იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული პოლიციელი ბრალს არ აღიარებს

სამართალი

იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული პოლიციელი ბრალს არ აღიარებს

8 თებ. 2015, 19:53:23

იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მოქმედი პოლიციელი, გია სოსანაშვილი, ბრალს არ აღიარებს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავარი პროკურორის მოადგილემ ირაკლი შოთაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, "დნმ-ის კვალი იმდენად მყარი მტკიცებულებაა, რომ ის 100%-ით უტყუარია და მეცნიერულად მისი საეჭვოდ გახდომა, შეუძლებელია".

პროკურატურის ინფორმაციით,  გამოძიების მიერ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული იქნა საფლავზე აფეთქებული ხელყუმბარის ნაწილი ე.წ. „ფალიის სახელური“, რომელზედაც ჩატარებული ექსპერტიზით აღმოჩენილი იქნა ადამიანის დნმ-ის კვალი.

გამოძიებით გადამოწმდა მობილური სატელეფონო ოპერატორების მომსახურე ანძებზე დაფიქსირებული  აბონენტების ვინაობა, დაიკითხა ათეულობით მოწმე, განისაზღვრა დანაშაულის შესაძლო ჩამდენ პირთა წრე, რომელთა მიმართ საქართველოს შსს-ს გენერალური ინსპექციისა და კონტრდაზვერვის დეპარტამენტთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგენილი და დაკავებული იქნა პოლიციის თანამშრომელი გია სოსანაშვილი, რომელიც როგორც გამოძიებით დადგინდა, 2015 წლის 19-20 იანვარს იმყოფებოდა კასპის რაიონის სოფელ ყარაფილას ტერიტორიაზე და რომლის დნმ-ი გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად დაემთხვა შემთხვევის ადგილიდან (ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავი) ამოღებულ ასაფეთქებელი მოწყობილობის ფალიის სახელურზე აღმოჩენილ დნმ-ს.

"ამდენად, უტყუარად შეიძლება ითქვას, რომ იური ვაზაგაშვილი მოკლული იქნა გია სოსანაშვილის მიერ საფლავზე დამონტაჟებული  ხელყუმბარის აფეთქების შედეგად.

საქმეზე გრძელდება გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზარხ მკვლელობის კვალიფიკაციით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისიწინებს თავისუფლების აღკვეთას 11 დან 14 წლამდე ვადით." _ აღნიშნავენ პროკურატურაში.




