საერთო სასამართლოების სისტემაში 5 მოსამართლე საქმიანობას 10-წლიანი ვადის გასვლის მიუხედავადაც აგრძელებს

სამართალი

საერთო სასამართლოების სისტემაში 5 მოსამართლე საქმიანობას 10-წლიანი ვადის გასვლის მიუხედავადაც აგრძელებს

2015 მაი 19 18:22:42

ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატები" საქართველოს იუსტიციის უმაღლესს საბჭოს მიღებული გადაწყვეტილების განმარტებებისკენ მოუწოდებს, რომლის თანახმადაც, საერთო სასამართლოების სისტემაში, მოქმედ ხუთ მოსამართლეს, 10-წლიანი სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდგომ, მოსამართლედ საქმიანობის პერიოდი გაურკვეველი ვადით გაუხანგრძლივდა.

"ახალგაზრდა ადვოკატების" ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, საზოგადოებისთვის ცნობილი ხდება ორგანიზაციის მონიტორინგის შედეგები, რომლის მიხედვითაც, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, ლევან მუსერიძის 2014-2013 წლებში მიღებული გადაწყვეტილებებით, თბილისის საქალაქო სასამართლოსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს, სულ ხუთ მოსამართლეს, 10-წლიანი სამოსამართლო უფლებამოსილების დასრულების შემდგომ, საქმიანობის პერიოდი გაურკვეველი დროით გაუგრძელდათ. აღნიშნული მოსამართლეები არიან თბილისის საქალაქო სასამართლოდან: კობა გოცირიძე, ნინო ონიანი, ზვიად ესებუა, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოდან: ლეილა მამულაშვილი და ნანა კობახიძე. მათ რიცხვში იმყოფებოდა მოსამართლე მიხეილ ბებიაშვილიც, რომელსაც უფლებამოსილების ვადა გაუგრძელდა 2013 წლის 30 სექტემბერს, ხოლო მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2014 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე.

"ახალგაზრდა ადვოკატების" შეფასებით, მოსამართლეებისთვის 10-წლიანი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდგომ საქმიანობის გახანგრძლივება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტილება არ არის. აღნიშნული გარემოება კიდევ ერთხელ მიუთითებს ტენდენციაზე, როდესაც არ ხდება მოსამართლის სარეზერვო სისტემის ამოქმედება და მოსამართლის ინდივიდუალური როლის გაზრდა. კანონით, მოსამართლეს უფლებამოსილების ვადა შესაძლებელია გაეზარდოს, თუკი ვადის გასვლის დროს, განიხილავს მიმდინარე საქმეებს, თუმცა საკითხის შესწავლამ გამოკვეთა, რომ გახანგრძლივებული უფლებამსოილების მქონე მოსამართლეები, არამხოლოდ წარმოებაში არსებულ საქმეებს განიხილავენ, არამედ მათ ეწერებათ ახალი საქმეებიც, რაც სამოსამართლო უფლებამოსილების გაგრძელების პრინციპებს ღიად ეწინააღმდეგება და ამ თვალსაზრისით, შესაძლებელია, მოსამართლე, რომელსაც 10-წლიანი უფლებამსოილების ვადა გაუვიდა, საქმის განხილვის ტემპიდან და სიმრავლიდან გამომდინარე, სასამართლო სისტემაში კვლავ მრავალი წელი საქმიანობდეს.

"ახალგაზრდა ადვოკატებმა" განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, შეისწავლეს ზემოაღნიშნული მოსამართლეების სამოსამართლო უფლებამოსილების დასრულების, უფლებამოსილების გაგრძელებისა და ამჟამად წარმოებული საქმეების მდგომარეობა.

ნინო ონიანი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებს 2005 წლის 3 მაისიდან. მას მოსამართლის უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა გაუგრძელდა 2013 წლის 5 ივლისს. 2015 წლის 13 იანვრის მდგომარეობით, ნინო ონიანი განიხილავს 37 საქმეს.

კობა გოცირიძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებს 2009 წლის 9 ნოემბრიდან. მას მოსამართლის უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა გაუგრძელდა 2013 წლის 5 ივლისს. 2015 წლის 13 იანვრის მდგომარეობით, კობა გოცირიძე განიხილავს 13 საქმეს.

ზვიად ესებუა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებს 2007 წლის 15 ივნისიდან მას მოსამართლის უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა გაუგრძელდა 2013 წლის 23 დეკემბერს. 2015 წლის 13 იანვრის მდგომარეობით, ზვიად ესებუა განიხილავს 59 საქმეს.

ლეილა მამულაშვილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებს 2003 წლის 26 ივნისიდან. მას მოსამართლის უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა გაუგრძელდა 2013 წლის 22 ივლისს. 2015 წლის 13 იანვრის მდგომარეობით, ლეილა მამულაშვილი განიხილავს 4 საქმეს. აღნიშნულ მოსამართლეს, ბოლო საქმე განსახილველად გადაეცა 2013 წლის 24 ივნისს.

