ქართული სპეცრაზმი და მედიატერორი საქართველოში

სამართალი

ქართული სპეცრაზმი და მედიატერორი საქართველოში

2011 დეკ 5 06:35:00
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ტელეკომპანია "მაესტროში" მიმდინარე მოვლენებს არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა საზოგადოების მხრიდან. რა ხდებოდა რეალურად "მაესტროში", საქმე გვქონდა შიდა დაპირისპირებასთან, თუ ხელისუფლების მხრიდან კიდევ ერთხელ მედიაზე ზეწოლის ფაქტთან?! პირველი სრულიადაც არ გამორიცხავს მეორეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხელისუფლების მედიასთან ბრძოლის მეთოდები თითქმის უცვლელია. ჩვენ "მაესტროს" საკითხს ისევ დავუბრუნდებით და შევეცდებით, მეტი ინფორმაცია მოგაწოდოთ, თუ რა მოხდა სინამდვილეში, ახლა კი წარსულს გადავხედოთ.

"ვარდების რევოლუციიდან" ძალზე სწრაფად, ხელისუფლება ამბობს, იმეორებს და ავრცელებს სიცრუეს;. ხელისუფლების მეგასიცრუე ქართველი ხალხის ნაწილმა თითქმის დაიჯერა, რადგან იგი (ხელისუფლება) თავგამოდებული ცდილობს, დაარწმუნოს საზოგადოება, რომ, რაც ხდება დემოკრატიაა, ქონების უფლების, ადამიანის უფლებებისა და სიტყვის თავისუფლების დაცვაა!

რაც შეეხება სიტყვის თავისუფლების დაცვას, სტატისტიკა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული ანგარიშები, სიტუაციით ტკბობის საშუალებას ნამდვილად არ გვაძლევს.

"ვარდების რევოლუციის" შემდეგ, საქართველოში დაიხურა ტელევიზიები: "იბერია"; "მე-9 არხი"; ტელეკომპანია "202"; "მზე". ტელეეთერიდან გაქრა პოლიტიკური დებატები, პოლიტიკური თოქ-შოუები და ჟურნალისტური გამოძიებები...

რაც შეეხება ტელეკომპანია "იმედს", ის, უბრალოდ, კი არ დაიხურა, ქართულმა სპეცრაზმმა შტურმით აიღო!

დახურული ტელევიზიებიდან ჟურნალისტები ხელისუფლების მიერ კონტროლირებად არხებზე გადაბარგდნენ და მათი მოტივაციაც ამასთან დაკავშირებით, არაერთგვაროვანი გახლავთ.

ვერ გეტყვით, შეიძლება თუ არა რაიმე მოტივაცია ჰქონდეს ადამიანს, რომელსაც ხელკეტებითა და კონდახებით მომარჯვებული ხელისუფლება იატაკზე აწვენს; ვერც იმას გეტყვით, სად გადის მავანთათვის ზღვარი ჟურნალისტობასა და კეთილდღეობას შორის...

ჩვენ, უბრალოდ, იმ ჟურნალისტების გამოკითხვის აქტებს შემოგთავაზებთ, რომელიც 2007 წლის 14 ნოემბრით თარიღდება.

ამ ჟურნალისტებიდან, ტელეკომპანია "იმედში" 2007 წლის ნოემბრის შემდეგ, აღარავინ მუშაობს. თუმცა, დღემდე თითოეული მათგანი ადასტურებს, რომ მაშინდელ "იმედში" არასდროს ყოფილა ცენზურა და არც მათ ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარეულა ვინმე.

სამწუხაროდ, არც ერთი მათგანი არ საუბრობს იმ ცენზურასა თუ თვითცენზურაზე, რასაც ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტელევიზიებში გრძნობენ.

არადა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის #1415 რეზოლუცია და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი დარჩენილი მედიის საქმიანობას საქართველოში აფასებს ეპითეტით _ "თვითცენზურული"...

"ჩვენ არავის მონები არ ვართ, ჩვენ თავისუფალი ჟურნალისტები ვართ და არავის წინაშე

არაფერი დაგვიშავებია..."

