მოქალაქის მოგებული საქმით სახელმწიფომ ისარგებლა

სამართალი

მოქალაქის მოგებული საქმით სახელმწიფომ ისარგებლა

25 ნოე. 2011, 13:26:48

ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი თაღლითობის ისტორია, რომლის შესახებაც გიამბობთ, იმით გამოირჩევა, რომ ამ დიდად ჩახლართულ ამბავში სახელმწიფო გადამწყვეტ როლს ასრულებს.

2009 წლის ერთ დღეს, მოქალაქე ვლადიმერ მიქაუტაძემ მოქალაქე ნანული გათენაშვილს 10 000 დოლარი, 3 თვის ვადითა და ყოველთვიური სარგებლის მიღების პირობით ასესხა. ამასთან დაკავშირებით, გაფორმდა ხელშეკრულება და ნანული გათენაშვილის კუთვნილი ქონება, კერძოდ, კოჯორში მდებარე 1500 კვ/მ ფართობის ნაკვეთი, იპოთეკით დაიტვირთა. აღნიშნული ნაკვეთი მხოლოდ საკადასტრო კოდით აღირიცხებოდა. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, როდესაც ვლადიმერ მიქაუტაძეს თვიური სარგებელი არ მისცეს და თანხის დაბრუნებაზე უარი განუცხადეს, დაიწყო დავა.

როცა ჯერი კოჯრის ნაკვეთის შეფასებაზე მიდგა, აღმოჩნდა რომ აღნიშნული მოქალაქე მოატყუეს და რეალურად სულ სხვა, გაცილებით უფრო მცირე ღირებულების მქონე ნაკვეთი დატვირთეს იპოთეკით. 2010 წლის 14 აპრილს, მიქაუტაძემ ოფიციალურად მიმართა ძველი თბილისის შინაგან საქმეთა სამმართველოს, რათა საქმე აღძრულიყო და აღდგენილიყო დაზარალებულის უფლებები. თუმცა, მიქაუტაძის ადვოკატის თედო კობახიძის თქმით, ეს საქმე ერთი უწყების სხვადასხვა სამმართველოებში მოგზაურობდა და რეალური შედეგი მხოლოდ 5 ივნისს დადგა. აღსანიშნავია, რომ მიქაუტაძემ პარალელურ რეჟიმში მიმართა შსს-სა და გენერალურ პროკურატურას, რათა ყადაღა დადებოდა ნანული გათენაშვილის ქონებას: "არსებობდა სერიოზული ეჭვი, რომ ნანული გათენაშვილი თავიდან მოიცილებდა მის სახელზე რეგისტრირებულ ქონებას", _ აღნიშნავს კობახიძე.

2011 წლის 11 იანვარს ნანული გათენაშვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ თაღლითობის მუხლით და შეეფარდა შესაბამისი სანქცია, პირობითი მსჯავრის სახით.

შემდეგი ნაბიჯი, რომელიც მიქაუტაძემ ადვოკატთან ერთად გადადგა, სამოქალაქო კოლეგიისადმი მიმართვა იყო, რომელმაც ბრალდებულს 15 000 დოლარის გადახდა დააკისრა. ამ თანხაში შედიოდა ძირი თანხა, პროცენტი, პირგასამტეხლო და ადვოკატის ჰონორარი.

სამოქალაქო კოლეგიაში საქმის მოგების შემდეგ, ჯერი აღსრულებაზე მიდგა. თუმცა, სააღმსრულებო ბიუროში ვლადიმერ მიქაუტაძეს განუცხადეს, რომ ნანული გათენაშვილის სახელზე არანაირი ქონება არ ირიცხებოდა. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით ტერიტორიაზე, საკადასტრო კოდით 81.01.04.311 საკუთრების უფლება მიტოვებულია, მესაკუთრე არ არსებობს, ანუ ტერიტორია სახელმწიფოს კუთვნილებაშია.

"გამოდის რომ ამ ყველაფრით სახელმწიფომ ისარგებლა და ტერიტორია იჩუქა" _ ამბობს თედო კობახიძე.

დაზარალებული ვლადიმერ მიქაუტაძე აპირებს, რეგრესის წესით შეედავოს სახელმწიფოს და მისგან მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, რაც შეადგენს იმ თანხას, რომლის ამოღებაც "სახელმწიფოს წყალობით" დაზარალებულმა ვერ შეძლო.

"შესაბამისი უწყებები ვალდებულნი იყვნენ, მითითებულ პერიოდში დაეყადაღებინათ გათენაშვილისთვის ქონება, მაგრამ რადგან გულგრილობა გამოიჩინეს, დაზარალებული შსს-სა და პროკურატურისგან მოითხოვს თანხის ანაზღაურებას", _ დასძინა თედო კობახიძემ.




