აქვს თუ არა კავშირი თავდაცვის მინისტრს უგზო-უკვლოდ გაუჩინარებულის საქმესთან

სამართალი

აქვს თუ არა კავშირი თავდაცვის მინისტრს უგზო-უკვლოდ გაუჩინარებულის საქმესთან

2015 თებ 11 00:53:59

ანაკლიიდან უგზო-უკვლოდ გაუჩინარებული გოგიტა აბულაძის დედის, ცინარა აბულაძის განცხადებით, თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ მისი შვილის გაუჩინარებასთან დაკავშირებით ყველაფერი იცის.

თუმცა, აღნიშნულ ინფორმაციას მინდია ჯანელიძე უარყოფს და აცხადებს, რომ აბულაძის გაუჩინარების შესახებ მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია აქვს.

ცნობისთვის, საქმე ეხება 2012 წლის 18 იანვარს ანაკლიიდან დაკარგულ გოგიტა აბულაძეს, რომლის კვალს ოჯახმა და საგამოძიებო ორგანოებმა დღემდე ვერ მიაკვლია. გავრცელებული ინფორმაციით, აბულაძე, სავარაუდოდ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადავიდა, თუმცა რა კონკრეტული შედეგი აქვს გამოძიებას, ამ დრომდე უცნობია.

როგორც გოგიტა აბულაძის დედა, ცინარა აბულაძე "გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს,  მათ უკვე საქმის გამოძიების და ბოლომდე მიყვანის იმედი აღარც აქვთ.

მისივე თქმით,  საქმეში მოქმედი მაღალჩინოსნების დანაშაულებრივი ქმედება, ამიტომ გამოძიების დასრულების ნება სახელმწიფოს არასოდეს ექნება.

"საქმე როგორ გაიხსნება, როცა მალხაზ პაჭკორია, რომელმაც ძალიან ბევრი რამ იცის ჩემი შვილის გაუჩინარებასთან დაკავშირებით ისევ თანამდებობაზე რჩება. შსს-ს კონტრდაზვერვის მაშინდელი უფროსი მინდია ჯანელიძე კი, დღეს თავდაცვის მინისტრია. კონტრდაზვერვაში რჩება ასევე ვალერი ზუმბაძეც. იქნებ დამეხმაროთ, რაიმე ინფორმაცია მითხრან საგამოძიებო უწყებიდან. ამდენ ხანს მოთმენა უკვე გაუსაძლისია“, _ ამბობს ცინარა აბულაძე.

გოგიტა აბულაძის გაუჩინარების საქმესთან რაიმე კავშირს კატეგორიულად უარყოფს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე.

მინისტრის პრესსამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ჯანელიძემ საქმის შესახებ იცის, თუმცა, აბულაძის გაუჩინარების პერიოდში ის კონტრდაზვერვაში არ მუშაობდა.

როგორც ჯანელიძე ამბობს, ამ თანამდებობაზე 2012 წლის 10 დეკემბერს დაინიშნა, აბულაძე კი 2012 წლის დასაწყისში გაუჩინარდა. ამიტომ საქმესთან არანაირი შეხება არ ჰქონია. თუმცა, ფაქტის შესახებ დღემდე ახსოვს.

ცნობისთვის, გოგიტა აბულაძის ოჯახის წევრები შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს,  არჩილ თალაკვაძეს 4 თებერვალს შეხვდნენ.

მანამდე კი, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, დეკემბრის ბოლოს გამართულ პრესკონფერენციაზე "გურია ნიუსის“ მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ შს მინისტრს საქმის შესახებ ოჯახის დაუყოვნებლივ ინფორმირება დაავალა.

ამავე თემაზე:

ცინარა აბულაძე: "გთხოვთ, მიიტანოთ პრემიერ-მინისტრამდე ჩემი სათქმელი"

ვინ არის "სამეგრელოს სამალავის" მონაწილე მაღალჩინოსანი ინიციალებით _ "ლ.ქ."

"ჩემი ძმა ანაკლიაში ერთ-ერთ მშენებლობაში ჩააბეტონეს"

პრეზიდენტო, თქვენი ყველა ვიზიტის დროს, 70 წლის ქალბატონს უმოწყალოდ სცემენ!




