წამებულთა გზა _ "აისისის" შემზარავი კადრები და ტერორიზმს გამოქცეული ლტოლვილები
ერაყისა და სირიის ისლამური სახელმწიფოს ტერორისტული დაჯგუფება "აისისი" სისტემატურად აქვეყნებს ასირიელების წამებისა და დახოცვის შემზარავ კადრებს. საქართველოში მცხოვრები ასურელები კი მსოფლიოს მხრიდან რეაგირებასა და დახმარებას ითხოვენ. ისინი სირიასა და ერაყში მყოფ ასურელებთან კავშირს დღემდე ინარჩუნებენ. ნახეთ პოსტსკრიპტუმში გასული "აისისის" შემზარავი კადრები, ტერორიზმს გამოქცეული ლტოლვილები და საქართველოში მცხოვრები ასურელები.