თეა ადეიშვილი, ჟურნალისტი: "დაახლოებით, 9:45 წუთზე მე და ჩემი კოლეგები: ზაზა წულაძე, მაია ასათიანი და თიკო ფეიქრიშვილი ბუფეტში საინფორმაციო გამოშვებას ვუყურებდით, როცა შენობაში საშინელი ხმაური ატყდა. ამოვვარდი შენობის პირველ სართულზე მთავარ შესასვლელთან, სადაც დაბნეული და შეშინებული ხალხი უკვე თავშესაფარს ეძებდა. ოპერატორები კამერების მოსატანად გარბოდნენ. ჩემ თვალწინ შენობაში შემოვარდა შავ ფორმაში ჩაცმული რამდენიმე ნიღბოსანი. თავზე რკინის ჩაფხუტებით, გრძელი ხელკეტებით და ავტომატებით. რამდენადაც მახსოვს, მათ ჰქონდათ ფარნები და ფეხზე შებმული მწვანე იარაღი, სავარაუდოდ, დანები. ყველანი შეგვყარეს არქივისა და "ნიუს რუმს" შორის მდებარე კორიდორში და ძირს დაგვაწვინეს. ჩვენ წინ, დაახლოებით, კბილებამდე შეიარაღებული 10 სპეცრაზმელი იდგა. ზოგიერთი მათგანი ოთახში დარბოდა, ზოგს კი მიზანში ვყავდით ამოღებული და გვიყვიროდნენ, რომ არ გავნძრეულიყავით. ჩვენ მათ ვთხოვდით, რომ არაფერი დაეშავებინათ ჩვენთვის, რომ ჩვენც ქართველები ვიყავით და ჩვენ უკან ჩვენი შვილები და ოჯახები იყვნენ. ისინი გვიბრძანებდნენ, გავჩუმებულიყავით. დაიწყეს ტელეფონების ძალით წართმევა.

...ოთახი სავსე იყო სპეცრაზმელებით, ყველა მათგანს ნაქსოვი შავი ნიღაბი ეკეთა, შავი ქურთუკი ეცვა. ზოგიერთ მათგანს არ ჰქონდა ავტომატი. იატაკზე დაყრილი ხალხი პანიკაში იყო, სპეცრაზმელები ოთახში დააბოტებდნენ და ტელეფონებს აგროვებდნენ, ცდილობდნენ ჩვენი ხმა თავიანთი ღრიალით დაეფარათ. ჯერ კიდევ ჩანდა საინფორმაციო სტუდია, დაბნეული სპეცრაზმელები ღრიალებდნენ: "ესენი ისევ ეთერში არიან, ამათი დედაო"... დავინახე, როგორ შემოცვივდნენ ოთახში პანიკაში ჩავარდნილი "ქრონიკის" თანამშრომლები, უკან სპეცრაზმელები მოსდევდნენ "ბადრის მონების" ძახილით.

ერთ-ერთ მათგანს _ ანი იასაშვილს ასთმის შეტევა ჰქონდა და წამალს ითხოვდა. ჩვენ ვეხვეწებოდით სასწრაფო მოეყვანათ, გოგონას უკვე სუნთქვა უჭირდა, თუმცა, შეიარაღებული ნიღბოსნები განძრევის უფლებას არ გვაძლევდნენ. ერთ-ერთმა თავდამსხმელმა შენიშნა, რომ ანის სიცოცხლე რეალური საფრთხის ქვეშ იდგა და ნება დართო მისთვის წამალი მიეცათ. გოგონა შოკში იყო და ისტერიულად ეძებდა ასთმის საწინააღმდეგო წამალს სხვადასხვა ჩანთაში. მე ამ დროს უკვე სკამზე ვიჯექი ანის გვერდით, ჩვენთან ერთად თამუნა ჩიხლაძე იყო, რომელიც ცდილობდა ანის დახმარებოდა. მახსოვს, როგორ მოძებნა წამალი. ანი ნიღბოსნების თანხლებით გარეთ გაიყვანეს. მითხრეს, რომ შემეძლო გარეთ გავსულიყავი.