 ახალი ამბები
  • გურიაში წელს საგამოცდო ცენტრში 460 აბიტურიენტს ელოდებიანხვალ, ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. გურიაში საგამოცდო ცენტრი ოზურგეთში #2 საჯარო სკოლის შენობაშია განთავსებული. ოზურგეთის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორის, ლელა იმედაშვილის თქმით, გურიიდან წელს 460 აბიტურიენტია დარეგისტრირებული. “ცენტრი სრულ მზადყოფნაშია აბიტურიენტების მისაღებად. ჯანდაცვის რეკომენდაციები გათვალისწინებულია სრულად. ხვალ ველოდებით აბიტურიენტებს და საგამოცდო დღეები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით იწყება“, - აღნიშნა „გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ლელა ... ...
  • ახალი დეტალები ოზურგეთში ადამიანის გატაცების ბრალდებით დაკავებულებზეგავრცელებული ინფორმაციით, ადამიანის გატაცების ბრალდებით დაკავებული ხუთი პირიდან ორი ერთი ოჯახის წევრია _ ევროპის ვიცე-ჩემპიონი და მისი ძმა _ ირაკლი და ლუკა ლომაძეები. ხუთივე ბრალდებული გადაყვანილია ბათუმში და სწორედ დღეს გაიმართება სასამართლო პროცესი. სწორედ დღეს გახდება ცნობილი, გადაიყვანენ თუ არაა დაკავებულებს წინასწარი დაკავების იზოლატორიაში.   ამავე თემაზე: ადამიანის გატაცების ბრალდებით ოზურგეთელი სპორტსმენი, ევროპის ვიცეჩემპიონია დაკავებული ... ...
  • ადამიანის გატაცების ბრალდებით ოზურგეთელი სპორტსმენი, ევროპის ვიცეჩემპიონია დაკავებულიროგორც უკვე ვიუწყებოდით, ადამიანის გატაცების ბრალდებით, სამართალდამცავებმა ხუთი ადამიანი დააკავეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი ოზურგეთელი სპორტსმენი, მოჭიდავე, საქართველოს ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი ირაკლი ლომაძეა, _ ეს ინფორმაცია “გურია ნიუსს“ ერთ-ერთმა სპორტსმენმა დაუდასტურა. "გურია ნიუსისთვის" ცნობილი ხდება, სხვა დაკავებულებიც სპორტსმენები არიან. ჩვენ ინფორმაციის გადასამოწმებლად, შსს პრესსამსახურს დავუკავშირდით, თუმცა, მათგან კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ. შსს არ ასახელებს იმ პირების სახელებს და გვარებს, რომლებიც დაკავებულები არიან ადამიანის გატაცების ბრალდებით. იძულებით წაყვანილ პირს ბოხვაურში ფიზიკურად გაუსწორდნენ- ოზურგეთში 5 პირი ... ...
  • საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი დაინფიცირდასაქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი დაინფიცირდა, 3 კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ამის შესახებ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 951 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 828 უკვე გამოჯანმრთელდა, 15 ადამიანი კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 3569 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 192. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში ... ...
  • აჭარის უმაღლესმა საბჭომ საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცააჭარის უმაღლესმა საბჭომ საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. საარჩევნო სისტემის ცვლილებას მხარი 15-მა დეპუტატმა დაუჭირა. კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად გადაეგზავნება, პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ კი ამოქმედდება.კანონპროექტით 6 მაჟორიტარული ოლქი სამამდე შემცირდება. 2020 წლის არჩევნებზე უმაღლეს საბჭოს 21 დეპუტატიდან სამს მაჟორიტარული, 18 კი პროპორციული წესით აირჩევენ. საუბარია ბუნებრივ ბარიერზე, ბლოკები კი უცვლელი რჩება.ბოიკოტის რეჟიმში რჩება „ნაციონალური მოძრაობა“. მათივე თქმით, არ შესრულებულა 8 მარტის შეთანხმება. სხდომას ევროპული საქართველოსა და „ბურჯანაძე-დემოკრატიული საქართველოს“ წევრებიც არ ესწრებოდნენ.უმრავლესობის წევრების განცხადებით, ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება. მათივე თქმით, საზოგადოების დაკვეთა შეასრულესუმაღლესი საბჭოს არჩევნები საქართველოს პარლამენტის არჩევნების პარალელურად ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...