 ახალი ამბები
  • სასკოლო კრებებზე დაუშვებელია მოსწავლეების აკადემიური მოსწრებისა და ყოფაქცევის საჯარო განხილვასახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში აცხადებენ, რომ ბავშვების პერსონალური მონაცემების დაცვა განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, რადგან ისინი ნაკლებად აცნობიერებენ რისკებს და შედეგებს, რაც შესაძლოა, მათი მონაცემების არაკანონიერ დამუშავებას მოჰყვეს. „ბავშვების პერსონალური მონაცემების არასწორი მოპოვება, გამოყენება, მესამე პირისთვის გაზიარება ან/და გასაჯაროება შესაძლოა, გახდეს ბავშვის დისკრიმინაციისა და ბულინგის მიზეზი. სწორედ ამიტომ სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებლები და მშობლები განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდონ ბავშვის პერსონალურ მონაცემებს, პატივი უნდა სცენ მის პირად ცხოვრებას და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იმოქმედონ ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით“, – აცხადებენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს რეკომენდაციებს როგორც სკოლებისთვის, ასევე მოსწავლეებისა და მშობლებისთვის. აღნიშნულ რეკომენდაციებში განსაკუთრებით არის გამოყოფილი სასკოლო კრებების საკითხი. „სასკოლო კრებები ეფექტური საშუალებაა, რათა მასწავლებლებმა და მშობლებმა ერთობლივად განიხილონ სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ზოგადი და საორგანიზაციო საკითხები. დაუშვებელია კრებებზე კონკრეტულ მოსწავლეებთან დაკავშირებული ისეთი საკითხების საჯარო განხილვა, როგორიცაა აკადემიური მოსწრება, ყოფაქცევა და ა.შ., რადგანაც ამ საკითხების განხილვამ შესაძლოა, შელახოს მოსწავლეების უფლებები. მაგალითად, მოსწავლის ქცევის ნეგატიურ კონტექსტში განხილვამ შეიძლება შელახოს მოსწავლის ღირსება, გამოიწვიოს თანატოლებში, მშობლებსა და მასწავლებლებში მის შესახებ სტერეოტიპული დამოკიდებულების ჩამოყალიბება, უარყოფითად იმოქმედოს მოსწავლის ჩართულობაზე სასწავლო პროცესში და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს მისი უფლება მიიღოს განათლება თანაბარი შესაძლებლობების პირობებში. მეორე მხრივ, განსაკუთრებით პოზიტიურ კონტექსტში განხილვა შესაძლოა, გახდეს მოსწავლეთა შორის დაპირისპირების და ზოგ შემთხვევაში მოსწავლეზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მიზეზიც“, – აღნიშნულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გავრცელებულ ... ...
  • ცესკო-მ 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრაკორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 31 ოქტომბრის არჩევნების კენჭისყრის დღისთვის, საარჩევნო ღონისძიებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დადგენილება გამოსცა. დადგენილების მიხედვით, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირი პირბადის გარეშე კენჭისყრის შენობაში არ დაიშვება, ხოლო კენჭისყრის შენობაში ყოფნა დასაშვებია მხოლოდ პირბადის გამოყენებით. ამასთან, ამომრჩეველი ვალდებულია, დროებით მოიხსნას პირბადე, კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრისთვის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის წარდგენის დროს; ამასთან, ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის მიერ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობაში ან საქართველოს მოქალაქის პასპორტში აღნიშნული ამომრჩევლის სარეგისტრაციო მონაცემების ამომრჩეველთა სიაში არსებულ მონაცემებთან შესაბამისობის შემოწმების დროს; თუმცა, პირბადის გამოყენება არ მოეთხოვება პირს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უჭირს პირბადის ტარება, რაც დასტურდება სამედიცინო/ექიმის ცნობით. დადგენილების მიხედვით, ამომრჩევლებს თერმოსკრინინგი არ ჩაუტარდებათ. ყველა სხვა პირს კი, ვინც კენჭისყრის შენობაში შევა, სავალდებულო თერმოსკრინინგის გავლა მოუწევს. ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში 5 წუთიანი განმეორებითი თერმოსკრინინგისას ცხელების კვლავ დადასტურების შემთხვევაში, პირი კენჭისყრის შენობაში არ ... ...
  • როგორ არის გაკრული "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის პლაკატები ნაძალადევშისაქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე სულ ცოტა დრო რჩება. „გურია ნიუსი“ გთავაზობთ, თბილისში, გურამიშვილის გამზირზე გადაღებულ ფოტოებს, სადაც "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის, მიხეილ ყაველაშვილის საარჩევნო პლაკატებია გამოსახული. ცნობისთვის,ყაველაშვილი ამომრჩეველთა ხმების მოსაპოვებლად კენჭს ნაძალადევის რაიონში ... ...
  • როგორ უნდა მოიქცნენ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეები31 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნები გაიმართება. ცესკო ინფორმაციას ავრცელებს იმის შესახებ თუ რა უნდა გაითვალისწინონ საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა  არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად: „საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა გაქვთ მიიღოთ მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის არჩევნებში. თქვენ 4 წლის ვადით ირჩევთ საქართველოს პარლამენტს. არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად: თქვენ უნდა იმყოფებოდეთ საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე ან უნდა იყოთ რეგისტრირებული საზღვარგარეთ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; თუ არ ხართ საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე და არ გაქვთ რეგისტრაცია საზღვარგარეთ, 2020 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით უნდა გაიაროთ რეგისტრაცია შესაბამის სახელმწიფოში არსებულ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში (საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა არ ითვალისწინებს მოსაკრებლის გადახდას); საარჩევნო უბანზე მისვლისას თან უნდა იქონიოთ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი”,_ აცხადებენ ცესკოში. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აღნიშნავენ, რომ  არჩევნების შესახებ ნებისმიერ საკითხზე დაგვიკავშირდით მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ონლაინ ჩათის საშუალებით შეუძლიათ. გარდა ამისა, მოქალაქეებს საკონსულო აღრიცხვაზე დადგომასთან დაკავშირებით ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საკონსულო სამსახურის ვებგვერდზე შეუძლიათ, თუ ამომრჩეველი  ვერ აღმოაჩენს პირად მონაცემებს საკონსულო აღრიცხვის სიაში, მან უნდა მიმართოს ადგილსამყოფელ ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებას. საქართველოს ის მოქალაქე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლიდან ექვსი თვის ვადაში არ დატოვებს საქართველოს ტერიტორიას, საკონსულო აღრიცხვიდან ავტომატურად მოიხსნება. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროს ... ...
  • რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდარაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტ მერაბ ბესელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მორაგბე რამაზ ხარაზიშვილის დაჭრაში ბრალდებულ რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტ მერაბ ბესელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა კალიჩენკომ იმსჯელა. 16 სეტემბერს რაგბის კავშირის შენობაში „შვიდკაცას“ ყოფილი კაპიტანი დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე რაგბის კავშირის ვიცეპრეზიდენტი მერაბ ბესელია დააკავეს. რაგბის კავშირის შენობაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...