ივანიშვილის ძმისშვილს დაბრალდეს _ ამ დროისთვის გამოძიება ორი წლის წინ მომხდარი ავტოავარიის დეტალებს სწავლობს და მოწმეებს კითხავს. როგორც გამომძიებლები პირად საუბრებში ამბობენ, ავტოავარია, რომელიც მსხვერპლით არ დასრულებულა და მასზე საქმეც არ აღძრულა, ამ დრომდე არავის გახსენებია. ახლა კი გაჩნდნენ მოწმეები, დაზარალებულები პრესასთან "დუმილის უფლებით" და ავტომანქანის მძღოლი _ ბიძინა ივანიშვილის ძმისშვილი, რომელიც როგორც სამართალდამცავებმა ახლა "გაარკვიეს", იმ ავტოავარიის დროს, ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყო და დაზარალებულს დუმილის სანაცვლოდ ძალიან დიდი ფული გადაუხადა. არც ოფიციალურ და არც არაოფიციალურ საუბრებში არ ამბობენ, რატომ გაახსენდათ ახლა 2 წლის წინ მომხდარი დანაშაულობები, რომლებშიც ივანიშვილების გვარი ფიგურირებს. თუმცა, არ გამორიცხავენ, რომ ამ დანაშაულობების გამო, ვიღაცისთვის თვალის ასახვევად ყოფილ ჩინოვნიკებსაც აგებინონ პასუხი. მათ შორის კი გია ურიდიაც იქნება, რომელსაც ადიკო ივანიშვილთან მეგობრობა, სავარაუდოდ, ძალიან ძვირი დაუჯდება.

"გურია ნიუსი" შეეცადა ამ თემაზე კომენტარი შინაგან საქმეთა სამინისტროდანაც მიეღო, თუმცა, როგორც ყოველთვის, ზურაბ გვენეტაძემ ჩვენს სატელეფონო ზარს ამჯერადაც არ უპასუხა.




 ახალი ამბები
  • „მაინც და მაინც კორონა უნდა გამოჩენილიყო, რომ ოზურგეთის ბაზარი მოწესრიგებულიყო?“დღეს, დილიდან, გურიის ქუჩაზე, ჩვეული ხმაური და ხალხმრავლობა აღარ იყო -  აკრძალეს გარევაჭრობა  და დაიხურა ოზურგეთის აგრარული ბაზარი. ბაზრის კარებთან, ასევე გურიის ქუჩაზე აქტიურად პატრულირებდა პოლიცია, თითოეულ მოქალაქეს  წესრიგისკენ და დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებნენ მერიის ზედმხედველობის სამსახურის წარმომადგენლები. აქვე იყო ბაზრის დირექტორად წოდებული, შპს „სოფლის ნობათის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი,   სოსო სიხარულიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე,  ირაკლი სირაძე. „გურია ნიუსი“ ოზურგეთში, აგრარული ბაზრის დაკეტვის  და გარევაჭრობის აკრძალვის  შემდეგ, არაერთ   მოვაჭრეს  და რიგით მოქალაქეს  ესაუბრა. ჩვენთან საუბარში   დაზარალებულად და უფლებაშელახულად მიიჩნევენ თავს ის მოქალაქეები, რომლებიც, დიდი ხანია, ბაზრის შიდა ტერიტორიაზე ვაჭრობენ, არიან ინდ.მეწარმეები, აქვთ     თავიანთი მაღაზიები და კონკრეტულ ლოკაციაზე თავად კი იცავნენ წესრიგს, თუმცა მთლიანად ბაზრის ტერიტორია დიდია და იქ  ხალხის მოძრაობაზე და მის კონტროლზე უნდა ეზრუნა დირექციას. ლია გოგუაძე: _  ვმუშაობ ბაზრის  შიდა ტერიტორიაზე არსებულ მარკეტში,  რომელსაც „ჭარხალაშვილის მაღაზია“ ჰქვია.  გუშინ საღამოს გვითხრეს, რომ უნდა შეგვეჩერებინა მუშაობა. რა ვქნა ახლა, სად წავიღო ეს შემოტანილი ხორცი,  კვერცხი და სხვა მრავალი სასურთო  პროდუქტი.  პენსია მაქვს თუ ხელფასი? რაღა კორონას მოვუკლივართ და რაღა შიმშილს? ასე ადვილია? თამარ მუხაშავრია,  მზევინარ შავაძე, მოვაჭრეები:  მოვიდნენ და წადითო, გვითხრეს. სად წავიდეთ? ამ პროდუქტს რა ვუყოთ-თქო, გაჭირვებულებს დაურიგეთო, ერთმა პოლიციელმა გვითხრა. ჩვენზე გაჭირვებული  ვინაა, დაყუდებული ვართ დილიდან საღამომდე ლუკმა პურისთვის. _მაინც და მაინც  კორონა უნდა გამოჩენილიყო, რომ ოზურგეთის ბაზარი მოწესრიგებულიყო? დაიკეტა და ახია. დაასუფთაონ, მოაგვარონ ყველა პრობლემა, დააყენონ მეთვალყურეები, როგორც მარკეტებშია და ნახონ, თუ არ მოგვარდება პრობლემა, _  გვითხრეს რიგითმა მოქალაქეებმა ნინო მჟავანაძემ , მზია ლომჯარიამ, მარიკა ვასაძემ. _ ეს არის სამთავრობო გადაწყვეტილება. ჩვენ ყველაზე ძალიან გვწუხებს ამ ადამიანების ბედი. მარტო ესენი არ კარგავენ   შემოსავალს. თუმცა, ღმერთმა გვაშოროს და მკვდრების  გატანას, ამ სანოვაგის  გატანა სჯობს ახლა. შესაძლებელია,  გაიტანონ სოფლებში და დისტანციის დაცვით გაყიდონ. ყველამ  რაღაც  უნდა ვიღონოთ, _ გვითხრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ  ირაკლი სირაძემ. კითხვაზე, როდის შეიძლება გაიხსნას  ბაზარი ან სანამდე იქნება  დაკეტილი, ასეთი კომენტარი გააკეთა: _ვერ გეტყვით,  ოზურგეთში, აგრარული ბაზრის დაკეტვის  და გარევაჭრობის აკრძალვის  შემდეგ, სიტუაცია დაკვირვების ქვეშაა. ვნახოთ, თუ ყველაფერი როგორც საჭიროა ისე მოწესრიგდება, მალე გაიხსნება. დაზუსტებით  ვერაფერს გეტყვით. იქვე მდგომმა ბაზრის დირექტორმა, სოსო სიხარულიძემ, რომელიც მდუმარედ აკვირდებოდა სიტუაციას, კომენტარის გაკეთება არ ისურვა. მკითხველს შევახსენებთ, რომ ბოლო წლების და თვეების მანძილზე, „გურია ნიუსი“ არაერთხელ წერდა ოზურგეთის აგრარულ ბაზარში არაერთი  პრობლემის, ძირითადად კი საორგანიზაციო საკითხების, სანიტარიული პირობების  დარღვევის გამო, რასაც არასდროს მოჰყოლია მნიშვნელოვანი რეაგირება. უმეტესად ისმოდა პასუხები, რომ ეს არის კერძო საკუთრება და ხელმძღვანელობამ ვერ შეძლო ორგანიზებული  ... ...
  • ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარემ განცხადება გააკეთა ახლახან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, პარტია„ქართული ოცნების“ დეპუტატები შეიკრიბნენ. როგორც აქ თქვეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში,  პარტია "ქართული ოცნების" დეპუტატები, მომდევნო სამი თვის ხელფასის მესამედს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ. _ ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საკრებულოს," ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა მივიღეთ გადაწყვეტილება, შევუერთდეთ მმართველი გუნდის სოლიდარობის ინიციატივას და ჩვენი წვლილი შევიტანოთ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. აგრეთვე, საკრებულოს ქართული ოცნების თითოეული წევრი, აპარატის თანამშრომლებთან ერთად, პირადი სახსრებით 70 ოჯახს, რომლებიც განსაკუთრებით საჭიროებენ დახმარებას, საკვები პროდუქტებით მოვამარაგებთ. ეს გახლავთ ის მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, რომელიც ვირუსთან ბრძოლაში განსაკუთრებით გვჭირდება, _ განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ. _ აქვე მსურს გამოვეხმაურო, ოზურგეთის მერიაში გაცემულ სახელფასო დანამატებს: საკრებულოს პოზიცია ცალსახაა, აღნიშნულ ვითარებაში ეს გადაწყვეტილება არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად. გამომდინარე იქედან რომ დანამატების გაცემა მერის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა და ამასთან ოზურგეთის მერი არ წარმოადგენს პარტია “ქართული ოცნების” გუნდს, დანამატების გაცემის საკითხი და ინფორმაცია ჩვენთან არ ყოფილა განხილული ან გაზიარებული. საკრებულოს უმრავლესობა მიიჩნევს, რომ დღეს როგორც არასდროს მნიშვნელოვანია მაღალი მოქლაქეობრივი პასუხისმგებლობის და სოლიდარობის გამოჩენა, რაც ყველას ერთად მოგვცემს შესაძლებლობას დავამარცხოთ პანდემია და გავუმკლავდეთ მის შედეგებს!" - თქვა დავით ... ...