... ზედა სართული თითქმის დაცლილი იყო თანამშრომლებისგან. "ნიუს რუმში" იარაღიანმა თავდამსხმელმა შემიყვანა, სადაც სკამებზე ისხდნენ საეთეროდან გამოყრილი ჩემი თანამშრომლები, მათ შორის იყო ჩემი ფეხმძიმე მეგობარი _ დიანა ტრაპაიძე, რომელზეც განსაკუთრებით ვნერვიულობდი. მთელ შენობაში საშინელი პანიკა სუფევდა. გოგონები ტიროდნენ. ჩვენს გაჩუმებას ჩვენი თავდამსხმელები "ბადრის მონებოს" ძახილით ცდილობდნენ. საშინელი პროტესტის გრძნობა გამიჩნდა. ხმამაღლა დავიწყე ახსნა, რომ ჩვენ არავის მონები არ ვართ, რომ ჩვენ თავისუფალი ჟურნალისტები ვართ და არავის წინაშე არაფერი დაგვიშავებია..."

მაია ასათიანი (ჟურნალისტი): "2007 წლის 7 ნოემბერს, დაახლოებით, 20:45 წუთზე ვიმყოფებოდი ტელეკომპანია "იმედის" სასადილოში.

უეცრად გავიგონე ხმაური. პირველ სართულზე ასვლისთანავე დავინახე, რომ შენობის ფოიე შავ სამოსსა და ამავე ფერის ნიღბებში ჩაცმულ და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულ ადამიანებს დაეკავებინათ. მივხვდი, რომ ზემოთ, პირველ სართულზე ასვლას უკვე აზრი აღარ ჰქონდა. ამიტომ, ისევ უკან, სასადილოში გამოვიქეცი. ასევე სირბილით, ეგრეთ წოდებული, სპეცრაზმელები მომყვებოდნენ. სასადილო ოთახში ამ დროისთვის დაახლოებით 10 ადამიანი იმყოფებოდა. ჟურნალისტები მათ შორის, მე და ზაზა წულაძე ვიყავით.

სასადილოში შემოსვლისთანავე, საშინელი ყვირილით ყველას მოგვთხოვეს, დავწოლილიყავით იატაკზე. მე შევეცადე სამზარეულოში დავმალულიყავი, მაგრამ ავტომატით შეიარაღებულმა სამხედრო ტანსაცმელში ჩაცმულმა ადამიანმა ყვირილით მოითხოვა, ყველა ადგილზე გაჩერებულიყო. ამის შემდეგ, სამზარეულოდან სასადილო ოთახში გაგვიყვანეს და ხმამაღლა მოითხოვეს იატაკზე დავწოლილიყავი. გავხდი შეუძლოდ. ამივარდა ტირილი. სასადილოს ერთ-ერთ თანამშრომელს სპეცრაზმელმა უფლება მისცა ჩემთვის წყალი მოეწოდებინა. ნება მომცეს, იატაკზე ნახევრად წამოწოლილ მდგომარეობაში ვყოფილიყავი. ამ დროს ტელეკომპანიის ბარში ჩამოკიდებულ ტელევიზორში ვხედავდი, რომ "იმედი" ჯერ კიდევ ეთერში გადიოდა. თუმცა ვინ იყო კადრში, ეს, სამწუხაროდ, არ ჩანდა. ცოტა ხნის შემდეგ დავინახე, რომ მაუწყებლობა გამოირთო..."

ლევან ვეფხვაძე ("დროების" ყოფილი პროდიუსერი): "7 ნოემბერს ვიმყოფებოდი სამსახურში. დაახლოებით, 8:30 შევედი პოლიტიკური პროგრამების დირექტორის ოთახში...

