რა მოხდა რესტორან "თამარიონში" _ "პოლიციის მხრიდან ძალადობას ჰქონდა ადგილი"

სამართალი

რა მოხდა რესტორან "თამარიონში" _ "პოლიციის მხრიდან ძალადობას ჰქონდა ადგილი"

5 ივნ. 2015, 22:23:51

ჰქონდა თუ არა  პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტს ადგილი 24 მაისს, ქალაქ ოზურგეთში, რესტორან “თამარიონის“ ტერიტორიაზე? _ აღნიშნულთან დაკავშირებით, 3 ივნისს, 15 საათზე, ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში, სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლის, ბექა თავდიშვილის  მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 და 173 მუხლებით საქმის განხილვა დაიწყო.

თავდიშვილს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას, ხულიგნობას და დაუმორჩილებლობას ედავებიან.

საქმე ეხება 24 მაისს, რესტორან "თამარიონში" პოლიციასა და რამდენიმე პირს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების ფაქტს. 

„გურია ნიუსთან“ ინციდენტის შესახებ თვითმხილველები საუბრობენ: სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომელი ბექა თავდიშვილი და მისი ნათესავები რესტორნის  მიმდებარე ტერიტორიაზე იყვნენ.

ქორწილის მეორე დღე იყო, იყვნენ ნასვამები და  ხმამაღლა საუბრობდნენ. თავდიშვილს მეუღლე სახლში წასვლას სთხოვდა, იქვე ახლოს იდგა პოლიციის “პიკაპი“, რომელშიც ისხდნენ პოლიციელები. მეუღლეებს შორის  საუბრის დროს, ბავშვმა დაიწყო ტირილი.

ამ დროს გადმოხტა ოთხი პოლიციელი, მივარდნენ ბექა თავდიშვილთან და უთხრეს, უნდა წაგიყვანოთ პოლიციაშიო. ამ ფაქტს შეესწრნენ მათი ახლობლები, რომლებიც სთხოვდნენ პოლიციელებს, გაერკვიათ ისინი, რატომ მიჰყავდათ თავდიშვილი.

ამ დროს პოლიციელმა ბექასთან ერთად რამდენიმე პირს უთხრა, რომ მათაც წაიყვანდა და დააპატიმრებდა. მათ შორის იყო სოფელ კონჭკათში მცხოვრები ნოდარ სირაძეც, რომელიც ბექა თავდიშვილის ახლო ნათესავია.

როგორც აღნიშნული ინციდენტის თვითმხილველები ამბობენ, თავდიშვილი და სირაძე პოლიციას განმარტებებს სთხოვდნენ:

"ცდილობდნენ, გაეგოთ, რა  იყო დაკავების მიზეზი. პოლიციელებმა მათ არ განუმარტეს. ემუქრებოდნენ თავდიშვილს, არ გაგახარებთ, სამსახურიდან გაგათავისუფლებთო. ამ დროს მოვიდა მეორე ეკიპაჟი. უკვე შეიქმნა სერიოზული კონფლიქტი. იქვე მყოფი ადამიანები  პოლიციელებისგან განმარტებებს ითხოვდნენ, რაც არ მოხდა.

 ამ დროს პოლიციელმა დაუწყო ცემა რამდენიმე პირს, რისი ამსახველი ვიდეოკადრებიც არსებობს.

ფაქტობრივად, 6 კაცია ნაცემი _ ნათესავები, მათ შორის, ბექა თავდიშვილის მეუღლე, ასევე, შალვა თავდიშვილის ცოლისძმა, რომელსაც ყელში წაუჭირეს ხელები და ახრჩობდნენ. ვიდეოში ჩანს, ასევე, როგორ ჩაარტყა პოლიციელმა მას კისერში, ამ ყველაფრის ვიდეო მასალა არსებობს, რაც სასამართლოშია წარდგენილი“, _ ამბობენ “გურია ნიუსთან" აღნიშნული ინციდენტის თვითმხილველები.

ნოდარ სირაძის სასამართლო პროცესი უკვე ჩატარდა და მას 300 ლარით ჯარიმა დაეკისრა.

