3 წლის ბიჭმა მამა და 8 თვის ორსული დედა დაჭრა

სამართალი

3 წლის ბიჭმა მამა და 8 თვის ორსული დედა დაჭრა

2015 თებ 2 22:09:02

სამი წლის ბიჭმა მამა და ორსული დედა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. შემთხვევა ნიუ მექსიკოში გუშინ მოხდა. 9 მმ-იანმა ტყვიამ მამაკაცის სხეულის კუნთოვან ნაწილში გაიარა და ქალს მხარში მოხვდა. ბავშვმა იარაღი ქალის ჩანთაში აიპადის ძებნისას იპოვა.

"როიტერის" ინფორმაციით, მშობლებს სიცოცხლისათვის საშიში დაზიანებები არ მიუღიათ. თუმცა, ორივე მათგანი ჰოსპიტალიზაციას საჭიროებდნენ. ბიჭის 8 თვის ორსული დედა ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება. მამა კი საავადმყოფოდან უკვე გაწერილია.

ადგილობრივი საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლის განცხადებით, ბავშვის მშობლები შესაძლოა დაუდევრობის ბრალდებით გასამართლდნენ. 3 წლის ბიჭს სისხლის სანართლის პასუხისგებაში მიცემა არ ემუქრება.




 ახალი ამბები
  • რატომ გამოყო გურიაში დაგეგმილი პროექტები მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას და ვის ექნება წყალი2019 წელს წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემაში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა საქართველოს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ანგარიშის წარდგენისას. როგორც მან აღნიშნა, გასული წელი მნიშვნელოვანი იყო წყალმომარაგების სფეროში, ვინაიდან პირველად დაიწყო წყლის ინფრასტრუქტურის სრული ინვენტარიზაცია და შესწავლა მთელი ქვეყნის მასშტაბით, შესაბამისი საჭიროებების გამოვლენის მიზნით. პროცესი 2019 წელს დასრულდება და მნიშვნელოვნად გაამარტივებს წალმომარაგების პოლიტიკის, მათ შორის სატარიფო პოლიტიკის დაგეგმარებისა და პრიორიტეტების დასახვის პროცესს. 2019 წელს წყალმომარაგებისა და წყალარინების სამუშაოებზე გამოყოფილი 282 მილიონი ლარით 85 პროექტი განხორციელდება და მათი დასრულების შემდეგ, დამატებით 430 000 ადამიანი ისარგებლებს 24-საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებითა და თანამედროვე, გამართული კანალიზაციის სისტემით. ,,ძალიან ბევრ ადგილას მოსახლეობას ჯერ კიდევ არ აქვს წვდომა ხარისხიან სასმელ წყალზე, ან არ აქვს უზრუნველყოფილი 24 საათიანი წყალმომარაგება. ამიტომ, ჩვენი ერთი-ერთი პრიორიტეტი 2019 წელს საქართველოს რეგიონებში სწორედ წყალომარაგებისა და კანალიზაციის მოწესრიგებაა. ამ მიმართულებით წყალმომარაგების კომპანიის ბიუჯეტი არის 30 პროცენტით გაზრდილი”-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. ვიცე-პრემიერმა დაასახელა ის მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა დასრულებაც 2019 წელს იგეგმება, მათ შორისაა: ანაკლიაში, მესტიაში, წყალტუბოსა და ურეკში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის სამუშაოები. ასევე ქუთაისის, ჯვარის, ჭიათურის, ურეკისა და გარდაბნის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები. ,,აღსანიშნავია, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის 4 სოფელს ათეულობით წლის განმავლობაში წყალი 4 დღეში ერთხელ რამდენიმე საათით მიეწოდებოდა. პროექტის მეორე ფაზის დასრულების შემდგომ კი, ისინი 24 საათიანი ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნებიან უზრუნველყოფილი“- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. მისი თქმით, 2019 წელი დატვირთული იქნება წყლის პროექტებით. იწყება მარნეულის კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა, რომლის დასრულების შემდეგ 20 000-ზე მეტ ადამიანს პირველად მოემსახურება თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების ინფრასტრუქტურა. გუდაურში იწყება წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა. კანალიზაციის ქსელის და წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის სამუშაოები იწყება ქუთაისში, ჭიათურასა და ვალეში. ვიცე-პრემიერმა განსაკუთრებით აღნიშნა გურიისა და თელავის წყალმომარაგების პროექტები:  ,,წელს იწყება გურიის სოფლების ბახვი-ვაკიჯვრის და ცხემლისხიდის წყალმომარაგებით უზრუნველყოფის სამუშაოები. პროექტს 9 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება და 3 000-ზე მეტ ადამიანს მოუგვარდება წყალმომარაგების პრობლემა. ისინი სტაბილური სასმელი წყლის მიწოდებით იქნებიან უზრუნველყოფილი“, _ აღნიშნა პარლამენტში გამოსვლისას მინისტრმა. მაია ცქიტიშვილმა ასევე ისაუბრა პრობლემების შესახებ. კერძოდ, გამოყო თელავის მოსახლეობის პრობლემა, რომელთაც რამდენიმე წელია სასმელი წყალი 5-6 საათიანი გრაფიკით მიეწოდება. ნაწილობრივ ამორტიზირებულია შიდა გამანაწილებელი ქსელიც. ამ პრობლემის მოსაგვარებლად წელს დაიწყება თელავის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა. აშენდება 6 ახალი და რეაბილიტირდება 5 არსებული ჭაბურღილი, მოეწყობა მაგისტრალური მილსადენი და გამანაწილებელი ქსელი. ასევე, დაგეგმილია ახალი რეზერვუარების მშენებლობაც. შედეგად ადგილობრივები 24-საათიანი წყალმომარაგებით იქნებიან ... ...
  • რომელ რეგიონში იგეგმება ოლიმპიური აუზების მშენებლობა _ მინისტრს პარლამენტში უსმენენქუთაისსა და ზუგდიდში იგეგმება ოლიმპიური აუზის მშენებლობა; ახალციხეში, ფოთსა და მარნეულში -25 მ საცურაო აუზის; მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსების მშენებლობაა დაგეგმილი რუსთავსა და ფოთში; სტადიონების რეაბილიტაცია სამტრედიაში, ხაშურსა და კასპში; ახალი სტადიონების მშენებლობა ყვარელსა და მარნეულში _ ამის შესახებ განაცხადა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტის სხდომაზე ,,მინისტრის საათის“ ფარგლებში გამოსვლისას. მინისტრმა ხაზი გაუსვა ხელმისაწვდომი სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობას ყველა რეგიონში. ,, გასულ წელს ჩვენ დავიწყეთ და წელსაც გაგრძელდება კომპლექსური მშენებლობები სპორტული დარბაზების, საცურაო აუზებისა და სხვა ტიპის სპორტული ინფრსტრუქუტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის“-აღნიშნამან. 2018 წელს დასრულდა ახმეტისა და სტეფანწმინდას მუნიციპალიტეტებში სპორტული კომპლექსისა და თანამედროვე სტადიონის რეაბილიტაცია-მშენებლობის პროექტები. მოეწყო თანამედროვე ტიპის ინფრასტრქუტურა, რითაც ადგილობრივი ახალგაზრდები შეძლებენ სარგებლობას. ამასთან, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2018 წელს 7 მლნ ლარის ღირებულების პროექტები განხორციელდა მუნიციპალიტეტებში მცირე ზომის სპორტული ინფრასტრქუტურის განვითარებისა და რეაბილიტაციისთვის. 2019 წელს იგივე მიზნებისთვის 5.5 მლნ ლარია გამოყოფილი რეგიონული ... ...
  • „კომპანიას ერთი სუსტი წერტილი რომ ჰქონდეს, გატყდება“_ ინტერნეტსაფრთხე და რეკომენდაციები„გამოიყენეთ DNSSEC-ი (როგორც ხელმოწერის, ისე ვალიდაციის ზონებში); გამოიყენეთ სანდო DNS სერვერები; გამოიყენეთ ორმაგი ავტორიზაცია (როგორც მომხმარებლების, ისე ქვეკონტრაქტორებისთვის); გამოიყენეთ ძლიერი პაროლები“, ეს ის რეკომენდაციებია, რასაც  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ სამთავრობო კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი დახმარების ჯგუფი CERT.GOV.GE ახალი ჰაკერული საფრთხის გამო, ინტერნეტ მომხმარებლებს აძლევს. როგორც  გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სერიოზული და ფართომასშტაბიანი თავდასხმების შესახებ, აშშ-ის მთავრობამ და უსაფრთხოების წამყვანმა კომპანიებმა ცოტა ხნის წინ გააფრთხილეს. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმების უკან ირანელი ჰაკერები დგანან, რომლებსაც ბრალი ედებათ სხვადასხვა სამთავრობო ორგანიზაციისა და კერძო კომპანიის კუთვნილი ელფოსტის პაროლებისა და სხვა მგრძნობიარე მონაცემების მითვისებაში. როგორც Cisco Talos-ის (The Talos Security Intelligence and Research Group ) წარმომადგენელმა განაცხადა, DNSpionage კამპანიის ფარგლებში ჰაკერებმა შეძლეს ლიბანსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებისგან ელფოსტისა და სხვა საიდუმლო ინფორმაციის მოპარვა. ამ მიზნით მათ DNS სერვერების გადამისამართება გამოიყენეს, რითაც პირადი ქსელებისა და ვებგვერდების მისამართები ჰაკერების მიერ კონტროლირებად მისამართებზე გადაიტანეს. Cisco Talos-ი იტყობინება, რომ ამ ოპერაციით ჰაკერებმა ხელში ჩაიგდეს SSL დაშიფვრის სერტიფიკატები, რომელთა დახმარებითაც გაშიფრეს დაშიფრული ინფორმაცია და მიითვისეს დიდი რაოდენობის მგრძნობიარე (მათ შორის პირადი) მონაცემი. 2019 წლის 9 იანვარს უსაფრთხოების სერვისების მომწოდებელმა კომპანია FireEye-იმ გამოაქვეყნა ანგარიში (Global DNS Hijacking Campaign: DNS Record Manipulation at Scale), რომელიც აღნიშნული ე.წ. ჰაკერული კამპანიის შესახებ კიდევ უფრო მეტ ტექნიკურ დეტალს გვიზიარებს და კამპანიით დაზარალებულთა შესხებაც გვაწვდის ინფორმაციას. აშშ-ის უსაფრთხოების სამსახურებმა საგანგებო მოთხოვნით მიმართეს ყველა ფედერალურ სამოქალაქო სააგენტოს, რათა გადაამოწმონ მათ ხელთ არსებული ე.წ. DNS კონტროლ-დაფის ავტორიზაციის მონაცემები. ამ მანდატის ფარგლებში, აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა (DHS) DNSpionage-ის კამპანიაში გამოყენებული დომენური სახელებისა და ინტერნეტმისამართების მოკლე ჩამონათვალი გამოაქვეყნა. ამასთან, უსაფრთხოების კომპანია „CrowdStrike“-მაც გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც კამპანიის ფარგლებში გამოყენებული პრაქტიკულად ყველა ინტერნეტმისამართია დასახელებული. DNS მონაცემები გვიჩვენებს, რომ თავდამსხმელებმა mail.gov.ae-ის (არაბეთის გაერთიანებული საამიროების სამთავრობო ოფისების ელფოსტების მთავარი პორტალია) DNS-ის ჩანაწერები შეცვალეს. საინტერესოა, რომ კამპანიის ფარგლებში გადამისამართებული DNS სერვერების მფლობელი ორგანიზაციების ჩამონათვალი მხოლოდ არაბეთის გაერთიანებული საამიროებით არ შემოიფარგლება. სიაში ასევე მოხვდნენ: nsa.gov.iq: ერაყის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი; shish.gov.al: ალბანეთის სახელმწიფო დაზვერვის სამსახური; mailmail.mfa.gov.eg: ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტრო; mod.gov.eg: ეგვიპტის თავდაცვის სამინისტრო; owa.e-albania.al: ალბანეთის ელექტრონული მთავრობის პორტალი; mail.dgca.gov.kw: ქუვეითის სამოქალაქო ავიაციის ბიურო; gid.gov.jo: იორდანიის გენერალური დაზვერვის დირექტორატი; adpvpn.adpolice.gov.ae: VPN მომსახურება აბუ-დაბის პოლიციისთვის; mail.asp.gov.al: ალბანეთის სახელმწიფო პოლიცია; was.gov.cy: კვიპროსის მთავრობის ელფოსტა; webmail.finance.gov.lb: ლიბანის ფინანსთა სამინისტრო; p.pel.eg.eg: ეგვიპტის ნავთობპროდუქტების სამინისტრო; mail.cyta.com.cy: სატელეკომუნიკაციო და ინტერნეტ პროვაიდერი, კვიპროსი; mail.mea.com.lb: შუა აღმოსავლეთის ავიახაზები. როგორც ცნობილია, თავდამსხმელებმა SSL სერტიფიკატების მიღება SSL პროვაიდერების (Comodo და/ან Let Encrypt) მეშვეობით შეძლეს. განხორციელებული რამდენიმე თავდასხმის დეტალები ხელმისაწვდომია cert.sh-ზე, რომელიც საშუალებას იძლევა ვნახოთ ყველა ახლად შექმნილი სერთიფიკატი. ცნობილია, რომ ჰაკერებმა ე.