დაახლოებით 10 წუთში, ჩვენი თანამშრომლების ერთი ჯგუფი ყვირილით _ "ტელევიზიაში სპეცნაზი შემოვარდა", გაიქცა კინოსტუდიის ფლიგელისკენ... მე გამოვედი დერეფანში და დავაპირე ქვევით, მეორე სართულზე ჩასვლა. თუმცა კიბის უჯრედიდან მკაფიოდ ისმოდა შეძახილები "ყველანი დაწექით ძირს". მე შევჩერდი და შევედი გიორგი თარგამაძის მისაღებში, სადაც ჩართული იყო ტელევიზორი და ჩვენს ეთერში დავინახე, როგორ დაჯდა გიორგი თარგამაძე პირდაპირ ეთერში და დაიწყო საუბარი.

ამ დროს უკვე მესამე სართულის დერეფანში გაისმა შეძახილი "ყველანი ძირს" და გამოვედი დერეფანში. დავინახე სამი ადამიანი სპეცრაზმელის ფორმაში და სახეზე ნიღბით. მათ ეკიდათ ჩემთვის უცნობი ტიპის პატარა ზომის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები. პირველი შეძახილი იყო _ "დროზე, იატაკზე დაწექით"! რა უნდოდათ ჩვენგან, ან რატომ უნდა დავწოლილიყავით იატაკზე, მათ არ განგვიმარტეს. თუმცა, ალბათ იმიტომ, რომ დერეფანი იყო ვიწრო, მათი ბრძანება "დაწექით" შეიცვალა _ "კედელზე!" "პირით კედლისკენ!". მე დავემორჩილე მათ ბრძანებას და შევტრიალდი კედლისკენ. ამ დროს ოთახებიდან გამოიყვანეს თანამშრომლები. ჩემ გვერდით აღმოჩნდა რეჟისორი დათო კიკვაძე მარჯვნიდან. ხოლო მარცხნივ, მეორე კედელზე იყვნენ რუსუდან ცხომელიძე და ლიზი ვაჩნაძე. რუსუდან ცხომელიძე შავფორმიანი ნიღბოსნებისგან ითხოვდა პასუხს, რატომ იყო იგი კედელზე მიყენებული, მაგრამ პასუხად ისმოდა _ "მოკეტე".

... მე დერეფნის გასწვრივ ვუყურებდი შავფორმიანების სართულზე მოძრაობას. მესამე სართულიდან ჩანს ნიუსის სტუდია და ისინი, როგორც ჩანს, უყურებდნენ თარგამაძეს. ჩემ გვერდით მდგომმა, ჩემზე დაბალმა შავნიღბიანმა მომცა შენიშვნა "ნუ იყურები!" როცა ამ ბრძანებას არ დავემორჩილე, ჩემთან მოვიდა უფრო ასაკოვანი, დაახლოებით, 45 წლის შავნიღბიანი მამაკაცი, რომელსაც ხელში ეჭირა ელექტროშოკი და მითხრა: "ხომ იცი, რა არის საჭირო, რომ პრობლემები არ შეგექმნას? შეტრიალდი და არ მობრუნდე". "თუ ამით რამე გვეშველება, კი, ბატონო", _ ვუპასუხე. ამ დროს მუდმივად მესმოდა შეძახილები "სად არის კამერების ოთახი, სად არის მე-4 სართულზე ასასვლელი, სად არის არქივი?"

ლევან ჯავახიშვილი (ჟურნალისტი): "2007 წლის 7 ნოემბერს, დაახლოებით 9 საათზე, ჩემს კოლეგასთან, სოფო მოსიძესთან ერთად პირდაპირ ეთერში მიმყავდა საინფორმაციო პროგრამა. გამოშვების რეჟისორმა გვაუწყა, რომ შენობაში სპეცდანიშნულების რაზმი შემოვიდა, რაც ჩვენ პირდაპირ ეთერში გადავეცით.

მოგვიანებით, სტუდიაში შემოვიდა გიორგი თარგამაძე, რომელმაც პირდაპირი ეთერი გააგრძელა. ჩვენ, მე და სოფო მოსიძე შევედით საეთეროში, სადაც ჩვენი კოლეგები იყვნენ. საეთეროში პანიკა იყო ატეხილი. გოგონები ნერვიულობდნენ. ცოტა ხანში საეთეროს კარში ბრახუნი გაისმა, შემდეგ კი კარი შემოამტვრიეს და დაიყვირეს _ "ყველანი მიწაზე დაწექითო."