ნანა კობახიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებს 2004 წლის 15 დეკემბრიდან. მას მოსამართლის უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა გაუგრძელდა 2014 წლის 15 დეკემბერს. 2015 წლის 13 იანვრის მდგომარეობით, ნანა კობახიძე განიხილავს 62 საქმეს, 10 კერძო საჩივარს და 10 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეს. აღნიშნულ მოსამართლეს ბოლო საქმე განსახილველად გადაეცა 2014 წლის 11 დეკემბერს.

მიხეილ ბებიაშვილი, რომელიც, მართალია, მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლდა 2014 წლის 12 ნომბერს, მაგრამ წარმოადგენდა იმ მოსამართლეთა შორის, რომელსაც უფლებამოსილების ვადა გაუხანგრძლივდა 2013 წლის 30 სექტემბერს. მიხეილ ბებიაშვილს ბოლო საქმე განსახილველად გადაეცა 2013 წლის 27 აგვისტოს.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული მოსამართლეების უფლებამოსილების ვადის გაგრძელების გადაწყვეტილება, ცალკეულ შემთხვევებში მიღებული აქვს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივან ლევან მურუსიძეს, ცალკეულ შემთხვევებში კი - საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილს. გადაწყვეტილებებში წერია, რომ მოსამართლეებს უფლებამსოილება უხანგრძლივდებათ დაწყებულ საქმეებზე საბოლოო გადაწყვეტილებების გამოტანამდე.




 ახალი ამბები
  • "ილოცეთ მისთვის" _მამა სპირიდონ ნარსიას კორონავირუსი დაუდასტურდაჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა ინწკირველი ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ ეპარქიაში მეორე სასულიერო პირს, მამა სპირიდონ ნარსიას დაუდსტურდა კორონავირუსი. როგორც მეუფე ამბობს, მამა სპირიდონი მკურნალობას სახლის პირობებში გადის. მისივე თქმით, სასულიერო პირის დაინფიცირების წყარო უცნობია.  მეუფე გვთხოვს, ლოცვებში მოვიხსენიოთ სნეულებაში მყოფი სასულიერო პირები _ მამა ანდრია და მამა ... ...
  • არქიტექტორი არჩილ მინდიაშვილი გარდაიცვალაწმინდა სამების საკათედრო ტაძრის არქიტექტორი, არჩილ მინდიაშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ამბავს სოციალურ ქსელში არქიმანდიტრი იოვანე მჭედლიშვილი ავრცელებს. „გარდაიცვალა, ჩვენთვის ძვირფასი და გამორჩეული ადამიანი, არჩილ მინდიაშვილი,  წმინდა  სამების საკათედრო ტაძრის არქიტექტორი. ღმერთმა აცხონოს მისი სული. ამინ.”_ წერს ... ...
  • მეუფე საბა ინწკირველს კორონავირუსი არ დაუდასტურდაჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსს, საბა ინწკირველს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, ამის შესახებ განცხადება მეუფემ თავად გაავრცელა. როგორც ვიდეომიმართვისას მეუფე საბა ამბობს, ეს მას არ აძლევს უფლებას მოდუნდეს და არ გაითვალისწინოს ის რეკომენდაციები, რაც სახელმწიფოს მიერაა ... ...
  • სამტრედიაში დღეს თვითიზოლაციიდან 11 პირი გამოვიდასამტრედიაში დღეს თვითიზოლაციიდან 11 პირი გამოვიდა. ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტში კვლავ სიმშვიდე გვაქვს", _ ,,გურია ნიუსთან" ასე აფასებს 2 აპრილის მდგომარეობით შექმნილ სიტუაციას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სამტრედიის ცენტრის ხელმძღვანელი. მარინა თევზაძის განმარტებით, დღეს თვითიზოლაციიდან თერთმეტი პირი გამოვიდა: ,,ეს ნიშნავს იმას, რომ მათ 14 დღის განმავლობაში ვირუსის არანაირი ნიშნები არ გამოვლენიათ. იყო 51 და თვითიზოლაციაში დარჩა 40 მოქალაქე. იმერეთის საკარანტინე სივრცეში ჩვენი მუნიციპალიტეტის 8 პირი რჩება, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობას ყოველდღიურად ვკითხულობთ და როგორც გვატყობინებენ, კარანტინში მყოფი სამტრედიელების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 6 აპრილამდე, თვითიზოლაციაში რჩება ავტობანზე დასაქმებული 20 მარნეულელი. ყველა მათგანზე მონიტორინგი ყოველდღიურად წარმოებს და ამ ეტაპზე ისინი თავს საუკეთესოდ ... ...
  • გრძელი ფრჩხილები კორონავირუსით დაინფიცირების რისკს ზრდის გრძელი და ხელოვნური ფრჩხილები კორონავირუსით ინფიცირების რისკს ზრდის, რადგან ბაქტერიებს ფრჩხილების ქვეშ შეუძლია დარჩენა, შემდეგ კი ადამიანის სხეულის სხვა ნაწილებზე გადადის, _ ამის შესახებ Galmour-ი წერს. ექსპერტების აზრით, გრძელი ან ხელოვნური ფრჩხილები ცუდი მათთვის, ვინც ხელების სისუფთავეზე ზრუნავს, ამიტომ ადამიანებს მოუწოდებენ ხელების დაბანისას განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ ფრჩხილების შიდა ნაწილზე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...