  • ექსპორტი ონლაინ: როგორ ეხმარება ევროკავშირი ადგილობრივ მეწარმეებს ახალი სავაჭრო პლატფორმით _ AGRODEALSAGRODEALS.NET ონლაინ სავაჭრო პლატფორმაა, რომელიც შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებში აგრო სექტორში ჩართული მხარეებისთვის შეიქმნა. აერთიანებს ფერმერებს, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, საცალოდ და ბითუმად მოვაჭრეებს, ექსპორტიორებსა და იმპორტიორებს, სასაწყობო მეურნეობებს და ყველა იმ ადამიანს - რომელსაც აგრო პროდუქტების წარმოება, შესყიდვა-გაყიდვის ბიზნეს ინტერესი აქვს. AGRODEALS.NET ეხმარება ყველა დაინტერესებულ მეწარმეს, იპოვნონ სამომავლო პარტნიორები საერთაშორისო ბაზარზე და გააუმჯოებსონ საკუთარი საქმიანობა. ონლაინ პლატფორმა შემუშავდა ევროკავშირის პროექტის ფარგლებში - „სავაჭრო შესაძლებლობების პილოტირება სოფლის მეურნეობის თანამედროვე ინოვაციური ონლაინ პლატფორმის შექმნით“, რომელსაც საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) ახორციელებს. პროექტის მენეჯერი, ნანა ქაშაკაშვილი, რომელიც ამავდროულად, GIPA-ს სოფლის მეურნეობის განვითარებისა და პროფესიული სწავლების დეპარტამენტს ხელმძღვანელობს, ამბობს, რომ პროექტი დიდწილად დაეხმარება სასოფლო-სამეურნეო სფეროში ჩართულ ადამიანებს: ნინო ქაშაკაშვილი „საექსპორტო ბაზრის მოძიება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ჩვენი ფერმერებისა და მცირე მეწარმეების განვითარებისთვის. ონლაინ პლატფორმა სწორედ ამ მიზნით შეიქმნა, რომ ერთმანეთთან დააკავშიროს პოტენციური მყიდველი და გამყიდველი, დაეხმაროს დისტრიბუტორებსა და პროდუქტის მწარმოებლებს. მისი მიზანია, შექმანს თანამედროვე, მოქნილი ონლაინ გარემო, რომელიც სასოფლო-სამეურნეო ვაჭრობასთან დაკავშირებით ყველა საჭირო ინფორმაციას მოუყრის თავს და ხელმისაწვდომი იქნება ერთიან სივრცეში. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს და შეუწყობს ხელს აგრო-ბიზნესის განვითარებას, რადგან ექსპორტი მცირე მეწარმეებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“. როგორც ნანა აღნიშნავს, AGRODEALS.NET-ი დაინტერესებულ ადამიანებს ამ მიმართულებით ყველა საჭირო ინფორმაციას შესთავაზებს. საიტზე დარეგისტრირებულ მეწარმეებს დაეხმარება კომუნიკაციაში, რათა მათ მარტივად შეძლონ მათთვის საჭირო ბიზნეს პარტნიორების პოვნა, დაკავშირება და შეთანხმება. სერგო თურმანიძე პროექტის კოორდინატორი, სერგო თურმანიძე ამბობს, რომ ონლაინ პლატფორმა გამოსაყენებლად საკმაოდ მარტივია: „მეწარმეებს ონლაინ პლატფორმაზე პროდუქტის განსათავსებლად მხოლოდ რეგისტრაცია სჭირდებათ, რაც ორი გზითაა შესაძლებელი - ან თავად ვებგვერდზეა მოცემულ სარეგისტრაციო ფორმას შეავსებენ, ან უფრო მარტივად, სოციალური ქსელით, ფეისბუქით გაივლიან ავტორიზაციას. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ პლატფორმა თავს მოუყრის ყველა საჭირო ინფორმაციას აგრო ბიზნესის შესახებ, რაც კიდევ უფრო გაზრდის ამ სფეროში ჩართული ადამიანების ინფორმირებულობის ხარისხს, მისცემს უამრავ შესაძლებლობას, სწრაფად აითვისონ ბაზარზე არსებული მოთხოვნები, გაეცნონ ტენდეციებს და გამოიყენონ სხვადსხვა პროგრამები თავიანთი შესაძლებლობების გასაზრდელად“.  