წ. ფიშინგ შეტევით მოიპოვეს ავტორიზაციის ინფორმაციები, შეაღწიეს PCH-ის რეგისტრატორში და EPP პროტოკოლით შეტყობინებების გაგზავნა შეძლეს. EPP ნაკლებად ცნობილი ინტერფეისია, რომელიც ემსახურება როგორც გლობალურ, ისე ლოკალურ DNS სისტემას. ეს პროტოკოლი ჰაკერებს საშუალებას აძლევს შეცვალონ ჩანაწერები რეგიონული რეესტრების DNS სისტემებში. იანვრის დასაწყისში კომპანია Key Systems-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მათი EPP ინტერფეისიც ბოროტი მიზნებისთვის გამოიყენეს სწორედ მათ, ვინც შეძლეს და მოიპოვეს ავტორიზაციის ინფორმაცია ფიშინგის მეშვეობით. Key Systems-ის წარმომადგენელი აქვე დასძენს, რომ ეს თავდასხმა, მისი გადმოსახედიდან, EPP თავდასხმის ადრეულ ვერსიას წარმოადგენდა. „ამ შეტევის მიზანი იყო ე.წ. რეპრეზენტატებისთვის გაგზავნილი EPP ბრძანებების მეშვეობით DNS სერვერების შეცდომაში შეყვანა. აქედან გამომდინარე, დგება საორჭოფო საკითხი - ახლო მომავალში უნდა დარეგისტრირდეს თუ არა ნებისმიერი EPP ბრძანება", _აღნიშნავს Key Systems-ის წარმომადგენელი. ამ თავდასხმების ერთ-ერთი საინტერესო ასპექტი ისაა, რომ Netnod-ი და PCH-ი DNSSEC-ის (DNS Security Extensions) მმართველ კომპანიებს წარმოადგენენ. DNSSEC-ი ტექნოლოგიაა, რომელიც მიზნად ისახავს ისეთი ტიპის თავდასხმის აღკვეთას, როგორიცაა DNSpionage-ი. DNSSEC-ი ყალბი ან მანიპულირებადი DNS მონაცემების გამოყენების შესაზღუდად მოცემული დომენისთვის ყველა DNS მოთხოვნის ციფრული ხელმოწერით დადასტურებას ითხოვს. DNSSEC-ი, თუ DNS სერვერი განსაზღვრავს, რომ მოცემულ დომენზე მისამართების ჩანაწერი არ შეცვლილა ე.წ. სატრანზიტოში, ადასტურებს დომენს და საშუალებას აძლევს მომხმარებელს გახსნას კონკრეტული ვებგვერდი. თუმცა, თუ ჩანაწერი შეცვლილია ან არ შეესაბამება მოთხოვნილ დომენს, DNS სერვერი არ აძლევს მომხმარებელს კონკრეტულ ვებგვერდზე შესვლის საშუალებას. იმის მიუხედავად, რომ DNSSEC-ი DNSpionage-ის წინააღმდეგ გამოყენებული ეფექტური ინსტრუმენტი შეიძლება იყოს, ინტერნეტის მხოლოდ 20%-ი იყენებს მას. დარგის სპეციალისტები ამბობენ, რომ PCH-ის ყველა ინფრასტრუქტურა DNSSEC-ს იყენებს, თუმცა PCH-ის კლიენტების 13%-ს არ ჰქონდა ეს ინსტრუმენტი სწორად დაკონფიგურირებული და შესაბამისად DNSpionage-ის წინააღმდეგაც ვერაფერს გახდნენ. მათი განცხადებით, PCH-ის ინფრასტრუქტურა DNSpionage-ის თავდასხმის მსხვერპლი 2018 წლის დეკემებრსა და 2019 წლის 2 იანვარს შორის პერიოდში გახდა. თითოეული შეტევის დროს ჰაკერები თავიანთ ფიშინგ შეტევის მექანიზმებს დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში რთავდნენ, ხოლო შემდეგ ქსელს თავდაპირველ სახეს უბრუნებდნენ. თავდამსხმელები მეთვალყურეობის ქსელს საათში ერთხელ რთავდნენ. იმის გათვალისწინებით, რომ ყველაზე თანამედროვე სმარტფონები მოსულ ელექტრონულ წერილებს ავტომატურად იწერენ, ჰაკერებმა ელფოსტის ბევრი მომხმარებლის სახელისა და პაროლის მოკლე პერიოდში მოპოვება შეძლეს. „ირანელები ინტერნეტზე მომენტალური ეფექტის მოსახდენად არ იბრძვიან. ისინი ცდილობენ ინტერნეტის ინფრასტრუქტურაში შეღწევას, რათა დაუშვებელი ქმედებები განახორციელონ და სასჯელსაც თავი აარიდონ“,_ ამბობს დარგის ექსპერტი. ICANN (The Internet Corporation for Assigned Names and Numbers) არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც გლობალური დომენის ინდუსტრიას აკონტროლებს. ამ ორგანიზაციის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ერთ-ერთი წამყვანი ოფიცერი ამბობს, რომ ყველაფერი მონაცემთა ჰიგიენის ხარისხზეა დამოკიდებული. „დიდი ორგანიზაციები ყურადღებას არ აქცევენ დომენ სერვერებს, ორმაგ ავტორიზაციასა და DNS სერვერების ინფორმაციის უსაფრთხოებას. დღეს კომპანიას თუნდაც ერთი სუსტი წერტილი რომ ჰქონდეს, იგი მაინც გატყდება და ბოროტი მიზნებისთვის იქნება გამოყენებული“, _დასძენს ICANN-ის ... ...
  • მაია ცქიტიშვილი: "ვაგრძელებთ ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუტების გაძლიერებას"მინისტრის საათის ფორმატში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი გახდა რეგიონული განვითარება, ადგილობრივი დემოკრატია და ხელისუფლების დეცენტრალიზაცია. „ის, რომ ჩვენ უკვე მივაღწიეთ მნიშვნელოვან პროგრესს ამ მიმართულებით აღიარა ევროსაბჭომ რეგიონულ და ადგილობრივ ხელისუფალთა კონგრესის 2018 წლის ანგარიშში. კონგრესის ანგარიშმა დაადასტურა, რომ ჩვენი ხელისუფლება კვლავაც აქტიურად აგრძელებს ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუტების გაძლიერებას ხელისუფლების ეტაპობრივი დეცენტრალიზაციისთვის“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა. მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ 2019-2025 წლების დეცენტრალიზაციის სტრატეგია და 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა ყველა დაინტერესებული პირის ფართო ჩართულობით მომზადდა. სტრატეგიის მთავარი პრინციპებია ადგილობრივი თვითმმართველობების უფლებამოსილების გაზრდა, თვითმმართველობების მატერიალური და ფინანსური გაძლიერება და სანდო, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობის უზრუნველყოფა. სტრატეგიის მომზადების ამ პროცესს კოორდინაციას სამინისტრო უწევდა. მასში ხელისუფლების, თვითმმართველობის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა შეეძლო ყველა მსურველს, ... ...
  • "ოცნების" 9 დეპუტატის კანონპროექტს უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს _ საგანგებო ბრიფინგი პარტიაში"ქართული ოცნების" ცხრა დეპუტატის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონს ეხება საპარლამენტო უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს _  ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში, პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. "საჯარო სივრცეში გრძელდება სასამართლოს საკითხთან დაკავშირებული აქტიური დისკუსია. მმართველმა გუნდმა, რომელიც ყოველთვის უსმენს საკუთარ საზოგადოებას, ამ დისკუსიის ფონზე იმთავითვე მიიღო გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების არჩევის გადავადების თაობაზე. ამასთან, დაინტერესებული მხარეების ფართო ჩართულობით, დაიწყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცედურისა და კრიტერიუმების შემუშავება. დაიდო პირობა, რომ კანდიდატები ობიექტური კრიტერიუმების შესაბამისად, ინდივიდუალური და თავისუფალი კენჭისყრის შედეგად დაიკავებენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობას. უზრუნველყოფილი იქნება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ღია და გამჭვირვალე პროცედურის საფუძველზე, აგრეთვე ანალოგიური ღია და გამჭვირვალე პროცედურის საფუძველზე ჩატარდება მათი არჩევა საქართველოს პარლამენტშიც. მიუხედავად მმართველი გუნდის ამგვარი მიდგომისა, აღნიშნული დისკუსია, სამწუხაროდ, ხშირად, არაჯანსაღ ხასიათს იძენს. პარტიის თავმჯდომარისა და მმართველი გუნდის მიერ, გამოითქვა