კლდიაშვილის საქმე დასრულდა _ მოსამართლემ ბრალდების მტკიცებულებები დაუშვებლად ცნო

სამართალი

კლდიაშვილის საქმე დასრულდა _ მოსამართლემ ბრალდების მტკიცებულებები დაუშვებლად ცნო

16 იან. 2015, 12:42:23
მოსამართლემ მერაბ ჯორბენაძემ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI)  ყოფილი დირექტორის, გიორგი კლდიაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის თაობაზე.
სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარეს სხდომის რამდენიმე დღით გადადება სურდა. ბრალდების მხარის განმარტებით, პროკურატურას სჭირდებოდა მეტი დრო საქმის მასალების გასაცნობად. დაცვის მხარე არ დაეთანხმა შუამდგომლობას, იქიდან გამომდინარე, რომ საქმის მასალების უმრავლესობა მოპოვებული იყო პროკურაურის მიერ, შესაბამისად ბრალდების მხარეს პროცესამდე ქონდა ბევრად მეტი დრო გაცნობოდა მათ.
მოსამართლემ კლდიაშვილის საქმესთან დაკავშირებით ოპერატიული სამძებრო ღონისძიებების შედეგად მიღებული მტკიცებულებები, ოპერატიული მუშაკის დაკითხვა და ამის საფუძველზე ამოღებული იარაღი დაუშვებელ მტკიცებულებად ცნო.
მოსამართლის აზრით, პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ვერ ადასტურებდნენ გიორგი კლდიაშვილის მიერ სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ჩადენას.
შეგახსენებთ, რომ 2014 წლის 12 დეკემბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა,  იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორი, გიორგი კლდიაშვილი დააკავა.
შსს-ს თანამშრომელთა პირველადი განმარტებით, გიორგი კლდიაშვილს ქმედება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფარგლებს არ ცდებოდა და მას ჯარიმის გადახდა მოუწევდა.
თუმცა, მოგვიანებით იმავე დღეს, გიორგი კლდიაშვილს წარედგინა ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება), რაც ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას 3-5 წლამდე. 3 საათიანი დაკითხვის შემდგომ გიორგი კლდიაშვილი დააკავეს და გადაიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორში, ე.წ. "მოდულის" შენობაში, სადაც მან 2 დღე დაჰყო.
IDFI – ს განმარტებით კი, გიორგი კლდიაშვილს საკუთარი იარაღი, რომელიც დაშლილ მდგომაეობაში იყო, იარაღის ოფიციალურ მაღაზიაში შეკეთების შემდეგ, სახლში გადაჰქონდა. მართალია მას, არ ჰქონდა აღებული ნებართვა შსს-ს მომსახურების სააგენტოდან მისი გადატანის შესახებ, მაგრამ როგორც ორგანიზაციაში ამბობენ,  მიერ მისი საკუთარი იარაღის უნებართვო გადატანა წარმოადგენს ადმინისტრაციულ და არა სისხლის სამართლის სამართალდარღვევას.
კლდიაშვილის საქმესთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს ააიპ "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" დირექტორის გიორგი კლდიაშვილის წინააღმდეგ არსებული სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის საკითხის განხილვის თაობაზე.
სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ გიორგი კლდიაშვილს ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის ნებართვა, თუმცა არ ჰქონდა მისი გადაადგილების დროებითი ნებართვა. შესაბამისად, ადგილი ჰქონდა კლდიაშვილის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 181–ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას და არა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულებრივ ქმედებას – ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას.