უცებ საგრიმიოროდან საეთეროში, ვიზაჟისტი ნათია ქარქაშაძე ცემა-ცემით შემოათრიეს და ძირს დააგდეს. მას აგინებდნენ. სპეცრაზმელები გამოირჩეოდნენ სისასტიკით. იგინებოდნენ და ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღს ჩვენკენ იშვერდნენ. დაახლოებით, 15 თანამშრომელი საეთეროდან პირველ სართულზე ჩამოგვიყვანეს, სადაც უამრავი ადამიანი მიწაზე ჰყავდათ დაწვენილი ისე, როგორც მხატვრულ ფილმებშია. მათ თავზე ნიღბიანები ედგნენ და იარაღის ლულები ჰქონდათ მიშვერილი. ზოგიერთი სპეცრაზმელი გოგონებს აგინებდა _ "თქვე ბადრის პუტანკებოო". მე ერთ-ერთმა ნიღბიანმა მითხრა: "დაგენძრათ ბადრის ლეკვებოო", თან ავტომატის კონდახი მომიღერა.

მოგვიანებით, შენობიდან გარეთ ეზოში გამოგვიყვანეს და ტერიტორიის დატოვება გვიბრძანეს. ჩვენ დავემორჩილეთ. ლუბლიანას ქუჩა ჩაბნელებული იყო. გარეთ სასწრაფო დახმარების მანქანები და სხვა ტელეკომპანიის წარმომადგენლები იდგნენ. ქუჩაში გამოსვლისას ვიკითხე, მანქანას გამატანთ თუ არა-მეთქი. რაზეც მიპასუხეს _ არაო. როდესაც ლუბლიანას ქუჩაზე გამოგვიყვანეს, კარები ჩაგვიკეტეს, უცებ გინება და სროლის ხმა გავიგე. ლუბლიანას ქუჩაზე სპეცრაზმი, ე.წ. რობოტები იდგნენ, რომლებიც ჩვენს დასარბევად გამოემართნენ. მე გაქცევა ვერ მოვასწარი, ორი ტყვია (რეზინის) ფეხებში მომხვდა. როცა შემოვტრიალდი და გავიქეცი ორი (რეზინის) ტყვია ზურგში მომარტყეს, თან გვაგინებდნენ. საავადმყოფოებამდე გვდიეს, დაახლოებით, 10-12 წუთი. თავს დიღმის მანქანის ბაზრობაზე გაქცევით ვუშველე..."

P.შ. როდესაც, "იმედის" დარბევის შემდეგ, საქართველოში ტელევიზიის აღდგენის მიზნით ცნობილი უფლებადამცველი ადამ მიხნიკი ჩამოვიდა, ერთ-ერთ შეხვედრაზე, რომელიც მან მედიისთვის მოაწყო, განაცხადა: "იმედის" ჟურნალისტებზე ზეწოლის შესახებ, ხელისუფლების წარმომადგენლებს ვესაუბრე და მითხრეს, რომ მათზე არანაირი ზეწოლა არ არის. მოითხოვეს კონკრეტული პირების დასახელება. მუქარა კი იმას ნიშნავს, რომ კონკრეტულ პირებს თავიანთი თავის დასახელების შეეშინდებათ. სიმართლე გითხრათ, პასუხი ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან პოლონეთშიც ასე ხდებოდა. მაგრამ, ერთი ცნობილი გამონათქვამისა არ იყოს, "დემოკრატიისთვის ბრძოლა ნევის პროსპექტზე სეირნობა არ არის". ბუნებრივია, იქნება მუქარაც და იქნება ზეწოლაც _ მაგრამ, ვისაც დემოკრატიისთვის ბრძოლა გადაუწყვეტია, ამასაც უნდა გაუძლოს და უარესსაც!"