ერთ-ერთი პირველი ქართველი მცირე მეწარმე, რომელიც AGRODEALS.NET-ზე დარეგისტრირდა, მეღვინე ქალი თამარ დიღმელიშვილია. თამარს კახეთში, გურჯაანის სოფელ შაშიანში საკუთარი მარანი აქვს _ „თამარის მარანი“. თამარი აქტიურადაა ჩართული ყველა იმ აქტივობაში, რაც მცირე მეწარმეებს განვითარების საშუალებას სთავაზობს. როგორც თვითონ გვიყვება, სწორედ ერთ-ერთ მსგავს ღონისძიებაში მონაწილეობდა, სადაც ევროკავშირის პროექტისა და AGRODEALS.NET-ის მიზნების შესახებ შეიტყო. ამის შემდეგ, ონლაინ პლატფორმაზე დარეგისტრირდა და საკუთარი პროდუქციაც განათავსა. თამარმა მერვე  წელია, რაც საკუთარი ღვინის ბრენდი ,,თამარი” შექმნა, რომელსაც ასევე საკუთარ მარანში აყენებს. ,,თამარის “ ბრენდის ღვინო არაერთი საერთოშორისო ფესტივალის გამარჯვებულია: „ჩემი ღვინო წარმატებით სარგებლობს და აქვს რამდენიმე საერთაშორისო აღიარება, მოვიპოვეთ ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები, თუმცა წარმატების მიღწევა მცირე მეწარმეებისთვის, მით უფრო, მეღვინეობის სფეროში, ძალიან რთულია“. თამარი თქმით, თავიდან, კონკურენციის პირობებში, გაუჭირდა ადგილობრივ ბაზარზე დამკვიდრება. თუმცა, მეღვინეობის საოჯახო ტრადიციის გაგრძელების სურვილი იყო ის, რის გამოც ბარიერებს შეეჭიდა. თამარ დიღმელაშვილი „გლეხის ოჯახში დავიბადე, მამაჩემისთვის, როგორც ძალიან ბევრი ქართველისთვის, ვაზი, ვენახი და ზოგადად, მეღვინეობა, არამარტო საქმიანობასთან, არამედ ტრადიციასთან ასოცირდებოდა. მე, პირადად, ხუთი წლიდან ვღებულობდი მონაწილეობას როგორც ვაზის მოვლის ოპერაციებში, ისე ყურძნის დაწურვისა და შენახვისას. უკვე მოგვიანებით, როცა მამა ასაკში შევიდა და მიხვდა, თავად აღარ შეეძლო, გაძღოლოდა მეღვინეობას, მაჩუქა ვაზის 10 რიგი, პატარა ვენახი და ანდერძად დამიტოვა სიტყვები, რომ ოჯახში მე უნდა გამეგრძელებინა მეღვინეობის ტრადიცია. ეს სიტყვები გახდა ის, რის შემდეგაც ვცდილობდი, შემენარჩუნებინა დანატოვარი და დავიწყე ფიქრი იმაზე, როგორ გამეფართოვებინა“, _ გვიყვება თამარ დიღმელიშვილი და აღნიშნავს, რომ სწორედ ოჯახის ტრადიციის გაგრძელება გახდა ის მთავარი მიზეზი, რის გამოც მცირე მეწარმეობა გადაწყვიტა. მამის დანატოვარი ვენახი მალევე გააფართოვა _ შეიძინა მიწა, სადაც გააშენა სხვადასხვა იშვიათი ვაზის ჯიში _ ქისი, ხიხვი და ასევე, ფრანგული ჯიშის ყურძენი _ შარდონე. ამბობს, რომ ის ერთადერთი მეღვინე ქალია საქართველოში, რომელიც შარდონეს ქვევრში აყენებს და დიდი მოწონებით სარგებლობს იმ ტურისტებშიც, რომლებიც ჩემს მის მარანს სეზონურად სტუმრობენ: ტურისტები თამარ დიღმელაშვილი მარანში „იმდენი შევძელი, რომ ჩემი ღვნისა და მარნის შესახებ საქართველოში გაეგოთ. ჩავერთე „ღვინის გზაშიც“. ეს გზა ჩემთვის რთული იყო იმიტომაც, რომ ქალი ვარ. მეღვინეობა მემკვიდრეობით, ჯერ კიდევ ვაჟზე გადადის. იშვიათად, თუ ამ სფეროში ქალი გადაწყვეტს ჩართვას. მეც, მხოლოდ იქიდან გამომდინარე, რომ მამას ვაჟი არ ყავდა, შემთხვევით მხვდა წილად ამ ტრადიციის გაგრძელება. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთულია გაძღოლა, მაინც ვფიქრობ, რომ წარმატებით გავართვი თავი“, _ გენდერული ბარიერის გარდა, თამარი იმ გამოწვევებზეც გვიყვება, რაც მცირე მეწარმეებისთვის ადგილობრივ ბაზარზე არსებობს და ამბობს, რომ ერთ-ერთი ასეთი მთავარი გამოწვევა მაღალი კონკურენციაა: „იქიდან გამომდინარე, რომ მეღვინეობა შემოსავლის წყაროს გარდა, ტრადიციაა და ძვირფასია მაცხოვრებლებისთვის, ძალიან ბევრი ადამიანი მიყვება ამ საქმიანობას. მაღალი კონკურენციის პიროებში, ფინანსებისა და სხვადასხვა გრანტის მოძიებაც ძალიან რთულია, არა და, საწყის ეტაპზე, ეს ძალიან საჭიროა. გარდა ამისა, კონკურენცია ღვინის ფასზეც მოქმედებს, რაც ძალიან დაბალ მოგებას იძლევა. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, რომ საერთაშორისო ბაზარზე პროდუქციის გატანა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზაა მცირე მეწარმეების გადასარჩენად“, _ ასე აფასებს მცირე ბიზნებისის პრობლემებს თამარ დიღმელიშვილი და ევროკავშირის მხარდაჭერილ საპილოტე პროექტზე ონლაინ სავაჭრო პლატფორმაზე დიდ იმედებს ამყარებს: „როცა ამ პროექტის შესახებ შევიტყე, მიხვდი, რომ კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა გამოჩნდა, საერთაშორისო ბაზარზე ჩემი ღვინის ექსპორტისთვის. საიტზე ძალიან მალევე დავრეგისტრირდი და მაქვს მოლოდინები, რომ ჩემს ბიზნეს ძალიან დაეხმარება. ექსპორტი არის გადარჩენის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება. ონლაინ პლატფორმის საშუალებით გაცილებით მარტივდება საჭირო კონტაქტების მოძიება, უცხოელებიც მარტივად გპოულობენ, ინტერესდებიან შენით და შესაბამისად, გაყიდვებიც იზრდება. საერთაშორისო  ბაზარს მცირე მეწარმეებისთვის სტაბილურობის შექმნა შეუძლია. თანამშრომლობა მარტივია, რადგან კომპანიებს ზუსტად აქვთ გათვლილი თავიანთი საჭიროებები, ღვინის მწარმოებლებისთვის კი ეს ძალიან დიდი ფუფუნებაა, როცა წინასწარ იცის, როგორია მის პროდუქტზე მოთხოვნა. სტაბილური ურთიერთბა ბიზნესისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს“, _ აღნიშნავს თამარი. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის მხარდაჭერილი ონლაინ სავაჭრო პლატფორმა AGRODEALS.NET-ი მხოლოდ შავი ზღვის ქვეყნების ფერმერებსა თუ მეწარმეებს შეუძლიათ დარეგისტრირება, ვებგვერდით სარგებლობა და ონლაინ ვაჭრობა შეუძლია მსოფლიოს ნებისმიერი სხვა ქვეყნიდან დაინტერესებულ ადამიანს: „ქართველი ბულგარელი და რუმინელები უკვე რეგისტრირდებიან. ვცდილობთ, ხმა მივაწვდინოთ ყველა იმ ადამიანს, რომელსაც საკუთარი წარმოებული პროდუქციის ექსპორტის პოტენციალი აქვს. ეს საპილოტე პროექტი, დაეხმარება მეწარმეებს,  შექმნან მაღალი ხარისხის პრდუქცია, გაიტანონ ქვეყნის გარეთ და გაზარდონ მათი წარმოების მასშტაბები. პროექტის მიზნებიდან გამომდინარებ, შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებში აგრო-ბიზნეს სექტორში ჩართულ მხარეებს ერთმანეთთან კომუნიკაცია გაუმარტივდებათ და ასევე მარტივად შეძლებენ მათთვის საჭირო ბიზნეს პარტნიორების პოვნას, დაკავშირებასა და ერთანეთთან სავაჭრო შეთანხმებების მიღწევას“, _ აღნიშნავს სერგო თურმანიძე. გლობალური სიტუაციიდან გამომდინარე, რომელიც უკავშირდება კორონავირუსის პანდემას, AGRODEALS.NET გვერდში უდგას მეწარმეებს და ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. დამატებითი ინფრომაციისთვის ან რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს www.agrodeals.net, ასევე გაეცანით ვიდეორგოლს, იმის შესახებ თუ როგორ მუშაობს ონლაინ სავაჭრო პლატფორმა AGRODEALS.NET https://www.agrodeals.net/asset/intro-ka.mp4 სტატია დაიწერა პროექტის „ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო“ ფარგლებში. სტატიაში გამოხატული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ სტატიის ავტორს.  ავტორი: თამარ ... ...