თავად კლდიაშვილმა მომხდარ ფაქტზე კომენტარი სოციალურ ქსელში გააკეთა, სადაც აღნიშნავდა, რომ ალბათ, ძალოვანი სტრუქტრურები მისმა ორგანიზაციამ ძალიან შეაწუხა:
"ორი კვირის წინ, ჩემი კოლექციიდან ერთ-ერთი გამორჩეული იარაღი (Parabellum (Luger P08 - 1921 წლის გამოშვება) წავიღე ხელოსანთან, იარაღის მაღაზიაში გასაკეთებლად. ლულა ჰქონდა გაღუნული და მინდოდა შემეკეთებინა. ხელოსანს მოველაპარაკე და დავუტოვე ჩემი იარაღი. დაახლოებთ კვირის თავზე, როდესაც ხელოსანი დამიკავშირდა, მივედი იარაღის წამოსაღებად. საკმაოდ უგუნურად მოვიქეცი და იარაღის გადატანის ნებართვა არ ავიღე წინასწარ. არადა 20 ლარიანი ქვითარი იყო საჭირო. ეს პროცედურა საკმაოდ მარტივად არის შესასრულებელი.
ჩემზე გაფორმებული ანტიკვარული იარაღი დავშალე, ტყვიები და მჭიდი მე არ მქონია. ოთხად დაშლილი ჩავდე საბარგულში და სახლისკენ წავედი. გზაში პოლიციამ გადამაყენებინა მანქანა, როგორც შემდგომში აღმოჩნდა, კრიმინალურმა პოლიციამ. აღმოჩნდა მითხრეს რომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მოქმედებდნენ და რომ მათი ცნობით გარკვეული არაკანონიერი ნივთი უნდა მქონოდა თან. უკანონო არაფერი მქონდა, თუმცა ვუთხარი რომ ჩემი იარაღი საბარგულში მედო და რომ ხელოსნისგან სახლში მომქონდა. გავხსენი საბარგული, ჩემი ხელით ამოვიღე და ვაჩვენე. გამომართვეს, ააწყვეს, დაათვალიერეს.
მითხრეს რომ იარაღის ტარება არ შემეძლო, თუმცა სერიოზული სანერვიულო არაფერი იყო რადგან ასეთი ქმედება, სავარაუდოდ, ადმინისტრაციული ჯარიმით იფარგლებაო. ადგილზე არ დავუკავებივართ. მე დაველოდე მათ გარკვეული დროის განმავლობაში (დაახლოებით ორ საათს) და საბოლოოდ, მთხოვეს პოლიციაში გავყოლოდი. პოლიციაში მისვლის და ორ საათიანი დაკითხვის შემდეგ დამაპატიმრეს. მოვლენათა ასეთი განვითარება საკმაოდ მოულოდნელი იყო. აღმოჩნდა რომ სისხლის სამართლის კანონმდებლობის დარღვევას მედავებიან - დანაშაულის ჩადენას. კერძოდ სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილს. რაზეც სასჯელის სახით გათვალისწინებულია, ჯარიმა ან 3-დან 5 წლამდე პატიმრობა.
მითხრეს, რომ ორი დღე მოდულის შენობაში იზოლატორში საკანში გავატარებდი. ეს სრულად მოულოდნელი იყო. მე ადვოკატსაც არ დავკავშირებივარ, იმდენად არ მეგონა, რომ ეს პრობლემური საკითხი იყო, ჩემი ნებით დავთანხმდი დაკითხვას. განვუმარტე, რომ არ ვაპირებდი მიმალვას და საჭიროების შემთხვევაში გამოვცხადდებოდი სადაც დამიბარებდა გამოძიება. მიუხედავად ამისა, მათ მითხრეს, რომ გადაწყვეტილება მიიღეს, რომ მე ბრალის წაყენებამდე "იზოლატორი უნდა მენახა".
იურისტი არ ვარ, მაგრამ უნდა გამეთვალისწინებინა რომ მიუხედავად იმისა რომ ჩემი სამივე საკოლექციო იარაღის, რომელიც კანონიერად მაქვს გაფორმებული, უნებართვო გადატანისთვის შესაძლებელია პრობლემები შემქმნოდა. არც პირველი ვარ ასეთი და ალბათ არც უკანასკნელი. რა თქმა უნდა ისიც ვიცი, რომ კანონის არ ცოდნა არ მათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან.