 ახალი ამბები
  • საჯარო რეესტრის მიერ ბლოკჩეინის გამოყენების გამოცდილებას უზბეკეთის დელეგაცია გაეცნო (R)საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სასწავლო ვიზიტით უზბეკეთის დელეგაცია ეწვია. პროექტების მართვისა და გაყიდვების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მარიამ ტურაშვილმა სტუმრებს საჯარო რეესტრის მიერ უძრავი ქონების რეგისტრაციაში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენების გამოცდილება და სამომავლო გეგმები გააცნო. სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საჯარო რეესტრი პირველი ორგანიზაციაა მსოფლიოში, რომელმაც საჯარო სერვისებში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენება დაიწყო. ბლოკჩეინში ინტეგრირებით უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სარეგისტრაციო ტრანზაქციები კიდევ უფრო მეტად დაცული, მსოფლიო მასშტაბით ხელმისაწვდომი და გამჭირვალე გახდა. სასწავლო ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ქონების რეგისტრაციის სფეროში განხორციელებულ სხვა წარმატებულ რეფორმებსაც გაეცნენ. უზბეკეთის დელეგაციის შემადგენლობაში გენერალური პროკურატურის, ფინანსთა და შრომის სამინისტროს წარმომადგენლები შედიოდნენ. ... ...
  • ფოთში ვეტერანებისთვის საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩატარდა (R)მიმდინარე წლის 20-21 ივლისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და ა(ა)იპ "ქართული ოცნება-ჯანმრთელი მომავლის’’ ორგანიზებით და საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ხახუბიასა და ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ფოთში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების, მათი ოჯახის წევრებისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა. საქველმოქმედო სამედიცინო აქციაში მონაწილეობას იღებდნენ შემდეგი კლინიკები: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა, სამედიცინო ცენტრი ‘’ვივამედი’’, დავით გაგუას კლინიკა, ისრაელი-საქართველოს ერთობლივი კლინიკა ‘’გიდმედი’’, ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა. საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, 33-მა წამყვანმა ექიმმა, კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება გაუწია 800-მდე ბენეფიციარს. მათ, ასევე, უფასოდ გადაეცათ ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტები. სამედიცინო აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, ამურ რევიშვილი, უფროსი სპეციალისტი, ვაჟა დალაქიშვილი, უწყების რეგიონული მართვის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსი, რევაზ გაბუნია, სამსახურის წარმომადგენლები ფოთში, დავით კვარაცხელია და მერაბ კორშია,  ფოთის მუნიციპალიტეტის მერი, გოჩა კურდღელია, ა(ა)იპ " ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავლის’’პრეზიდენტი, ქეთი ბარათელი. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ა(ა)იპ " ქართული ოცნება - ჯანმრთელ მომავალს" შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, მიმდინარე წლის 25 იანვარს გაფორმდა და 2019 წლის 31 დეკემბრამდე იმოქმედებს. მემორანდუმი მიზნად ისახავს, ვეტერანებისთვის სათანადო ცხოვრების პირობების შექმნის უზრუნველყოფას და მათი სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას. ... ...
  • ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინასაქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 23 ივლისისთვის დადგენილი კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8831 ლარია. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.8845 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0014-ით გამყარდა. ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 3.2357 ლარი შეადგინა, გუშინ მოქმედი კურსით 1 ევროს ღირებულება 3.2410 ლარი იყო. ლარის კურსი ევროსთან 0.0053-ით გამყარდა. ლარის ახალი კურსი 1 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან მიმართებაში 3.5955 ლარია, აქამდე მოქმედი კურსი 3.6177 ლარი იყო. ლარის კურსი სტერლინგთან მიმართებაში 0.0222 -ით გამყარდა. თურქულ ლირასთან მიმართებაში ლარის კურსმა 0.5077 ლარი შეადგინა, აქამდე მოქმედი კურსი 0.5109 ლარი იყო. ლარი ლირასთან მიმართებით 0.0032-ით ... ...
  • საჯარო რეესტრმა ამზომველებისთვის „სახელმძღვანელო საკადასტრო სამუშაოებისთვის" მოამზადა (R)საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის შემსრულებელი პირებისთვის „სახელმძღვანელო საკადასტრო სამუშაოებისთვის" მოამზადა. სახელმძღვანელო სარეკომენდაციო-საინფორმაციო ხასიათისაა და ამზომველებსსაკადასტრო სამუშაოების მაღალი სიზუსტითა და დადგენილი სტანდარტების შესაბამისად შესრულებაში დაეხმარება. სახელმძღვანელოში მოცემულია ინფორმაცია დამკვეთსა და ამზომველს შორის განსაზღვრული ვალდებულებების, აზომვითი სამუშაოების განსახორციელებლად საჭირო ხელსაწყოების, მეთოდებისა და ტექნიკური მოთხოვნების შესახებ. მოცემული რეკომენდაციებისმიხედვით ამზომველის მიერ კვალიფიციურად შესრულებული სამუშაო უფრო მეტად დაცულს ხდის როგორც მიწის მესაკუთრეების, ასევე ამზომველის უფლებებს, აღმოფხვრის გადაფარვებს და მინიმუმამდე დაიყვანს მესაკუთრეებს შორის სამომავლო დავებისწარმოშობის რისკს. ... ...
  • „რუსთავი 2“-ის გარკვეული შემადგენლობა ღამღამობით სატანისტურ შეკრებებს ატარებს _ გია ვოლსკისაპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებით, ბულინგი, შანტაჟი, შავი პიარი და იმის მცდელობა, რომ ტყუილებით დააზარალონ პოლიტიკური ოპონენტი, არის ხელწერა, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა. „ცოტა ხნის წინ ანონიმურ წერილზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მე და ჩემი კოლეგები ბიძინა ივანიშვილისგან რაღაცის სანაცვლოდ, მორჩილებისა და მესიჯების გამეორების სანაცვლოდ, შავ ფულს ვიღებთ. გარდა იმისა, რომ ეს სწორი არ არის, სიბინძურეა. ასეთივე წარმატებით შემიძლია ვთქვა, რომ ანონიმურმა წყარომ მითხრა, რომ „რუსთავი 2“-ის გარკვეული შემადგენლობა ღამღამობით სატანისტურ შეკრებებს ატარებს და შავი კატის წინაშე იფიცებს, რომ ერთმანეთს არ უღალატებენ და ბრძოლაში ბოლომდე დადგებიან. ზუსტად იგივე შემიძლია, გავავრცელო, მედიასაშუალება რომ მქონდეს, როგორც „ნაციონალურ მოძრაობას“ გააჩნია. არ მაინტერესებს, „რუსთავი 2“ ვისია, ქიბარ ხალვაშის არის, ოქრუაშვილის, ყარამანიშვილების, თუ ნაყოფიასი. როგორც მაყურებელს, მინდა, კრიტიკული მედია ვიხილო, რომელიც არის ინტენსიურად ინფორმაციის მიმწოდებელი საზოგადოებისთვის. მათ შორის ძალიან კრიტიკულ თემებზე, მაგრამ შანტაჟის, ბულინგისა და ჟურნალისტური ზონდერობის დამნერგავი მედია არც ხალვაშის მინდა და არც ყარამანიშვილების“, – განაცხადა ... ...

არქივი

ზაფრანი

ვაზელინი - ჯენიფერ ენისტონის სილამაზის საიდუმლო

50 წლის ჰოლივუდის მსახიობი ჯენიფერ...

ჰოლივუდის ყველაზე შესაშური მამაკაცები

ამ მამაკაცებზე ოცნებობს მილიონობით ქალი,...

კაცმა ტატუ თვალში გაიკეთა

ბოლო დროს თვალის ტატუ ხელოვნების...

როგორი სიმთვრალე აქვს რიანას

საუბარი რიანას შემოქმედებაზე და მის...

შაკირა ყველა დროის სექსუალური მომღერალია

ყველა დროის ყველაზე სექსუალური მომღერლების...

ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის

ჰარვარდის უნივერსიტეტის ექიმები, დევიდ სინკლერის...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...