 ახალი ამბები
  • დღეიდან, ლიბერთის ბარათით Apple Pay-ს საშუალებით გადახდისას ლიბერთის მომხმარებელი 5%-იან ქეშბექს მიიღებს (R)ლიბერთის ბარათების მფლობელები, აღნიშნული აქციით მხოლოდ ლიბერთის პოსტერმინალებით გადახდისას ისარგებლებენ. აქციის ფარგლებში მაქსიმალური ქეშბექის რაოდენობა 50 ლარია. ლიბერთის მომხმარებლები, Apple Pay-ს მარტივი, უსაფრთხო და კონფიდენციალური გადახდის სისტემით მთელი ქვეყნის მასშტაბით, ლიბერთი ბანკის პარტნიორ ორგანიზაციებში 3 სექტემბრიდან უკვე სარგებლობენ. Apple Pay-ს გამოყენება და მასში ბარათების დამატება მარტივია. მაღაზიებში, Apple Pay-ს გამოყენება შესაძლებელია iPhone SE, iPhone 6 და მის შემდეგ გამოშვებული მოდელების, ასევე Apple Watch მოწყობილობების ... ...
  • პრემიერი: მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირების ასე შეწყალება მიუღებელიასაქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებული სამი ადამიანის შეწყალება პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამაც გააკრიტიკა. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, ამ მხრივ საკანონმდებლო ცვლილებები აუცილებელია. „შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციაა, თუმცა ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია პოლიციელის მკვლელის და საერთოდ მკვლელის, მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირების ასე შეწყალება. რა თქმა უნდა, აქ საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებებიც, რაც დასტურდება იმ ნაბიჯით, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა გადადგა - გამოაცხადა მორატორიუმი. უნდა იყოს საერთო მსჯელობა პარლამენტთან ერთად და რა თქმა უნდა, რაღაც ფილტრები უნდა გაჩნდეს იმისთვის, რომ მძიმე დანაშაულში, განსაკუთრებით მკვლელობისთვის მსჯავრდებული ადამიანები, ასეთი ფორმით არ შეიწყალონ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 18 სექტემბერს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საპარლამენტო მდივან დიმიტრი გაბუნიას ნაცვლად ბრიფინგი თავად გამართა და განაცხადა, რომ წესების ცვლილებამდე პატიმრების შეწყალებაზე მორატორიუმს აცხადებს. ბოლო დღეების განმავლობაში პრეზიდენტ ზურაბიშვილს 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით მსჯავრდებულების შეწყალებასთან, კონკრეტულად კი რამდენიმე მსჯავრდებულის შეწყალებასთან დაკავშირებით აკრიტიკებენ. საუბარია 2014 წელს პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის, 2004 წელს დავით ოთხმეზურის მკვლელობისა და 1994 წელს გიორგი ქოიავას მკვლელობისთვის მსჯავრდებულების შეწყალებაზე. მმართველი გუნდი და ოპოზიცია პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან ამ საკითხის ირგვლივ დამატებით განმარტებებს მოითხოვენ. მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით პრეზიდენტმა სულ 34 მსჯავრდებული, მათ შორის 1 არასრულწლოვანი და 8 ქალი შეიწყალა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ შეწყალებულთა შორის ერთ-ერთი პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულიც იყო, რასაც საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა. 29 აგვისტოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ ფაქტის განმარტებას არ აპირებს, რადგან შეწყალება მისი დისკრეციული უფლებაა. სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების შემდეგ, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მოქმედი შეწყალების კომისია რამდენიმე წევრმა დატოვა. მაშინ ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ კომისიის დაკომპლექტებაზე მუშაობა დაიწყეს, თუმცა ჯერჯერობით კომისია არ მოქმედებს. კრიტიკის ფონზე 6 სექტემბერს სალომე ზუაბიშვილი გამოვიდა ინიციატივით, რომ შეწყალების გამოყენების უფლება დროულად დაიხვეწოს. 2019 წლის მარტში ცნობილი გახდა, რომ შეწყალების კომისია იუსტიციის სამინისტროში ... ...