ბექა თავდიშვილის უფლებების დამცველი კახა ჩავლეშვილი ამბობს, რომ მას აღნიშნული ფაქტის ამსახველი ვიდეო ნანახი აქვს, რაც პოლიციელის პატაკთან სრულ წინააღმდეგობაში მოდის.

მისი თქმით, ხულიგნობის ოქმი 25 მაისს არის გატარებული, მაშინ, როცა თავდიშვილი და სირაძე 24 მაისს დააკავეს.

“მაშინ, როდესაც არ არსებობს მათი დაკავების არანაირი საფუძველი, თან, რომ მაპატიმრებ, წარმომიდგინო უნდა _ ვინ ხარ, რატომ მაკავებ. გზაშიც სცემეს  ერთ-ერთი დაკავებული“, _ ამბობს ადვოკატი. ჩავლეშვილს მიაჩნია, რომ თავდიშვილი და სირაძე უკანონოდ არიან დაკავებულები.

“სასამართლოზე მოვითხოვე აღნიშნული პირების დაკავების ვიდეოფირები, ასევე, რესტორან “თამარიონის“ ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის ვიდეო ფირი“, _ აღნიშნავს ჩავლეშვილი და  ვარაუდობს, რომ კადრები აღარ იქნება.

“ბექა თავდიშვილი და ნოდარ სირაძე არიან უკანონოდ დაკავებულები. არც ხულიგნობას ჰქონია ადგილი და არც დაუმორჩილებლობას პოლიციის კანონიერი მოქმედებისადმი. მათთვის არავის განუმარტავს დაკავების მოტივი, არც ადვოკატის შესახებ, სახლში დარეკვაც არ აცალეს. რაც შეეხება თვითმხილველების მონათხრობს, აშკარად პოლიციის მხრიდან ძალადობას ჰქონდა ადგილი. იყო ცემის ფაქტი რამდენიმე ადამიანის მიმართ, ყველა მტკიცებულება წარდგენილია სასამართლოში და იმედი მაქვს, რომ სასამართლო მიიღებს კანონიერ გადაწყვეტილებას. მე ვნახე ის ვიდეოები და დავრწმუნდი, რომ არანაირ ხულიგნობას ადგილი არ ჰქონია“, _ ამბობს თავდიშვილის უფლებების დამცველი. 

აღნიშნულ საქმეზე სასამართლო პროცესი 10 ივნისს გაიმართება.

ბექა თავდიშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლობის ყოფილი კანდიდატის _ შალვა თავდიშვილის ძმაა, რომელიც "ნაციონალური მოძრაობიდან" იყრიდა კენჭს არჩევნებში.

“გურია ნიუსი“ დაუკავშირდა შსს პრესსამსახურს, სადაც განგვიმარტეს, რომ აღნიშნულ საქმეს განიხილავს სასამართლო, შესაბამისად,  ჩვენს კითხვაზე,  ჰქონდა თუ არა პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტს ადგილი, შსს პრესსამსახური კომენტარს არ აკეთებს.