მზადყოფნა, კონსტიტუციურ ფარგლებში, ემსჯელა მოსამართლეთა უვადო დანიშვნის საკითხზე. თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობის ცალკეული წევრების მიერ, საკუთარ გუნდთან შეთანხმების გარეშე, მომზადდა კანონპროექტი, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის იმ დებულებებს, რომლებიც, თავის მხრივ, ევროსაბჭოსა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე, სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად იქნა შემუშავებული. მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ აღნიშნული ინიციატივის ამ ფორმით მიღების შემთხვევაში, საერთო სასამართლოების სისტემაში განახევრდება მოსამართლეთა რაოდენობა და გაღრმავდება პრობლემა სასამართლოების გადატვირთულობისა და საქმეთა განხილვის გაჭიანურების თვალსაზრისით. იმ პირობებში, როდესაც საერთაშორისო პარტნიორების დასკვნების თანახმად, მოსამართლეთა რაოდენობა საქართველოში სულ მცირე 100 მოსამართლით გაზრდას, ოპტიმალურ შემთხვევაში კი - გაორმაგებას საჭიროებს, მოსამართლეთა რაოდენობის განახევრება სასამართლო სისტემას მძიმე პრობლემებს შეუქმნის და შესაძლოა, მისი პარალიზებაც გამოიწვიოს. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ცხადია, ეს კანონპროექტი ვერ მიიღებს საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერას. ამავდროულად, ვაცხადებთ სრულ მზაობას, დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების საფუძველზე, მოვამზადოთ იმგვარი წინადადებები მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის საკითხზე, რომლებიც იქნება შესაბამისობაში საქართველოს კონსტიტუციასთან და ევროსაბჭოს რეკომენდაციებთან, აგრეთვე არ გააღრმავებს პრობლემას სასამართლოს გადატვირთულობის თვალსაზრისით. ამ მიზნით, მივმართავთ ვენეციის კომისიას, ინიციატივის შემუშავების საწყის ეტაპზევე ჩაერთოს აღნიშნულ პროცესში. მმართველი გუნდი აგრძელებს მუშაობას სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღაზე. სამუშაო პროცესში ჩართულია დაინტერესებული მხარეების ფართო სპექტრი, მათ შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები - ევროსაბჭოს ოფისის, აშშ-ის საელჩოს, ევროკავშირის და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების წარმომადგენლები, რისთვისაც მათ განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით. ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, რეფორმის მეოთხე ფაზა, რომელიც მოიცავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმის, დისციპლინური წარმოებისა და სასამართლოების გადატვირთულობის საკითხებს, დაუყოვნებლივ განახლდება და უპირობოდ დასრულდება მიმდინარე საპარლამენტო სესიის ბოლომდე. ამავე ფორმატში განიხილება მოსამართლეთა უვადო დანიშვნის საკითხიც. მოვუწოდებთ ყველას, ვინც რეალურად არის დაინტერესებული სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის განმტკიცებით, მისი ეფექტიანობის გაზრდითა და სისტემის მიმართ ნდობის ამაღლებით, ღიად და კონსტრუქციულად ჩაერთონ რეფორმის მეოთხე ტალღის შესახებ დისკუსიაში, რომელმაც 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვრის, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის შემდგომი განმტკიცება უნდა უზრუნველყოს. მმართველი გუნდი იმოქმედებს სახელმწიფოს და საზოგადოების ინტერესების შესაბამისად და შექმნის ყველა პირობას სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და მის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლების უზრუნველსაყოფად", _ განაცხადა ირაკლი ... ...