  • ნაცმოძრაობა ოზურგეთის მერს ადეკვატური ქმედებისკენ მოუწოდებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, დავით მჟავანაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში დარიგებულ ჯილდოებს ეხმაურება. „მსოფლიო პანდემიის პირობებში ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი და კონსტრუქციული პოლიტიკური ძალა, ვცდილობთ ხელისუფლების საწინააღმდეგო განცხადებების მინიმალიზებას,თუმცა ის, რაც დღეს ოზურგეთის მერიის მაღალჩინოსნების ქმედებებთან დაკავშირებით გაცხადდა, ვფიქრობთ, საზოგადოების მხრიდან უმწვავესი შეფასების საგანი უნდა გახდეს.  ენმ ოზურგეთის ორგანიზაცია  სამარცხვინოს და მეტიც, დანაშაულებრივს უწოდებს მერიაში პრემია-დანამატების დარიგების ფაქტს იმ ფონზე, როცა ქვეყანა ძლივს უმკლავდება მის წინაშე არსებულ  უდიდეს გამოწვევას, როცა ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი შიმშილის ზღვარზეა, როცა ფაქტობრივად, საარსებო მინიმუმსაც  კი ვერ იღებენ  ჩვენს მუნიციპალიტეტში დასაქმებული სწორედ ის ადამიანები, ვინც  რეალურად, ქუჩაში დგანან და პირისპირ იბრძვიან პანდემიის გავრცელების თავიდან ასაცილებალდ. მოვუწოდებთ ოზურგეთის მერს, ადეკვატური იყოს  მომხდართან დაკავშირებით. მოვუწოდებთ ქვეყნის პირველ პირებს,  განცხადების კეთებიდან  ქმედებებზე  გადავიდნენ და მყისიერი რეაგირება მოახდინონ  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში განხორციელებულ  ყოვლად სამარცხვინო ქმედებაზე“,_ამბობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით ... ...
  • საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 421 ფაქტი გამოავლინდაშინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობისა და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. პოლიცია, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებს. სამართალდამცველებმა, მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 421 ახალი ფაქტი გამოავლინეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, 3 აპრილის 21 საათიდან 4 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 180 მოქალაქე დააჯარიმეს. გარდა ამისა, პოლიციამ საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო 72 მოქალაქე დააჯარიმა. 1 ფიზიკური პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე. პოლიცია, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ კონტროლს განაგრძობს. ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 5 ახალი ფაქტი გამოვლინდა. ასევე, სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 163 პირი დააჯარიმეს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები. ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...