 ახალი ამბები
  • ნათელაშვილი - მართლა სამგლე გოჭებივით თუ ატყდებიან, შეიძლება, ორი ქათამი აღარ დარჩეთ ეზოში„ლეიბორისტული პარტიის“  ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით,  „ქართულ ოცნებას“ ქვეყანა საძარცვავად აქვს ხელში ჩაგდებული და ამაზე უარის თქმა მათთვის წითელი ხაზია, თუმცა ამასთან შეგუება მოუწევთ. „გაზაფხულს დაემთხვა მართლაც შესანიშნავი სიახლე და გაჩნდა იმედები, რომ კრიზისი გადაილახება ახალი საპარლამენტო არჩევნების გზით. ნიკა მელიას გათავისუფლების გარეშე, ქვეყანაში არავითარი პროგრესული პოლიტიკური პროცესი არ განვითარდება და კრიზისი ვერ განიმუხტება. ახლა როგორ გგონიათ, ნელსონ მანდელა ყოფილიყო სამხრეთ აფრიკის ციხეში, აპარტეიდი დამთავრებულიყო ქვეყანაში და ეს მსოფლიოს ეღიარებინა. ასეთი რაღაცები არ ხდება. ამიტომ ვიმედოვნებ, რომ ბატონი ღარიბაშვილი საკუთარი ან თავისი უფროსის ილუზიებიდან ძალიან მალე გამოვა და დაადგება პრაგმატული რეალიზმის გზას. რიგგარეშე არჩევნები მათთვის წითელი ხაზი კი არა, ტრაგედიაა. ქვეყანა ხელში აქვთ ჩაგდებული საძარცვავად, ყველა მოქალაქე პირად მძევლებად ჰყავთ აყვანილი და ასეთი სასიამოვნო ნადავლის ხელიდან გაშვება, რომელიც მათ ეღირსათ სრულიად დაუმსახურებლად, ძარცვით, მოტყუებით, გაყალბებით, უზურპაციით, მართლაც წითელი ხაზი და უზარმაზარი სტრესია. თუმცა ამას ისინი ადრე თუ გვიან შეეგუებიან“, – განაცხადა ნათელაშვილმა. მისივე თქმით, მმართველი გუნდი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე თუ უარს იტყვის, ევროპიდან და ამერიკიდან მოსალოდნელია სანქციების დაწესება. „მას შემდეგ, რაც ღარიბაშვილმა გააკეთა ძალიან ამაყი განცხადება, რომ ახალი არჩევნები არის მათთვის წითელი თუ ლურჯი ხაზი, 15 წუთის შემდგომ ცხვირწინ დაუდეს ექვსპუნქტიანი დოკუმენტის პროექტი, რომლის მეხუთე პუნქტი პირდაპირ საუბრობს ახალ საპარლამენტო არჩევნებზე. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ მართლაც ატყდებიან სამგლე გოჭებივით და უარს იტყვიან ახალ საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც მათ ცხვირწინ დადო ევროსაბჭოს პრეზიდენტმა, ამას მოჰყვება ისეთი სანქციები ევროპიდან და ამერიკიდან, რომ შეიძლება ორი ქათამი აღარ დარჩეთ ეზოში. ეს არის ძალიან რბილი შეფასება, რომ კიდევ უფრო მეტად არ გაუსკდეთ გული. ვფიქრობ, ეს გონივრული კომპრომისია, მით უფრო იმ ფონზე, რომ კარვების კვარტალი პარლამენტის წინ რჩება ადგილზე, მით უფრო იმ ფონზე, რომ 13 მარტს დიდი აქციაა დაგეგმილი და მისი მომზადების ღონისძიებები სრულმასშტაბიანად ხორციელდება ყველა პარტიის მიერ. ამიტომ ეს შუალედური პიკეტირების ფორმატი შეიცვლება, რათა არ ჰქონდეთ იმაზე ტირილის და წუწუნის საფუძველი, რომ აი, ჩვენ გვჩაგრავენ“, – განაცხადა  ... ...