არქივი

ზაფრანი

ჰეგემონი ციფრები

ბედის ციფრის გამოთვლის ტექნიკა ჩვენი...

რატომ ეჩვენებათ მთვრალ მამაკაცებს ყველა ქალი ლამაზი

არსებობს ცნობილი რუსული გამოთქმა: ულამაზო...

დედამიწაზე ყველა ცოცხალი არსება გონიერი რომ გახდეს

ერთ მშვენიერ დღეს დედამიწაზე ყველა...

"ტატუ" იმუნურ სისტემას აუმჯობესებს

აქამდე ტატუს (სვირინგი) დანიშნულება, მხოლოდ...

როგორ გამოვიცნოთ პატიოსანი ადამიანი

ყველასთვის ცნობილია, რომ ბილწსიტყვაობა და...
კარმიდამო ჩემი

როგორ უნდა იცხოვროთ ისე, რომ სიმსივნით არ დაავადდეთ

ადამიანები, რომლებიც სიმსივნით იტანჯებიან და...

ოხრახუშს უნარი აქვს განკურნოს დეპრესია, შიზოფრენია და ალცჰეიმერის დაავადება

ბიოაქტიური ნივთიერება, რომელსაც შეიცავს ოხრახუში,...

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...

რა გავაკეთოთ შემოდგომის მიწურულს საკარმიდამო ნაკვეთებში

ნოემბერ-დეკემბერში აქტიური სამეურნეო სამუშაოები ძირითადად...

პესტიციდების გამოყენებისას უდიდესი სიფრხილეა საჭირო

არსებობს უნივერსალური პესტიციდები, რომლებსაც ერთდროულად...

სიმინდის მოვლა თავიდან უნდა ვისწავლოთ

სიმინდის მოვლა-მოყვანის წესებს დასავლეთ საქართველოს...

რატომ უნდა მოვაშენოთ ბატი

როგორც უხნესი ადამიანები ამბობენ, საქართველოში...

დედოფლის ყვავილს დედოფალივით მოვლა სულ არ სჭირდება

წარსულში ძალზე პოპულარული და მერე...

მოვამზადოთ ნესვის სასმელი

ნესვი გოგრისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე...

თაფლის ღვინო _ "თაფლუჭა"

თაფლის ღვინო და არაყი უნიკალური...

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...