  • იუსტიციის მინისტრი გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრების მიერ მოყვანილი მოსავლის აღებას დაესწრო (R)„ჩვენ მიერ გლდანში გაზაფხულზე შემოტანილი პროექტის შედეგად, მსჯავრდებულები უკვე მოსავალს იმკიან და ფინანსურ შემოსავალსაც იღებენ“, _ ასე დაიწყო საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა N8 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულებთან შეხვედრა.  მინისტრი გლდანის N8 პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე 2019 წლის გაზაფხულიდან მოქმედ სასოფლო-სამეურნეო პროექტის ფარგლებში, მსჯავრდებულების მიერ მოყვანილი მოსავლის აღების პროცესს დაესწრო. დღეს პატიმრებმა  შემდეგი მოსავალი აიღეს - ორ-ორი სახეობის ლობიო და ჭარხალი, კიტრი, პომიდორი, რეჰანი, შაშკულავი და ოხრახუში, ასევე ჟოლო.   პროექტში 7, გრძელვადიანი საპატიმრო სასჯელის მქონე პირია ჩართული. აღსანიშნავია, რომ აღებული მოსავლის რეალიზაციას, საფრანგეთ-საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატის მხარდაჭერით, პატიმრები  ერთ-ერთ დიდ სუპერმარკეტში ახორციელებენ. გარდა ამისა, მსჯავრდებულების მიერ მოყვანილ პომიდორსა და იისფერ ლობიოს კერძების დასამზადებლად კაფე "ლიტერა” ყიდულობს. პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული თანხა პროექტში დასაქმებული პატიმრების შემოსავლის წყაროა. დღეისათვის, პროექტის ფარგლებში პატიმრებს 2000 ლარამდე შემოსავალი აქვთ მიღებული. თანხის ერთი ნაწილი მათ პროექტის დაფინანსებას დაუთმეს, ხოლო დანარჩენი თანხა მათ ბარათებზე შემოსავლის სახით დაირიცხა. დღესვე,  მინისტრმა პროექტში მონაწილეობისთვის მადლობის სიგელები გადასცა პროექტის  მხარდამჭერი სსიპ "სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი"-ის აგრონომებს, ზვიად ბობოქაშვილს, ირმა ირემაშვილს და ფრიდონ სანაიას, რომლებიც მსჯავრდებულებს პროდუქციის მოყვანაში უწევენ დახმარებას. ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ტაბატაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ხანიშვილი, საფრანგეთ - საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატის პრეზიდენტი, ანტუან ლორენ ბარდონი, „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“, "სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი"-სა და ევროკავშირის წარმომადგენლები დაესწრნენ. მინისტრის თქმით, მსგავსი ტიპის პროექტში მონაწილეობა ე.წ. დახურული ტიპის დაწესებულების მსჯავრდებულებისათვის საუკეთესო საშუალებაა ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და პატიმართა რეაბილიტაცია - რესოციალიზაციისათვის. პროექტი, რომლის ფარგლებშიც N8 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულები სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმდნენ, გაზაფხულზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ინიციატივითა და საფრანგეთ -საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატის, ასევე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქტიური ხელშეწყობით შემუშავდა. პროექტის მიზანია, დაწესებულებაში მყოფი სრულწლოვანი მსჯავრდებულების, მათ შორის, უვადო სრულწლოვანი პატიმრების დასაქმება. პროექტის მხარდამჭერები საფრანგეთ-საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატასთან ერთად არიან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო, სსიპ "სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი" და შპს "სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანია". ... ...