  • "ოპოზიციამ ტელევიზორში თუ არ ნახა რას ჩადიან, ისე ვერ აფასებენ რეალურად მოვლენებს"ოპოზიციამ ტელევიზორში თუ არ ნახა რას ჩადიან, ისე ვერ აფასებენ რეალურად მოვლენებს. მეგონა, განსჯის უნარი ჰქონდათ. მერე, როცა კადრები ნახეს, ეტყობა მიხვდნენ, რომ პიკეტირება არ ვარგა და არ შეიძლება კონსტრუქციულ ნაბიჯად ჩაითვალოს, – აღნიშნული განცხადება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გააკეთა. „არავის დაუძალებია მათთვის სიტყვა პიკეტირების ხსენება და შემდეგ აღსრულება. შესაბამისად, მართლა ძალიან ცუდი იყო, რბილად რომ ვთქვათ, როცა შეთანხმებიდან, მოლაპარაკებიდან რამდენიმე საათში, ახალი ეტაპის დაწყებიდან, მაინც გადავიდნენ პარლამენტის პიკეტირებაზე. წარმოუდგენელი ამბავია გააკეთეს, ბოლოს კარგია, რომ ბოლოს მაინც მიხვდნენ“, – განაცხადა მდინარაძემ. დღეს  ოპოზიციამ საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირება განახორციელა. მოგვიანებით ოპოზიციაში განაცხადეს, რომ აქციების ფორმატი შეიცვლება, „რათა ხელისუფლებას მოლაპარაკების ჩაშლაზე საუბრისთვის ზედმეტი საბაბი არ ... ...
  • თენგიზ ცერცვაძე - საქართველოს კარგი ხარისხის ვაქცინა თუ უნდა, მაშინ მოვითმინოთმეც შეწუხებული ვარ, რომ ვაქცინა იგვიანებს, მაგრამ სამართლიანობაც ხომ არსებობს, – განაცხადა თემის კომენტირებისას თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას. ცერცვაძის თქმით, მსოფლიოში ვაქცინაცია დაიწყო 103-მა ქვეყანამ, საიდანაც ბევრ ქვეყანაში ჩინურსა და რუსულ ვაქცინებს იყენებენ. „შეპირებულ ვადებთან შედარებით ვაქცინის შემოტანა რომ იგვიანებს და გადაიწია სავარაუდოდ 2-3 კვირით, ამას მოჰყვა სერიოზული ვნებათაღელვა და ხმაური. მიდის გარჩევა, თუ რატომ მოხდა, ვისი პასუხისმგებლობაა და ა.შ. ასე ნუ დავაყენებთ საკითხს. ვაქცინების დეფიციტია მთელ მსოფლიოში. ძალიან ბევრ ქვეყანას საქართველოს გარდა აკლია ვაქცინა, ასევე დაირღვა მიწოდების ვადები. არ არის სწორი, როცა ამბობენ, რომ საქართველოს გარდა ყველამ დაიწყო ვაქცინაცია. ეს არის ნათქვამი ტენდენციური, პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანების მიერ. სიმართლე არის ის, რომ მსოფლიოში ვაქცინაცია დაიწყო 103-მა ქვეყანამ. 200-მეტი ქვეყანაა მსოფლიოში და ყველას კი არა, ნახევარზე მეტსაც არ დაუწყია. მთავარი, რასაც არ უნდათ, ჩვენმა ოპონენტებმა მიაქციონ ყურადღება – ამ 103 ქვეყნიდან დიდმა უმეტესობამ ვაქცინაცია დაიწყო ჩინური ან რუსული ვაქცინით, შედარებით მცირე ნაწილმა დაიწყო მხოლოდ ამერიკულ-ევროპული ვაქცინებით. მეც შეწუხებული ვარ, რომ ვაქცინა იგვიანებს, რამეთუ ახლა გვაქვს ძალიან კარგი სიტუაცია, მივაღწიოთ სტაბილიზაციას; გაზაფხულ-ზაფხულის მერე, ყველაზე კარგი ეპიდსიტუაცია გვაქვს და მინდა, ეს რაც შეიძლება ჩქარა გამაგრდეს საყოველთაო ვაქცინაციით, მაგრამ სამართლიანობაც ხომ არსებობს. არ შეიძლება ასე ლაპარაკი. რუსულს არ ვახსენებ, რადგანაც რუსული არც ნდობას არ იმსახურებს და პოლიტიკურად მიუღებელია. კარგიც რომ აღმოჩნდეს, მასზე უარს იტყვის საქართველო. ჩინეთი ხომ პოლიტიკურად ნეიტრალურია. ჩვენ მზად ვიყავით ჩინური ვაქცინის შემოსატანად დიდი ხნის წინ და გახსოვთ, რა ამბავი ატყდა? ზუსტად იგივე ანგაჟირებულმა ტელევიზიებმა, პოლიტიკურმა ოპოზიციურმა ჯგუფებმა, რიგმა ექიმებმა, გახსოვთ, როგორი აღშფოთება გამოხატეს. ხალხს პირდაპირ ზაფრავდნენ, რომ საქართველო არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს ჩინური ვაქცინის შემოტანას; ჩვენ გვინდა ყველაზე კარგი ხარისხის ვაქცინა და ა.