"მოდულის შენობის" იზოლატროში ყოფნისას დარწმუნებული ვიყავი, რომ ბრალს არ წამიყენებდნენ. მაგრამ კვირას ბრალი წამიყენეს და კვირასვე ჩატარდა სასამართლო პროცესი. პროკურორმა წარმოადგინა საქმის მასალები. იარაღის ექსპერტიზის შედეგები. მოსამართლემ შეკითხვები დაგვისვა და დაადგინა, რომ ჩემი დაპატიმრების საფუძველი არ არსებობდა და რომ შსს-იმ და პროკურატურამ არსებითად დაარღვია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კერძოდ, რომ უკანონოდ და უსაფუძვლოდ ჩამამწყვდიეს იზოლატორში. საინტერესოა, რომ ეს თავად პროკურორმაც აღიარა პროცესზე. ჩემთვისაც თავიდანვე გაუგებარი იყო და დარჩა დაპატიმრების გარდაუვალობის საკითხი. არანაირ საფრთხეს მე არ წარმოვადგენ საზოგადოებისთვის. მიმალვას არ ვაპირებ. არც ქვეყნიდან წასვლას. მოკლედ, აღკვეთის ღონისძიებად 1,500 ლარიანი გირაო შემეფარდა. მოსამართლემ დარბაზშივე გამათავისუფლა. გადასახდელად ვადა მომცეს და სასამართლო პროცესი იანვარში ჩაინიშნა.
ჩვენი საქმიანობით, ალბათ, საკმაოდ შევაწუხეთ ძალოვანი სტრუქტურები. ამის თაობაზე დელიკატურად მიმითითეს კიდეც სამინისტროში ყოფნისას. კერძოდ, მკითხეს თუ რატომ შეგვყავს საზოგადოება შეცდომაში და რატომ ვსაუბრობთ უკანონო მოსმენებზე. ჩვენ მათ ვთხოვთ საჯარო ინფორმაციას, სამართლიანად ვაკრიტიკებთ. 17 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ სასამართლო პროცესიც გვაქვს, საჯარო ინფორმაციის არ მოწოდების გამო.
დღეის მდგომარეობით ვსწავლობ კანონებს და ვმეცადინეობ ადვოკატთან ერთად. რატომ ვწერ ამას. უნდა მეფიქრა რომ ჩემი საკოლექციო იარაღის გადატანა ხელოსანთან არ არის მარტივი ამბავი. უფრო სწორედ მარტივი კი არის, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩათვალა რომ ჩემი დაპატიმრება იყო საჭირო, რადგან საზოგადოებისთვის მომეტებულ საფრთხეს შევიცავდი.
დავფიქრდი მომხდარის გავლენაზე იმ ორგანიზაციის რეპუტაციაზე, რომლის დირექტორიც ვარ. ჩემთვის ძალიან ძვირფასია IDFI და ის მნიშვნელოვანი საქმე, რომლითაც ყოველ დღე ვართ დაკავებული. ჩადენილმა ქმედებამ არ მინდა დააზიანოს ორგანიზაცია და გააქარწყლოს საზოგადოების მაღალი ნდობა და მოლოდინი IDFI-ს საქმიანობის მიმართ. ამიტომ, გადავწყვიტე რომ სასამართლო დავის დასრულებამდე, აღარ შევასრულო დირექტორის მოვალეობები. ეს მნიშვნელოვანია ორგანიზაციის რეპუტაციისთვის.
ჩვენი თანამშრომლების, პარტნიორი ორგანიზაციების და საზოგადოების წინაშე დიდ ბოდიშს ვიხდი ჩემი დაუფიქრებელი ქმედების გამო! ვფიქრობ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებს განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს, განსაკუთრებით ბოლო დროს გაკეთებული განცხადებების და აქტივობების ფონზე
" _ წერდა კდლიაშვილი, რომელიც IDFI-ის დირექტორის მოვალეობის შესრულებას რამდენიმე დღეში შეუდგება.