  • მაია მელიქიძის ინიციატივით ენერგო წყაროების ლაბორატორია დაფუძნდა (R)საქართველოში პირველად, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში განახლებადი ენერგო წყაროების ლაბორატორია გაიხსნა. RES Lab-ის შექმნის მიზანია საქართველოს ენერგეტიკის სექტორში მოქმედი კომპანიების წინაშე არსებული გამოწვევების განხილვა, შესაბამისი კვლევების განხორციელება და კონსულტაციების გამართვა. ლაბის ფარგლებში შეიქმნება სადისკუსიო პანელი, სადაც კერძო და სახელმწიფო ინსტიტუციები გაერთიანდება. პანელური შეხვედრების ფორმატში მუდმივად განიხილება კვლევების შედეგები, რეკომენდაციები და მისი განხორციელების გზები საქართველოში.  ლაბორატორიის ფარგლებში ეტაპობრივად გაწევრიანდებიან სხვადასხვა ორგანიზაციები, წევრობა არ ითვალისწინებს ფინანსურ კონტრიბუციას და მოიაზრებს მხოლოდ ინტელექტუალურ და აკადმიურ პარტნიორობას. განახლებადი ენერგო წყაროების ლაბორატორიის დაფუძნების ინიციატორია სემეკის წევრი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წარმომადგენელი მაია მელიქიძე. ... ...
  • ჩოხატაური-ლეჟაისკი _ დიდი სამომავლო გეგმებიმიმდინარე წლის 4-11 სექტემბერს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დელეგაცია, საკრებულოს თავმჯდომარის ზაალ მამალაძის, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის მინდია ჟღერიას, საკრებულოს აპარატის სპეციალისტების ჯუმბერ ბერძენიშვილისა და ნაზი ბერძენიშვილის შემადგენლობით, ოფიციალური მიწვევით იმყოფებოდა პოლონეთის ქალაქ ლეჟაისკში. დელეგაციის წევრები დაესწრნენ ყოველწლიურ ტრადიციულ შემოდგომის ფესტივალს, რომელშიც მონაწილეობა იღებს, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის მუნიციპალური სამსახურები, სოფლების თვითმმართველობები, ასევე, პოლონეთის პარლამენტის წევრები და საეკლესიო პირები. ვიზიტის დროს გახორციელდა რამდენიმე სამუშაო შეხვედრა უშუალოდ ქალაქ ლეჟაისკის თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან, სადაც სტუმრები ადგილზე გაეცნენ თვითმმართველობის მუშაობის წარმატებულ პრაქტიკას. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელები ესტუმრნენ ლეჟაისკის სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებელს. საკრებულოს თავმჯდომარის ზაალ მამალაძის ინიციატივით მოლაპარაკებები ჯერ კიდევ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში პოლონეთის დელეგაციის სტუმრობისას დაიწყო, მომავალში იმ გამოცდილების გაზიარების შესახებ, რომელიც ქალაქ ლეჟაისკში არსებულ აღმოსავლეთი ევროპის მასშტაბით წარმატებულ სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებელს გააჩნია. ამ ეტაპზე შეთანხმება მიღწეულია, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი პროფესიული სასწავლებლის მშენებლობის დასრულებისა და ფუნქციონირების დაწყების შემდეგ, პოლონეთის მხარე დახმარებას გაუწევს სასწავლებელს, როგორც საგანმანათლებლო კუთხით, ასევე, შესაძლებელი იქნება გაცვლითი პროგრამების გახორციელება. პოლონეთის მხრიდან, ასევე, გამოითქვა მზაობა, მოხდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის და ქალაქ ლეჟაისკის რამდენიმე სკოლის დამეგობრება, გამოცდილების გაზიარება და სამომავლოდ ერთობლივი პროექტების გახორციელება. 2020 წლის ივნისში, ქალაქ ლეჟაისკში გაიმართება კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის 20-ზე მეტი მაღალი დონის შემსრულებელი, მათ შორის სპეციალური სტუმრის სტატუსით მიწვეულია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლი „ამაღლება, რომლის გამოსვლებს ფესტივალის ერთი დღე მთლიანად ... ...

არქივი

ზაფრანი

საკვები, რომელიც ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია

ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია კვებასთან....

მუდმივად დაამატეთ სოდა თქვენს ყავას

სოდას უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია....

სიმართლე სანთლების შესახებ

ზოგიერთი სურნელოვანი სანთელი ორგანიზმისთვის მავნებელი...

სანამდე მივყავართ უძილობას

გარკვეული მიზეზების გამო, ხშირად გიწევთ...

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...

ქალები, რომელთა შეყვარებასაც მწარედ ინანებთ

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი,...
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...