შ. კი, ბატონო, ისმინა ქვეყნის ხელმძღვანელობამ მათი და არ შემოიტანა ჩინური ვაქცინა. ველოდებით საერთაშორისოდ აღიარებულ ამერიკულ-ევროპულ ვაქცინას. როცა ჩინური ვაქცინით აცრა დაიწყო ჩვენი მეზობლების უმეტესობამ და მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ, ახლა ამას დანაშაულად გვითვლიან, რომ აი, აზერბაიჯანმა, თურქეთმა დაიწყეს, თქვენ ვერ დაიწყეთო. არ შეიძლება ასეთი ორმაგი სტანდარტი. ან ერთი პოზიცია დაიკავეთ, ან მეორე; პოზიცია დაიკავეთ, რომ საქართველო უნდა დაელოდოს კარგი ხარისხის ვაქცინას და მაშინ უნდა მოვითმინოთ ორი-სამი კვირით გადავადება, ან არ უნდა ვთქვათ უარი ჩინურ ვაქცინაზე. მაშინ ჩვენც გავუტოლდებით იმ ქვეყნებს, ვინც დაიწყო ჩინური ვაქცინით აცრა“, – განაცხადა ცერცვაძემ. თენგიზ ცერცვაძის თქმით, საქართველო ისეთივე წარმატებული იქნება ვაქცინაციაში, როგორც ზოგადად, კოვიდის მართვაში. „ასე რომ, ვიყოთ სამართლიანები. ნუ არის სულ ქილიკი, ლანძღვა, ნიშნის მოგება იმაზე, თუ რატომ დაიგვიანა ორი-სამი კვირით ვაქცინამ. იმ ქვეყნებში, რომლებსაც გვახარბებენ – რუანდა, განა და ა.შ. იმ ქვეყნების მიმართ მსოფლიოს დამოკიდებულება სხვაა, მათ შორის „კოვაქსის“ და გაერო-სი. იქ აგზავნიან ჰუმანიტარულ დახმარებას, სასმელ წყალს, აგზავნიან ორცხობილებს. გასაგებია, მათ ასე უდგებიან იმიტომ, რომ იქ შიმშილია, ძალიან ღარიბი ქვეყნები არიან და „კოვაქსს“ თავისი წესები და კანონები აქვს. ამ წესებით და კანონებით ასეა და ჩვენ ხომ არ შევაცვლევინებთ რეგულაციებს. ამიტომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია და დამიჯერეთ, აკეთებს ჩვენი ხელმძღვანელობა, სამინისტროც, მთავრობაც და უსამართლობა, ტენდენციურობა, ქილიკი, ლანძღვა და საყვედური ამაზე, თითქოს ვინმეს ბრალი იყოს, რომ ვაქცინამ დაიგვიანა. ეს არის სიტუაციის ბრალი და იმის ბრალი, რომ ვაქცინების დიდი დეფიციტია ბაზარზე, მაგრამ საქართველო მიიღებს ვაქცინებს. დაიჯერეთ, შეიძლება მცირედი დაგვიანებით, მაგრამ მიიღებს და სამაგიეროდ, ჩვენ მივიღებთ გამართულად, ეტაპობრივად და საკმარისი რაოდენობით. როდესაც გამოდიან ნიშნის მოგებით ჩვენი ოპონენტები და სამწუხაროდ, სიხარულით ამბობენ, რომ საქართველო ვერ შეასრულებს ვაქცინაციის წლის გეგმას, დამთავრდება ეს წელი, შევხვდებით ერთმანეთს და ვნახავთ, ჩვენ შევასრულებთ ვაქცინაციის წლიურ გეგმას და შევასრულებთ წარმატებით, როგორც დღემდე, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია კოვიდის მართვაში ზოგადად, ასეთივე წარმატებული ვიქნებით ვაქცინაციაში. მე ასე ვთვლი“, – განაცხადა თენგიზ ... ...
  • „თუ განაჩენი დაუმსახურებლად დადგება... “ - შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულის მშობელიფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების სასამართლო სხდომა დასრულდა. სხდომის ბოლოს მათ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვეს, მოსამართლე კი სათათბიროდ გავიდა. ჯერჯერობით უცნობია, როდის გამოაცხადებს იგი საბოლოო განაჩენს. ერთ-ერთი ბრალდებულის, ვახტანგ ჩიქოვანის დედის, ნინო გოგილაშვილის განცხადებით, თუ მის შვილს მოსამართლე გაამტყუნებს, ამას გაასაჩივრებს და გააპროტესტებს. "რომელი ბრალი? ვახოს გარედან ვუსმენდი და ბოლო სიტყვები რაც მოვისმინე ეს ჰქონდა, რომ თუ მესვრით და მომკლავთო, აუცილებელი არ არის, ადამიანს ესროლო და ისე მოკლა, თუ განაჩენი დაუმსახურებლად დადგება, ესეც ოჯახების სიკვდილია. ჩემი შვილი, როგორც დამენანებოდა და გული დამწყდებოდა, ისე მენანება ეს ბავშვი. მოლოდინი მაქვს, რომ აუცილებლად გამამართლებელი განაჩენი დადგება, იმიტომ რომ მაშინ აღარაფერს აზრი არ აქვს, აღარც სასამართლოს და ამ 9-თვიან პროცესებს აქვს აზრი. აუცილებლად გავყვებით სამართლებრივად და არასამართლებრივადაც. აუცილებლდ გავაპროტესტებთ ყველაფერს", - განაცხადა ნინო გოგილაშვილმა. გიორგი შაქარაშვილი გასული წლის 19 ივნისის ღამეს გაუჩინარდა. 