 ახალი ამბები
  • კახეთში კაცი დაჭრეს, სავარაუდო ბრალდებული კი გაიქცა და ავარიაში მოყვალაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში გვიან ღამით მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.  არსებული ინფორმაციით, კონფლიქტში მონაწილე სავარაუდო ბრალდებული, 25 წლის მამაკაცი შემთხვევის ადგილიდან გაქცევას ცდილობდა, რა დროსაც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფონას მახლობლად ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა და სხეულის სხვადასხვა დაზიანებით ამჟამად ისიც „არქიმედეს“ კლინიკაშია გადაყვანილი. ექიმების განცხადებით, ორივე მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლისათვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნებათ. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია ... ...
  • ჩაფიძის კლინიკაში საქველმოქმედო აქცია ჩატარდება (R)მიმდინარე წლის 11 ივლისს , ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმები, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს ( ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები ) ჩაატარებენ. ბენეფიციარების მიღება იწარმოებს 10:00 საათიდან. მისამართი: დიღომი, ნ.ჯავახიშვილის ქ. N1 ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, 2017 წლის აპრილში გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება. მემორანდუმის ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, პერმანენტულად ტარდება, რომელთა შესახებ ინფორმაცია, ვეტერანებს, წინასწარ მიეწოდებათ. ... ...
  • “აი, ის მომენტი, როცა მიწაზე ხარ, მაგრამ...“ - ფოტოები გომისმთიდანრუსთავი2-ის ჟურნალისტი მარიამ შანშიაშვილი სოციალურ ქსელში დაბა გომისმთის ღამის ფოტოებს ავრცელებს. “აი, ის მომენტი, როცა მიწაზე ხარ, მაგრამ ცა უფრო ახლოსაა შენთან“  - წერს მარიამ შანშიაშვილი ... ...
  • ამბროლაურის ცენტრში ვაჟა- ფშაველას ბანერი დააზიანესამბროლაურის ცენტრში ვაჟა-ფშაველას ბანერი უცნობმა პირმა ან პირებმა დააზიანეს. ბანერის ადგილას კი ნაგავი დაყარეს. ფოტო:  ივეტა ... ...
  • „სახლი, რომელშიც მთელი სამეგობრო ვცხოვრობდით, აღარ არსებობს"„ჩვენს უახლოეს ადამიანს ბაჩო ჩხაიძეს, ჩვენს ძმას, სამი შვილის მამას, საუკეთესო ადამიანს, ყველას გვერდით მდგომს, რომელმაც იცის მეგობრობის ფასი, ჭირდება ჩვენი გვერდით დგომა. გუშინ მოხდა წარმოუდგენელი რამ, სახლში გაჩნდა ცეცხლი და სრულად გაანადგურდა სახლი, მასში ცხოვრება ფაქტიურად შეუძლებელია. სახლი რომელშიც მთელი მისი სამეგობრო ვცხოვრობდით აღარ არსებობს. უმორჩილესად გთხოვთ, გავერთიანდეთ ბაჩოსთვის და მცირედით მაინც დავეხმაროთ, რადგან ეს ადამიანი და მისი დიდი ოჯახი სამი შვილით არ დარჩეს ღია ცის ქვეშ. ახლა ძალიან მცირედიც ბევრს ნიშნავს ჩვენთვის. საქართველოს ბანკი: ანგარიში: GE16BG0000000161878002GEL მიმღები: ბიჭიკო ჩხაიძე პირადი ნომერი: 37001047801 ვფიქრობ, ყველა ერთად შევიტანთ წვლილს და ღვთის შეწევნით დავეხმარებით ახალი სახლის აშენებაში. P.S. ყველა ვინც მიცნობთ, იცით, რომ აქამდე არაფერი მითხოვია თქვენთვის. გთხოვთ გააზიაროთ რადგან უფრო ბევრმა  ადამიანმა ნახოს“,_ ამ ემოციურ პოსტს, ხანძრიდან მალევე, სოციალურ ქსელში დაზარალებული ოჯახის უფროსის, მერაბ ჩხაიძის ვაჟის, ბაჩოს მეგობრები ავრცელებენ. შეგახსენებთ, რომ ხუთი დღის წინ, სამტრედიაში, ჭანტურიას ქუჩაზე გაჩენილ ხანძარს მერაბ ჩხაიძის საცხოვრებელი სახლის დაწვა მოჰყვა. ომიკო ჭიჭეიშვილი და იოანე მახარაძე ბაჩოს მეგობრების სახელით ჩხაიძეების ოჯახისთვის დასახმარებლად საზოგადოებას მიმართავენ: ,,საქმე იმაშია, რომ ამ ოჯახს სხვა არანაირი საცხოვრებელი არ აქვს. არც საშუალება აქვს.სახლის შეკეთება არის წარმოუდგენელი. კედლები არის დახეთქილი სიმხურვალიდან. მთელი ქალაქი ფეხზე დგას. გვინდა დავეხმაროთ იმიტომ რომ ეს ოჯახი იყო და არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ოჯახი სამტრედიაში თავისი ბევრი დადებითი მხარით.  ბაჩოს 3 შვილი ყავს და ფაქტიურად რჩებიან ყოველგვარი ნივთების გარეშე ღია ცის ქვეშ. ვაგროვებთ თანხას, რომ მაქსიმალურად დავუდგეთ გვერდით, მაგრამ მხოლოდ ჩვენი რესურსი არ ეყოფა. გვინდა ხმა მივაწვდინოთ ყველას საზოგადოებიდან, ბიზნეს სექტორიდან, ძალიან მცირედი დახმარებაა საჭირო თუ ყველა ერთად ვიქნებით. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სახლი იყო ბანკში ჩადებული გამომდინარე სხვადასხვა ფინანსური პრობლემებიდან. სახლი აღარ არსებობს, მაგრამ გამოდის რომ მიწაც და სახლიც ბანკის სახელზეა. ამიტომ გვინდა და უნდა გადავატრიალოთ ყველაფერი და როგორმე ბანკთან მოვაგვაროთ ეს პრობლემა. მერე ვიზრუნოთ იმაზე რომ ეს ოჯახი არ დარჩეს ღია ცის ქვეშ.  ბაჩო და მისი ოჯახი, არ ვიცი,  იცნობთ თუ არა,  ერთ- ერთი ყველაზე გამორჩეული ოჯახია. ზოგადად ამ ოჯახის ცხოვრებისეული დევიზი იყო ყველას დახმარება. ბაჩოს ხუმრობით მეგობრები სულ ერთ ფრაზას ვუმეორებდით: - ბაჩო , ჯერ შენი საქმე გააკეთე და მერე სხვისითქო. ანდაზაც ასეთი არის,  ჯერ თაო ჩემო და მერე სხვაო ჩემოთქო. გემუდარებით, ყველას, ამოვუდგეთ მხარში ჩხაიძეების ოჯახს, რათა გადავარჩინოთ ეს დიდებული ადამიანები საკუთარი ჭერის გარეშე ცხოვრებას. ასე,  რომ ეს ჩვენი ყველას გამოცდაა. ეს გასაჭირიც იმისთვისაა რომ ჩვენ ყველამ ერთად გადავლახოთ. მჯერა ჩვენი თანამოქალაქეების ქართველი ერის და ყველა მორწმუნე ადამიანის რო ახლა ყველა ჩვენს გვერდით იქნება და 1 დღე მაინც იცხოვრებს ბაჩოს ცხოვრებით და ჯერ სხვის საქმეს გააკეთებს და მერე თავისას. ვიცი, როგორ რთულ დროს ვთხოვთ საზოგადოებას დახმარებას, მაგრამ ეს ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ“. ამავე თემაზე: ხანძარი სამტრედიაში ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...