4-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს, მისი ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. სამედიცინო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი გახდა ასფიქსია წყალში დახრჩობით - ამ დასკვნის შემდეგ გამოძიება გადაკვალიფიცირდა და დაემატა განზრახ, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მუხლიც. პროკურატურის ვერსიით, გიორგი შაქარაშვილს 5-მა ადამიანმა სასტიკად სცემა, შემდეგ მისი ცხედარი მდინარეში გადააგდო. არც ერთი მათგანი: ვახტანგ ჩიქოვანი, არჩილ გაგნიძე, ნიკოლოზ რევაზიშვილი და ორი არასრულწლოვანი - ზ.ხ. და ა.ქ. ბრალს არ აღიარებს. ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე სულ 17 ადამიანია დაკავებული. წყარო: ... ...
  • როგორ წარიმართა „ბარამიძე ჰესის“ ონლაინსკოპინგიდღეს „ბარამიძე ჰესის“ ონლაინსკოპინგი გაიმართა. შეხვედრა, რომელიც 2 საათზე დაიწყო რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა. ონლაინ შეხვედრის დასრულების შემდეგ სურების საინიციატივო ჯგუფის დამფუძნებელმა გიორგი ტრაპაიძემ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ  ეს არ იყო საკითხის განხილვა და შეხვედრაზე იკვეთებოდა სამინისტროსა და კომპანიის წარმომადგენლების ინტერესები. „შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ იურისტები, ჩვენი წარმომადგენლები, იმათი მომხრეები. შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ გვითხრა, რომ არ გვესმის ჰესი რამდენად კარგი იქნება ენერგოდამოუკიდებლობისთვის, რის გამოც კამათი მოხდა  და მას დემაგოგი ეძახეს. კომპანიასმ  რომელმაც მოსახლეობას რაღაც-რაღაცები დაურიგა, შეხვედრაზე უთხრეს, რომ სისხლის სამართლის დანაშაული იკვეთება და საქმე შესაძლოა სასამართლოში წავიდეს“,_ ამბობს გიორგი ტრაპაიძე. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს,  ტრაპაიძე ამბობს, რომ აქციები გაგრძელდება, მაგრამ შემდეგი აქციის თარიღი ამ დროისთვის უცნობია. ცნობისთვის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სურების მოსახლეობა სუფსის ხეობაში ჰესის აშენებას ეწინააღმდეგება. მათ დღეს საპროტესტო აქცია გამართეს ჩოხატაურის მერიასთან. ამავე თემაზე: "არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა " - მოსახლეობის პროტესტი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

კარმიდამო ჩემი

გურიაში კივს საშიში დაავადება გაუჩნდა

გურიაში, კერძოდ კი, ოზურგეთში, კივის...

გავიხსენოთ "ძველებური" ნამცხვრები

ბოლო დროს, სოციალურ ქსელში, არაერთხელ...

თებერვლის ძირითადი სამუშაოები საკარმიდამო ნაკვეთებში

თებერვლიდან, საკარმიდამო ნაკვეთებში, ხეხილოვანთა ბაღებში,...

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...